სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მეორედ დავიბადე..." - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალის ემოციური სტატუსი
"მე მეორედ დავიბადე..." - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალის ემოციური სტატუსი

სა­გა­რე­ჯოს „ჯეო ჰოს­პი­ტალსში“ ცოტა ხნის წინ, კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან, 36 წლის, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალი გა­მო­ჯან­მრთელ­და, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით „ფე­ის­ბუქ­ში“ ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტის სტა­ტუსს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

"ჩემო მე­გობ­რე­ბო, ახ­ლობ­ლე­ბო, მინ­და იცო­დეთ, მე მე­ო­რედ და­ვი­ბა­დე და ეს და­ბა­დე­ბა არის სა­გა­რე­ჯოს „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ ექი­მე­ბის, ექთ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა. რომ არა მათი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მო­პყრო­ბა, ალ­ბათ ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი. მუ­შა­ობს ექი­მე­ბის, ექთ­ნე­ბის ძა­ლი­ან მა­გა­რი გუნ­დი და ეს დამ­სა­ხუ­რე­ბა ეკუთ­ვნის ბა­ტონ და­ვით ჯი­ქი­ას, ქალ­ბა­ტონ ნინო ამი­რი­ძეს, რო­მე­ლიც არის თა­ვის საქ­მე­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რომ თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს სი­ცო­ცხლე აჩუ­ქოს.

მე მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მას და მთლი­ა­ნად მის კო­ლექ­ტივს: ნინო ამი­რი­ძეს, უსაყ­ვარ­ლეს და უტ­კბეს ნინო ნი­კო­ლა­ძეს, ასე­ვე თბილ თა­მუ­ნა ფა­ნო­ზიშ­ვილს, რაჯი ის­ლა­მოვს, რომ­ლის შე­მოს­ვლა და და­რი­გე­ბა იყო თბი­ლი, თუ რა უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნა. მგო­ნი, არ მრჩე­ბა არა­ვინ… თეა, გუ­ლი­კო, თი­თო­ე­ულ ექთანს დიდი მად­ლო­ბა“, - წერს ის.

პა­ცი­ენ­ტის მე­უღ­ლე ილია ბურ­ჭუ­ლა­ძე გვი­ამ­ბობს, რომ მის მე­უღ­ლეს ჰა­ე­რის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა და­ე­წყო, რის გა­მოც შე­უძ­ლოდ გახ­და და ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. მი­სი­ვე თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, თუმ­ცა ექი­მე­ბის თავ­და­უ­ზო­გა­ვი მცდე­ლო­ბით, გა­მო­ჯან­მრთელ­და და ახლა თავს უკეთ გრძნობს.

„რო­გორც კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ, ნა­ხეს, რომ სის­ხლში ჟანგბა­დის დონე და­ცე­მუ­ლი იყო, სწრა­ფი ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რეს და აღ­მო­აჩ­ნდა COVID-19. ექი­მებ­მა ჩა­უ­ტა­რეს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და დად­გინ­და ფილ­ტვე­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა. რე­ა­ნი­მა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო ამი­რი­ძემ გა­და­წყვი­ტა, რომ ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე არ გა­და­ეყ­ვა­ნა, რად­გან ახალ­გაზ­რდა და ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი აქ­ვსო. მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ხედ­ვით, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. გარ­თუ­ლე­ბის ფონ­ზე ისევ ექი­მე­ბის ვაჟ­კა­ცო­ბით გა­დავ­რჩით, თვის ბო­ლომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რე­ბი ვართ მათი, ხალ­ხმა ნამ­დვი­ლად უნდა და­ი­ნა­ხოს ექი­მე­ბის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა “, - აღ­ნიშ­ნა მან.

სა­გა­რე­ჯოს „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ დი­რექ­ტო­რის და­ვით ჯი­ქი­ას გან­მარ­ტე­ბით, პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ფილ­ტვე­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და ის და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ცი­ო­ნარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გა­დად პა­ცი­ენ­ტი უკვე ოჯახს და­უბ­რუნ­და. რო­გორც მკურ­ნა­ლი ექი­მი იხ­სე­ნებს, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა ფილ­ტვე­ბის ძა­ლი­ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბით.

„დედა ოჯახს - ასე­თი წუ­თე­ბის­თვის ღირს ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­მოწ­ვე­ვებ­თან ბრძო­ლა­ში შეს­ვლა“, -აცხა­დებს ნინო ამი­რი­ძე. პა­ცი­ენ­ტი ამ­ჟა­მად სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბა და პე­რი­ო­დუ­ლად ექი­მებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­დის. ის თავს კარ­გად გრძნობს.

ავტორი:

"მე მეორედ დავიბადე..." - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალის ემოციური სტატუსი

"მე მეორედ დავიბადე..." - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალის ემოციური სტატუსი

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ცოტა ხნის წინ, კორონავირუსისგან, 36 წლის, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი გამოჯანმრთელდა, რომელმაც მოგვიანებით „ფეისბუქში“ ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა.

მადლიერი პაციენტის სტატუსს სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, მინდა იცოდეთ, მე მეორედ დავიბადე და ეს დაბადება არის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმების, ექთნების დამსახურება. რომ არა მათი ყურადღებიანი მოპყრობა, ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი. მუშაობს ექიმების, ექთნების ძალიან მაგარი გუნდი და ეს დამსახურება ეკუთვნის ბატონ დავით ჯიქიას, ქალბატონ ნინო ამირიძეს, რომელიც არის თავის საქმეში პროფესიონალი და აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ პაციენტს სიცოცხლე აჩუქოს.

მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას და მთლიანად მის კოლექტივს: ნინო ამირიძეს, უსაყვარლეს და უტკბეს ნინო ნიკოლაძეს, ასევე თბილ თამუნა ფანოზიშვილს, რაჯი ისლამოვს, რომლის შემოსვლა და დარიგება იყო თბილი, თუ რა უნდა გაგეკეთებინა. მგონი, არ მრჩება არავინ… თეა, გულიკო, თითოეულ ექთანს დიდი მადლობა“, - წერს ის.

პაციენტის მეუღლე ილია ბურჭულაძე გვიამბობს, რომ მის მეუღლეს ჰაერის მწვავე უკმარისობა დაეწყო, რის გამოც შეუძლოდ გახდა და ექიმის რეკომენდაციით, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მისივე თქმით, მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, თუმცა ექიმების თავდაუზოგავი მცდელობით, გამოჯანმრთელდა და ახლა თავს უკეთ გრძნობს.

„როგორც კი საავადმყოფოში მივიყვანეთ, ნახეს, რომ სისხლში ჟანგბადის დონე დაცემული იყო, სწრაფი ტესტი ჩაუტარეს და აღმოაჩნდა COVID-19. ექიმებმა ჩაუტარეს გამოკვლევები და დადგინდა ფილტვების მძიმე დაზიანება. რეანიმაციის ხელმძღვანელმა ნინო ამირიძემ გადაწყვიტა, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე არ გადაეყვანა, რადგან ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმი აქვსო. მისი პროფესიონალური ხედვით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გართულების ფონზე ისევ ექიმების ვაჟკაცობით გადავრჩით, თვის ბოლომდე საავადმყოფოში იწვა. ძალიან მადლიერები ვართ მათი, ხალხმა ნამდვილად უნდა დაინახოს ექიმების თავდაუზოგავი შრომა “, - აღნიშნა მან.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის დავით ჯიქიას განმარტებით, პაციენტს აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება და ის დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში სტაციონარში იმყოფებოდა, მკურნალობის შედეგადად პაციენტი უკვე ოჯახს დაუბრუნდა. როგორც მკურნალი ექიმი იხსენებს, ქალბატონი საავადმყოფოში მოხვდა ფილტვების ძალიან მძიმე დაზიანებით.

„დედა ოჯახს - ასეთი წუთებისთვის ღირს ჩვენს პროფესიაში ყველაზე მძიმე გამოწვევებთან ბრძოლაში შესვლა“, -აცხადებს ნინო ამირიძე. პაციენტი ამჟამად სახლში იმყოფება და პერიოდულად ექიმებთან კონსულტაციას გადის. ის თავს კარგად გრძნობს.

თამბაქოს ზიანის შემცირება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

საკითხი რის გამოც ექსპერტები “ჯანმოს” თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ

სასტუმრო თბილისი მარიოტი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სტუმრებს საინტერესო სიახლეს სთავაზობს