სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აცრის გაკეთება ბინაზეც იქნება შესაძლებელი -  ყველაფერი საქართველოში ვაქცინაციის სახელმწიფო გეგმის შესახებ
აცრის გაკეთება ბინაზეც იქნება შესაძლებელი -  ყველაფერი საქართველოში ვაქცინაციის სახელმწიფო გეგმის შესახებ

წლის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვიდ-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ 18 წელ­ზე ზე­ვით მო­სახ­ლე­ო­ბის 60%- უნდა აიც­რას, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 1.7 მლნ მო­ქა­ლა­ქეს შე­ად­გენს. ეს და იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის სხვა დე­ტა­ლე­ბი გა­წე­რი­ლია დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ კო­ვიდ-19-ის ვაქ­ცი­ნის და­ნერგვის ეროვ­ნულ გეგ­მა­ში. დო­კუ­მენ­ტი უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვედ­ზეა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ სტრა­ტე­გი­ა­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის თა­რი­ღი­სა და ვაქ­ცი­ნის და­სა­ხე­ლე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ი­ყე­ნებს, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ იქ­ნე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი ან 37 ქვეყ­ნის, მათ შო­რის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს, ია­პო­ნი­ი­სა და ავ­სტრა­ლი­ის გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა ან ეროვ­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცია უნდა ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე და­ი­წყე­ბა.

  • ვინ აიც­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში

ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო პე­სო­ნა­ლის 65% -ის (46 520 მუ­შა­კი), ხან­გრძლი­ვი მოვ­ლის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის 60%-ის (1 560 მო­ქა­ლა­ქე) და 75 წლი­სა და ზე­მოთ ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 60%-ის (136 080 მო­ქა­ლა­ქე) აცრა იგეგ­მე­ბა.

  • რა მოხ­დე­ბა მე­ო­რე ეტაპ­ზე

მე­ო­რე ეტაპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბათ 65-74 წლის ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს. ამ ასა­კობ­რივ ჯგუფს სულ 197 510 მო­ქა­ლა­ქე მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

  • რა მოხ­დე­ბა მე­სა­მე ეტაპ­ზე?

შემ­დეგ ეტაპ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი ჯგუ­ფე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია სულ - 108 224 პირი და 55-64 წლის ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი (287 040 მო­ქა­ლა­ქე). ამ შემ­თხვე­ვა­შიც მათი და­ფარ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც 60% იქ­ნე­ბა.

ჯან­დაც­ვის უწყე­ბა 18-54 წლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის ასე­ვე 60%-ის (53 640) ვაქ­ცი­ნა­ცი­ას გეგ­მავს. ამის შემ­დეგ, ვაქ­ცი­ნას მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა ჯგუ­ფე­ბის 60% (860 740 პირი) მი­ი­ღებს.

იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პი 10-10 კვი­რას გაგ­რძელ­დე­ბა.

იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის­თვის სა­ჭი­რო ბი­უ­ჯე­ტის მი­ნი­მა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 64 333 622 ლარი, მაქ­სი­მა­ლუ­რი კი - 158 190 243 ლარი იქ­ნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­ყა­ნა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია "კო­ვაქ­სის" პლატ­ფორ­მა­ზე და უკვე გა­დახ­დი­ლი აქვს პირ­ვე­ლი შე­ნა­ტა­ნი, რაც საკ­მა­რი­სია 1.4 მი­ლი­ონ დო­ზის მი­სა­ღე­ბად მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-ის­თვის.

  • სად და რო­გორც შევ­ძლებთ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბას?

მო­სახ­ლე­ო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი იმუ­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის გარ­და, ბი­ნა­ზეც შეძ­ლებს. ხან­გრძლი­ვი და­ყოვ­ნე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი და მომ­ვლე­ლე­ბი და ბი­ნა­ზე მყო­ფი-არა­მო­ბი­ლუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ასაც­რე­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი იქ­მნე­ბა. ვაქცნა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის გა­მარ­ტი­ვე­ბის მიზ­ნით, ამოქ­მედ­დე­ბა აც­რა­ზე ჩა­წე­რის-რე­გის­ტრა­ცი­ის ონ­ლა­ინ­მო­დუ­ლი. აც­რე­ბის რე­გის­ტრა­ცია და­ან­გა­რიშ­გე­ბა მოხ­დე­ბა უკვე არ­სე­ბუ­ლი იმუ­ნი­ზა­ცი­ის მარ­თვის ელექტრო­ნუ­ლი მო­დუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
9

არასოდეს არ მოხდება ეგ!!!

