სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას და არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება" - პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
"მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას და არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება" - პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენტს მო­უ­წო­დებს, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ შე­უ­წყვი­ტოს.

ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ა­საც მი­მარ­თავს და გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას ურ­ჩევს.

"მინ­და დღეს ორი­ვე მხა­რეს მო­ვუ­წო­დო გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­კენ, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა და არა ვიწ­რო ინ­ტე­რე­სებ­ზე გათ­ვლი­ლი. ოპო­ზი­ცი­ას, რათა და­ფიქ­რდეს და მათი მან­და­ტით მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს. უმ­რავ­ლე­სო­ბას, რათა არ მი­ე­ცეს ერ­თპარ­ტი­უ­ლი მარ­თვის ცდუ­ნე­ბას, არ მი­ი­ღოს მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტის ნა­ად­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მის­ცეს დრო ოპო­ზი­ცი­ას სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ესაა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა და მო­ლო­დი­ნი", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში.

ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის გახ­სნამ­დე, ოპო­ზი­ცი­ის და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ას ეკის­რე­ბა დიდი როლი: ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ ასე­თი ძლი­ე­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა პარ­ლა­მენ­ტში - 60 მან­და­ტი 150-დან, 8 ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, უა­რის თქმა ასეთ პო­ლი­ტი­კურ ბერ­კე­ტებ­ზე და რე­ა­ლურ გავ­ლე­ნა­ზე ცოტა არ იყოს პო­ლი­ტი­კუ­რად გა­უ­გე­ბა­რია, მით უმე­ტეს, ახ­ლად შექ­მნი­ლი პარ­ტი­ე­ბის­გან.

„ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო გა­და­ვი­და სრულ სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა­ზე, უკა­ნას­კნე­ლი არ­ჩევ­ნე­ბით კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აირ­ჩია მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, რაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ახალ სა­ფე­ხურს წარ­მო­ად­გენს.

დღეს ქვე­ყა­ნას ამ სის­ტე­მის სრულ­ყო­ფი­ლად ამოქ­მე­დე­ბა სჭირ­დე­ბა! დრო აღარ ით­მენს! პან­დე­მი­ის­გან წარ­მოქ­მნი­ლი კრი­ზი­სი, მო­ი­თხოვს ეფექ­ტი­ან, სწრა­ფად მოქ­მედ პარ­ლა­მენტს და ყვე­ლას­გან საქ­მი­ან მიდ­გო­მას! პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ვერ პა­სუ­ხობს ამ რთულ გა­მოწ­ვე­ვებს! შიგ­ნით ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, ერ­თი­ა­ნო­ბის და სო­ლი­და­რო­ბის დრო დგე­ბა!

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე ოპო­ზი­ცი­ას ეკის­რე­ბა დიდი როლი: ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ ასე­თი ძლი­ე­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა პარ­ლა­მენ­ტში - 60 მან­და­ტი 150-დან, 8 ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია.

არა­სო­დეს ჰქო­ნია ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და რე­ა­ლუ­რი ბერ­კე­ტე­ბი: ფრაქ­ცი­ე­ბის შექ­მნა, სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­კა­ვე­ბა, მა­გა­ლი­თად, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის ად­გი­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბი: რო­გორც მა­გა­ლი­თად მი­ნის­ტრე­ბის ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით და­ბა­რე­ბა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა, მუდ­მივ­მოქ­მედ სა­თათ­ბი­რო საბ­ჭო­ებ­ში, ნდო­ბის ჯგუფ­ში და სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. უა­რის თქმა ასეთ პო­ლი­ტი­კურ ბერ­კე­ტებ­ზე და რე­ა­ლურ გავ­ლე­ნა­ზე ცოტა არ იყოს პო­ლი­ტი­კუ­რად გა­უ­გე­ბა­რია, მით უმე­ტეს, ახ­ლად შექ­მნი­ლი პარ­ტი­ე­ბის­გან.

ამ როლ­თან ერ­თად ოპო­ზი­ცი­ას დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე, რო­მელ­საც დაჰ­პირ­და გა­მარ­ჯვე­ბას და არა ქუ­ჩა­ში დგო­მას. დაჰ­პირ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნი­დან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის წარ­დგე­ნას და მათი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და არა ბო­ი­კო­ტით შეს­რუ­ლე­ბას.

ოპო­ზი­ცი­ის ამომ­რჩევ­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს უჭერს სწო­რედ ასეთ აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას და მან­და­ტე­ბის ამოქ­მე­დე­ბას. დღეს ამომ­რჩევ­ლის ნდო­ბა პარ­ტი­ე­ბი­სა და სის­ტე­მის მი­მართ სას­წორ­ზე დგას“, - აღ­ნიშ­ნა მან.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, უმ­რავ­ლე­სო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც დი­დია.

„მას არა­ნაკ­ლებ სჭირ­დე­ბა ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კი­თხვის და კრი­ტი­კის ქვეშ და­ა­ყე­ნებს - ეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა! უმ­რავ­ლე­სო­ბის მოქ­მე­დე­ბას ოპო­ზი­ცი­ის გა­რე­შე, შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის მეტი რის­კი ახ­ლავს. სა­მა­გი­ე­როდ, სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ბა­ტის რე­ჟი­მი, თუნ­დაც მძაფ­რი და ზოგ­ჯერ და­უნ­დო­ბე­ლი, არა მხო­ლოდ არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის მარ­თვის­თვის გვჭირ­დე­ბა, არა­მედ არა­ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად, რო­გო­რიც არის კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის და­გეგ­მვა. ეს ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბი მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თის მომ­სე­ნით და ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით თუ მი­იღ­წე­ვა!

მინ­და გი­თხრათ, რომ ახ­ლა­ხან, ბრი­უ­სელ­ში ჩემი ვი­ზი­ტის დროს, სწო­რედ ასე­თი მკა­ფიო გზავ­ნი­ლი მო­ვის­მი­ნე. არა­ვის გა­მო­უთ­ქვამს აზრი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბო­დეს ან ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ან ქუ­ჩის პრო­ცე­სე­ბი, ან კი­დევ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა და პო­ლა­რი­ზა­ცია. პი­რი­ქით, ჩვენ­გან ყვე­ლა ელო­დე­ბა მეტ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, მეტ თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას მთა­ვა­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

ამის მომ­ტა­ნი უნდა იყოს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, სწო­რედ ისე­თი, რო­გო­რიც ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აირ­ჩია“, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მან მო­უ­წო­და მხა­რე­ებს გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის­კენ.

„ამი­ტომ მინ­და, დღეს ორი­ვე მხა­რეს მო­ვუ­წო­დო გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის­კენ, რო­მე­ლიც ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­სი­კე­თოდ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა და არა ვიწ­რო ინ­ტე­რე­სებ­ზე გათ­ვლი­ლი:

- ოპო­ზი­ცი­ას, რათა და­ფიქ­რდეს, პა­ტი­ვი სცეს ამომ­რჩე­ველს და მათი მან­და­ტით მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს.

- უმ­რავ­ლე­სო­ბას, რათა არ მი­ე­ცეს ერ­თპარ­ტი­უ­ლი მარ­თვის ცდუ­ნე­ბას, არ მი­ი­ღოს მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტის ნა­ად­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მის­ცეს დრო ოპო­ზი­ცი­ას სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.

ეს არის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა და მო­ლო­დი­ნი. მას ჩვენ ყვე­ლამ პა­ტი­ვი უნდა ვცეთ და გა­ვუფრ­თხილ­დეთ!“ ,- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე შავშიშვილი
47

ვის დაკარგვიხარ ერთი რა?!

იკა
48
გულისამრევი, ბლა ბლა ბლა
ავტორი:

"მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას და არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება" - პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

"მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას და არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება" - პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასაც მიმართავს და გონივრული გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს.

"მინდა დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ესაა ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი", - განაცხადა პრეზიდენტმა საზოგადოებისადმი მიმართვაში.

ქვეყნის პრეზიდენტმა მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე, ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, საზოგადოებას მიმართა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ეკისრება დიდი როლი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა პარლამენტში - 60 მანდატი 150-დან, 8 ოპოზიციური პარტია.

პრეზიდენტის განცხადებით, უარის თქმა ასეთ პოლიტიკურ ბერკეტებზე და რეალურ გავლენაზე ცოტა არ იყოს პოლიტიკურად გაუგებარია, მით უმეტეს, ახლად შექმნილი პარტიებისგან.

„ამ ბოლო პერიოდში, საქართველო გადავიდა სრულ საპარლამენტო სისტემაზე, უკანასკნელი არჩევნებით კი, საზოგადოებამ აირჩია მრავალპარტიული პარლამენტი, რაც დემოკრატიულობის ახალ საფეხურს წარმოადგენს.

დღეს ქვეყანას ამ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება! დრო აღარ ითმენს! პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი, მოითხოვს ეფექტიან, სწრაფად მოქმედ პარლამენტს და ყველასგან საქმიან მიდგომას! პოლიტიკური დაპირისპირება ვერ პასუხობს ამ რთულ გამოწვევებს! შიგნით ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო დონეზე, ერთიანობის და სოლიდარობის დრო დგება!

ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ოპოზიციას ეკისრება დიდი როლი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა პარლამენტში - 60 მანდატი 150-დან, 8 ოპოზიციური პარტია.

არასოდეს ჰქონია ასეთი მრავალფეროვანი და რეალური ბერკეტები: ფრაქციების შექმნა, სხვადასხვა თანამდებობების დაკავება, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ადგილი. მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლებები: როგორც მაგალითად მინისტრების ინტერპელაციის წესით დაბარება, საგამოძიებო კომისიის შექმნა, მუდმივმოქმედ სათათბირო საბჭოებში, ნდობის ჯგუფში და საპარლამენტო დელეგაციებში მონაწილეობა. უარის თქმა ასეთ პოლიტიკურ ბერკეტებზე და რეალურ გავლენაზე ცოტა არ იყოს პოლიტიკურად გაუგებარია, მით უმეტეს, ახლად შექმნილი პარტიებისგან.

ამ როლთან ერთად ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც დაჰპირდა გამარჯვებას და არა ქუჩაში დგომას. დაჰპირდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ალტერნატიული პოლიტიკური პოზიციების წარდგენას და მათი კანონმდებლობით და არა ბოიკოტით შესრულებას.

ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ასეთ აქტიურ ჩართულობას და მანდატების ამოქმედებას. დღეს ამომრჩევლის ნდობა პარტიებისა და სისტემის მიმართ სასწორზე დგას“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის თქმით, უმრავლესობის პასუხისმგებლობაც დიდია.

„მას არანაკლებ სჭირდება ოპოზიცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კითხვის და კრიტიკის ქვეშ დააყენებს - ეს დემოკრატიული სისტემისთვის აუცილებლობაა! უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე, შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს. სამაგიეროდ, საპარლამენტო დებატის რეჟიმი, თუნდაც მძაფრი და ზოგჯერ დაუნდობელი, არა მხოლოდ არსებული კრიზისის მართვისთვის გვჭირდება, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი გამოწვევების დასაძლევად, როგორიც არის კონფლიქტების მოგვარება, განვითარების ახალი გრძელვადიანი გეგმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩასატარებელი რეფორმების დაგეგმვა. ეს ამბიციური მიზნები მხოლოდ ერთმანეთის მომსენით და ერთიანი ძალებით თუ მიიღწევა!

მინდა გითხრათ, რომ ახლახან, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, სწორედ ასეთი მკაფიო გზავნილი მოვისმინე. არავის გამოუთქვამს აზრი, რომ საქართველოს სჭირდებოდეს ან ახალი არჩევნები, ან ქუჩის პროცესები, ან კიდევ გაუთავებელი დაპირისპირება და პოლარიზაცია. პირიქით, ჩვენგან ყველა ელოდება მეტ სტაბილურობას, მეტ თანმიმდევრულობას და ერთსულოვნებას მთავარი მიზნების მისაღწევად.

ამის მომტანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მან მოუწოდა მხარეებს გონივრული გადაწყვეტილებებისკენ.

„ამიტომ მინდა, დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისათვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი:

- ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივი სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს.

- უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი. მას ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ!“ ,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თეა წულუკიანმა 31 ოქტომბერს, საღამოს დაიძინა და დღევანდელ სხდომაზე გაიღვიძა" - ალეკო ელისაშვილი

"მორალზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს - ხომ გასაგებია, რა მართლმსაჯულება ააშენა ამ ქალმა?! თავისნაირი მანკიერი, ამორალური" - გია ხუხაშვილი თეა წულუკიანზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"