მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან "ნაციონალური მოძრაობის" ახალი წევრები - ნიკა მელიამ განახლებული გუნდი წარადგინა
ვინ არიან "ნაციონალური მოძრაობის" ახალი წევრები - ნიკა მელიამ განახლებული გუნდი წარადგინა

"ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გუნ­დის ახა­ლი წევ­რე­ბი წა­რად­გი­ნა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, ნიკა მე­ლი­ამ წა­რად­გი­ნა.

პარ­ტი­ას შე­უ­ერ­თდნენ:

  • გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე
  • ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი
  • ნიკა ობო­ლა­ძე
  • გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე
  • რეზო ჩო­მა­ხი­ძე
  • სოფო ჯა­ფა­რი­ძე
  • მა­ნუ­ჩარ ახა­ლა­ია
  • ბარ­ბა­რა ჯი­მე­ლი
  • ანა გო­გო­ლა­ძე
  • ზვი­ად ქვლი­ვი­ძე
  • ბაჩო დო­ლი­ძე
  • გი­ორ­გი ხვე­დე­ლი­ა­ნი

ნიკა მე­ლი­ამ გუნ­დის ახალ წევ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტო­ლო­გი­ის მა­გის­ტრის, ბარ­ბა­რა ჯი­მე­ლი - სუ­ლაშ­ვი­ლის წარ­დგე­ნი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სურს, სა­ქარ­თვე­ლო შვე­ი­ცა­რი­ის დო­ნის სა­ხელ­მწი­ფო გახ­დეს.

"შვე­ი­ცა­რი­ე­ლი, რო­მე­ლიც 2007 წლი­დან ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად, ჩვენს ქვე­ყა­ნას უზ­რდის 4 შვილს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნის ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ებს ჩვენს საყ­ვა­რელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლი­ან მინ­და ბარ­ბა­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო შვე­ი­ცა­რი­ის დო­ნის სა­ხელ­მწი­ფო გახ­დეს“,-გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მან გუნ­დის სხვა წევ­რებ­ზეც ისა­უბ­რა.

"რეზო ჩო­მა­ხი­ძე- სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლო მსოფ­ლი­ო­ში და გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე უნდა ვთქვა, რომ რეზო ჩო­მა­ხი­ძე არის ცო­ცხა­ლი ლე­გენ­და ქარ­თუ­ლი სპორ­ტის. ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც რეზო ჩო­მა­ხი­ძის გუნდში ყოფ­ნას არ ინატ­რებ­და და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ რეზო ჩო­მა­ხი­ძე დღე­ი­დან იქ­ნე­ბა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გუნ­დის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნი.

ანა გო­გო­ლა­ძე - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის არის პერ­სო­ნი­ფი­კა­ცია გა­ნათ­ლე­ბის და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის. მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დის ფარ­გლებ­ში, ანას ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შექ­მნას ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ახა­ლი პლატ­ფორ­მა, რო­მელ­ზეც და­შენ­დე­ბა და დაპ­რო­ექტდე­ბა ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ამა­ში, რო­გორც არას­დროს ისე ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ყვე­ლა­ნი ერ­თად ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით აღ­მოვ­ჩნდით ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე. ის, რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ვერ და არ გა­ა­კე­თა, სავ­სე ენ­თუ­ზი­აზ­მით, მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცი­ი­თა და ძა­ლი­ან სწო­რი, ეფექ­ტუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტით, გა­ა­კე­თეს ახალ­გაზ­რდებ­მა, რო­მელ­თა ლი­დე­რი, სოფო ჯა­ფა­რი­ძე უერ­თდე­ბა ჩვენს გა­ნახ­ლე­ბულ გუნდს.. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სოფო ჯა­ფა­რი­ძის მე­თა­უ­რო­ბით, რო­მე­ლიც სა­თა­ვე­ში უდ­გე­ბა ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბას, ჩვენს ქვე­ყა­ნას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა.

ეკო­ნო­მი­კა კრი­ზის­შია ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით. არ არ­სე­ბობს ეკო­ნო­მი­კის არც ერთი დარ­გი, რო­მე­ლიც არა­თუ არ და­ზი­ან­და, არა­მედ მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე სა­კუ­თარ თავ­ზე გრძნობს. ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი - უმ­სხვი­ლეს სე­არ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­ში მუ­შა­ობ­და მათი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის დაც­ვის კუ­თხით.

