სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია... წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანას ზედმეტი ვაქცინა ჰქონდეს" - ხომ არ გახდება სააკაშვილის განცხადებები სკანდალის მიზეზი?
"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია... წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანას ზედმეტი ვაქცინა ჰქონდეს" - ხომ არ გახდება სააკაშვილის განცხადებები სკანდალის მიზეზი?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მალ­ტამ მი­ი­ღო ერთი მი­ლი­ო­ნი ვაქ­ცი­ნით მეტი, ვიდ­რე მას სჭირ­დე­ბო­და და გა­და­წყვი­ტა ვაქ­ცი­ნა გა­და­უ­ნა­წი­ლოს უფრო ღა­რიბ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო შე­დის. სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავს, რომ სთხო­ვოს მალ­ტას და უსას­ყიდ­ლოდ მი­ი­ღოს ვაქ­ცი­ნა.

"შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გქონ­დეთ, რო­გორც მე მაქვს. მე ვიც­ნობ იქ მთავ­რო­ბის წევ­რებს... ეს არის სრუ­ლი­ად ხელ­მი­საწ­ვდო­მი ინ­ფორ­მა­ცია, რა­ტომ არ მი­მარ­თავთ მალ­ტის მთავ­რო­ბას და რა­ტომ არ ითხოვთ, რომ ამ ვაქ­ცი­ნე­ბის თუნ­დაც რა­ღაც ნა­წი­ლი უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცენ სა­ქარ­თვე­ლოს?! რა­ტომ არ ინ­ძრე­ვით?! რა­ტომ არ ინ­ძრე­ვით? მე კარ­გად ვიცი! 10 მი­ლი­არ­დი ლარი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნი­ა­ვე­ბუ­ლია და მო­პა­რუ­ლია! უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვა­პი­რებ და­გი­დოთ მა­სა­ლე­ბი, რო­გორ იპა­რავთ თქვენ, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბით, გვა­რე­ბით, გა­და­რი­ცხვე­ბით, ოპე­რა­ცი­ე­ბით - კო­რო­ნას­თან საბ­რძოლ­ველ ფულს, რო­გორ აკე­თებთ ფულს თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიკ­ვდილ­ზე. მი­მარ­თეთ მალ­ტას და იპო­ვეთ ვაქ­ცი­ნა დრო­ზე და უშ­ვე­ლეთ ხალ­ხს! ეს რა­ღაც ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა კი არ არის, მე­ა­თე ხა­რის­ხო­ვა­ნი, ეს არის უმაღ­ლე­სი კლა­სის ამე­რი­კუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი და ევ­რო­პუ­ლი, რო­მე­ლიც შე­მო­ი­ტა­ნა ევ­რო­კავ­შირ­მა", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ამის სა­პა­სუ­ხოდ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა მალ­ტის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის (რე­ზი­დენ­ცი­ით ქ. რომი) კოტე სურ­გუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, მალ­ტის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს ვაქ­ცი­ნე­ბის სა­კი­თხზე კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან და ამ სა­კი­თხზე სხვა წყა­რო­ე­ბი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი არ არის სან­დო.

"სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ კო­ვიდ 19-სთვის ვაქ­ცი­ნის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, ისე­ვე, რო­გორც უწყე­ბა ყო­ველ­დღი­ურ კავ­შირ­ზეა ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან იმი­სათ­ვის, რომ ვაქ­ცი­ნა დრო­უ­ლად გახ­დეს ხელ­მი­საწ­ვდო­მი ჩვე­ნი მო­ქალ­ქე­ე­ბი­სათ­ვის. მათ შო­რის, კო­ვიდ 19-ის ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მალ­ტის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვაქ­ცი­ნის შე­სა­ბა­მი­სი დო­ზე­ბის მი­ღე­ბის სა­კი­თხზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ ქ. რომ­ში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მალ­ტის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ჯერ კი­დევ 2020 წლის დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­კემ­ბრის თვე­ში ვაქ­ცი­ნე­ბი ჯერ არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი მალ­ტის­თვის. სა­ელ­ჩო, ცხა­დია, დღე­საც აგ­რძე­ლებს კონ­სულ­ტა­ცი­ებს მალ­ტის მხა­რეს­თან. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, თა­ვი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი იყო მალ­ტა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო კონ­სუ­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი არ­ხე­ბით ცდი­ლობს მი­ი­ღოს მალ­ტის მხრი­დან ვაქ­ცი­ნე­ბის სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხზე ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბით, წარ­მო­ად­გენს სპე­კუ­ლა­ცი­ას”, - აცხა­დებს კოტე სურ­გუ­ლა­ძე.

აკა­კი ზო­ი­ძე, ჯან­მრთე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტი:

"ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ფან­ტა­ზი­ე­ბია, ამა­ზე რა უნდა ვთქვა... ამ ადა­მი­ანს და­ნარ­ჩე­ნი ევ­რო­პაც ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებს და რა რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოჰ­ყვეს მის გან­ცხა­დე­ბებს? არ მგო­ნია, სი­მარ­თლე იყოს, რომ მალ­ტას ზე­დე­მე­ტი ვაქ­ცი­ნა აქვს. პი­რი­ქით, ევ­რო­კავ­შირს ვაქ­ცი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა აქვს და ამის გარ­შე­მო სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ბა­ტე­ბი მი­დის. მა­გა­ლი­თად, ლიტ­ვამ და ევ­რო­კავ­ში­რის კი­დევ ერ­თმა ქვე­ყა­ნამ მო­ი­თხო­ვეს, "ას­ტრა­ზე­ნე­კას­თან” და­კავ­ში­რე­ბით ეჩივ­ლათ, ვი­ნა­ი­დან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რამ­დენ­საც ის შე­პირ­და, იმ­დენ ვაქ­ცი­ნას არ აძ­ლევს.

ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში პრობ­ლე­მე­ბია ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ ეტაპ­ზე და კი­დევ 2-3 თვე ვაქ­ცი­ნის ზედ­მე­ტო­ბა არც ერთ ქვე­ყა­ნას არ ექ­ნე­ბა. ევ­რო­კავ­შირს შეკ­ვე­თი­ლი აქვს უფრო მეტი ვაქ­ცი­ნა, ვიდ­რე წარ­მო­ე­ბუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ვაქ­ცი­ნამ სა­ბო­ლო­ოდ არ გა­ა­მარ­თლოს, ან ჯან­მოს­გან ავ­ტო­რი­ზა­ცია ვერ მი­ი­ღოს, ან სიმ­ძლავ­რის მი­ხედ­ვით მწარ­მო­ებ­ლებ­მა ვერ შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი და­პი­რე­ბე­ბი, რაც უკვე ხდე­ბა მა­გა­ლი­თად, "ფა­ი­ზე­რის” და "ას­ტრა­ზე­ნე­კას” შემ­თხვე­ვა­ში. "ფა­ი­ზერ­მა” გა­ნა­ცხა­და, რომ აჩე­რებს წარ­მო­ე­ბას გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის მიზ­ნით, ამი­ტომ ნაკ­ლე­ბი ვაქ­ცი­ნე­ბი იქ­ნე­ბა წარ­მო­ე­ბუ­ლი და გად­მოტვირ­თუ­ლი. "ას­ტრა­ზე­ნე­კა­მაც” იგი­ვე თქვა, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე ევ­რო­კავ­შირს ნაც­ვლად 70 მი­ლი­ო­ნი­სა, 31 მი­ლი­ონ დო­ზას მის­ცემს და ა.შ.

ასე რომ, არ მგო­ნია, სად­მე ფი­ზი­კუ­რად ვაქ­ცი­ნის რა­ი­მე ზედ­მე­ტო­ბა იყოს.

ვიცი, რომ ნო­ემ­ბრი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წარ­მო­ებს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან, მათ შო­რის მალ­ტას­თა­ნაც. ზო­გა­დად, რო­გორც უკვე ით­ქვა, ევ­რო­კავ­შირს აქვს ზედ­მე­ტო­ბით შეკ­ვე­თი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი. იყო მსჯე­ლო­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თუ შემ­დგომ თვე­ებ­ში ეს რე­ზერ­ვი რე­ა­ლუ­რად იქნა წარ­მო­ე­ბუ­ლი და მი­წო­დე­ბუ­ლი, დად­გე­ბა სა­კი­თხი, ევ­რო­კავ­ში­რის შემ­დეგ ვის მი­ა­წო­დონ ვაქ­ცი­ნა. ამის თა­ო­ბა­ზე იყო ევ­რო­კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბაც. მა­ნამ­დე, 13 ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სარს მი­მარ­თა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის კვო­ტი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა მალე სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­ე­ცათ ვაქ­ცი­ნე­ბი. ამა­ზე ჩვე­ნი სა­ელ­ჩო­ე­ბი თვი­თე­ულ ქვე­ყა­ნას­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ.

გა­ცი­ლე­ბით მეტი ალ­ბა­თო­ბაა, შემ­დგო­მი რამ­დე­ნი­მე თვე მი­ვი­ღოთ ვაქ­ცი­ნა კო­ვაქ­სი­დან, რო­მელ­მაც უკვე კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღე­ბი და პე­რი­ო­დი გვი­თხრა - თე­ბერ­ვა­ლი "ფა­ი­ზე­რის­თვის” და მარ­ტი-აპ­რი­ლი - "ას­ტრა­ზე­ნე­კას­თვის” აშშ-მა პირ­ველ­მა და­ი­წყო ვაქ­ცი­ნა­ცია და იქაც კი მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის ივ­ნი­სამ­დე არ ექ­ნე­ბათ დო­ზე­ბი. ჩვენ­თა­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ივ­ნი­სამ­დე და­ვი­წყოთ მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია, ისიც დიდი საქ­მე იქ­ნე­ბა, მა­ში­ნაც თუ და­ვი­წყებთ. თუმ­ცა იმე­დი მაქვს, რისკ-ჯგუ­ფე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას მაქ­სი­მუმ მარ­ტი­დან და­ვი­წყებთ.

გახ­დე­ბა თუ არა სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლის სა­ფუძ­ვე­ლი რა­ი­მე თვალ­საზ­რი­სით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა? - ამ კი­თხვას ექ­სპერ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე პა­სუ­ხობს:

"რა­ტომ უნდა გაგ­ვხვი­ოს ამან სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­დალ­ში? რამ­დე­ნი ვი­ღა­ცა რა­ღა­ცას იტყვის, ყვე­ლა­ფერ­ზე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა პა­ნი­კის აწე­ვა? გა­ივ­ლის დრო და გა­მოჩ­ნდე­ბა, რამ­დე­ნად კარ­გად მუ­შა­ობს მთავ­რო­ბა იმის­თვის, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი შე­მო­ი­ტა­ნოს. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­ნა­ირ ღა­რიბ ქვე­ყა­ნას ვაქ­ცი­ნა არ აქვს, ხომ? ჯერ­ჯე­რო­ბით არც იმის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს, რომ ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ რა­ღაც ცუ­დად გა­ა­კე­თა. მოვა დრო და გა­მოჩ­ნდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა ჩვენ­თან არ უნ­დათ, ვაი-უშ­ვე­ლე­ბე­ლი ატყდა, რუ­სულ­ზე - ის­ტე­რი­კაა. თუ მა­ინც და მა­ინც გერ­მა­ნუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი უნ­დათ, მა­შინ უნდა და­ვი­ცა­დოთ, თუ არა და, გა­ი­კე­თონ ჩი­ნუ­რი, რო­გორც ახლა თურ­ქეთ­ში იკე­თე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეა, თუ სპე­კუ­ლა­ცია, ეს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. ჩემი აზ­რით, რამ­დენ­ჯე­რაც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი რა­ღაც სას­წა­ულს და­ა­ხეთ­ქებს, ყვე­ლა­ფერ­ზე სკან­და­ლის ატე­ხა არ ღირს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მო­ი­ტან­და ჩი­ნურს და ამა­ში, მარ­თა­ლი გი­თხრათ, ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, მაგ­რამ ეს ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა­ფერ­ზე კრი­ჭა­ში ისე უდ­გას, მთავ­რო­ბა აშ­კა­რად და­ში­ნე­ბუ­ლია და მსგავსს ვე­რა­ფერს აკე­თებს. სი­ტუ­ა­ცი­ას გა­რე­დან ვუ­ყუ­რებ და ვხე­დავ, რომ არც ერთ ჩვენ­ნა­ირ ქვე­ყა­ნას და­სავ­ლუ­რი ვაქ­ცი­ნა ჯერ არ მი­უ­ღია, ამი­ტომ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვმსჯე­ლობ. მთავ­რო­ბა მუდ­მი­ვად ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ არ იყოს -ოპო­ზი­ცია ყვე­ლა­ფერ­ზე ხან კრემ­ლის აგენ­ტო­ბას აბ­რა­ლებს, ხან – რას, ალ­ბათ წე­სით, აქამ­დე უნდა შე­მო­ე­ტა­ნა ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა და კრი­ტი­კაც აე­ტა­ნა. თუმ­ცა ისე არი­ან კრი­ტი­კის­გან და­ზაფ­რუ­ლე­ბი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი არა­და­სავ­ლუ­რი რამე რომ შე­მო­ი­ტა­ნონ, იცი­ან, ჯვარ­ზე აც­ვა­მენ.

სა­ა­კაშ­ვი­ლი 10 მი­ლი­არ­დის გა­ნი­ა­ვე­ბის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნით რომ იქად­ნე­ბა, და­დოს, ბა­ტო­ნო, ფაქ­ტე­ბი, თო­რემ ბოლო ერთი წე­ლია ისეთ სი­სუ­ლე­ლე­ებს ვის­მენთ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ებ­მა ტყუ­ი­ლებ­ში რე­კორ­დე­ბი მოხ­სნეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას იო­ლად ვე­ღარ და­ვუ­ჯე­რებ. ის, რომ ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ, და­ვუშ­ვათ, რა­ღაც მო­ი­პა­რა, ამა­ზე რა სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლი უნდა ატყდეს, ატყდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი სკან­და­ლი. მაქვს სა­ფუძ­ვე­ლი, ფაქ­ტე­ბის მჯე­რო­დეს და ასე მარ­ტი­ვად არა­ვის და­ვუ­ჯე­რო, ვი­ნა­ი­დან ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ოც­რე­ბე­ბი მო­მის­მე­ნია. მა­პა­ტი­ონ, თუ ყვე­ლას არ ვუ­ჯე­რებ”.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
68

ანუ თქვენი ელჩიც ფანტაზიორობს რომელმაც განაცხადა მოლაპარაკებები გვაქვს დაწყებული მალტასთანო?

kaxa
140

მორიგი შიზოფრენია მიშასგან,მაგრამ უბედურაბა ისაა რომ ამას ხალხის გარკვეული ნაწილი უჯერებს და სჯერა მიშასი! საშინელებაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია... წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანას ზედმეტი ვაქცინა ჰქონდეს" - ხომ არ გახდება სააკაშვილის განცხადებები სკანდალის მიზეზი?

"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია... წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანას ზედმეტი ვაქცინა ჰქონდეს" - ხომ არ გახდება სააკაშვილის განცხადებები სკანდალის მიზეზი?

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და გადაწყვიტა ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში საქართველო შედის. სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ სთხოვოს მალტას და უსასყიდლოდ მიიღოს ვაქცინა.

"შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს. მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს... ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ ამ ვაქცინების თუნდაც რაღაც ნაწილი უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?! რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი! 10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებულია და მოპარულია! უახლოეს პერიოდში მე, მიხეილ სააკაშვილი ვაპირებ დაგიდოთ მასალები, როგორ იპარავთ თქვენ, კონკრეტული სახელებით, გვარებით, გადარიცხვებით, ოპერაციებით - კორონასთან საბრძოლველ ფულს, როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე. მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა დროზე და უშველეთ ხალხს! ეს რაღაც ჩინური ვაქცინა კი არ არის, მეათე ხარისხოვანი, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინები და ევროპული, რომელიც შემოიტანა ევროკავშირმა", - წერს სააკაშვილი.

ამის საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. რომი) კოტე სურგულაძის განცხადება, რომლის თქმითაც, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნობები არ არის სანდო.

"საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობენ კოვიდ 19-სთვის ვაქცინის მოპოვების მიზნით, ისევე, როგორც უწყება ყოველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალქეებისათვის. მათ შორის, კოვიდ 19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე, საქართველოს საელჩომ ქ. რომში კონსულტაციები მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. საელჩო, ცხადია, დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან. მოლაპარაკებებში, თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინების სათანადო რაოდენობა. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით, წარმოადგენს სპეკულაციას”, - აცხადებს კოტე სურგულაძე.

აკაკი ზოიძე, ჯანმრთელობის პოლიტიკის სპეციალისტი:

"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია, ამაზე რა უნდა ვთქვა... ამ ადამიანს დანარჩენი ევროპაც ძალიან არასერიოზულად უყურებს და რა რეაგირება უნდა მოჰყვეს მის განცხადებებს? არ მგონია, სიმართლე იყოს, რომ მალტას ზედემეტი ვაქცინა აქვს. პირიქით, ევროკავშირს ვაქცინის ნაკლებობა აქვს და ამის გარშემო სერიოზული დებატები მიდის. მაგალითად, ლიტვამ და ევროკავშირის კიდევ ერთმა ქვეყანამ მოითხოვეს, "ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით ეჩივლათ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ რამდენსაც ის შეპირდა, იმდენ ვაქცინას არ აძლევს.

ზოგადად, მსოფლიოში პრობლემებია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე და კიდევ 2-3 თვე ვაქცინის ზედმეტობა არც ერთ ქვეყანას არ ექნება. ევროკავშირს შეკვეთილი აქვს უფრო მეტი ვაქცინა, ვიდრე წარმოებულია. შეიძლება ყველა ვაქცინამ საბოლოოდ არ გაამართლოს, ან ჯანმოსგან ავტორიზაცია ვერ მიიღოს, ან სიმძლავრის მიხედვით მწარმოებლებმა ვერ შეასრულონ თავიანთი დაპირებები, რაც უკვე ხდება მაგალითად, "ფაიზერის” და "ასტრაზენეკას” შემთხვევაში. "ფაიზერმა” განაცხადა, რომ აჩერებს წარმოებას გადაიარაღების მიზნით, ამიტომ ნაკლები ვაქცინები იქნება წარმოებული და გადმოტვირთული. "ასტრაზენეკამაც” იგივე თქვა, რომ პირველ ეტაპზე ევროკავშირს ნაცვლად 70 მილიონისა, 31 მილიონ დოზას მისცემს და ა.შ.

ასე რომ, არ მგონია, სადმე ფიზიკურად ვაქცინის რაიმე ზედმეტობა იყოს.

ვიცი, რომ ნოემბრიდან მოლაპარაკებები წარმოებს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის მალტასთანაც. ზოგადად, როგორც უკვე ითქვა, ევროკავშირს აქვს ზედმეტობით შეკვეთილი ვაქცინები. იყო მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თუ შემდგომ თვეებში ეს რეზერვი რეალურად იქნა წარმოებული და მიწოდებული, დადგება საკითხი, ევროკავშირის შემდეგ ვის მიაწოდონ ვაქცინა. ამის თაობაზე იყო ევროკავშირის განცხადებაც. მანამდე, 13 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ევროკავშირის კომისარს მიმართა, რომ ევროკავშირის კვოტიდან რაც შეიძლება მალე სწორედ საქართველოსთვის მიეცათ ვაქცინები. ამაზე ჩვენი საელჩოები თვითეულ ქვეყანასთან აქტიურად მუშაობენ.

გაცილებით მეტი ალბათობაა, შემდგომი რამდენიმე თვე მივიღოთ ვაქცინა კოვაქსიდან, რომელმაც უკვე კონკრეტული თარიღები და პერიოდი გვითხრა - თებერვალი "ფაიზერისთვის” და მარტი-აპრილი - "ასტრაზენეკასთვის” აშშ-მა პირველმა დაიწყო ვაქცინაცია და იქაც კი მასობრივი ვაქცინაციისთვის ივნისამდე არ ექნებათ დოზები. ჩვენთანაც შეუძლებელი იქნება ივნისამდე დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია, ისიც დიდი საქმე იქნება, მაშინაც თუ დავიწყებთ. თუმცა იმედი მაქვს, რისკ-ჯგუფების ვაქცინაციას მაქსიმუმ მარტიდან დავიწყებთ.

გახდება თუ არა საერთაშორისო სკანდალის საფუძველი რაიმე თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული განცხადება? - ამ კითხვას ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს:

"რატომ უნდა გაგვხვიოს ამან საერთაშორისო სკანდალში? რამდენი ვიღაცა რაღაცას იტყვის, ყველაფერზე ხომ არ შეიძლება პანიკის აწევა? გაივლის დრო და გამოჩნდება, რამდენად კარგად მუშაობს მთავრობა იმისთვის, რომ ვაქცინები შემოიტანოს. ჯერჯერობით ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანას ვაქცინა არ აქვს, ხომ? ჯერჯერობით არც იმის თქმის საფუძველი გვაქვს, რომ ჩვენმა მთავრობამ რაღაც ცუდად გააკეთა. მოვა დრო და გამოჩნდება ყველაფერი. ჩინური ვაქცინა ჩვენთან არ უნდათ, ვაი-უშველებელი ატყდა, რუსულზე - ისტერიკაა. თუ მაინც და მაინც გერმანული და ამერიკული უნდათ, მაშინ უნდა დავიცადოთ, თუ არა და, გაიკეთონ ჩინური, როგორც ახლა თურქეთში იკეთებენ. ინფორმაცია სიმართლეა, თუ სპეკულაცია, ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება. ჩემი აზრით, რამდენჯერაც ყოფილი პრეზიდენტი რაღაც სასწაულს დაახეთქებს, ყველაფერზე სკანდალის ატეხა არ ღირს.

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი შემოიტანდა ჩინურს და ამაში, მართალი გითხრათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ეს ოპოზიცია ხელისუფლებას ყველაფერზე კრიჭაში ისე უდგას, მთავრობა აშკარად დაშინებულია და მსგავსს ვერაფერს აკეთებს. სიტუაციას გარედან ვუყურებ და ვხედავ, რომ არც ერთ ჩვენნაირ ქვეყანას დასავლური ვაქცინა ჯერ არ მიუღია, ამიტომ აქედან გამომდინარე ვმსჯელობ. მთავრობა მუდმივად ასეთ სიტუაციაში რომ არ იყოს -ოპოზიცია ყველაფერზე ხან კრემლის აგენტობას აბრალებს, ხან – რას, ალბათ წესით, აქამდე უნდა შემოეტანა ჩინური ვაქცინა და კრიტიკაც აეტანა. თუმცა ისე არიან კრიტიკისგან დაზაფრულები, რომ ნებისმიერი არადასავლური რამე რომ შემოიტანონ, იციან, ჯვარზე აცვამენ.

სააკაშვილი 10 მილიარდის განიავების სააშკარაოზე გამოტანით რომ იქადნება, დადოს, ბატონო, ფაქტები, თორემ ბოლო ერთი წელია ისეთ სისულელეებს ვისმენთ ტელევიზიებით, ვიღაც-ვიღაცეებმა ტყუილებში რეკორდები მოხსნეს. აქედან გამომდინარე, ყველას იოლად ვეღარ დავუჯერებ. ის, რომ ჩვენმა მთავრობამ, დავუშვათ, რაღაც მოიპარა, ამაზე რა საერთაშორისო სკანდალი უნდა ატყდეს, ატყდება ადგილობრივი სკანდალი. მაქვს საფუძველი, ფაქტების მჯეროდეს და ასე მარტივად არავის დავუჯერო, ვინაიდან ბოლო პერიოდში საოცრებები მომისმენია. მაპატიონ, თუ ყველას არ ვუჯერებ”.

"არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ" - ნიკა მელია

"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"