Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა "ლიბერთი ბანკის" ფილიალზე - დაკავებულია 20 წლის ბიჭი, რომელმაც იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა
თავდასხმა "ლიბერთი ბანკის" ფილიალზე - დაკავებულია 20 წლის ბიჭი, რომელმაც იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა

პო­ლი­ცი­ამ ქუ­თა­ის­ში "ლი­ბერ­თი ბან­კის" ფი­ლი­ალ­ზე ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა; და­კა­ვე­ბუ­ლია 1 პირი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტ.ა. ქუ­თა­ის­ში და­ა­კა­ვეს.

"მას ბრა­ლად ყა­ჩა­ღო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა ედე­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 29 იან­ვარს, ქუ­თა­ის­ში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე "ლი­ბერ­თი ბან­კის" ფი­ლი­ა­ლის შე­ნო­ბა­ში შე­იჭ­რა, პის­ტო­ლე­ტის მუ­ქა­რით მო­ლა­რე-ოპე­რა­ტო­რებს ფული მოს­თხო­ვა, თუმ­ცა თან­ხის წა­ღე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თავ­დამ­სხმე­ლი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 179-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

თავდასხმა "ლიბერთი ბანკის" ფილიალზე - დაკავებულია 20 წლის ბიჭი, რომელმაც იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა

თავდასხმა "ლიბერთი ბანკის" ფილიალზე - დაკავებულია 20 წლის ბიჭი, რომელმაც იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა

პოლიციამ ქუთაისში "ლიბერთი ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა; დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ტ.ა. ქუთაისში დააკავეს.

"მას ბრალად ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალის შენობაში შეიჭრა, პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციელებმა მოქალაქის შესახებ ინფორმაცია უკანონოდ მოიძიეს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გადასცეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა - მისი სახლიდან ამოღებულია იარაღი და ნარკოტიკი

"მელაშვილ-ილიჩოვას მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს" - პროკურორი