სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მართლაც რომ, საოცნებო უნივერსიტეტია“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი გვანცა დანელია
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მართლაც რომ, საოცნებო უნივერსიტეტია“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი გვანცა დანელია

გა­გაც­ნობთ გვან­ცა და­ნე­ლი­ას, ის KIU-ს მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტია. ამ­ჟა­მად თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად უნი­ვერ­სი­ტე­ტის შიდა პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც KIU-ს გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბის მსგავ­სად, გვან­ცა­მაც წა­რად­გი­ნა სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი და იმე­დი აქვს, რომ მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს.

ოქ­როს მე­და­ლო­სან­მა გო­გო­ნამ სკო­ლა თბი­ლის­ში (№169-ე) და­ამ­თავ­რა. საკ­ლა­სო მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, უამ­რავ ოლიმ­პი­ა­და­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტში იყო ჩარ­თუ­ლი. მისი ინ­ტე­რე­სის სფე­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, გა­ტა­ცე­ბუ­ლია ეკო­ლო­გი­ით, ჭად­რა­კით, ბო­ტა­ნი­კით, კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბით, სპორ­ტით. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი სხვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის უნა­რი კი ეხ­მა­რე­ბა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბას მისი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს. მოს­წონს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბით, და­წე­სე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბით, მიდ­გო­მე­ბით, KIU-ს ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზი­თა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რით.

„ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მე ვსარ­გებ­ლობ რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი, ისე სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ხის და­ფი­ნან­სე­ბე­ბით. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც თა­ვის დრო­ზე ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, სწო­რედ რომ, KIU სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბის ფონ­დის არ­სე­ბო­ბაა.

KIU ბევრ რა­მე­ში და­მეხ­მა­რა, პირ­ველ რიგ­ში ჩემი სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. აქ შე­ვი­ძი­ნე სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის მქო­ნე უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი, ვის­წავ­ლე გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მარ­თლაც რომ, სა­ოც­ნე­ბო უნი­ვერ­სი­ტე­ტია.“ - გვან­ცა და­ნე­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა(KIU) სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სამ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან პროგ­რა­მა­ზე (მე­ნე­ჯმენ­ტი, მა­თე­მა­ტი­კა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა) მი­ი­ღო. პირ­ველ წელს 1112 აბი­ტუ­რი­ენ­ტმა გა­მო­ხა­ტა სურ­ვი­ლი გამ­ხდა­რი­ყო KIU-ს სტუ­დენ­ტი, ხოლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რი 245-მა ახალ­გაზ­რდამ გა­და­ლა­ხა.

KIU ქუ­თა­ის­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში მდე­ბა­რე­ობს. კამ­პუ­სი 153 ჰექ­ტარ მი­წა­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­ურ კორ­პუ­სებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, კა­ფე­ტე­რი­ებს, კე­თილ­მო­წყო­ბილ სას­პორ­ტო და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებს, ასე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლებს აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ზა­ნია, რომ 2020 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ეტა­პობ­რი­ვად გახ­დეს რე­გი­ონ­ში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი, რის შე­დე­გა­დაც სა­ქარ­თვე­ლო მო­წი­ნა­ვე ად­გილს და­ი­კა­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო არე­ნა­ზე.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მართლაც რომ, საოცნებო უნივერსიტეტია“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი გვანცა დანელია

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მართლაც რომ, საოცნებო უნივერსიტეტია“ - მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი გვანცა დანელია

გაგაცნობთ გვანცა დანელიას, ის KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტია. ამჟამად თანატოლებთან ერთად უნივერსიტეტის შიდა პროექტშია ჩართული, რომელიც KIU-ს განვითარების მიზნით ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. სტუდენტების უმეტესობის მსგავსად, გვანცამაც წარადგინა საკუთარი იდეები და იმედი აქვს, რომ მოწონებას დაიმსახურებს.

ოქროს მედალოსანმა გოგონამ სკოლა თბილისში (№169-ე) დაამთავრა. საკლასო მეცადინეობების პარალელურად, უამრავ ოლიმპიადაში, საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტში იყო ჩართული. მისი ინტერესის სფერო მრავალფეროვანია, გატაცებულია ეკოლოგიით, ჭადრაკით, ბოტანიკით, კინოხელოვნებით, სპორტით. პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი სხვებისგან გამოარჩევს, თავდაუზოგავი შრომის უნარი კი ეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარებას მისი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილებად მიიჩნევს. მოსწონს საგანმანათლებლო პროგრამები, აღფრთოვანებულია უცხოელი და ქართველი პროფესორებით, დაწესებული შეღავათებით, მიდგომებით, KIU-ს ტექნიკური ბაზითა და ინფრასტრუქტურით.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემს ცხოვრებაში მიღებული საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მე ვსარგებლობ როგორც აკადემიური, ისე სოციალური სახის დაფინანსებებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც თავის დროზე ამ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე, სწორედ რომ, KIU სტუდენტური გრანტების ფონდის არსებობაა.

KIU ბევრ რამეში დამეხმარა, პირველ რიგში ჩემი სოციალური უნარების განვითარებაში. აქ შევიძინე საერთო ინტერესებისა და მიზნების მქონე უამრავი მეგობარი, ვისწავლე გუნდური მუშაობა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მართლაც რომ, საოცნებო უნივერსიტეტია.“ - გვანცა დანელია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა(KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. პირველ წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი 245-მა ახალგაზრდამ გადალახა.

KIU ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

NS

ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდთან დაკავშირებული ხარჯების კანონთან შესაბამისობას აუდიტის სამსახური შეისწავლის

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებულმა 9 056-მა ტესტმა 240 ახალი ინფიცირებული გამოავლინა, განიკურნა 681 პაციენტი - როგორია გარდაცვალების მაჩვენებელი

"ერთია, რა გვინდა ქართველებს, რა არის საქართველოს ინტერესი..." - რა განმარტებას აკეთებს ივერი მელაშვილი მის სკანდალად ქცეულ განცხადებაზე?