ნებაყოფლობითი უნდა იყოს!!!

არ მინდა და ძალით ვერავინ გამიკეთებს!!!

covid
3
მე როგორც პატიოსანი მოქალაქე ჩემ წილ ვაქცინას ჩვენ პარლამენტარებს და მინისტრებს დაუთმობ.მაინც ყველაფერი მაგათ მიაქ.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

აცრის გაკეთება ბინაზეც იქნება შესაძლებელი -  ყველაფერი საქართველოში ვაქცინაციის სახელმწიფო გეგმის შესახებ

აცრის გაკეთება ბინაზეც იქნება შესაძლებელი -  ყველაფერი საქართველოში ვაქცინაციის სახელმწიფო გეგმის შესახებ

წლის ბოლომდე საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60%- უნდა აიცრას, რაც დაახლოებით 1.7 მლნ მოქალაქეს შეადგენს. ეს და იმუნიზაციის პროგრამის სხვა დეტალები გაწერილია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში. დოკუმენტი უწყების ოფიციალურ ვებგვედზეა ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში არაფერია ნათქვამი ვაქცინაციის დაწყების თარიღისა და ვაქცინის დასახელების შესახებ. თუმცა აღნიშნულია, რომ ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული ან 37 ქვეყნის, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიისა და ავსტრალიის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ან ეროვნული რეგისტრაცია უნდა ჰქონდეს მიღებული. აღსანიშნავია, რომ პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, ვაქცინაცია საქართველოში თებერვლის ბოლომდე დაიწყება.

  • ვინ აიცრება პირველ რიგში

ეროვნული გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, სამედიცინო პესონალის 65% -ის (46 520 მუშაკი), ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარების 60%-ის (1 560 მოქალაქე) და 75 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეების 60%-ის (136 080 მოქალაქე) აცრა იგეგმება.

  • რა მოხდება მეორე ეტაპზე

მეორე ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდებათ 65-74 წლის ასაკის მოქალაქეებს. ამ ასაკობრივ ჯგუფს სულ 197 510 მოქალაქე მიეკუთვნება.

  • რა მოხდება მესამე ეტაპზე?

შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სხვადასხვა სერვისების მიმწოდებელი ჯგუფების ვაქცინაცია სულ - 108 224 პირი და 55-64 წლის ასაკის მოქალაქეები (287 040 მოქალაქე). ამ შემთხვევაშიც მათი დაფარვის მაჩვენებელიც 60% იქნება.

ჯანდაცვის უწყება 18-54 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ასევე 60%-ის (53 640) ვაქცინაციას გეგმავს. ამის შემდეგ, ვაქცინას მოსახლეობის სხვა ჯგუფების 60% (860 740 პირი) მიიღებს.

იმუნიზაციის პროგრამის მიხედვით, ვაქცინაციის თითოეული ეტაპი 10-10 კვირას გაგრძელდება.

იმუნიზაციის პროგრამის ღირებულება წინასწარი შეფასებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი - 158 190 243 ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა რეგისტრირებულია "კოვაქსის" პლატფორმაზე და უკვე გადახდილი აქვს პირველი შენატანი, რაც საკმარისია 1.4 მილიონ დოზის მისაღებად მოსახლეობის 20%-ისთვის.

  • სად და როგორც შევძლებთ ვაქცინის მიღებას?

მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებას საავადმყოფოებისა და არსებული იმუნიზაციის ცენტრების გარდა, ბინაზეც შეძლებს. ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებების ბენეფიციარები და მომვლელები და ბინაზე მყოფი-არამობილური მოსახლეობის ასაცრელად სპეციალური მობილური ჯგუფები იქმნება. ვაქცნაციის პროცედურის გამარტივების მიზნით, ამოქმედდება აცრაზე ჩაწერის-რეგისტრაციის ონლაინმოდული. აცრების რეგისტრაცია დაანგარიშგება მოხდება უკვე არსებული იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის საშუალებით, რომელიც 2013 წლიდან გამოიყენება.

"იმიჯის შელახვის ბრალდებას აყენებს სათამაშო ბიზნესი მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს თვითონ აყენებს ტრაგიკულ ზიანს" - რატომ უჩივლა "სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" გიორგი ბახტურიძეს

"რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება" - თამარ გაბუნია რესტორნების გახსნაზე

"დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და ვაქცინაცია დავიწყოთ, არანაირი ხინჯი არ იქნება - შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში" - ცერცვაძე