სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება - არ მგონია, რომ აპრილშიც გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე
"კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება - არ მგონია, რომ აპრილშიც გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ რე­გუ­ლა­ცი­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე ბო­ლოს მო­იხ­სნე­ბა. ამის შე­სა­ხებ იმ­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „რე­ზი­უ­მე­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი აპ­რილ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღარ იქ­ნე­ბა.

„კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის მოხ­სნა­ზე, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ბო­ლოს მო­იხ­სნე­ბა. მე, მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა ჩემი მე­გობ­რე­ბის ნახ­ვა, თქვენ არ მო­გე­ნატ­რათ?! წე­ლი­წა­დი გა­ვი­და, ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ღა­მოს არ ვყო­ფილ­ვარ... მე­ზობ­ლებ­ში, რომ გა­დახ­ვალთ ერთი კლას­ტე­რი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, ანუ გავ­რცე­ლე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ერთ პა­ტა­რა არე­ალ­ში და რომ დაჯ­დე­ბი, ქა­ლა­ქის ერთი ბო­ლო­დან მე­ო­რე ბო­ლო­ში წახ­ვალ: მე­გო­ბარ­თან, ნა­თე­სავ­თან ჩა­უჯ­დე­ბი იქ და იქი­დან წა­მოხ­ვალთ და აი, ნა­ხეთ?! ინ­ფექ­ცია გავ­რცელ­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით დიდ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში. ქარ­თვე­ლე­ბი არა ვართ?! არ ვცხოვ­რობთ ამ ქვე­ყა­ნა­ში და არ ვი­ცით ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი?! და­ვაკ­ვირ­დე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას არა მგო­ნია, რომ „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ აპ­რილ­შიც გაგ­რძელ­დეს. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია, რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ირ­გვლივ სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ დას­ტა­ბი­ლურ­და და ახლა მთა­ვა­რია მო­სახ­ლე­ო­ბა ხიბლში არ ჩა­ვარ­დეს. მი­სი­ვე თქმით, ეკო­ნო­მი­კა უნდა გა­იხ­სნას, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტიც უნდა აღ­დგეს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად და­ნის წვერ­ზეა გავ­ლა სა­ჭი­რო.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, ერ­თკვი­რი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა რა­ღა­ცე­ბის უფრო ადრე გახ­სნა, ვიდ­რე ეს ამ დრო­ის­თვი­საა და­გეგ­მი­ლი.

„წინა კვი­რის მო­ნა­ცე­მებს, თუ შე­ვა­ჯა­მებთ სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ დას­ტა­ბი­ლურ­და, მო­იკ­ლო შემ­თხვე­ვებ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით 4%-ზე ცოტა მე­ტია და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, 5%-ის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. ახლა სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად სტა­ბი­ლუ­რო­ბის­კენ მი­დის. ახლა მთა­ვა­რია, რომ ხიბლში არ ჩავ­ვარ­დეთ და დღეს მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბიზ­ნე­სე­ბიც გა­იხ­სნა, სწავ­ლაც და­ი­წყო, ბა­თუმ­სა და აჭა­რა­ში სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სიც გა­იხ­სნა, აქ მთა­ვა­რი იცით რა არის?! არ დაგ­ვე­მარ­თოს იმა­ვე, რაც დაგ­ვე­მარ­თა აგ­ვის­ტო­სა და სექ­ტემ­ბერ­ში. ამ და­ა­ვა­დე­ბას ძა­ლი­ან ცოტა დროს სჭირ­დე­ბა, სა­დღაც ერთი თვე სჭირ­დე­ბა, რომ შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი გა­ო­თხმაგ­დეს. რა თქმა უნდა, ეკო­ნო­მი­კა უნდა გა­იხ­სნას, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტიც უნდა აღ­დგეს, მაგ­რამ და­ნის წვერ­ზე უნდა გა­ვი­ა­როთ. იმი­სათ­ვის, რომ ერთი მხრივ, ქვე­ყა­ნა მთლი­ა­ნად ამუ­შავ­დეს და მე­ო­რე მხრივ, არ დაგ­ვე­მარ­თოს, რაც ნო­ემ­ბერ­ში დაგ­ვე­მარ­თა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამე გა­იხ­სნა ქვე­ყა­ნა­ში ერთი კვი­რა და­ვაკ­ვირ­დე­ბით რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს მო­ნა­ცე­მე­ბი და ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა რა­ღა­ცე­ბის გად­მო­ტა­ნა და უფრო ადრე გახ­სნა, ვიდ­რე ეს და­გეგ­მი­ლია“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გულ­წრფე­ლია, მაგ­რამ ზოგი პრო­ტეს­ტის გაღ­ვი­ვე­ბას ხელს უწყობს.

„ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია, მარ­თლა ისე­თია, რომ ზოგი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აქ­ცი­ა­ზე გულ­წრფე­ლია. და­ნარ­ჩე­ნი, ზოგი ცოტა ხელ­საც შე­უ­წყობს ამ პრო­ტეს­ტის გაღ­ვი­ვე­ბას. ფაქ­ტი ერ­თია, ნო­ემ­ბერ­ში პრო­ტეს­ტმა ძა­ლი­ან მო­იკ­ლო. დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში არ მახ­სოვს, ვინ­მეს ეთ­ქვა, ახლა ყვე­ლა­ფე­რი გახ­სე­ნი­თო, როცა ყო­ველ­დღე ჩვე­ნი 50-მდე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე კვდე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
6

აუ რა როჟაააააა

მაიამ
6

გადასარევი ამბავი

ავტორი:

"კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება - არ მგონია, რომ აპრილშიც გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე

"კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება - არ მგონია, რომ აპრილშიც გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ რეგულაციებს შორის ყველაზე ბოლოს მოიხსნება. ამის შესახებ იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. კომენდანტის საათი აპრილში, სავარაუდოდ, აღარ იქნება.

„კომენდანტის საათის მოხსნაზე, ალბათ ყველაზე ბოლოს მოიხსნება. მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, თქვენ არ მოგენატრათ?! წელიწადი გავიდა, ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ... მეზობლებში, რომ გადახვალთ ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება, ანუ გავრცელება გეოგრაფიულად ერთ პატარა არეალში და რომ დაჯდები, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წახვალ: მეგობართან, ნათესავთან ჩაუჯდები იქ და იქიდან წამოხვალთ და აი, ნახეთ?! ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში. ქართველები არა ვართ?! არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და არ ვიცით ჩვენი ცხოვრების წესი?! დავაკვირდებით სიტუაციას არა მგონია, რომ „კომენდანტის საათი“ აპრილშიც გაგრძელდეს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ირგვლივ სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა და ახლა მთავარია მოსახლეობა ხიბლში არ ჩავარდეს. მისივე თქმით, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ ამავდროულად დანის წვერზეა გავლა საჭირო.

მანვე აღნიშნა, ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ ცნობილი გახდება რაღაცების უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს ამ დროისთვისაა დაგეგმილი.

„წინა კვირის მონაცემებს, თუ შევაჯამებთ სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა, მოიკლო შემთხვევებმა, დაახლოებით 4%-ზე ცოტა მეტია დადებითობის მაჩვენებელი. სავარაუდოდ, 5%-ის ფარგლებში იქნება. ახლა სიტუაცია ნამდვილად სტაბილურობისკენ მიდის. ახლა მთავარია, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ და დღეს მოგეხსენებათ, ბიზნესებიც გაიხსნა, სწავლაც დაიწყო, ბათუმსა და აჭარაში სარესტორნო ბიზნესიც გაიხსნა, აქ მთავარი იცით რა არის?! არ დაგვემართოს იმავე, რაც დაგვემართა აგვისტოსა და სექტემბერში. ამ დაავადებას ძალიან ცოტა დროს სჭირდება, სადღაც ერთი თვე სჭირდება, რომ შემთხვევების რიცხვი გაოთხმაგდეს. რა თქმა უნდა, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ დანის წვერზე უნდა გავიაროთ. იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა მთლიანად ამუშავდეს და მეორე მხრივ, არ დაგვემართოს, რაც ნოემბერში დაგვემართა.

მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რამე გაიხსნა ქვეყანაში ერთი კვირა დავაკვირდებით როგორი იქნება ეს მონაცემები და ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, შეიძლება თუ არა რაღაცების გადმოტანა და უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს დაგეგმილია“, - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციაზე შეკრებილი ადამიანების უმრავლესობა გულწრფელია, მაგრამ ზოგი პროტესტის გაღვივებას ხელს უწყობს.

„ეკონომიკური სიტუაცია, მართლა ისეთია, რომ ზოგი ადამიანების უმრავლესობა აქციაზე გულწრფელია. დანარჩენი, ზოგი ცოტა ხელსაც შეუწყობს ამ პროტესტის გაღვივებას. ფაქტი ერთია, ნოემბერში პროტესტმა ძალიან მოიკლო. დეკემბრის დასაწყისში არ მახსოვს, ვინმეს ეთქვა, ახლა ყველაფერი გახსენითო, როცა ყოველდღე ჩვენი 50-მდე თანამოქალაქე კვდებოდა“, - განაცხადა იმნაძემ.

"ნინის ოცნებაა, კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმები..." - 9 წლის გოგონას დედა შვილისთვის სმენის აპარატის შესაძენად დახმარებას ითხოვს

"ბავშვებში გაჩნდა სიმსუქნე, აგრესიულობა, უძილობა და საგნის ათვისების პრობლემა" - თემურ მიქელაძე დისტანციური სწავლების სირთულეებზე

ცოფის შემთხვევების გამო,  ქობულეთის სოფელში კარანტინია - საშიშია თუ არა ადამიანისთვის ინფიცირებული პირუტყვი