მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას..." - ექსპერტი
"შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას..." - ექსპერტი

NDI- ს ბოლო კვლე­ვა­მაც აჩ­ვე­ნა, რომ კვლავ ძა­ლი­ან დი­დია იმ ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უნდა და არც - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა".

რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ახა­ლი ძალა, ან შე­იქ­მნას რა­ღაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ან­თა მხარ­და­ჭე­რას მო­ი­პო­ვებს? - ამ კი­თხვა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ექ­სპერ­ტმა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ შემ­დე­გი უპა­სუ­ხა:

- სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გა­მოჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე პარ­ტია, რო­მელ­თაც თით­ქოს ჰქონ­დათ მე­სა­მე ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შან­სი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა "ლე­ლოს", თუმ­ცა მან არ ითა­მა­შა მე­სა­მე ძა­ლის წე­სე­ბით, მი­ე­კედ­ლა ერთ-ერთ პო­ლუსს, ანუ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და შან­სიც და­კარ­გა.

პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ, ასეთ მოკ­ლე ხან­ში მე­სა­მე ძალა სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­წუ­როს, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში არის ერთი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა - საკ­ვან­ძო ეტაპ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­გან ჩნდე­ბა ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, "მრგვა­ლი მა­გი­დის­გან" შე­იქ­მნა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ოპო­ზი­ცია, "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირ­ში" გაჩ­ნდა ე.წ. რე­ფორ­მა­ტორ­თა ფრთა, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ა­ყე­ნა შე­ვარ­დნა­ძე... მმარ­თველ გუნდში მყოფ ადა­მი­ანს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის თა­ვის გაც­ნო­ბა და მისი ყუ­რა­დღე­ბის მო­პო­ვე­ბა არ სჭირ­დე­ბა, ის ისე­დაც სულ მათ თვალ­წინ ტრი­ა­ლებს, ამომ­რჩე­ვე­ლი მას იც­ნობს. ხში­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გა­მო­ყო­ფილ ახალ პარ­ტი­ას სი­ახ­ლე არ მო­აქვს, მაგ­რამ სწო­რედ იმი­ტომ, რომ ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან არის წა­მო­სუ­ლი და ოპო­ზი­ცი­ად ყა­ლიბ­დე­ბა, უფრო მი­სა­ღე­ბი ხდე­ბა ამომ­რჩევ­ლის­თვის.

არც ახ­ლაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შიგ­ნით გა­მოჩ­ნდეს ძალა, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად იქ­ცე­ვა. სხვა­თა შო­რის, ივა­ნიშ­ვილ­მაც გა­ნა­ცხა­და, ვე­ლო­დე­ბი, რომ გა­მოჩ­ნდე­ბა ისე­თი პარ­ტია, რო­მე­ლიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვან­სო...

მოკ­ლედ, კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას და­ვაკ­ვირ­დეთ. ვვა­რა­უ­დობ, რომ ტრა­დი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც მე­სა­მე ძა­ლად იქ­ცე­ვა, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან წარ­მო­იშ­ვას... წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
28

 "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირ­ში" გაჩ­ნდა ე.წ. რე­ფორ­მა­ტორ­თა ფრთა, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ა­ყე­ნა შე­ვარ­დნა­ძე...- სამწუხცაროა, რომ თქვენ ამ ზღაპრის გჯერათ. კი არ გადააყენეს, არამედ შევარდნაძისა და დასავლეთის სცენარი გაითამაშეს.

ჟორა
14

მოუსმინეთ ამ კაცს, ეს არის ხელისუფლების რუპორი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას..." - ექსპერტი

"შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას..." - ექსპერტი

NDI- ს ბოლო კვლევამაც აჩვენა, რომ კვლავ ძალიან დიდია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვისაც არც "ქართული ოცნება" უნდა და არც - "ნაციონალური მოძრაობა".

რამდენად რეალურია, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიძლება გამოჩნდეს ახალი ძალა, ან შეიქმნას რაღაც გაერთიანება, რომელიც ამ ადამიანთა მხარდაჭერას მოიპოვებს? - ამ კითხვაზე გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ შემდეგი უპასუხა:

- საპარლამენტო არჩევნებამდე გამოჩნდა რამდენიმე პარტია, რომელთაც თითქოს ჰქონდათ მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი. ეს განსაკუთრებით ეხება "ლელოს", თუმცა მან არ ითამაშა მესამე ძალის წესებით, მიეკედლა ერთ-ერთ პოლუსს, ანუ "ნაციონალურ მოძრაობას" და შანსიც დაკარგა.

პატარა ქვეყანა ვართ, ასეთ მოკლე ხანში მესამე ძალა საიდან შეიძლება გამოიწუროს, ძნელი სათქმელია, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთი კანონზომიერება - საკვანძო ეტაპზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა მმართველი პარტიისგან ჩნდება ხოლმე. მაგალითად, "მრგვალი მაგიდისგან" შეიქმნა ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია, "მოქალაქეთა კავშირში" გაჩნდა ე.წ. რეფორმატორთა ფრთა, რომელმაც საბოლოოდ გადააყენა შევარდნაძე... მმართველ გუნდში მყოფ ადამიანს მოსახლეობისთვის თავის გაცნობა და მისი ყურადღების მოპოვება არ სჭირდება, ის ისედაც სულ მათ თვალწინ ტრიალებს, ამომრჩეველი მას იცნობს. ხშირად ხელისუფლებისგან გამოყოფილ ახალ პარტიას სიახლე არ მოაქვს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის ხელისუფლებიდან არის წამოსული და ოპოზიციად ყალიბდება, უფრო მისაღები ხდება ამომრჩევლისთვის.

არც ახლაა გამორიცხული, "ქართული ოცნების" შიგნით გამოჩნდეს ძალა, რომელიც სერიოზულ ოპოზიციურ ძალად იქცევა. სხვათა შორის, ივანიშვილმაც განაცხადა, ველოდები, რომ გამოჩნდება ისეთი პარტია, რომელიც "ქართულ ოცნებას" ოპოზიციაში გადაიყვანსო...

მოკლედ, კანონზომიერებას დავაკვირდეთ. ვვარაუდობ, რომ ტრადიციის გათვალისწინებით, შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას... წაიკითხეთ სტატია სრულად

"ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო" - რა განაცხადა, ჰარცელმა, რომელიც წულუკიანმა გვარამიასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ პარლამენტში "დაიბარა"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით, ლევან იოსელიანი წარადგინეს