სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას - "მალტამ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს ღარიბ ქვეყნებს - რატომ არ მიმართავთ, რომ ნაწილი უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!"
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას - "მალტამ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს ღარიბ ქვეყნებს - რატომ არ მიმართავთ, რომ ნაწილი უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!"

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თავს. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ფე­ის­ბუ­ქი" სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, მალ­ტამ მი­ი­ღო ერთი მი­ლი­ო­ნი ვაქ­ცი­ნით მეტი, ვიდ­რე მას სჭირ­დე­ბო­და და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვაქ­ცი­ნა გა­და­უ­ნა­წი­ლოს უფრო ღა­რიბ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში, შე­დის სა­ქარ­თვე­ლო.

სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავს, რომ მი­მარ­თოს მალ­ტას და უსას­ყიდ­ლოდ მი­ი­ღოს ვაქ­ცი­ნა.

"კონ­კრე­ტულ წი­ნა­და­დე­ბას ვთა­ვა­ზობ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას.

ევ­რო­კავ­შირ­მა ყვე­ლა თა­ვის წევ­რებს და­უ­რი­გა ვაქ­ცი­ნა და მალ­ტამ მი­ი­ღო ერთი მი­ლი­ო­ნი ვაქ­ცი­ნით მეტი, ვიდ­რე მას სჭირ­დე­ბო­და.

ახლა მალ­ტის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს ვაქ­ცი­ნა გა­და­უ­ნა­წი­ლოს უფრო ღა­რიბ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, შე­დის სა­ქარ­თვე­ლო, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ბედ­ნი­ე­როდ.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გქონ­დეთ, რო­გორც მე მაქვს, მე ვიც­ნობ იქ მთავ­რო­ბის წევ­რებს, მაგ­რამ ასე­ვე, თქვენ ღია წყა­რო­ე­ბი­დან, იმი­ტომ, რომ ეს არის სრუ­ლი­ად ხელ­მი­საწ­ვდო­მი ინ­ფორ­მა­ცია, რა­ტომ არ მი­მარ­თავთ მალ­ტის მთავ­რო­ბას და რა­ტომ არ ითხოვთ, რომ თუნ­დაც რა­ღაც ნა­წი­ლი ამ ვაქ­ცი­ნე­ბის უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცენ სა­ქარ­თვე­ლოს?! რა­ტომ არ ინ­ძრე­ვით?!

რა­ტომ არ ინ­ძრე­ვით? მე კარ­გად ვიცი!

10 მი­ლი­არ­დი ლარი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნი­ა­ვე­ბუ­ლია და მო­პა­რუ­ლია!

უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვა­პი­რებ და­გი­დოთ მა­სა­ლე­ბი, რო­გორ იპა­რავთ თქვენ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბით, გვა­რე­ბით, გა­და­რი­ცხვე­ბით, ოპე­რა­ცი­ე­ბით - კო­რო­ნას­თან საბ­რძოლ­ველ ფულს. რო­გორ აკე­თებთ ფულს თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიკ­ვდილ­ზე.

მი­მარ­თეთ მალ­ტას და იპო­ვეთ ვაქ­ცი­ნა, დრო­ზე და უშ­ვე­ლეთ ხალ­ხს! ეს რა­ღაც ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა კი არ არის მე­ა­თე ხა­რის­ხო­ვა­ნი, ეს არის უმაღ­ლე­სი კლა­სის ამე­რი­კუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი და ევ­რო­პუ­ლი, რო­მე­ლიც შე­მო­ი­ტა­ნა ევ­რო­კავ­შირ­მა", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
279
დღეს დაჭრილ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეა, ამ არაკაცის დამსახურებაა ამდენი გაუბედურებული და განადგურებული ოჯახები რომ გვყავს. დაბლოკავენ და არ გაუშვებენ კომენტარს თორემ კი ვიცი რაც უნდა დავწერო.
მიჰა
327

სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში უკვე შევიდა როგორც ბოროტობის სიმბოლო, ასე რომ ყალბი სიკეთე ხალხზე აღარ იმოქმედებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას - "მალტამ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს ღარიბ ქვეყნებს - რატომ არ მიმართავთ, რომ ნაწილი უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!"

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას - "მალტამ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს ღარიბ ქვეყნებს - რატომ არ მიმართავთ, რომ ნაწილი უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართავს. როგორც სოციალურ ქსელში "ფეისბუქი" სააკაშვილი წერს, მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, შედის საქართველო.

სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიმართოს მალტას და უსასყიდლოდ მიიღოს ვაქცინა.

"კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას.

ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.

ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ.

შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!

რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი!

10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებულია და მოპარულია!

უახლოეს პერიოდში მე მიხეილ სააკაშვილი ვაპირებ დაგიდოთ მასალები, როგორ იპარავთ თქვენ კონკრეტული სახელებით, გვარებით, გადარიცხვებით, ოპერაციებით - კორონასთან საბრძოლველ ფულს. როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე.

მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! ეს რაღაც ჩინური ვაქცინა კი არ არის მეათე ხარისხოვანი, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინები და ევროპული, რომელიც შემოიტანა ევროკავშირმა", - წერს სააკაშვილი.

"გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა და ვაშაძეს ხმა არ ამოუღია" - მელია

"ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ, სერიოზულად არც აღმიქვამს, გამეცინა" - მელიას პასუხი პროკურატურას

"სანდრო მაკლია, ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ... როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან