პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაანებეთ თავი ამ მახინჯ მოდას" - დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინის მავნებლობაზე, საკვებ დანამატებსა და სამედიცინო მითებზე
"დაანებეთ თავი ამ მახინჯ მოდას" - დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინის მავნებლობაზე, საკვებ დანამატებსა და სამედიცინო მითებზე

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რანტს, დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგ ზაზა თე­ლი­ას, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ მისი ფე­ის­ბუქ-სტა­ტუ­სე­ბის გამო, რომ­ლი­თაც ის ხში­რად მე­დი­ცი­ნა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ მი­თებს ამ­სხვრევს. ამ­ჯე­რად, თე­ლია კი­დევ ერთ მო­უ­ლოდ­ნელ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა და ამ­ბობს, რომ დღე­ში სამი-ოთხი ჭიქა ყა­ვის და­ლე­ვა ადა­მი­ანს ინ­სულ­ტის­გან იცავს.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ზაზა თე­ლი­ამ მკი­თხველს სხვა სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბიც გა­უ­ზი­ა­რა.

- ბა­ტო­ნო ზაზა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენს პოს­ტებს ყო­ველ­თვის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. სა­უ­ბა­რი და­ვი­წყოთ ყა­ვით - რაზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობთ, რომ უნა­ლე­ქო ყავა რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან, მათ შო­რის ინ­სულ­ტის­გან იცავს ადა­მი­ანს?

- კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ყავა გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან იცავს ადა­მი­ა­ნებს. მაგ­რამ, აქვე უნდა ვი­სა­უბ­როთ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. დღე­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მაქ­სი­მუმ 3-4 ჭი­ქის მირ­თმე­ვა, რად­გან კო­ფე­ი­ნის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბაც არ არის სა­სურ­ვე­ლი.

ნა­ლე­ქი­ა­ნი ყა­ვაც ით­ვლე­ბა სა­სარ­გებ­ლოდ, მაგ­რამ შე­და­რე­ბით "მძი­მეა"... ამ დროს რის­კია პი­რის ღრუს და­ზი­ა­ნე­ბის, კბი­ლებ­ზე ნა­დე­ბის სა­ხით, ასე­ვე კუ­ჭის­თვის უფრო მძი­მედ ასათ­ვი­სე­ბე­ლია. ამი­ტომ უნა­ლე­ქო სჯობს, რა თქმა უნდა.

- მე­დი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი გვირ­ჩევს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი მი­ვი­ღოთ, ნა­წი­ლი კი თვლის, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნაც იქო­ნი­ოს ორ­გა­ნიზ­მზე - თქვენ რას გვირ­ჩევთ?

- წყა­ლი რომ სა­სარ­გებ­ლოა, ორი აზრი არ არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ გა­აჩ­ნია სე­ზონს, ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­უ­რო­ბას, აღ­ნა­გო­ბას, სქესს - ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. დღე­ში ორი ლიტ­რი წყლის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის უსაფრ­თხო და სა­სარ­გებ­ლოა. ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უფრო მე­ტია მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.

თუ ადა­მი­ა­ნი არ არის ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი, დღე­ში 1.5-2 ლიტ­რი წყა­ლი უნდა და­ლი­ოს. თუ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რია, შე­იძ­ლე­ბა ეს რა­ო­დე­ნო­ბა 3-4 ლიტ­რამ­დეც გა­ი­ზარ­დოს

მე მა­გა­ლი­თად 16 წლის ასა­კი­დან 3-4 ლიტრს წყალს ვი­ღებ, ვცხოვ­რობ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით და ჯან­მრთე­ლად და კარ­გად ვგრძნობ თავს.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ერ­თგვარ მო­და­დაც კი იქცა D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა, რა­საც თქვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია გა­მოკ­ვლე­ვე­ბის გა­რე­შე, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა?

- ამა­ზე ბევ­რი სპე­კუ­ლა­ცია და მი­თე­ბი არ­სე­ბობს. დ ვი­ტა­მი­ნის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის სა­ხით მი­ღე­ბა არა­ნა­ი­რი რე­კო­მენ­და­ცია არ არის. ერ­თა­დერ­თი, ორ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია რა­ქი­ტის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. ორი წლის შემ­დეგ კი, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით მი­ღე­ბის რე­კო­მენ­და­ცია, თუნ­დაც სე­ზო­ნუ­რად არა­ნა­ირ სა­მე­დი­ცი­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას არ ეფუძ­ნე­ბა. ამი­ტომ არა­ვის ვურ­ჩევ, პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა სა­ხი­ფა­თოც კი იყოს ორ­გა­ნიზ­მის­თვის. ყო­ფი­ლა მა­გა­ლი­თე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნებს D ვი­ტა­მი­ნის ზე­დო­ზი­რე­ბაც მოს­ვლი­ათ.

და­ა­ნე­ბეთ თავი ამ "მა­ხინჯ მო­დას", ამით პა­ცი­ენტს სარ­გე­ბე­ლი არ ექ­ნე­ბა და პო­ტენ­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ავ­ნოთ. D ვი­ტა­მი­ნის მო­ჭარ­ბე­ბამ ორ­გა­ნიზ­მში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს - ტოქ­სი­კო­ზი, ურტი­კა­რია, ჰი­პერ­კალ­ცე­მია, თირკმე­ლებ­ში კენ­ჭე­ბი, სის­ხლძარ­ღვებ­ში კალ­ცი­ფი­კა­ტე­ბი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა და ა.შ.

თე­ლი­ას თქმით, ამ პა­ცი­ენ­ტმა ოჯა­ხის ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ორ­ჯერ მი­ი­ღო D ვი­ტა­მი­ნი "საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ" და და­ე­წყო მწვა­ვე ურტი­კა­რია (ჭინჭრის ცი­ე­ბა)

ზო­გა­დად ანა­ლი­ზის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ა­ზეც რომ ვიმ­სჯე­ლოთ: ჩვენ­თან ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის 99 პრო­ცენ­ტი არას­წო­რად წერს - ანა­ლიზ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ D ვი­ტა­მი­ნი 30 ნა­ნოგ­რა­მის ზე­ვით ით­ლე­ბა ნორ­მა­ლურ მაჩ­ვე­ნებ­ლად, რაც არას­წო­რია, რე­ა­ლუ­რად 20 ნა­ნოგ­რა­მი და მეტი ით­ვლე­ბა ნორ­მად.

ამი­ტომ თუ ადა­მი­ანს 20-ის ზე­ვით აქვს D ვი­ტა­მი­ნი, შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ რომ ნორ­მა­შია და არ სჭირ­დე­ბა და­ნა­მა­ტის მი­ღე­ბა. თუ 20-ზე ნაკ­ლე­ბია, თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთი კურ­სი უნდა ჩა­ი­ტა­როს და მორ­ჩა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კი არ უნდა სვას?!

- რას გვე­ტყვით იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რე­ბელ პრე­პა­რა­ტებ­ზე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე სვამს და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­საც ას­მევს?

- იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს, თუ ვინ­მე ამას ამ­ბობს, მას ელე­მენ­ტა­რუ­ლად ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გია არ ეს­მის. ეს ინ­ფორ­მა­ცია "ფე­ი­კია", ასე­თი ტი­პის და­ნა­მა­ტე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის მოხ­მა­რე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და შე­იძ­ლე­ბა სა­ხი­ფა­თოც კი იყო. მათ­გან სარ­გე­ბე­ლი არა­ვის არ ექ­ნე­ბა.

არ ვურ­ჩევ ადა­მი­ა­ნებს რომ ვი­ტა­მი­ნე­ბი, მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბი და და­ნა­მა­ტე­ბი იმ მიზ­ნით მი­ი­ღონ, თით­ქოს იმუ­ნი­ტეტს იძ­ლი­ე­რე­ბენ

იმუ­ნი­ტეტ­ზე ზრუნ­ვა მარ­ტი­ვია, ეს არის ცხოვ­რე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბა, თამ­ბა­ქო­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბა, პა­სი­უ­რი მო­წე­ვის­თვის თა­ვის არი­დე­ბა, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ძილი, მეტ­ნაკ­ლე­ბად ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა - ესე­ნია რაც ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტეტს აძ­ლი­ე­რებს.

- აკ­ნეს შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი და სან­ჯღ­რე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამან კანს უშ­ვე­ლოს?

- არა, რა თქმა უნდა, საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი აკ­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ესეც არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რად­გან მსგავ­სი პრე­პა­რა­ტე­ბი აკ­ნეს დროს ნორ­მა­ლურ, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არ ინიშ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სან­ჯღ­რებს, და­გე­თან­ხმე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და აკ­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ წარ­სულ­ში, მა­ნამ­დე სა­ნამ გა­მოჩ­ნდე­ბო­და ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­რე­გა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. თუმ­ცა, ე.წ. სან­ჯღ­რე­ბი 30 წლის წინ ჩა­ბარ­და წარ­სულს და არა­ე­ფექ­ტუ­რია.

- აკ­ნეს დროს რო­მე­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას უკ­რძა­ლავთ პა­ცი­ენტს?

- აკნე არ გახ­ლავთ კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა, ესეც მი­თია. აკ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­ში არ შე­დის და დღეს არ­ცერ­თი დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცია არ მო­უ­წო­დებს ექიმს, რომ ამ დროს პა­ცი­ენტს დი­ე­ტა და­უ­ნიშ­ნონ.

- ამ დროს რა­ცი­ო­ნი­დან ნი­გო­ზის ამო­ღე­ბაც მი­თია?

- დიახ, მი­თია. აკ­ნეს შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტებს არ ვუ­ნიშ­ნავ დი­ე­ტას, რად­გან ეს არ არის კუჭ-ნაწ­ლავ­თან და კვე­ბას­თან კავ­შირ­ში. არ­სე­ბობს კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თუმ­ცა მათი რი­ცხვი ძა­ლი­ან მცი­რეა. ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რად და­ის­ვას დი­აგ­ნო­ზი.

- მარ­თლა არ­სე­ბობს ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა მი­ღე­ბაც კანს აა­ხალ­გაზ­რდა­ვებს?

- კა­ნის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა რო­მე­ლი­მე საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბით ასე­ვე მი­თე­ბის სფე­როს წარ­მო­ად­გენს. ჯან­მრთე­ლი და კარ­გად მოვ­ლი­ლი კანი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ორი ფაქ­ტო­რით: მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი და არა­მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი და­ბე­რე­ბა. კანი ყვე­ლა­ზე დიდი ორ­გა­ნოა ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში და რო­გორც ყვე­ლა ორ­გა­ნო ბერ­დე­ბა, ისე ბერ­დე­ბა კა­ნიც - ეს არის არა­მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი და­ბე­რე­ბა და ამას ვე­რა­ფერს ვუ­ზამთ. რაც შე­ე­ხე­ბა მო­დი­ფი­ცი­რე­ბად და­ბე­რე­ბას, ამ დროს იგუ­ლის­ხმე­ბა ის გა­რე­ფაქ­ტო­რე­ბი რაც ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს კან­ზე და და­ბე­რე­ბას აჩ­ქა­რებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში რჩე­ვე­ბი მარ­ტი­ვია, თუ ადა­მი­ანს სურს ნა­ად­რე­ვად არ და­ბერ­დეს, არ ჰქონ­დეს გა­მო­ნა­ყა­რი, ვურ­ჩევ:

  • მო­ე­რი­დეთ მზე­ზე ყოფ­ნას
  • სე­ზო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნეთ მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი
  • არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ბევ­რი პრო­დუქ­ცია სა­ხე­ზე, შე­იძ­ლე­ბა ეს სა­ხი­ფა­თოც კი იყოს!
  • მო­ი­წეს­რი­გეთ ძი­ლის რე­ჟი­მი
  • იკ­ვე­ბეთ ჯან­სა­ღად და ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლად
  • აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა
  • და­ი­ცა­ვით კა­ნის მოვ­ლის რუ­ტი­ნა: და­ბა­ნა, და­ტე­ნი­ა­ნე­ბა და მზის­გან დაც­ვა ყო­ველ­დღი­უ­რად.

- და­სას­რულს, პან­დე­მი­ა­ზე გკი­თხავთ, რა რჩე­ვებს მის­ცემთ მო­სახ­ლე­ო­ბას?

- პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნაა, პირ­ბა­დე, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, და­ტე­ნი­ა­ნე­ბა, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით და­მუ­შა­ვე­ბა, ტან­საც­მლის ხში­რი რე­ცხვა, სახ­ლში მის­ვლის შემ­დეგ გა­მოც­ვლა და ფეხ­საც­მე­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა გა­რეთ

აქვე გე­ტყვით, რომ მხო­ლოდ ხე­ლე­ბის და­ბა­ნა არ არის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა, დღე­ში ორ­ჯერ პი­რიც უნდა და­ი­ბა­ნოთ, იმი­ტომ რომ სა­ხე­ზეც გროვ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის ვირუ­სის გა­მომ­წვე­ვი პა­თო­გე­ნე­ბი

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ახლა ზამ­თრის პე­რი­ო­დია და სხვა წლებ­ში მუდ­მი­ვად ცირ­კუ­ლი­რებ­და გრი­პის ვირუ­სი ახლა კი ყვე­ლას და­ა­ვი­წყდა. დავ­სვათ კი­თხვა, სად გაქ­რა გრი­პი? - იმი­ტომ არ გვხვდე­ბა, რომ გავ­რცე­ლე­ბა არ აქვს, ადა­მი­ა­ნე­ბი კო­ვი­დის გამო ჰი­გი­ე­ნას იცა­ვენ, პირ­ბა­დეს ატა­რე­ბენ და გრი­პი ვერ გავ­რცელ­დე­ბა. ეს არის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ვირუ­სებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად.

- ვაქ­ცი­ნა­ზე რა აზ­რის ხართ?

- ვაქ­ცი­ნე­ბი კვლე­ვის ფა­ზა­შია. მე რო­გორც კლი­ნი­ცის­ტი, მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბი კვლე­ვე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გებს, რომ კარ­გად შევ­ძლო მათი ანა­ლი­ზი, იმის მი­ხედ­ვით შე­ფას­დეს, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხოა. ჯერ­ჯე­რო­ბით სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ამ ვე­რაგ ვირუს­თან ბრძო­ლას სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვაგ­ვა­რე­ბი­ნებს. ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი ეფექ­ტუ­რი მო­ნა­პო­ვა­რია და ამა­ზე უა­რის თქმა არას­წო­რია.

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
2

რაც შეეხება ყავას, ეს ინდივიდუალურია.მე რომ 4ჭიქა ხსნადი ყავა დავლიო შეიძლება იმ დღესვე გული გამისკდეს, უკეთეს შემთხვევაში იმ ღამეს ვერ დავიძინებ,თვალებდაჭყეტილი და გულის ბაგბუგით დაველოდები გათენებას.

+++++
3

ფსორიაზე რას იტყვით შესაძლებელია მისი განკურნება..

ავტორი:

"დაანებეთ თავი ამ მახინჯ მოდას" - დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინის მავნებლობაზე, საკვებ დანამატებსა და სამედიცინო მითებზე

"დაანებეთ თავი ამ მახინჯ მოდას" - დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინის მავნებლობაზე, საკვებ დანამატებსა და სამედიცინო მითებზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტს, დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას, ინტერნეტმომხმარებლები კარგად იცნობენ მისი ფეისბუქ-სტატუსების გამო, რომლითაც ის ხშირად მედიცინაში დამკვიდრებულ მითებს ამსხვრევს. ამჯერად, თელია კიდევ ერთ მოულოდნელ რეკომენდაციას იძლევა და ამბობს, რომ დღეში სამი-ოთხი ჭიქა ყავის დალევა ადამიანს ინსულტისგან იცავს.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ზაზა თელიამ მკითხველს სხვა საინტერესო რჩევებიც გაუზიარა.

- ბატონო ზაზა, სოციალურ ქსელში თქვენს პოსტებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს. საუბარი დავიწყოთ ყავით - რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ უნალექო ყავა რიგი დაავადებებისგან, მათ შორის ინსულტისგან იცავს ადამიანს?

- კვლევებით დადასტურებულია, რომ ყავა გარკვეული დაავადებებისგან იცავს ადამიანებს. მაგრამ, აქვე უნდა ვისაუბროთ რაოდენობაზე. დღეში მიზანშეწონილია მაქსიმუმ 3-4 ჭიქის მირთმევა, რადგან კოფეინის დიდი რაოდენობით მიღებაც არ არის სასურველი.

ნალექიანი ყავაც ითვლება სასარგებლოდ, მაგრამ შედარებით "მძიმეა"... ამ დროს რისკია პირის ღრუს დაზიანების, კბილებზე ნადების სახით, ასევე კუჭისთვის უფრო მძიმედ ასათვისებელია. ამიტომ უნალექო სჯობს, რა თქმა უნდა.

- მედიკოსების ნაწილი გვირჩევს დიდი რაოდენობით წყალი მივიღოთ, ნაწილი კი თვლის, რომ ამ რაოდენობით სითხის მიღებამ შეიძლება უარყოფითი გავლენაც იქონიოს ორგანიზმზე - თქვენ რას გვირჩევთ?

- წყალი რომ სასარგებლოა, ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ გააჩნია სეზონს, ადამიანის აქტიურობას, აღნაგობას, სქესს - ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ინდივიდუალურია. დღეში ორი ლიტრი წყლის მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის უსაფრთხო და სასარგებლოა. ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის უფრო მეტია მიზანშეწონილი.

თუ ადამიანი არ არის ფიზიკურად აქტიური, დღეში 1.5-2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. თუ ფიზიკურად აქტიურია, შეიძლება ეს რაოდენობა 3-4 ლიტრამდეც გაიზარდოს

მე მაგალითად 16 წლის ასაკიდან 3-4 ლიტრს წყალს ვიღებ, ვცხოვრობ ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით და ჯანმრთელად და კარგად ვგრძნობ თავს.

- პანდემიის პერიოდში ერთგვარ მოდადაც კი იქცა D ვიტამინის მიღება, რასაც თქვენ კატეგორიულად ეწინააღმდეგებით. რამდენად მიზანშეწონილია გამოკვლევების გარეშე, პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის მიღება?

- ამაზე ბევრი სპეკულაცია და მითები არსებობს. დ ვიტამინის პროფილაქტიკის სახით მიღება არანაირი რეკომენდაცია არ არის. ერთადერთი, ორ წლამდე ასაკის ბავშვებში აუცილებელია რაქიტის პრევენციის მიზნით. ორი წლის შემდეგ კი, პროფილაქტიკის მიზნით მიღების რეკომენდაცია, თუნდაც სეზონურად არანაირ სამედიცინო მტკიცებულებას არ ეფუძნება. ამიტომ არავის ვურჩევ, პირიქით, შეიძლება სახიფათოც კი იყოს ორგანიზმისთვის. ყოფილა მაგალითები, რომ ადამიანებს D ვიტამინის ზედოზირებაც მოსვლიათ.

დაანებეთ თავი ამ "მახინჯ მოდას", ამით პაციენტს სარგებელი არ ექნება და პოტენციურად შეიძლება ავნოთ. D ვიტამინის მოჭარბებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს - ტოქსიკოზი, ურტიკარია, ჰიპერკალცემია, თირკმელებში კენჭები, სისხლძარღვებში კალციფიკატები, კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ა.შ.

თელიას თქმით, ამ პაციენტმა ოჯახის ექიმის დანიშნულებით ორჯერ მიიღო D ვიტამინი "საპროფილაქტიკოდ" და დაეწყო მწვავე ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

ზოგადად ანალიზის ინტერპრეტაციაზეც რომ ვიმსჯელოთ: ჩვენთან ლაბორატორიების 99 პროცენტი არასწორად წერს - ანალიზში ვკითხულობთ, რომ D ვიტამინი 30 ნანოგრამის ზევით ითლება ნორმალურ მაჩვენებლად, რაც არასწორია, რეალურად 20 ნანოგრამი და მეტი ითვლება ნორმად.

ამიტომ თუ ადამიანს 20-ის ზევით აქვს D ვიტამინი, შეიძლება ჩავთვალოთ რომ ნორმაშია და არ სჭირდება დანამატის მიღება. თუ 20-ზე ნაკლებია, თვენახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთი კურსი უნდა ჩაიტაროს და მორჩა, მთელი ცხოვრება კი არ უნდა სვას?!

- რას გვეტყვით იმუნიტეტის გასაძლიერებელ პრეპარატებზე, რომელსაც საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ექიმის დანიშნულების გარეშე სვამს და მცირეწლოვან ბავშვებსაც ასმევს?

- იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატი ბუნებაში არ არსებობს, თუ ვინმე ამას ამბობს, მას ელემენტარულად ადამიანის ფიზიოლოგია არ ესმის. ეს ინფორმაცია "ფეიკია", ასეთი ტიპის დანამატებისა და ვიტამინების მოხმარება არ არის მიზანშეწონილი და შეიძლება სახიფათოც კი იყო. მათგან სარგებელი არავის არ ექნება.

არ ვურჩევ ადამიანებს რომ ვიტამინები, მულტივიტამინები და დანამატები იმ მიზნით მიიღონ, თითქოს იმუნიტეტს იძლიერებენ

იმუნიტეტზე ზრუნვა მარტივია, ეს არის ცხოვრების წესის ცვლილება, თამბაქოზე თავის დანებება, პასიური მოწევისთვის თავის არიდება, მოწესრიგებული ძილი, მეტნაკლებად ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა - ესენია რაც ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს.

- აკნეს შემთხვევაში რამდენად მიზანშეწონილია საკვები დანამატები და სანჯღრები, შესაძლებელია ამან კანს უშველოს?

- არა, რა თქმა უნდა, საკვები დანამატები აკნეს სამკურნალოდ არ გამოიყენება, ესეც არასწორი ინფორმაციაა, რადგან მსგავსი პრეპარატები აკნეს დროს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში არ ინიშნება. რაც შეეხება სანჯღრებს, დაგეთანხმებით გამოიყენებოდა აკნეს სამკურნალოდ წარსულში, მანამდე სანამ გამოჩნდებოდა ბაზარზე არსებული გარეგანი გამოყენების ნივთიერებები. თუმცა, ე.წ. სანჯღრები 30 წლის წინ ჩაბარდა წარსულს და არაეფექტურია.

- აკნეს დროს რომელი საკვების მიღებას უკრძალავთ პაციენტს?

- აკნე არ გახლავთ კვებასთან დაკავშირებული პრობლემა, ესეც მითია. აკნეს მკურნალობის პროტოკოლში არ შედის და დღეს არცერთი დერმატოლოგიური ასოციაცია არ მოუწოდებს ექიმს, რომ ამ დროს პაციენტს დიეტა დაუნიშნონ.

- ამ დროს რაციონიდან ნიგოზის ამოღებაც მითია?

- დიახ, მითია. აკნეს შემთხვევაში პაციენტებს არ ვუნიშნავ დიეტას, რადგან ეს არ არის კუჭ-ნაწლავთან და კვებასთან კავშირში. არსებობს კვებასთან დაკავშირებული დერმატოლოგიური დაავადებები, თუმცა მათი რიცხვი ძალიან მცირეა. ამ დროს აუცილებელია სწორად დაისვას დიაგნოზი.

- მართლა არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა მიღებაც კანს აახალგაზრდავებს?

- კანის გაახალგაზრდავება რომელიმე საკვები ნივთიერებით ასევე მითების სფეროს წარმოადგენს. ჯანმრთელი და კარგად მოვლილი კანი განისაზღვრება ორი ფაქტორით: მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი დაბერება. კანი ყველაზე დიდი ორგანოა ჩვენს ორგანიზმში და როგორც ყველა ორგანო ბერდება, ისე ბერდება კანიც - ეს არის არამოდიფიცირებადი დაბერება და ამას ვერაფერს ვუზამთ. რაც შეეხება მოდიფიცირებად დაბერებას, ამ დროს იგულისხმება ის გარეფაქტორები რაც ზეგავლენას ახდენს კანზე და დაბერებას აჩქარებს. ამ შემთხვევაში რჩევები მარტივია, თუ ადამიანს სურს ნაადრევად არ დაბერდეს, არ ჰქონდეს გამონაყარი, ვურჩევ:

  • მოერიდეთ მზეზე ყოფნას
  • სეზონის მიუხედავად, ყოველდღიურად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები
  • არ გამოიყენოთ ბევრი პროდუქცია სახეზე, შეიძლება ეს სახიფათოც კი იყოს!
  • მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი
  • იკვებეთ ჯანსაღად და ბალანსირებულად
  • აუცილებელია ფიზიკური აქტივობა
  • დაიცავით კანის მოვლის რუტინა: დაბანა, დატენიანება და მზისგან დაცვა ყოველდღიურად.

- დასასრულს, პანდემიაზე გკითხავთ, რა რჩევებს მისცემთ მოსახლეობას?

- პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პირადი ჰიგიენაა, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, დატენიანება, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ტანსაცმლის ხშირი რეცხვა, სახლში მისვლის შემდეგ გამოცვლა და ფეხსაცმელების დატოვება გარეთ

აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ ხელების დაბანა არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, დღეში ორჯერ პირიც უნდა დაიბანოთ, იმიტომ რომ სახეზეც გროვდება სხვადასხვა ტიპის ვირუსის გამომწვევი პათოგენები

წარმოიდგინეთ, ახლა ზამთრის პერიოდია და სხვა წლებში მუდმივად ცირკულირებდა გრიპის ვირუსი ახლა კი ყველას დაავიწყდა. დავსვათ კითხვა, სად გაქრა გრიპი? - იმიტომ არ გვხვდება, რომ გავრცელება არ აქვს, ადამიანები კოვიდის გამო ჰიგიენას იცავენ, პირბადეს ატარებენ და გრიპი ვერ გავრცელდება. ეს არის ყველაზე საუკეთესო საშუალება ვირუსებთან საბრძოლველად.

- ვაქცინაზე რა აზრის ხართ?

- ვაქცინები კვლევის ფაზაშია. მე როგორც კლინიცისტი, მოთმინებით ველოდები კვლევების საბოლოო შედეგებს, რომ კარგად შევძლო მათი ანალიზი, იმის მიხედვით შეფასდეს, რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა. ჯერჯერობით სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ რა თქმა უნდა, იქნება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლას საბოლოოდ მოგვაგვარებინებს. ვაქცინაცია საზოგადოების ერთ-ერთი ეფექტური მონაპოვარია და ამაზე უარის თქმა არასწორია.