სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - Novavax-ის პრეპარატმა 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - Novavax-ის პრეპარატმა 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ამე­რი­კუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია Novavax-ის ვაქ­ცი­ნამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ჩა­ტა­რე­ბულ კლი­ნი­კურ ცდებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ 89.3%-იანი ეფექ­ტუ­რი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნულ ფაქტს "კარ­გი ახა­ლი ამ­ბა­ვი“ უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ახლა ვაქ­ცი­ნას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო შე­ა­ფა­სებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთს Novavax-ის ვაქ­ცი­ნის 60 მი­ლი­ო­ნი დოზა აქვს და­რე­ზერ­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შევა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის პრო­დუქ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო მას გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის და­ამ­ტკი­ცებს.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, მეთ ჰენ­კო­კი აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა მზად არის ვაქ­ცი­ნა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ასაც­რე­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს, თუკი მას და­ამ­ტკი­ცე­ბენ.

Novavax-ის ვაქ­ცი­ნა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბის მე-3 ფა­ზა­ში 18-დან-84 წლამ­დე 15 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათი 27%-ი 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი იყო.

ვაქ­ცი­ნამ კო­რო­ნა­ვირუ­სის თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტის მი­მართ 95.6%-იანი ეფექ­ტუ­რი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა, ე.წ. "ბრი­ტა­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტის“ მი­მართ - 85.6%-ი, მთლი­ა­ნო­ბა­ში კი - 89.3%-ი. რაც შე­ე­ხე­ბა ცდის სამ­ხრეთ აფ­რი­კულ ნა­წილს, სა­დაც შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ვირუ­სის ე.წ. "სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი“ ვა­რი­ან­ტი იყო, ვაქ­ცი­ნამ 60%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბა აჩ­ვე­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, დღემ­დე სამი ვაქ­ცი­ნაა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი : Oxford University-სა და AstraZeneca-ს ერ­თობ­ლი­ვად შექ­მნი­ლა ვაქ­ცი­ნა, Pfizer-BioNTech-ის ვაქ­ცი­ნა და­კომ­პა­ნია Moderna-ს ვაქ­ცი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალახი
9

მე უარს ვაცხადებ გმო ვაკცინებზე რომლებიც იწვევენ უშვილობას....

კირემენ
9

ბატონმა ცერცვაძემ იმნაძემ და გამყრელიძემ გამოცადონ თავიანთ ოჯახებზე 5 10 წლის მერე შევხედავთ თუ არაფერი დაემართათ მერე ავიღებთ კოვიდ პასპორტს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - Novavax-ის პრეპარატმა 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - Novavax-ის პრეპარატმა 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Novavax-ის ვაქცინამ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში კორონავირუსის წინააღმდეგ 89.3%-იანი ეფექტურიანობა აჩვენა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ ფაქტს "კარგი ახალი ამბავი“ უწოდა და განაცხადა, რომ ახლა ვაქცინას გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო შეაფასებს.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთს Novavax-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა აქვს დარეზერვებული, რომელიც, გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შევა, იმ შემთხვევაში, თუკი მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო მას გამოყენებისთვის დაამტკიცებს.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის ვაქცინა მოქალაქეების ასაცრელად გამოიყენოს, თუკი მას დაამტკიცებენ.

Novavax-ის ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო.

ვაქცინამ კორონავირუსის თავდაპირველად გავრცელებული ვარიანტის მიმართ 95.6%-იანი ეფექტურიანობა აჩვენა, ე.წ. "ბრიტანული ვარიანტის“ მიმართ - 85.6%-ი, მთლიანობაში კი - 89.3%-ი. რაც შეეხება ცდის სამხრეთ აფრიკულ ნაწილს, სადაც შემთხვევების უმეტესი ნაწილი ვირუსის ე.წ. "სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი იყო, ვაქცინამ 60%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში, გადაუდებელი გამოყენებისთვის, დღემდე სამი ვაქცინაა დამტკიცებული : Oxford University-სა და AstraZeneca-ს ერთობლივად შექმნილა ვაქცინა, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა დაკომპანია Moderna-ს ვაქცინა.

5 ქვეყანა, რომელსაც გერმანია საზღვარს უკეტავს

ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს - შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას შეეხება

"ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება... ტაივანის დამოუკიდებლობა ომს ნიშნავს!" - მწიფდება თუ არა ახალი სამხედრო კონფლიქტი და რას პასუხობს ჩინეთის მკაცრ განცხადებებს აშშ?