სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საფრანგეთში, არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას
აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საფრანგეთში, არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ფეხ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცი­ა­თა კონ­ფე­დე­რა­ცი­ამ (ConIFA) "ევ­რო­პის თა­სის" მო­ნა­წი­ლე­თა სია გა­მო­აქვყნა. არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ჩემ­პი­ო­ნატს ფეხ­ბურთში 2021 წლის 9 ივ­ნი­სი­დან 19 ივ­ნი­სამ­დე ნიცა (საფ­რან­გე­თი) უმას­პინ­ძლებს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას conifa.org ავ­რცე­ლებს.

სი­ა­ში არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის - აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის "ნაკ­რე­ბე­ბიც". ჩემ­პი­ო­ნატ­ში მათ გარ­და 10 თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ნაკ­რე­ბი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ობს. ესე­ნია: ნი­ცის საგ­რა­ფო, პა­და­ნია, საპ­მი, და­სავ­ლეთ სომ­ხე­თი, ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სი, არ­ცა­ხი (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი), სზე­კე­ლი, ჩა­მე­რია, სარ­დი­ნია და კორ­ნუ­ო­ლი.

რო­გორც ConIFA-ს ვებ-გვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, არის ასე­ვე სა­რე­ზერ­ვო ნაკ­რე­ბე­ბი - ორი სი­ცი­ლია, კარ­პა­ტე­ბი და რო­მას ხალ­ხი. ეს იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ რო­მე­ლი­მე ნაკ­რე­ბი ვერ შეძ­ლებს ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს საფ­რან­გეთ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე COVID-ტეს­ტე­ბის გავ­ლა მო­უ­წევთ.

ცნო­ბის­თვის, ConIFA-ს ფიფა არ აღი­ა­რებს. ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის "ნაკ­რე­ბე­ბი" კი ConIFA-ს ტურ­ნი­რებ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

2019 წელს ევ­რო­პის არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის "ნაკ­რე­ბი" გახ­და. 2016 წელს კი ტურ­ნი­რი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა და ის მას­პინ­ძლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
#
5

ფრანგები ყველანაირად გვღალატობენ, ეგ ბაყაყიჭამიები.

გია
6

ამას ჰქვია "შენ დაუკარ". და საფრანგეთი ვერ გევიგეე??

ავტორი:

აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საფრანგეთში, არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საფრანგეთში, არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ასოციაციათა კონფედერაციამ (ConIFA) "ევროპის თასის" მონაწილეთა სია გამოაქვყნა. არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატს ფეხბურთში 2021 წლის 9 ივნისიდან 19 ივნისამდე ნიცა (საფრანგეთი) უმასპინძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას conifa.org ავრცელებს.

სიაში არიან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ნაკრებებიც". ჩემპიონატში მათ გარდა 10 თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ნაკრები მიიღებს მონაწილეობს. ესენია: ნიცის საგრაფო, პადანია, საპმი, დასავლეთ სომხეთი, ჩრდილოეთ კვიპროსი, არცახი (მთიანი ყარაბაღი), სზეკელი, ჩამერია, სარდინია და კორნუოლი.

როგორც ConIFA-ს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, არის ასევე სარეზერვო ნაკრებები - ორი სიცილია, კარპატები და რომას ხალხი. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ნაკრები ვერ შეძლებს ჩემპიონატში მონაწილეობას.

ჩემპიონატის მონაწილეებს საფრანგეთში გამგზავრებამდე COVID-ტესტების გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, ConIFA-ს ფიფა არ აღიარებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "ნაკრებები" კი ConIFA-ს ტურნირებში რეგულარულად მონაწილეობენ.

2019 წელს ევროპის არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატის გამარჯვებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ნაკრები" გახდა. 2016 წელს კი ტურნირი აფხაზეთის ტერიტორიაზე გაიმართა და ის მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.