მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა - მისი სახლიდან ამოღებულია იარაღი და ნარკოტიკი
დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა - მისი სახლიდან ამოღებულია იარაღი და ნარკოტიკი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ლ. სე­ნაკ­ში და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მე­უღ­ლეს, მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით, სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. გ.ლ. მე­უღ­ლე­სა და ოჯა­ხის წევ­რებს, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვანს, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა. ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით მე­უღ­ლის მი­მართ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი - "KOMBAT"-ის სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და ვაზ­ნე­ბი. ასე­ვე, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, 11 პრი­მა-151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" და "დ"

ქვე­პუნ­ქტე­ბით, 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და 273-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გრძელ­დე­ბა",- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
2

გამოეთრევა ციხიან და მერე შეიძლება მოკლას ცოლი. ვინ დაიცავს ნეტა?

ასეთი მოძალადეები არ იცვლებიან. უნდა კამოკეტო სამუდამოდ.

რრრ
6

ლაჩარი უნამუსო არსება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა - მისი სახლიდან ამოღებულია იარაღი და ნარკოტიკი

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა - მისი სახლიდან ამოღებულია იარაღი და ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. სენაკში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გ.ლ. მეუღლესა და ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვანს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი - "KOMBAT"-ის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

სასამართლომ გაიზიარა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ"

ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავს

სენაკში დააკავეს პირი, რომელმაც სანადირო თოფით 4 ადამიანი დაჭრა

მარტვილში მამაკაცმა საკუთარი დედა მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია