პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიანს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად" - ნინო ბურჯანაძე
"გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიანს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად" - ნინო ბურჯანაძე

„ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, მისი წი­ნა­და­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ი­სად­მი იქ­ნე­ბა, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღონ.

რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ბო­ი­კო­ტი თვით­მი­ზა­ნი არაა, თუმ­ცა თუ ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­თხოვ­ნებს ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნებს, თვითთ­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე არ უნდა წა­ვი­დეს.

„ჩემი პო­ზი­ცია, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­ა­საც გა­ვუ­ზი­ა­რებ, არის ის, რომ თუ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, თუ ჩვენ ვერ მო­ვი­პო­ვეთ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, თუ ჩვენ ვერ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი, თუ ჩვენ პრინ­ცი­პუ­ლად ვერ შევ­ცვა­ლეთ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო და იგი­ვე გა­რე­მო იქნა არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის, რაც იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, ჩვენ არ უნდა წა­ვი­დეთ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე.

ბო­ი­კო­ტი არ არის თვით­მი­ზა­ნი. თუ მო­ვა­ხერ­ხებთ, მო­ვი­პო­ვოთ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ის მო­თხოვ­ნე­ბი, რაც გვაქვს, ეს სხვა საქ­მეა, მაგ­რამ თუ არა, თვითთ­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე არ უნდა წა­ვი­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

ამას­თან, ბურ­ჯა­ნა­ძე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქუ­ჩა­ში დგო­მა არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს, თუმ­ცა ოპო­ზი­ცი­ას „სე­რი­ო­ზუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა მო­უ­წევს“.

„რა თქმა უნდა, ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რომ ჩვენ­მა და­სავ­ლელ­მა პარტნი­ო­რებ­მა სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბი გა­ა­კე­თონ და უფრო ნათ­ლად და­ი­ნა­ხონ, რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აზრს.

და­სავ­ლე­თი 2003 წელ­საც გვე­უბ­ნე­ბო­და, და­ა­ნე­ბეთ შე­ვარ­დნა­ძეს თავი და შე­დით პარ­ლა­მენ­ტშიო, მაგ­რამ არ გა­ვა­კე­თეთ ეს და სწო­რად მო­ვი­ქე­ცით იმი­ტომ, რომ ვინც რა უნდა ილა­პა­რა­კოს, 2003 წელი, ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია და ის, რაც ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­კე­თა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ქვეყ­ნის წინ წა­საყ­ვა­ნად. სამ­წუ­ხა­როდ, იყო შეც­დო­მე­ბი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი ჩრდი­ლი მი­ა­ყე­ნა ამ წარ­მა­ტე­ბას, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა წა­ვი­და წინ.

მივ­მარ­თავ­დით პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, მაგ­რამ თუ არ­ჩე­ვა­ნი დგას იმა­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა იყოს ქვეყ­ნის ბა­ტონ-პატ­რო­ნი და უნდა გვი­ყი­დოს ყვე­ლა, თუ ქუ­ჩა­ში უნდა გა­ვი­დეთ, გა­ვიხ­დი მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მე­ლებს, ჩა­ვიც­ვამ და­ბალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მე­ლებს და თუ სა­ჭი­როა, ფეხ­შიშ­ვე­ლი ვირ­ბენ ჩემს ხალ­ხთან ერ­თად, რომ რო­გორ­მე ეს ქვე­ყა­ნა გა­და­ვარ­ჩი­ნო“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2003
28

2003-ში ვინც დაგიჯერა, ახლა აღარ გენდობა. ივანოვიც ვეღარ ჩამოვა თუ ახლა მის შემცვლელს არ ელოდებით.

თენგო
13

რას ამბობთ ქალბატონო ნინო არ გაცივდეთ

ავტორი:

"გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიანს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად" - ნინო ბურჯანაძე

"გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიანს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად" - ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება, მისი წინადადება ოპოზიციისადმი იქნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.

როგორც ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბოიკოტი თვითმიზანი არაა, თუმცა თუ ოპოზიცია ხელისუფლებას მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებინებს, თვითთმართველობის არჩევნებზე არ უნდა წავიდეს.

„ჩემი პოზიცია, რომელსაც ოპოზიციასაც გავუზიარებ, არის ის, რომ თუ არაფერი შეიცვალა თვითმმართველობის არჩევნებამდე, თუ ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ვადამდელი არჩევნები, თუ ჩვენ ვერ გავათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, თუ ჩვენ პრინციპულად ვერ შევცვალეთ საარჩევნო გარემო და იგივე გარემო იქნა არჩევნების ჩატარების, რაც იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩვენ არ უნდა წავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე.

ბოიკოტი არ არის თვითმიზანი. თუ მოვახერხებთ, მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები და დავაკმაყოფილებინოთ ხელისუფლებას ის მოთხოვნები, რაც გვაქვს, ეს სხვა საქმეა, მაგრამ თუ არა, თვითთმართველობის არჩევნებზე არ უნდა წავიდეთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძე ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუჩაში დგომა არავის სიამოვნებს, თუმცა ოპოზიციას „სერიოზული საპროტესტო აქციების გამართვა მოუწევს“.

„რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სწორი აქცენტები გააკეთონ და უფრო ნათლად დაინახონ, რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობის აზრს.

დასავლეთი 2003 წელსაც გვეუბნებოდა, დაანებეთ შევარდნაძეს თავი და შედით პარლამენტშიო, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს და სწორად მოვიქეცით იმიტომ, რომ ვინც რა უნდა ილაპარაკოს, 2003 წელი, ვარდების რევოლუცია და ის, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის წინ წასაყვანად. სამწუხაროდ, იყო შეცდომები, რომელმაც ძალიან დიდი ჩრდილი მიაყენა ამ წარმატებას, მაგრამ ქვეყანა წავიდა წინ.

მივმართავდით პირდაპირი მოლაპარაკების გზას ხელისუფლებასთან, მაგრამ თუ არჩევანი დგას იმაზე, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ქვეყნის ბატონ-პატრონი და უნდა გვიყიდოს ყველა, თუ ქუჩაში უნდა გავიდეთ, გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიან ფეხსაცმელებს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად, რომ როგორმე ეს ქვეყანა გადავარჩინო“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

"ბარამიძე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს, მეორეს... იმის მიხედვით, რას ეტყვის სააკაშვილი" - სალომე სამადაშვილი

"რაში ხარჯავენ პარლამენტში ბენზინს, ხომ არ ტაქსაობენ? მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ" - ალეკო ელისაშვილი

პრეზიდენტის თქმით, გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა