სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი რა რაოდენობის "ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს საქართველო თებერვლის ბოლომდე" - გამყრელიძე
"ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი რა რაოდენობის "ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს საქართველო თებერვლის ბოლომდე" - გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხვალ ან ზეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე მი­ღებს.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო იმ ქვეყ­ნებს შო­რი­საა, რო­მელ­საც „კო­ვაქ­სი­დან“ „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზე­ბი მი­ე­წო­დე­ბა.

"და­დას­ტურ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო თე­ბერ­ვლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღებს "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნას. დო­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ზუს­ტე­ბით გვე­ცო­დი­ნე­ბა ხვალ ან ზეგ, წე­რი­ლი იქ­ნე­ბა. ეს იყო მხო­ლოდ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდა იმ ქვეყ­ნებს შო­რის, რო­მელ­საც „კო­ვაქ­სი­დან“ „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზე­ბი მი­ე­წო­დე­ბა.

რო­გორც არის ჩვე­ნი გეგ­მაა, აიც­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი. და­ახ­ლო­ე­ბი­თი რა­ო­დე­ნო­ბა დო­ზე­ბის, რაც მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, იქ­ნე­ბა 30 ათა­სამ­დე“,-აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში Pfizer-ის ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზე­ბი თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე შე­მო­ვა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რის­თვის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუსს მად­ლო­ბას უხ­დის.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
7

 ის რად უნდა

qeTo
18

ამ კაცის ტაკიმასხარაობას და არამზადობას საზღვარი არა აქვს!

ავტორი:

"ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი რა რაოდენობის "ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს საქართველო თებერვლის ბოლომდე" - გამყრელიძე

"ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი რა რაოდენობის "ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს საქართველო თებერვლის ბოლომდე" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი ზუსტი რაოდენობა „ფაიზერის“ ვაქცინის, რომელსაც საქართველო თებერვლის ბოლომდე მიღებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება.

"დადასტურდა, რომ საქართველო თებერვლის განმავლობაში მიიღებს "ფაიზერის" ვაქცინას. დოზების რაოდენობა დაზუსტებით გვეცოდინება ხვალ ან ზეგ, წერილი იქნება. ეს იყო მხოლოდ შეტყობინება, რომ საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება.

როგორც არის ჩვენი გეგმაა, აიცრება სამედიცინო პერსონალი. დაახლოებითი რაოდენობა დოზების, რაც მე მაქვს ინფორმაცია, იქნება 30 ათასამდე“,-აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა.

მთავრობის მეთაური საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს მადლობას უხდის.

2021 წლის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსზე - "M ვექტორი" რეგისტრაცია დაიწყო

"საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ" - რა რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს ექიმები

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა