მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ლაბირინთი მანუელისთვის“ - გზა პიროვნულ ცვლილებებამდე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში
„ლაბირინთი მანუელისთვის“ - გზა პიროვნულ ცვლილებებამდე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი მწერ­ლის ალე­კო შუღ­ლა­ძის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი - „ლა­ბი­რინ­თი მა­ნუ­ე­ლის­თვის“ უკვე გა­მო­ი­ცა.

წიგ­ნის შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში - https://bit.ly/2YATXqj

ავ­ტო­რი თა­ვი­სი რო­მა­ნე­ბით, მა­გა­ლი­თად, „გა­და­მალ­ვა“, „ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სურ­ნე­ლი“, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მისი მის­ტი­კუ­რი, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჩაგ­ვრას, ქა­ოსს, პრობ­ლე­მებს გა­ურ­ბი­ან და გა­დარ­ჩე­ნის გზას ეძე­ბენ, თი­თო­ე­უ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის საკ­მა­ოდ ახლო და ნაც­ნო­ბი აღ­მოჩ­ნდა.

ალე­კო შუღ­ლა­ძეს აზი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რაც მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზეც აი­სა­ხა. მისი გმი­რე­ბი ძი­ე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ იქამ­დე, სა­ნამ სუ­ლი­ე­რე­ბა­ში არ იპოვ­ნი­ან სიმ­შვი­დეს, თუმ­ცა ეს გზა რთუ­ლი და ხან­და­ხან ცდუ­ნე­ბე­ბით აღ­სავ­სეა.

რისი თქმა უნ­დო­და ავ­ტორს თა­ვი­სი ახა­ლი მო­თხრო­ბე­ბით? რო­გორ ცხოვ­რო­ბენ, რას გრძნო­ბენ, რას გა­ნიც­დი­ან მისი გმი­რე­ბი? ამის შე­სა­ხებ თა­ვად ალე­კო შუღ­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, თქვე­ნი ახა­ლი მო­თხრო­ბე­ბის ინ­სპი­რა­ცია ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ხომ არ გახ­და?

კრე­ბულ­ში შე­სუ­ლი ექ­ვსი მო­თხრო­ბი­დან თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ინ­სპი­რა­ცია სხვა­დას­ხვაა. ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­თხრო­ბებ­შია, სხვა­დას­ხვა დროს გა­დამ­ხდა, მაგ­რამ რა თქმა უნდა, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად წარ­მო­ვა­ჩი­ნე. ხომ იცით, მწე­რა­ლი უშუ­ა­ლოდ და ღა­რი­ბუ­ლად არ ტო­ვებს-ხოლ­მე მომ­ხდარს, ცდი­ლობს ფან­ტა­ზი­ებ­ში მო­აქ­ცი­ოს... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის გამ­დიდ­რდა, მი­ი­ღო სხვა­დას­ხვა ფორ­მა, მი­მარ­თუ­ლე­ბა და იმგვა­რი სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გო­რიც ახ­ლაა.

თქვენ­მა ინ­დო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბამ, იქ მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ რამ­დე­ნად იქო­ნია გავ­ლე­ნა თქვენს მო­თხრო­ბებ­ზე?

რა თქმა უნდა, იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც, გა­რე­მო, გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­ი­ელ­ვებს ჩემს მო­თხრო­ბებ­ში. პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბა - „სას­ჯე­ლი“ სწო­რედ ასე იწყე­ბა: ვარ ინ­დო­ეთ­ში და ამ­ბავს ერთი ირ­ლან­დი­ე­ლი მიყ­ვე­ბა. ეს კაცი წა­მო­სუ­ლია თა­ვი­სი ქვეყ­ნი­დან. ჩანს, რომ თით­ქოს გა­და­მა­ლუ­ლია, თა­ვის თავ­საც ემა­ლე­ბა და თით­ქოს გა­რე­მო­საც და ეს მე­ნამ­დვ­ლად შე­მემ­თხვა.

თქვე­ნი რო­მა­ნე­ბის - „გა­და­მალ­ვა“, „ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სურ­ნე­ლი“ პერ­სო­ნა­ჟე­ბი თით­ქოს და­ჩაგ­რუ­ლე­ბი, დაღ­ლი­ლე­ბი არი­ან და ცხოვ­რე­ბის­გან ბევ­რს არა­ფერს ელი­ან, რა ხდე­ბა მო­თხრო­ბე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მო­თხრო­ბებ­შიც ასე­თი­ვე პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. ყვე­ლა მათ­გა­ნი რა­ღაც გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე დგას. შე­იძ­ლე­ბა, ეს გან­საც­დე­ლი გა­რეგ­ნუ­ლი ფორ­მით არ ვლინ­დე­ბა, ომში არ არი­ან ან რა­ღაც ასე­თი, მაგ­რამ ზოგი იჩაგ­რე­ბა, ზოგს კი­დევ ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბი აქვს, თა­ვის გო­ნე­ბას­თან და თა­ვის რწმე­ნას­თან, ხედ­ვას­თან, რო­მე­ლიც შემ­დე­გეც­ვლე­ბათ... ეც­ვლე­ბათ ცნო­ბი­ე­რე­ბა და ეს არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი. პრინ­ციპ­ში, ომიც ალ­ბათ იმი­ტომ არის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში, რომ იქ რა­ღაც ისეთ­ზე მი­დი­ხარ, რაც აქამ­დე არ გა­გი­კე­თე­ბია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა და მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი არის სა­კუ­თა­რი თავი.

რო­გო­რია გზა პი­როვ­ნულ ცვლი­ლე­ბე­ბამ­დე და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს პრო­ცე­სი ადა­მი­ან­ზე?

ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ მი­ვე­დი იმ დას­კვნამ­დე, რომ თუ ადა­მი­ან­მა არ მი­მარ­თა ჭეშ­მა­რიტ სუ­ლი­ერ გზას და თუ მარ­თლა არ იპოვ­ნა რა­ღაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, არ შე­ე­ხო მას, მა­შინ გა­რე­მო, სამ­ყა­რო, მას „აბურ­თა­ვებს“, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დებს და ხში­რად ადა­მი­ა­ნი აქე­დან გა­მო­სა­ვალს ვერც იპოვ­ნის.

ვფიქ­რობ, რომ ამ სუ­ლის პრიზ­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მეტ­ნაკ­ლე­ბად გა­და­იჭ­რა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­თვის­რა­ღაც გა­სა­ღე­ბი, რა­ღაც გზა არ­სე­ბობს, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა დავ­დგე. შე­იძ­ლე­ბა, ჯერ კარ­გა ხანი ვერ გა­ვი­დე ამ გზის ბო­ლომ­დე, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად დავ­დგე­ბი. ეს არის სამ­ყა­როს აღ­მო­სავ­ლუ­რი ხედ­ვა, კონ­კრე­ტუ­ლად კი ვა­იშ­ნა­ვიზ­მი და ასე­ვე, იო­გას ისე­თი ფორ­მა, რო­გო­რიც არის ბჰა­კტი-იოგა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა და ასე­ვე, სუ­ლი­ერ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მიჩ­ვე­ნა გზა და და­მა­ნა­ხა, რომ ჩემ­თვის ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. მე ამის გამო, შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ფერს, მათ შო­რის, მწერ­ლო­ბა­საც და­ვა­ნე­ბო თავი, იმი­ტომ რომ ჩემი მი­ზა­ნი არის გა­დარ­ჩე­ნა, სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს­თან შე­ხე­ბა, ეს არის ჩემ­თვის მთა­ვა­რი, ამი­ტომ ეს არის ცვლი­ლე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი კი არის ზე­და­პი­რუ­ლი, მი­წი­ე­რი­და აქვე რჩე­ბა.

რას მი­ი­ღებს მკი­თხვე­ლი თქვე­ნი ახა­ლი მო­თხრო­ბე­ბის­გან?

მე მინ­დო­და, რომ ისი­ნი მო­თხრო­ბებ­ში შე­სუ­ლიყ­ვნენ. დღეს, ბევ­რი ტექ­სტი ისეა და­წე­რი­ლი, რომ მკი­თხვე­ლი ძალ­და­ტა­ნე­ბით კი­თხუ­ლობს. მე ვე­რი­დე­ბი ხოლ­მე ასეთ რა­მეს და ვცდი­ლობ, მკი­თხვე­ლი შე­ვიყ­ვა­ნო ჩემს მო­თხრო­ბებ­ში. პირ­ვე­ლი რა­საც მკი­თხვე­ლი მი­ი­ღებს არის ის, რომ სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. ასე­ვე, მო­თხრო­ბე­ბი რა­ღაც ტრამ­პლინს მის­ცემს მკი­თხველს ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რა დროს რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს ან გა­რის­კოს თუ არა ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ველ­თვის მინ­და, რომ ჩემი წიგ­ნი მხო­ლოდ ერთხელ არ წა­ი­კი­თხონ და მი­უბ­რუნ­დნენ, მე­ო­რე­ჯერ და მე­სა­მე­ჯე­რაც. მინ­და, ამას მი­ვაღ­წიო.

წიგ­ნის შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში - https://bit.ly/2YATXqj

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

„ლაბირინთი მანუელისთვის“ - გზა პიროვნულ ცვლილებებამდე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში

„ლაბირინთი მანუელისთვის“ - გზა პიროვნულ ცვლილებებამდე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში

ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი მწერლის ალეკო შუღლაძის მოთხრობების კრებული - „ლაბირინთი მანუელისთვის“ უკვე გამოიცა.

წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში - https://bit.ly/2YATXqj

ავტორი თავისი რომანებით, მაგალითად, „გადამალვა“, „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მისტიკური, მოულოდნელობებით აღსავსე სამყარო, რომელშიც პერსონაჟები ჩაგვრას, ქაოსს, პრობლემებს გაურბიან და გადარჩენის გზას ეძებენ, თითოეული მკითხველისთვის საკმაოდ ახლო და ნაცნობი აღმოჩნდა.

ალეკო შუღლაძეს აზიაში მოგზაურობის დიდი გამოცდილება აქვს, რაც მის შემოქმედებაზეც აისახა. მისი გმირები ძიებას აგრძელებენ იქამდე, სანამ სულიერებაში არ იპოვნიან სიმშვიდეს, თუმცა ეს გზა რთული და ხანდახან ცდუნებებით აღსავსეა.

რისი თქმა უნდოდა ავტორს თავისი ახალი მოთხრობებით? როგორ ცხოვრობენ, რას გრძნობენ, რას განიცდიან მისი გმირები? ამის შესახებ თავად ალეკო შუღლაძეს ვესაუბრეთ.

საინტერესოა, თქვენი ახალი მოთხრობების ინსპირაცია ცხოვრებისეული გამოცდილება ხომ არ გახდა?

კრებულში შესული ექვსი მოთხრობიდან თითოეული მათგანის ინსპირაცია სხვადასხვაა. ამბები, რომლებიც მოთხრობებშია, სხვადასხვა დროს გადამხდა, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად წარმოვაჩინე. ხომ იცით, მწერალი უშუალოდ და ღარიბულად არ ტოვებს-ხოლმე მომხდარს, ცდილობს ფანტაზიებში მოაქციოს... აქედან გამომდინარე, ის გამდიდრდა, მიიღო სხვადასხვა ფორმა, მიმართულება და იმგვარი სახით ჩამოყალიბდა, როგორიც ახლაა.

თქვენმა ინდოეთში მოგზაურობამ, იქ მიღებულმა გამოცდილებამ რამდენად იქონია გავლენა თქვენს მოთხრობებზე?

რა თქმა უნდა, იქ მიღებული გამოცდილებაც, გარემო, გარკვეულწილად გაიელვებს ჩემს მოთხრობებში. პირველი მოთხრობა - „სასჯელი“ სწორედ ასე იწყება: ვარ ინდოეთში და ამბავს ერთი ირლანდიელი მიყვება. ეს კაცი წამოსულია თავისი ქვეყნიდან. ჩანს, რომ თითქოს გადამალულია, თავის თავსაც ემალება და თითქოს გარემოსაც და ეს მენამდვლად შემემთხვა.

თქვენი რომანების - „გადამალვა“, „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ პერსონაჟები თითქოს დაჩაგრულები, დაღლილები არიან და ცხოვრებისგან ბევრს არაფერს ელიან, რა ხდება მოთხრობების პერსონაჟების შემთხვევაში?

შეიძლება ითქვას, მოთხრობებშიც ასეთივე პერსონაჟები არიან. ყველა მათგანი რაღაც განსაცდელის წინაშე დგას. შეიძლება, ეს განსაცდელი გარეგნული ფორმით არ ვლინდება, ომში არ არიან ან რაღაც ასეთი, მაგრამ ზოგი იჩაგრება, ზოგს კიდევ შინაგანი ბრძოლები აქვს, თავის გონებასთან და თავის რწმენასთან, ხედვასთან, რომელიც შემდეგეცვლებათ... ეცვლებათ ცნობიერება და ეს არის ყველაზე რთული. პრინციპში, ომიც ალბათ იმიტომ არის ყველაზე საშიში, რომ იქ რაღაც ისეთზე მიდიხარ, რაც აქამდე არ გაგიკეთებია და აქედან გამომდინარე, მთავარი პრობლემა და მთავარი საფიქრალი არის საკუთარი თავი.

როგორია გზა პიროვნულ ცვლილებებამდე და როგორ აისახება ეს პროცესი ადამიანზე?

ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ თუ ადამიანმა არ მიმართა ჭეშმარიტ სულიერ გზას და თუ მართლა არ იპოვნა რაღაც აბსოლუტური ჭეშმარიტება, არ შეეხო მას, მაშინ გარემო, სამყარო, მას „აბურთავებს“, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს და ხშირად ადამიანი აქედან გამოსავალს ვერც იპოვნის.

ვფიქრობ, რომ ამ სულის პრიზმაში გატარებული პრობლემები მეტნაკლებად გადაიჭრა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვისრაღაც გასაღები, რაღაც გზა არსებობს, რომელზეც შეიძლება დავდგე. შეიძლება, ჯერ კარგა ხანი ვერ გავიდე ამ გზის ბოლომდე, მაგრამ აუცილებლად დავდგები. ეს არის სამყაროს აღმოსავლური ხედვა, კონკრეტულად კი ვაიშნავიზმი და ასევე, იოგას ისეთი ფორმა, როგორიც არის ბჰაკტი-იოგა. ამ ყველაფერმა და ასევე, სულიერმა მასწავლებელმა მიჩვენა გზა და დამანახა, რომ ჩემთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი. მე ამის გამო, შემიძლია ყველაფერს, მათ შორის, მწერლობასაც დავანებო თავი, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არის გადარჩენა, სულიერ სამყაროსთან შეხება, ეს არის ჩემთვის მთავარი, ამიტომ ეს არის ცვლილება, დანარჩენი ცვლილებები კი არის ზედაპირული, მიწიერიდა აქვე რჩება.

რას მიიღებს მკითხველი თქვენი ახალი მოთხრობებისგან?

მე მინდოდა, რომ ისინი მოთხრობებში შესულიყვნენ. დღეს, ბევრი ტექსტი ისეა დაწერილი, რომ მკითხველი ძალდატანებით კითხულობს. მე ვერიდები ხოლმე ასეთ რამეს და ვცდილობ, მკითხველი შევიყვანო ჩემს მოთხრობებში. პირველი რასაც მკითხველი მიიღებს არის ის, რომ სიუჟეტური ხაზი იქნება ძალიან საინტერესო. ასევე, მოთხრობები რაღაც ტრამპლინს მისცემს მკითხველს ჩამოყალიბდეს, რა დროს რა გადაწყვეტილება მიიღოს ან გარისკოს თუ არა ცხოვრებაში. ყოველთვის მინდა, რომ ჩემი წიგნი მხოლოდ ერთხელ არ წაიკითხონ და მიუბრუნდნენ, მეორეჯერ და მესამეჯერაც. მინდა, ამას მივაღწიო.

წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში - https://bit.ly/2YATXqj

8 თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი გამოვა

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

1-ლი თებერვლიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად