პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა საკუთარი თვალით წაიკითხა" - 94 წლის ბებოს რეაქცია საცხოვრებლის დაკანონების შემდეგ
"უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა საკუთარი თვალით წაიკითხა" - 94 წლის ბებოს რეაქცია საცხოვრებლის დაკანონების შემდეგ

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ის­ნის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ 66 ოჯახს იმ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის სა­კუთ­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბე­ბი გა­დას­ცა, რომ­ლებ­შიც უკვე ათწლე­უ­ლე­ბია ცხოვ­რო­ბენ. კახა კა­ლა­ძის თქმით, მისი მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში უკვე 1400-ზე მეტ ოჯახს და­უ­კა­ნონ­და ქო­ნე­ბა.

"ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­ულ სა­ცხოვ­რებ­ლებ­ში ცხოვ­რობ­დნენ და მათ და­კა­ნო­ნე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ. პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მინ­და, ამ ადა­მი­ა­ნებს მი­ვუ­ლო­ცო. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ვინ­მე შე­იჭ­რას კონ­კრე­ტულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და შემ­დეგ მო­ი­თხო­ვოს მისი და­კა­ნო­ნე­ბა" - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ერთ-ერთი, ვინც ქო­ნე­ბა და­ი­კა­ნო­ნა, 94 წლის მარ­გა­რი­ტა ქა­ჯა­ი­აა. ბე­ბოს დღე­ი­დან სა­კუ­თა­რი ჭერი აქვს და იმის შიში აღარ ექ­ნე­ბა, რომ სა­ცხოვ­რებ­ლი­დან ვინ­მე გა­მო­ა­სახ­ლებს.

"94 წლის მარ­გა­რი­ტა ქა­ჯა­ი­ას უსათ­ვა­ლოდ კი­თხვა უჭირს, თუმ­ცა თბი­ლი­სის მე­რის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი სა­კუთ­რე­ბის მოწ­მო­ბა მა­ინც სა­კუ­თა­რი თვა­ლით წა­ი­კი­თხა.

მარ­გა­რი­ტა ბე­ბოს მძი­მე და ტრა­გე­დი­ით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა­ში დღე­ვან­დე­ლი დღე, ალ­ბათ, გა­მო­ნაკ­ლი­სია. ოჯა­ხის 4 წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის და უბი­ნა­ოდ დარ­ჩე­ნის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში აღ­მოჩ­ნდა და თავი მუ­ნი­ცი­პა­ლურ ფართს შე­ა­ფა­რა.

ის­ნის რა­ი­ონ­ში, ბაღ­და­თის ქუ­ჩა­ზე მარ­გა­რი­ტა ბებო 20 კვად­რა­ტულ ფარ­თში ათე­უ­ლი წე­ლია ცხოვ­რობს, თუმ­ცა მუდ­მივ შიშ­ში, არა­ვის გა­ე­სახ­ლე­ბია. დღე­ი­დან მას სა­კუ­თა­რი ჭერი აქვს" - წერს მე­რი­ი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი მა­ნა­ნა თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dudu
26

რაც კარგია კარგია მალადე კახი.ვერ ვიტან ქოცხროვას მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ კარგზე კარგია თქო არ ვთქვა.ეს აკლია დღეს ქართველ პოლიტიკოსებს ოპოლოზიციიდან!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა საკუთარი თვალით წაიკითხა" - 94 წლის ბებოს რეაქცია საცხოვრებლის დაკანონების შემდეგ

"უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა საკუთარი თვალით წაიკითხა" - 94 წლის ბებოს რეაქცია საცხოვრებლის დაკანონების შემდეგ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს იმ საცხოვრებელი ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, რომლებშიც უკვე ათწლეულებია ცხოვრობენ. კახა კალაძის თქმით, მისი მერობის პერიოდში უკვე 1400-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა ქონება.

"ეს ადამიანები წლების განმავლობაში გარკვეულ საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, ამ ადამიანებს მივულოცო. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე შეიჭრას კონკრეტულ ტერიტორიაზე და შემდეგ მოითხოვოს მისი დაკანონება" - აღნიშნა კალაძემ.

ერთ-ერთი, ვინც ქონება დაიკანონა, 94 წლის მარგარიტა ქაჯაიაა. ბებოს დღეიდან საკუთარი ჭერი აქვს და იმის შიში აღარ ექნება, რომ საცხოვრებლიდან ვინმე გამოასახლებს.

"94 წლის მარგარიტა ქაჯაიას უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა თბილისის მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა მაინც საკუთარი თვალით წაიკითხა.

მარგარიტა ბებოს მძიმე და ტრაგედიით აღსავსე ცხოვრებაში დღევანდელი დღე, ალბათ, გამონაკლისია. ოჯახის 4 წევრის გარდაცვალების და უბინაოდ დარჩენის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა და თავი მუნიციპალურ ფართს შეაფარა.

ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მარგარიტა ბებო 20 კვადრატულ ფართში ათეული წელია ცხოვრობს, თუმცა მუდმივ შიშში, არავის გაესახლებია. დღეიდან მას საკუთარი ჭერი აქვს" - წერს მერიიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი.

"დეტალების გარკვევის შემდეგ, ამ ადამინებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებზე

"შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს და შეურიგდნენ" - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი

"ყველაზე მეტად მიყვარს... ბავშვებზე მეტად ქრისტინა მიყვარს" - მამა სერაფიმე ოჯახსა და ეკლესიურ ცხოვრებაზე