ზვი­ად ქვლი­ვი­ძეს - სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს - აქვს ხედ­ვა, თუ რო­გორ უნდა იყოს მო­წყო­ბი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და დევ­ნილ­თა პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ბო­ლოს და ბო­ლოს, ღირ­სე­ბის სა­კი­თხია, რომ დევ­ნილ­თა სრუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბამ­დე, მათი პრობ­ლე­მე­ბი დრო­უ­ლად გა­და­იჭ­რას და მათ შო­რის არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იცის თუ რა სჭირ­დე­ბა დღეს დევ­ნილს და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მათი ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა. ეს ადა­მი­ა­ნი არის - მა­ნუ­ჩარ ახა­ლა­ია.

გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი უნა­რით, მი­ი­ღოს კრი­ტი­კულ ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მას არა­ერ­თხელ და­უმ­ტკი­ცე­ბია. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს დიდი მე­ნე­ჯე­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ზუს­ტად იცის, რო­გორ უნდა გა­დაჭ­რას არა­ერ­თი უმწვა­ვე­სი პრობ­ლე­მა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში.

ნიკა ობო­ლა­ძე - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ფას­და­უ­დე­ბელ როლს ითა­მა­შებს ახა­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში.

ბაჩო დო­ლი­ძე - ჩემი დიდი ხნის მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი, რო­მე­ლიც უკვე ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე დგე­ბა და მჯე­რა, რომ ის ჩვენ­თან ერ­თად ახა­ლი გუნ­დის ფარ­გლებ­ში ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს.

გი­ორ­გი ხვე­დე­ლი­ა­ნი - ჩვე­ნი გუნ­დის ახა­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წევ­რი. ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ხედ­ვე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის, ეკო­ნო­მი­კის, გა­ნათ­ლე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვეა“,-გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ნიკა მე­ლი­ას თქმით, ახა­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ წარ­მო­ად­გენს სა­უ­კე­თე­სო პლატ­ფორ­მას, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად მო­ემ­სა­ხუ­რო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს.

"ახალ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ახალ ხედ­ვებს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩვენს გუნდს გა­ნახ­ლე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი უნა­რი აღ­მო­აჩ­ნდა. ჩვენს გუნდს უერ­თდე­ბა უკვე არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვის სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, მაგ­რამ დღეს ისი­ნი მო­დი­ან პო­ლი­ტი­კა­ში იმის­თვის, რომ ემ­სა­ხუ­რონ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას. თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე მსურს ვთქვა, რომ ახა­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ წარ­მო­ად­გენს სა­უ­კე­თე­სო პლატ­ფორ­მას, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად მო­ემ­სა­ხუ­რო შენი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს" ,- აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
53
ნაციონალები პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებს იძენენ.ქოცები ღიპგადმოგდებულ ხალხის ღვლეპისგან გამდიდრებულ გაქსუებულ მილიონერების!
თომა
166

კარგად შეფუთული ლუზერები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ვინ არიან "ნაციონალური მოძრაობის" ახალი წევრები - ნიკა მელიამ განახლებული გუნდი წარადგინა

ვინ არიან "ნაციონალური მოძრაობის" ახალი წევრები - ნიკა მელიამ განახლებული გუნდი წარადგინა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გუნდის ახალი წევრები წარადგინა. განახლებული გუნდი პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა.

პარტიას შეუერთდნენ:

  • გიორგი ჩალაძე
  • ნონა მამულაშვილი
  • ნიკა ობოლაძე
  • გიორგი თარგამაძე
  • რეზო ჩომახიძე
  • სოფო ჯაფარიძე
  • მანუჩარ ახალაია
  • ბარბარა ჯიმელი
  • ანა გოგოლაძე
  • ზვიად ქვლივიძე
  • ბაჩო დოლიძე
  • გიორგი ხვედელიანი

ნიკა მელიამ გუნდის ახალ წევრის საერთაშორისო პოლიტოლოგიის მაგისტრის, ბარბარა ჯიმელი - სულაშვილის წარდგენისას აღნიშნა, რომ სურს, საქართველო შვეიცარიის დონის სახელმწიფო გახდეს.

"შვეიცარიელი, რომელიც 2007 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ჩვენს ქვეყანას უზრდის 4 შვილს. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ქმნის ევროპული ტიპის საგანმანათლებლო სივრცეებს ჩვენს საყვარელ საქართველოში. ძალიან მინდა ბარბარა, რომ საქართველო შვეიცარიის დონის სახელმწიფო გახდეს“,-განაცხადა მელიამ.

მან გუნდის სხვა წევრებზეც ისაუბრა.

"რეზო ჩომახიძე- საქართველოს წარმატებისა და გამარჯვების სიმბოლო მსოფლიოში და გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რომ რეზო ჩომახიძე არის ცოცხალი ლეგენდა ქართული სპორტის. ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვინც რეზო ჩომახიძის გუნდში ყოფნას არ ინატრებდა და ძალიან მიხარია, რომ რეზო ჩომახიძე დღეიდან იქნება ამ მნიშვნელოვანი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.

ანა გოგოლაძე - ადამიანი, რომელიც ჩემთვის არის პერსონიფიკაცია განათლების და კვალიფიკაციის. მიხარია, რომ ჩვენი განახლებული გუნდის ფარგლებში, ანას ეძლევა შესაძლებლობა, შექმნას ახალი შესაძლებლობები, ახალი პლატფორმა, რომელზეც დაშენდება და დაპროექტდება ახალი საქართველო. ამაში, როგორც არასდროს ისე ვარ დარწმუნებული, რადგან ძალიან კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები.

ყველანი ერთად ჯანდაცვის მიმართულებით აღმოვჩნდით ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ის, რაც უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას და ვერ და არ გააკეთა, სავსე ენთუზიაზმით, მაღალი მოტივაციითა და ძალიან სწორი, ეფექტური მენეჯმენტით, გააკეთეს ახალგაზრდებმა, რომელთა ლიდერი, სოფო ჯაფარიძე უერთდება ჩვენს განახლებულ გუნდს.. დარწმუნებული ვარ, რომ სოფო ჯაფარიძის მეთაურობით, რომელიც სათავეში უდგება ჯანდაცვის მიმართულებას, ჩვენს ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ექნება ძალიან ეფექტური ჯანდაცვის სისტემა.

ეკონომიკა კრიზისშია ყველა თვალსაზრისით. არ არსებობს ეკონომიკის არც ერთი დარგი, რომელიც არათუ არ დაზიანდა, არამედ მთლიანად განადგურდა, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს. ნონა მამულაშვილი - უმსხვილეს სეართაშორისო კომპანიებში მუშაობდა მათი ინვესტიციების დაცვის კუთხით.

ზვიად ქვლივიძეს - საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

გიორგი თარგამაძეს - აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა.

ოკუპირებული ტერიტორიები და დევნილთა პრობლემები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. ბოლოს და ბოლოს, ღირსების საკითხია, რომ დევნილთა სრულად დაბრუნებამდე, მათი პრობლემები დროულად გადაიჭრას და მათ შორის არის ის ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის თუ რა სჭირდება დღეს დევნილს და როგორ შეიძლება მათი ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა. ეს ადამიანი არის - მანუჩარ ახალაია.

გიორგი ჩალაძე - ადამიანი, რომელიც გამოირჩევა არაჩვეულებრივი უნარით, მიიღოს კრიტიკულ ვითარებაში ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რაც მას არაერთხელ დაუმტკიცებია. ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი მენეჯერული გამოცდილება და ზუსტად იცის, როგორ უნდა გადაჭრას არაერთი უმწვავესი პრობლემა უმოკლეს ვადებში.

ნიკა ობოლაძე - ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ფასდაუდებელ როლს ითამაშებს ახალი ქართული პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ბაჩო დოლიძე - ჩემი დიდი ხნის მეგობარი და თანამებრძოლი, რომელიც უკვე ბრძოლის წინა ხაზზე დგება და მჯერა, რომ ის ჩვენთან ერთად ახალი გუნდის ფარგლებში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს.

გიორგი ხვედელიანი - ჩვენი გუნდის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი წევრი. ადამიანი, რომლის ხედვები, პოლიტიკური პროცესის, ეკონომიკის, განათლების და განვითარების მიმართულებით ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან თანამედროვეა“,-განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ყველაზე ეფექტურად მოემსახურო ქვეყნის მოქალაქეს.

"ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ ხედვებს აუცილებლად სჭირდება ახალი ადამიანები. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს გუნდს განახლების წარმოუდგენელი უნარი აღმოაჩნდა. ჩვენს გუნდს უერთდება უკვე არაერთი წარმატებული ადამიანი, რომელმაც თავის სფეროში წარმატებას მიაღწია, მაგრამ დღეს ისინი მოდიან პოლიტიკაში იმისთვის, რომ ემსახურონ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს, საკუთარ ქვეყანას. თავმდაბლობის გარეშე მსურს ვთქვა, რომ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ყველაზე ეფექტურად მოემსახურო შენი ქვეყნის მოქალაქეს" ,- აღნიშნა მელიამ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები" - ვის მიმართა ასე თეა წულუკიანმა

"ათ წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება" - რას წერს გვარამია წულუკიანზე, რომელმაც მისი ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა