პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იატაკის ფიცარი თაროებად გამოვიყენეთ, ქვევრები ეზოში მოვფანტეთ" - როგორ გაათანამედროვა ონისე ონიანმა 150 წლის წინანდელი სახლი რაჭაში
"იატაკის ფიცარი თაროებად გამოვიყენეთ, ქვევრები ეზოში მოვფანტეთ" - როგორ გაათანამედროვა ონისე ონიანმა 150 წლის წინანდელი სახლი რაჭაში

მსა­ხი­ო­ბი ონი­სე ონი­ა­ნი, რო­გორც მოყ­ვა­რუ­ლი მემ­ცე­ნა­რე, რამ­დე­ნი­მე წლის წინ გახ­ლდათ ჩვე­ნი გა­ზე­თის სტუ­მა­რი, თუმ­ცა მა­შინ სხვა სახ­ლში ცხოვ­რობ­და და იქ სრუ­ლი­ად სხვა მწვა­ნე გა­რე­მო ჰქონ­და შექ­მნი­ლი. ახლა ამ­ბობს, რომ ის სახ­ლი გა­ყი­და და ლის­ზე სა­კუ­თა­რი სახ­ლი აი­შე­ნა. მოყ­ვა­რულ­მა მეყ­ვა­ვი­ლემ და მის­მა ოჯახ­მა, ცხა­დია, იქაც გა­ნაგ­რძეს ყვა­ვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა.

- ხში­რად დავ­დი­ო­დი ჩემს საყ­ვა­რელ რა­ჭა­ში. ბუ­ნე­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მძაფ­რად სწო­რედ იქ ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. მერე, როცა სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დით და კორ­პუ­სის რო­მე­ლი­ღაც სარ­თულ­ზე შე­ვი­ყუ­ჟე­ბო­დით, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და სიმწვა­ნე. ამი­ტომ და­ვი­წყე მცე­ნა­რე­ე­ბის გა­ხა­რე­ბა.

ვი­საც ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბი აქვს და მათ უვ­ლის, იცის, რა სა­სი­ა­მოვ­ნოა მათი პატ­რო­ნო­ბა - გა­დარ­გვა, გას­ხვლა, მი­წის გა­მოც­ვლა... ისიც გსი­ა­მოვ­ნებს, როცა შე­დეგს ხე­დავ - მცე­ნა­რე ისე იზ­რდე­ბა, იმ ფორ­მის, ზო­მის ხდე­ბა, რო­გო­რიც გსურს და მოგ­წონს. თუ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ჩემი გამ­რავ­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რე ვინ­მეს ვა­ჩუ­ქო, ეს კი­დევ უფრო დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

ბევ­რი მყავს ისე­თი მე­გო­ბა­რი, ვინც მცე­ნა­რე­ებს უვ­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო მსა­ხი­ო­ბი ნატო მურ­ვა­ნი­ძე, რო­მელ­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბაღი აქვს წე­რო­ვან­ში. ხში­რად ვსტუმ­რობ მას და ხან რა ყვა­ვილს მა­ჩუ­ქებს, ხან რას გა­მიმ­ზა­დებს, ასე­ვე ვარ მეც და ეს არის სწო­რედ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა. ვი­საც არ გა­მო­უც­დია, ვურ­ჩევ ამ საქ­მეს ხელი მიჰ­ყოს, მით უფრო, პან­დე­მია შე­სა­ფე­რი­სი პე­რი­ო­დია.

- პან­დე­მი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე, როცა თე­ატრმა მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყა­ვით, ვინც კრი­ზი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბად და­ი­ნა­ხეთ და ფე­ის­ბუკ­ლა­ი­ვე­ბით სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მის კე­თე­ბის სურ­ვილს უჩენ­დით შინ დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს. ამ­დენ ხანს თე­ატ­რის გა­ჩე­რე­ბას რო­გორ შე­ე­გუ­ეთ?

- როცა ეს სახ­ლი ავა­შე­ნეთ, გვინ­დო­და გვქო­ნო­და ოთა­ხი, სა­დაც ყვა­ვი­ლე­ბი გან­თავ­სდე­ბო­და და მთელ სახ­ლში არ იქ­ნე­ბო­და მი­მობ­ნე­უ­ლი. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე და ფე­რის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ოთახ­შიც და ბაღ­შიც, ასე­ვე სუ­ლი­ე­რე­ბა­საც რომ გა­მოკ­ვეთს, ყვა­ვი­ლე­ბია.

დღეს სახ­ლს შუ­შა­ბან­დით არა­ვინ აშე­ნებს, ჩვენ კი გა­ვუ­კე­თეთ. სახ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვეა, მაგ­რამ ამ ად­გი­ლის აღ­ქმა ცოტა სხვა­ნა­ი­რია. აქ ჩვენ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მოა. ზოგი ყვა­ვი­ლი დავ­კი­დეთ, ზოგი თა­რო­ზე შე­მოვ­დგით, ზო­გიც ია­ტაკ­ზე დგას, ზოგი ქვე­მო­დან ადის ზე­მოთ, ზო­გიც ზე­მო­დან ქვე­მოთ ჩა­მო­დის. ეს შუ­შა­ბან­დი ისე­თი ად­გი­ლი აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ყოფ­ნა ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. მუ­შა­ო­ბის­თვი­საც მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, გინ­და და­წე­რე, და­ხა­ტე, რა­ღაც საქ­მე გა­ა­კე­თე.

- თქვენს გაზ­რდილ მცე­ნა­რე­ებს თუ გა­მო­არ­ჩევთ?

- არა, ყვე­ლა მიყ­ვარს. ერთი წვრილ­ფოთ­ლო­ვა­ნი ფი­კუ­სი გვაქვს, ოთა­ხის მცე­ნა­რე, მშვე­ნივ­რად ხა­რობ­და, მაგ­რამ და­ა­ვად­და და ფოთ­ლე­ბი დასცვივ­და. მერე ჩემ­მა მე­უღ­ლემ რა­ღაც სი­თხე აღ­მო­ა­ჩი­ნა და უხი­ლა­ვი ტკი­პის­გან გან­კურ­ნა. მოკ­ლედ, ვუმ­კურ­ნა­ლეთ და ისევ და­იბ­რუ­ნა პირ­ვან­დე­ლი სახე, გა­ი­ფოთ­ლა და უკვე დაბ­რუნ­და ჩემი საყ­ვა­რე­ლი მცე­ნა­რე სა­ა­ქა­ოს. მოკ­ლედ, ყვე­ლა მიყ­ვარს, რო­მე­ლიც ყვა­ვილს იკე­თებს თუ უყ­ვა­ვი­ლოა.

- მათ, ვი­საც სურთ მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა და ჯერ არ და­უ­წყი­ათ ეს საქ­მე, რას ეტყვით - რას ითხოვს მცე­ნა­რე?

- ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი თა­ვის ენერ­გე­ტი­კას ატა­რებს, ასე­ვეა მცე­ნა­რეც, თუ სით­ბო და და­დე­ბი­თი ემო­ცია არ მი­ე­ცი, შე­საძ­ლოა გა­ხა­რე­ბა გა­უ­ჭირ­დეს. მთლად გვერ­დით არ ვუ­ზი­ვარ და არ ვე­ფე­რე­ბი, მაგ­რამ მათ მი­მართ ყო­ველ­თვის კარ­გად ვარ გან­წყო­ბი­ლი. ისი­ნიც გრძნო­ბენ ამას, ხა­რო­ბენ, ყვა­ვი­ან, იზ­რდე­ბი­ან. შრო­მაც სჭირ­დე­ბა - მი­წის შეც­ვლა, გას­ხვლა, გამ­ხმა­რი ფოთ­ლე­ბის მო­ცი­ლე­ბა, გაწ­მენ­და, ნი­ა­დაგ­ში საკ­ვე­ბის შე­ტა­ნა, შე­წამ­ვლა. თუ არ გსი­ა­მოვ­ნებს, ამ საქ­მეს ვერ გა­ა­კე­თებ.

- რო­გორც ვიცი, რა­ჭა­ში ძველ კარ-მი­და­მო­საც და­ა­ტყვეთ თქვე­ნი ხელი...

- ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სად­მელ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სახლ-კარი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მერ­გო. მთლად დან­გრე­ვის პი­რას არ იყო, მაგ­რამ არც არა­ფე­რი აკ­ლდა. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ია­ტაკს, ჭერს, კედ­ლებს, სა­ხუ­რავს - ხელი ყვე­ლა­ფერს შე­ვავ­ლეთ. მის გა­ახ­ლე­ბას კი­დევ გან­ვაგ­რძობთ, ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არა გვაქვს. ეზო­ში შე­ვი­ტა­ნეთ ყვა­ვი­ლე­ბი, ახალ-ახა­ლი ნარ­გა­ვე­ბი. რა­ჭა­ში, ეზო­ებ­ში არ რგა­ვენ ნაძვს, ტი­რიფს, ამა­ზე თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბა აქვთ...

ჩვენ ვარ­ღვევთ სტე­რე­ო­ტი­პებს, ვრგავთ სხვა­დას­ხვა ხეს და მერე რაჭ­ვე­ლე­ბი მათ სა­ნა­ხა­ვად მო­დი­ან. ახალ წელს რა­ჭა­ში შევ­ხვდით. რაც შე­სა­ფუ­თი მცე­ნა­რე იყო, შევ­ფუ­თეთ, ყინ­ვამ რომ არ და­აზ­როს. გა­ზა­ფხულ­ზეც ჩა­ვალთ, მცე­ნა­რე­ებს დავ­თე­სავთ, რა­ღა­ცებს დავრგავთ.

- რო­გორც ვიცი, ძველ ნივ­თებს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მო­უ­ძებ­ნეთ.

- ქვევ­რე­ბი, დო­ქე­ბი, დო­რე­ბი (მი­სა­ყუ­დე­ბე­ლი ბა­ლი­შე­ბი)... ბევ­რი რამ გა­რეთ გა­მო­ვი­ტა­ნეთ და ეზო­ში დე­კო­რა­ცი­ე­ბად მი­მოვ­ფან­ტეთ. რა­საც პა­ტა­რა სუ­ვე­ნი­რის სახე ჰქონ­და, ოთახ­ში დავ­ტო­ვეთ. თა­რო­ე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნეთ, ალ­ბათ, 150 წლის წი­ნან­დე­ლი ია­ტა­კის ფი­ცა­რი (სახ­ლი ბა­ბუ­ა­ჩე­მის მა­მამ აა­შე­ნა და­ახ­ლო­ე­ბით სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის წინ). კარ­გი ხე აღ­მოჩ­ნდა. კარ­გად გავ­რე­ცხეთ და მის­გან მა­გი­და, თა­რო­ე­ბი გა­ვა­კე­თეთ.

ჩემს ცოლს კერ­ვა ეხერ­ხე­ბა და ნაჭ­რე­ბი დაჭ­რა, ზო­გის­გან ფარ­და, ზო­გის­გან სუფ­რა შე­კე­რა... შვი­ლი კი გვყავს ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნე­რი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ში არ ერე­ვა - მხო­ლოდ მე და ჩემი ცოლი ვართ ამით და­კა­ვე­ბუ­ლი.

- ესე იგი, ადა­მი­ა­ნი თუ მო­ინ­დო­მებს, სა­კუ­თა­რი ხე­ლით ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებს.

- ყვე­ლას, მე­გობ­რებს და სხვებს, ვე­უბ­ნე­ბი, რო­გორც კი რა­ი­მეს გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი, იდეა მო­გი­ვათ, მა­შინ­ვე უნდა გა­ა­კე­თოთ. იმა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა არა­ფე­რია, როცა არაფ­რის­გან რა­ი­მეს ქმნი. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ახლა სარ­კე­ე­ბის კე­თე­ბა და­ვი­წყეთ. ვი­საც სა­ჩუქ­რად მი­ვუ­ტა­ნეთ ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი, უზო­მოდ გა­ვა­ხა­რეთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუნა
16

ადამიანი -პოზიტივი, შემოქმედებითობა და ნიჭი!

დ გ
43

ფული თქვი თორემ ფუტკარი ბაღდათიდანაც მოვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"იატაკის ფიცარი თაროებად გამოვიყენეთ, ქვევრები ეზოში მოვფანტეთ" - როგორ გაათანამედროვა ონისე ონიანმა 150 წლის წინანდელი სახლი რაჭაში

"იატაკის ფიცარი თაროებად გამოვიყენეთ, ქვევრები ეზოში მოვფანტეთ" - როგორ გაათანამედროვა ონისე ონიანმა 150 წლის წინანდელი სახლი რაჭაში

მსახიობი ონისე ონიანი, როგორც მოყვარული მემცენარე, რამდენიმე წლის წინ გახლდათ ჩვენი გაზეთის სტუმარი, თუმცა მაშინ სხვა სახლში ცხოვრობდა და იქ სრულიად სხვა მწვანე გარემო ჰქონდა შექმნილი. ახლა ამბობს, რომ ის სახლი გაყიდა და ლისზე საკუთარი სახლი აიშენა. მოყვარულმა მეყვავილემ და მისმა ოჯახმა, ცხადია, იქაც განაგრძეს ყვავილებზე ზრუნვა.

- ხშირად დავდიოდი ჩემს საყვარელ რაჭაში. ბუნების, მცენარეების, ცხოველების სიყვარული მძაფრად სწორედ იქ ჩამომიყალიბდა. მერე, როცა სოფლიდან ქალაქში დავბრუნდებოდით და კორპუსის რომელიღაც სართულზე შევიყუჟებოდით, ძალიან მენატრებოდა სიმწვანე. ამიტომ დავიწყე მცენარეების გახარება.

ვისაც ოთახის მცენარეები აქვს და მათ უვლის, იცის, რა სასიამოვნოა მათი პატრონობა - გადარგვა, გასხვლა, მიწის გამოცვლა... ისიც გსიამოვნებს, როცა შედეგს ხედავ - მცენარე ისე იზრდება, იმ ფორმის, ზომის ხდება, როგორიც გსურს და მოგწონს. თუ მაქვს საშუალება ჩემი გამრავლებული მცენარე ვინმეს ვაჩუქო, ეს კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ბევრი მყავს ისეთი მეგობარი, ვინც მცენარეებს უვლის, განსაკუთრებით მინდა გამოვყო მსახიობი ნატო მურვანიძე, რომელსაც შესანიშნავი ბაღი აქვს წეროვანში. ხშირად ვსტუმრობ მას და ხან რა ყვავილს მაჩუქებს, ხან რას გამიმზადებს, ასევე ვარ მეც და ეს არის სწორედ დიდი სიამოვნება. ვისაც არ გამოუცდია, ვურჩევ ამ საქმეს ხელი მიჰყოს, მით უფრო, პანდემია შესაფერისი პერიოდია.

- პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა თეატრმა მუშაობა შეაჩერა, ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც კრიზისი შესაძლებლობად დაინახეთ და ფეისბუკლაივებით სხვადასხვა საინტერესო საქმის კეთების სურვილს უჩენდით შინ დარჩენილ ადამიანებს. ამდენ ხანს თეატრის გაჩერებას როგორ შეეგუეთ?

- როცა ეს სახლი ავაშენეთ, გვინდოდა გვქონოდა ოთახი, სადაც ყვავილები განთავსდებოდა და მთელ სახლში არ იქნებოდა მიმობნეული. თუმცა ყველაზე დიდი სიმდიდრე და ფერის გამომხატველი ოთახშიც და ბაღშიც, ასევე სულიერებასაც რომ გამოკვეთს, ყვავილებია.

დღეს სახლს შუშაბანდით არავინ აშენებს, ჩვენ კი გავუკეთეთ. სახლი თანამედროვეა, მაგრამ ამ ადგილის აღქმა ცოტა სხვანაირია. აქ ჩვენთვის არაჩვეულებრივი გარემოა. ზოგი ყვავილი დავკიდეთ, ზოგი თაროზე შემოვდგით, ზოგიც იატაკზე დგას, ზოგი ქვემოდან ადის ზემოთ, ზოგიც ზემოდან ქვემოთ ჩამოდის. ეს შუშაბანდი ისეთი ადგილი აღმოჩნდა, სადაც ყოფნა ძალიან მსიამოვნებს. მუშაობისთვისაც მოსახერხებელია, გინდა დაწერე, დახატე, რაღაც საქმე გააკეთე.

- თქვენს გაზრდილ მცენარეებს თუ გამოარჩევთ?

- არა, ყველა მიყვარს. ერთი წვრილფოთლოვანი ფიკუსი გვაქვს, ოთახის მცენარე, მშვენივრად ხარობდა, მაგრამ დაავადდა და ფოთლები დასცვივდა. მერე ჩემმა მეუღლემ რაღაც სითხე აღმოაჩინა და უხილავი ტკიპისგან განკურნა. მოკლედ, ვუმკურნალეთ და ისევ დაიბრუნა პირვანდელი სახე, გაიფოთლა და უკვე დაბრუნდა ჩემი საყვარელი მცენარე სააქაოს. მოკლედ, ყველა მიყვარს, რომელიც ყვავილს იკეთებს თუ უყვავილოა.

- მათ, ვისაც სურთ მცენარეების მოვლა და ჯერ არ დაუწყიათ ეს საქმე, რას ეტყვით - რას ითხოვს მცენარე?

- ესა თუ ის ადამიანი თავის ენერგეტიკას ატარებს, ასევეა მცენარეც, თუ სითბო და დადებითი ემოცია არ მიეცი, შესაძლოა გახარება გაუჭირდეს. მთლად გვერდით არ ვუზივარ და არ ვეფერები, მაგრამ მათ მიმართ ყოველთვის კარგად ვარ განწყობილი. ისინიც გრძნობენ ამას, ხარობენ, ყვავიან, იზრდებიან. შრომაც სჭირდება - მიწის შეცვლა, გასხვლა, გამხმარი ფოთლების მოცილება, გაწმენდა, ნიადაგში საკვების შეტანა, შეწამვლა. თუ არ გსიამოვნებს, ამ საქმეს ვერ გააკეთებ.

- როგორც ვიცი, რაჭაში ძველ კარ-მიდამოსაც დაატყვეთ თქვენი ხელი...

- ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში არაჩვეულებრივი სახლ-კარი მემკვიდრეობით მერგო. მთლად დანგრევის პირას არ იყო, მაგრამ არც არაფერი აკლდა. მე და ჩემმა მეუღლემ იატაკს, ჭერს, კედლებს, სახურავს - ხელი ყველაფერს შევავლეთ. მის გაახლებას კიდევ განვაგრძობთ, ჯერ დასრულებული არა გვაქვს. ეზოში შევიტანეთ ყვავილები, ახალ-ახალი ნარგავები. რაჭაში, ეზოებში არ რგავენ ნაძვს, ტირიფს, ამაზე თავიანთი მოსაზრება აქვთ...

ჩვენ ვარღვევთ სტერეოტიპებს, ვრგავთ სხვადასხვა ხეს და მერე რაჭველები მათ სანახავად მოდიან. ახალ წელს რაჭაში შევხვდით. რაც შესაფუთი მცენარე იყო, შევფუთეთ, ყინვამ რომ არ დააზროს. გაზაფხულზეც ჩავალთ, მცენარეებს დავთესავთ, რაღაცებს დავრგავთ.

- როგორც ვიცი, ძველ ნივთებს თავისი დანიშნულება მოუძებნეთ.

- ქვევრები, დოქები, დორები (მისაყუდებელი ბალიშები)... ბევრი რამ გარეთ გამოვიტანეთ და ეზოში დეკორაციებად მიმოვფანტეთ. რასაც პატარა სუვენირის სახე ჰქონდა, ოთახში დავტოვეთ. თაროებად გამოვიყენეთ, ალბათ, 150 წლის წინანდელი იატაკის ფიცარი (სახლი ბაბუაჩემის მამამ ააშენა დაახლოებით საუკუნე-ნახევრის წინ). კარგი ხე აღმოჩნდა. კარგად გავრეცხეთ და მისგან მაგიდა, თაროები გავაკეთეთ.

ჩემს ცოლს კერვა ეხერხება და ნაჭრები დაჭრა, ზოგისგან ფარდა, ზოგისგან სუფრა შეკერა... შვილი კი გვყავს ლანდშაფტის დიზაინერი, მაგრამ ამ ყველაფერში არ ერევა - მხოლოდ მე და ჩემი ცოლი ვართ ამით დაკავებული.

- ესე იგი, ადამიანი თუ მოინდომებს, საკუთარი ხელით ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს.

- ყველას, მეგობრებს და სხვებს, ვეუბნები, როგორც კი რაიმეს გაკეთების სურვილი, იდეა მოგივათ, მაშინვე უნდა გააკეთოთ. იმაზე დიდი სიამოვნება არაფერია, როცა არაფრისგან რაიმეს ქმნი. მე და ჩემმა მეუღლემ ახლა სარკეების კეთება დავიწყეთ. ვისაც საჩუქრად მივუტანეთ ჩვენი ნამუშევარი, უზომოდ გავახარეთ.