სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიკ ჟანიო: "ასაკის და პანდემიის მიუხედავად, მივდივარ საქართველოში ჩემი საგვარეულო ხის აღსადგენად" - როგორ მოხვდა ქუთაისში ფრანგი ემიგრანტი ოჯახი მე-19 საუკუნეში
პატრიკ ჟანიო: "ასაკის და პანდემიის მიუხედავად, მივდივარ საქართველოში ჩემი საგვარეულო ხის აღსადგენად" - როგორ მოხვდა ქუთაისში ფრანგი ემიგრანტი ოჯახი მე-19 საუკუნეში

(ფო­ტო­კო­ლა­ჟი: ვიქ­ტორ ჟა­ნიო და მისი მე­უღ­ლე პო­ლი­ნი)

საფ­რან­გე­თი, ემიგ­რა­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ის­ტო­რი­უ­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა და ჩვენც არა­ერ­თხელ გვსმე­ნია ამ­ბე­ბი ლე­ვილ­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი თა­ო­ბის დიდი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შე­სა­ხებ - ამ­ბე­ბი იმა­ზე, თუ რო­გორ მი­დი­ოდ­ნენ რუ­სე­თის რე­ჟი­მის­გან დევ­ნი­ლი ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი საფ­რან­გეთ­ში. რო­გორც თა­ვა­დაც ემიგ­რანტს, ბუ­ნებ­რი­ვად მე­ტად მი­მაქვს გულ­თან ეს ამ­ბე­ბი და მინ­და, ერთი ლე­გენ­და გი­ამ­ბოთ ემიგ­რა­ცი­ა­ში საფ­რან­გე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სუ­ლი ფრან­გუ­ლი ოჯა­ხი­სა, ამ­ბა­ვი, რო­მელ­შიც მე­ზო­ბე­ლი რუ­სე­თი, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ მტარ­ვა­ლად გვევ­ლი­ნე­ბა... ყო­ველ­გვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე გთა­ვა­ზობთ საფ­რან­გე­თი­დან, ბა­ტო­ნი პატ­რიკ ჟა­ნი­ოს დიდი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას.

  • ლო­რან ოგუს­ტის გზა ქუ­თა­ი­სამ­დე

პატ­რიკ ჟა­ნიო:

- რა­საც ახლა მო­გიყ­ვე­ბით, ამ ამ­ბავ­ში ზო­გი­ერ­თი რამ ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე რჩე­ბა, ზო­გიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა. და­ვი­წყებ სულ თა­ვი­დან, ჩემი ორგზის დიდი ბა­ბუ­ის ლო­რან ოგუს­ტის ცხოვ­რე­ბი­დან. ლო­რან-ოგუს­ტი საფ­რან­გეთ­ში,1832 წელს შამ­პან არ­დე­ნის რე­გი­ონ­ში, პა­ტა­რა ქა­ლაქ ვიტ­რი ფრან­სუ­ა­ში და­ი­ბა­და. (შამ­პან არ­დე­ნის რე­გი­ონ­ში, ვიტ­რი ფრან­სუ­ას მახ­ლობ­ლად 12 წელი ვი­ცხოვ­რე - ავტ.) ახალ­გაზ­რდა ლო­რა­ნი 1857 წელს ერთ ად­გი­ლობ­რივ გო­გო­ნა­ზე, ლუის ეს­ტერ­ზე და­ქორ­წინ­და. რო­გორც ვი­ცით, იმ პე­რი­ოდ­ში იგი ჯა­რის­კა­ცი გახ­ლდათ, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ოჯა­ხის რჩე­ნის მიზ­ნით მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას მოჰ­კი­და ხელი და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნის შემ­დეგ უკვე ამით ირ­ჩენ­და თავს.

ყვე­ლას მოგ­ვეხ­სე­ნე­ბა, რომ ამ სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი გახ­ლავთ ცნო­ბი­ლი ყი­რი­მის ომი, რო­დე­საც 1853-1856 წლებ­ში რუ­სე­თის იმ­პე­რია და­უ­პი­რის­პირ­და კო­ა­ლი­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის, საფ­რან­გე­თის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და სარ­დი­ნი­ის სა­მე­ფოს მიერ. რუ­სუ­ლი ექ­სპან­სი­ო­ნიზ­მი­სა და ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის დაშ­ლის ში­შით გა­მოწ­ვე­უ­ლი კონ­ფლიქ­ტი ყი­რიმ­ში სე­ვას­ტო­პო­ლის სა­ზღვაო ბა­ზის გარ­შე­მო მოხ­და. ომი კი სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­და 1856 წლის პა­რი­ზის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბით.

ლო­რან ოგუს­ტი

ომის შემ­დგომ რუ­სებ­მა და­კარ­გეს პა­ტა­რა ქვეყ­ნის ბე­სა­რა­ბი­ის ტე­რი­ტო­რი­ის კონ­ტო­ლი. ბე­სა­რა­ბი­ას ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი დღეს­დღე­ო­ბით მოქ­ცე­უ­ლია მოლ­დო­ვა­ში, ხოლო სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო ნა­წი­ლი - უკ­რა­ი­ნა­ში, მაგ­რამ მა­შინ რუ­სე­თი ფლობ­და მას და რო­დე­საც ომის შე­დე­გად რუ­სებ­მა გას­ვლა იწყეს, ბე­სა­რა­ბია გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­რი­ტო­რია კი ხელ­საყ­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ჯა­რის­კა­ცე­ბის ჩა­სა­სახ­ლებ­ლად და ჩვენ რო­დე­საც დღეს მივ­ყვე­ბით ჩემი დიდი ბა­ბუ­ის კვალს, ვფიქ­რობ, სწო­რედ რო­გორც ყო­ფი­ლი ჯა­რის­კა­ცი, ამ მი­ზე­ზით წა­ვი­და ის ბე­სა­რა­ბი­ა­ში სა­ცხორ­ვებ­ლად. სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა დიდ სარ­გე­ბელს არ აძ­ლევ­და დიდ ბა­ბუ­ას ლო­რან ოგუსტს, რო­მელ­საც უკვე ექ­ვსი შვი­ლი ჰყავ­და გა­მო­საკ­ვე­ბი.

ამ პე­რი­ო­დის საფ­რა­გეთ­ში იმ­პე­რა­ტო­რი ნა­პო­ლენ მე­სა­მე მარ­თავს ქვე­ყა­ნას, სწო­რედ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, რომ საფ­რან­გე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბის იქ ჩა­სახ­ლე­ბით გა­ემ­ყა­რე­ბი­ნა, ვი­ნა­ი­დან ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გერ­მა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი უკვე კო­ლო­ნი­ე­ბად მო­სახ­ლე­ობ­დნენ და ეტყო­ბა ნა­პო­ლე­ონ მე­სა­მეს გერ­მა­ნე­ლე­ბის­თვის მთე­ლი იქა­უ­რი მი­წე­ბის დათ­მო­ბა არ სურ­და...

ბე­სა­რა­ბი­ა­ში და­სახ­ლე­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­დეგ, ბა­ბუა ლო­რა­ნი, ოჯა­ხით, საფ­რან­გე­თის სა­პორ­ტო ქა­ლაქ მარ­სელ­ში გემ­ზე მო­ა­თავ­სეს და ოდე­სამ­დე ასე ჩა­ვი­და, იქი­დან ბე­სა­რა­ბი­ამ­დე კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეტ­ლით.. ზუს­ტად არ ვი­ცით, რო­მელ წლებ­ში უნდა და­სახ­ლე­ბუ­ლი­ყო უცხო მი­წა­ზე ბა­ბუა. არა­ფე­რი ვი­ცით იმის შე­სა­ხე­ბაც, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­და იქ, მაგ­რამ, ვფიქ­რობთ, იქაც მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას ან სხვა აგ­რო­კულ­ტუ­რას მიჰ­ყო ხელი, ვი­ცით, რომ მიწა გა­დას­ცეს და თა­ვის­თა­ვად მას და­ა­მუ­შა­ვებ­და.

1870 წელს გა­ჩაღ­და ომი საფ­რან­გეთ­სა და პრუ­სი­ას შო­რის, სა­დაც ნა­პო­ლე­ონ მე­სა­მე და­მარ­ცხდა, და­მარ­ცხე­ბამ მო­ი­ტა­ნა ის, რომ რუ­სეთ­მა კვლავ გა­აძ­ლი­ე­რა პო­ზი­ცი­ე­ბი ბე­სა­რა­ბი­ა­ში და ფრან­გე­ბი ძა­ლი­ან შე­ვიწ­როვ­დნენ. მათ­თვის უკვე დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რე­ბა და იქი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა უკან საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და. ჩემი დიდი ბა­ბუა კი ოჯა­ხით სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ე­შუ­რა.

ამ დროს თა­ვის­თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოც რუ­სე­თის ნა­წი­ლია, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ბა­ბუ­ა­ჩემ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის ნაც­ვლად მხო­ლოდ იმი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ გა­გე­ბუ­ლი ჰქონ­და იქა­უ­რი მი­წის ამ­ბა­ვი, იცო­და, მიწა იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნოყი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და... სა­ვა­რა­უ­დოდ, შავი ზღვის საფ­ლო­ტო გზე­ბით ჩა­ვი­და იგი ქუ­თა­ის­ში, მაგ­რამ რა­ტომ აირ­ჩია რუ­სე­თის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრო­ვინ­ცი­ის ეს ქა­ლა­ქი, ჩემ­თვის უც­ნო­ბია.

  • ვიქ­ტორ ჟა­ნიო და მისი შთა­მო­მავ­ლო­ბა

ჩვენ ვფლობთ 1917 და 1929 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან საფ­რან­გეთ­ში გა­მოგ­ზავ­ნილ სა­ო­ჯა­ხო წე­რი­ლებს და სწო­რედ ამ წე­რი­ლე­ბი­დან აღ­ვად­გი­ნეთ ის­ტო­რი­ის ერთი ნა­წი­ლიც. ამის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც ამ პე­ი­რო­დი­დან და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით ისაა, რომ ქუ­თა­ის­ში და­სახ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ლო­რან-ოგუს­ტმა, მი­წე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა და­ი­წყო, თე­სავ­და და ჰყიდ­და ბოსტნე­ულს. მას და მის მე­უღ­ლეს ლუის ეს­ტერს კი­დევ გა­უჩ­ნდათ შვი­ლე­ბი ბე­სა­რა­ბი­ა­შიც და ქუ­თა­ის­შიც, სა­ერ­თო ჯამ­ში მათ სულ 11 შვი­ლი ჰყავ­დათ, რო­მელ­თა შო­რის იყო უშუ­ა­ლოდ ჩემი დიდი ბა­ბუა ვიქ­ტორ ჟა­ნიო.

წე­რი­ლებ­ში ვე­რა­ფერს მი­ვაკ­ვლი­ეთ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ იზ­რდე­ბო­და ვიქ­ტო­რი ქუ­თა­ის­ში, მაგ­რამ მათ­ში კი­დევ ერთი ახა­ლი ის­ტო­რია აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რო­მე­ლიც ვიქ­ტორ­სა და მის მე­უღ­ლეს პო­ლინ სე­ნეს უკავ­შირ­დე­ბა. ჩვენს ხელთ ას­რე­ბუ­ლი წე­რი­ლე­ბით ირ­კვე­ვა რომ ჩემი დიდი ბე­ბი­ის პო­ლი­ნის ოჯა­ხი სა­ზღვაო საქ­მი­ნო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ბა­თუ­მის პორტთან და სა­ვა­რა­უ­დოდ, საფ­რან­გეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ნი ბა­თუმ­ში ყმაწ­ვილ­ქა­ლო­ბი­სას ჩა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ასე­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ პო­ლი­ნის ოჯა­ხი სწო­რედ სა­ზღვაო გზით მოხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც დამ­კვიდ­რდა კი­დეც და ვი­ნა­ი­დან პო­ლი­ნიც ფრან­გი გახ­ლდათ, ვიქ­ტორ­თა­ნაც ად­ვი­ლად გა­ა­ბამ­და ურ­თი­ერ­თო­ბას. ერ­თმა­ნე­თი თუ სად გა­იც­ნეს, არ ვი­ცით, მაგ­რამ ვი­ცით, რომ ისი­ნი დაქ­რო­წინ­დნენ და ქუ­თა­ის­ში და­სახ­ლდნენ. მათ თა­ვის მხრივ შე­ე­ძი­ნათ 9 შვი­ლი. მათ­გან ექ­ვსი ქა­ლიშ­ვი­ლი და სამი ვაჟი: ჩემი ბა­ბუა ემი­ლი, ძმა ვი­ტუ­შა და კი­დევ ერთი პა­ტა­რა ძმა ჰენ­რი. მათი შვი­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ბა­ბუ­ა­ჩე­მი ემი­ლი და ჰენ­რი დაბ­რუნ­დნენ საფ­რან­გეთ­ში, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე.

პო­ლი­ნის და ვიქ­ტო­რის შვი­ლი ემილ ჟა­ნიო

ბა­ბუ­ა­ჩე­მი ემი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან 1917 წელს გა­მო­ემ­გზავ­რა საფ­რან­გეთ­ში, ის მა­შინ 20 წლის ახალ­გაზ­რდა იყო და სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბის მო­ტი­ვად სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ფრან­გულ ჯარ­ში მსა­ხუ­რი ჰქონ­და. ის ძა­ლი­ან ცუ­დად ლა­პა­რა­კობ­და ფრან­გუ­ლად, რად­გა­ნაც ოჯახ­ში სა­სა­უბ­რო ენა ქარ­თუ­ლი იყო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ყა­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის ატა­ნა რომ ვე­ღარ შეძ­ლო, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ად­ვი­ლად მი­ი­ღო, ენის ბა­რი­ე­რის მი­უ­ხე­და­ვად. ბა­ბუ­ა­ჩე­მი მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღა­რას­დროს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით 1921 წელს, კი მისი პა­ტა­რა ძმა ჰენ­რიც საფ­რან­გე­თის­კენ გა­მო­ე­შუ­რა. მი­ზე­ზი მას უფრო მეტი ჰქონ­და, ვიდ­რე ბა­ბუ­ა­ჩემს.

რო­გორც წე­რი­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ჰენ­რი უფრო თა­მა­მი ბიჭი იყო და ბოლ­შე­ვი­კებ­საც თვალ­ში ეჩხი­რე­ბო­და მისი ფრან­გუ­ლი გვა­რი თუ საქ­ცი­ე­ლი, წე­რი­ლე­ბით ცნო­ბი­ლი ისაა, რომ ჰენ­რი მარ­თლაც თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩა­მო­ვი­და საფ­რან­გეთ­ში. ასე­ვე წე­რი­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ჰენ­რი ჯერ კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში ჩა­სუ­ლა დებ­თან და მის მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად, სა­დაც აფა­რებ­და თავს... დები მე­უღ­ლე­ე­ბით ქუ­თა­ის­ში გაბ­რუნ­დნენ, ხოლო ჰენ­რიმ მო­ა­ხერ­ხა საფ­რან­გეთ­ში ჩას­ვლა.

პო­ლი­ნის და ვიქ­ტო­რის შვი­ლი ჰენ­რი, რო­მელ­ზეც გა­ზე­თე­ბი წერ­დნენ

ამ დრო­ის­თვის ბა­ბა­უ­ჩე­მი ემი­ლი უკვე საფ­რან­გეთ­ში პა­ტა­რა ქა­ლაქ ლენ­ში ცხოვ­რობ­და, პი­კარ­დი­ის რე­გი­ონ­ში, ჯა­რიც მოვ­ლი­ლი ჰქონ­და, და­ქორ­წი­ნე­ბაც მო­ეს­წრო და მე­ბა­ღე­ო­ბას ეწე­ო­და. ბა­ბუა ემილს 4 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, აქე­დან სამი ვაჟი გა­ზარ­და, ერთი კი პა­ტა­რა ასაკ­ში გარ­და­ეც­ვა­ლა. მთე­ლი ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა ისე გა­ვი­ა­რე, რომ არა­ფე­რი მსმე­ნია ჩემი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. ბა­ბუ­ა­ჩემ­მა ისე იცხოვ­რა, რომ არა­სო­დეს ჩვენ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს მისი წარ­სუ­ლის, მისი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. ეს ის­ტო­რია 20 წლის ასაკ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რო­დე­საც ბა­ბუა გარ­და­იც­ვა­ლა და ოჯა­ხი მის ნივ­თებს ვა­ლა­გებ­დით. მა­შინ ვი­პო­ვეთ წე­რი­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი დას­ტა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან, ქუ­თა­ი­სი­დან იყო გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ბა­ბუ­ის სა­ხელ­ზე.

ჩემი ბავ­შო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი მხო­ლოდ ისაა რომ, ბა­ბუ­ა­ჩემს ორი ძმა ჰყავ­და, ერთი ჰენ­რი, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ კავ­ში­რი ძმებს გა­წყვე­ტი­ლი ჰქონ­დათ, ამი­ტომ მე ის არც კი მი­ნა­ხავს და ერ­თიც - სა­დღაც შორს, ვინ­მე ვი­ტუ­შა, აი ეს სა­ხე­ლი შე­მომ­რჩა, რო­მე­ლიც შემ­დეგ წე­რი­ლებ­მა და­მი­დას­ტუ­რა (ავტ: გთა­ვა­ზობთ წე­რილს სა­დაც ვი­ტუ­შა ქარ­თუ­ლად წერს).

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ემილ­მა და ჰენ­რიმ ერ­თამ­ნე­თი და­კარ­გეს, არა­და, ორი­ვე საფ­რან­გეთ­ში ერ­თსა და იგი­ვე რე­გი­ონ­ში ცხოვ­რობ­და. წე­რი­ლე­ბით ვარ­კვევთ, რომ რო­დე­საც ჰენ­რი საფ­რან­გეთ­ში ჩა­მო­ვი­და, თა­ვის­თა­ვად ძმა ემილს მი­ა­შუ­რა, მაგ­რამ ჰენ­რის ძმის ცო­ლის და შეჰ­ყვა­რე­ბია, რა­საც ძა­ლი­ან დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია თურ­მე გო­გოს ოჯახ­მა. წე­რი­ლებ­ში ამო­ვი­კი­თხეთ, რომ ემი­ლის მე­უღ­ლის, ანუ ბე­ბი­ა­ჩე­მის ოჯახს, ჯერ ძა­ლი­ან მძი­მედ ის გა­და­უ­ტა­ნია, მათი შვი­ლი რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­სულ ბიჭს გაჰ­ყვა ცო­ლად და ახლა რო­დე­საც მე­ო­რე გო­გო­საც იგი­ვე მო­უნ­დო­მე­ბია, ძა­ლი­ან უხეშდ ჩა­რე­უ­ლან ამ საქ­მე­ში და ისე მოხ­და, რომ ძმებს შო­რი­საც გან­ხეთ­ქი­ლე­ბა ჩა­მო­აგ­დეს, რის შემ­დე­გაც მათ ვე­ღარ აღად­გი­ნეს ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. არა­და ჰენ­რი პი­კარ­დი­ა­ში ცნო­ბი­ლი კაცი გამ­ხდა­რა, მას­ზე გა­ზე­თებ­შიც წერ­დნენ, ოჯა­ხიც ჰყავ­და... ჰენ­რის შვილს მას შემ­დეგ და­ვუ­კავ­შირ­დი, რაც წე­რი­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე და სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვი­სა­უბ­რეთ, სულ ეს იყო და ეს.

  • წე­რი­ლე­ბი

ბა­ბუა ემი­ლი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მის ოთა­ხის ლა­გე­ბას მივ­ყა­ვით ხელი. მე და ჩემ­მა ორმა დამ კო­მო­დის უჯრებ­ში უეც­რად ბევ­რი ძვე­ლი, გაც­რე­ცი­ლი, ძნე­ლად სა­კი­თხა­ვი წე­რი­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არაა რა ემო­ცი­ე­ბიც დაგ­ვე­უფ­ლე­ბო­და, რო­დე­საც უეც­რად აღ­მო­ა­ჩენ, რომ შენი ფეს­ვე­ბი სხვა ქვე­ყა­ნა­ში­ცაა გად­გმუ­ლი და ბევ­რი არა­ფე­რი გცოდ­ნია სა­კუ­თარ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე. წე­რი­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ბა­ბუ­ა­ჩე­მის დედა, ასე­ვე ფრან­გი წარ­მო­შო­ბის პო­ლი­ნი იწე­რე­ბა. ასე­ვე იწე­რე­ბი­ან მისი დები და ძმა ვი­ტუ­შა, მაგ­რამ დიდი ნა­წი­ლი პო­ლინ ჟა­ნი­ოს მო­ნა­წე­რია. მის­მა წე­რი­ლებ­მა პო­ლი­ნის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა გა­მი­ჩი­ნა, მხო­ლოდ მისი წე­რი­ლე­ბით გაც­ნო­ბი­ლი ჩემი დიდი ბე­ბია, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია რა გრძნო­ბას ბა­დებს ჩემ­ში. პო­ლი­ნი ყვე­ლა წე­რილს შვილს, ემილს უძღვნის და თით­ქმის ყვე­ლა წე­რილ­ში ემუ­და­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

პო­ლინ სენე ჟა­ნიო

"შვი­ლო ემილ, ბა­ბა­შე­ნი უძ­ლურ­დე­ბა, განა დრო აღა­რაა შინ დაბ­რუნ­დე, იგი­ვე ჰენ­რი­საც გა­და­ე­ცი, დაბ­რუნ­დით სახ­ლში გე­მუ­და­რე­ბით",- ვკი­თხუ­ლობთ ასეთ ფრა­ზებს მის წე­რი­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც მე სიძ­ვე­ლის გამო საკ­მა­ოდ ძნე­ლად აღ­ვად­გი­ნე და ცალ­კე გა­დავ­წე­რე. წე­რი­ლე­ბით ირ­კვე­ვა ისიც, რომ პო­ლი­ნი ამა­ყობს ემი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ფრან­გულ ჯარ­ში მსა­ხუ­რო­ბის თა­ო­ბა­ზე და იმე­დოვ­ნებს, რომ ფრან­გუ­ლი ენა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. იქვე ავა­ლებს, ქუ­თა­ის­ში საფ­რან­გე­თი­დან ბოსტნე­უ­ლის თეს­ლე­ბი ჩა­უ­ტა­ნოს, ვი­ნა­ი­დან რუ­სე­ბის შე­მო­ტა­ნი­ლი თეს­ლი არაფ­რად ვარ­გა და ცუდ მო­სა­ვალს აძ­ლევს. შემ­დეგ უკვე გვხვდე­ბა წე­რი­ლე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ჰენ­რი 1928 წელს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა ქუ­თა­ის­ში მე­უღ­ლეს­თან და ერთ შვილ­თან ერ­თად. პო­ლი­ნი უყ­ვე­ბა ბა­ბუ­ა­ჩემ ემილს, რომ ჰენ­რის დაბ­რუ­ნე­ბით ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რა, მით უფრო, რომ ოჯა­ხით დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ჰენ­რი კვლავ ვერ ეგუ­ე­ბა რუ­სულ მმარ­თვე­ლო­ბას და ისევ საფ­რან­გეთ­ში წას­ვლა­ზე ლა­პა­რა­კობს, რა­საც პო­ლი­ნი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. მომ­დევ­ნო წე­რი­ლე­ბი უკვე იმას მოწ­მობს, რომ ჰენ­რი ოჯა­ხით კვლავ ჩა­მო­ვი­და საფ­რან­გეთ­ში, ვი­ნა­ი­დან თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და ქუ­თა­ის­ში და მას შემ­დეგ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარც დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. პო­ლი­ნი წერს იმა­ზეც, რომ ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის რჩე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ფული არაა, სტა­ლი­ნის პე­რი­ო­დი დამ­კვიდ­რდა, ვინ­მე ბე­რია ძა­ლა­უფ­ლე­ბას იკ­რებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ფრან­გულ გვა­რებს კარ­გი დღე არ ად­გათ.

წე­რი­ლე­ბით ვარ­კვევთ, რომ ქუ­თა­ი­სი­დან 60 ფრან­გია გუ­ლაგ­ში წაყ­ვა­ნი­ლი. იგი­ვე სა­კი­თხზე ვხვდე­ბით ერთ წე­რილს, რო­მე­ლიც გვი­ამ­ბობს, რომ პო­ლი­ნის მე­უღ­ლე ვიქ­ტო­რი და მისი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი უზ­ბე­კეთ­ში გუ­ლაგ­ში წა­იყ­ვა­ნეს. გუ­ლა­გი­დან ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი უვ­ნებ­ლე­ბი და­უბ­რუნ­დნენ ოჯახს, ხოლო ვიქ­ტო­რი აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, შე­ი­ტყვეს, რომ ის 1941 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ფაქ­ტის გამო, პო­ლი­ნის ყვე­ლა შვილ­მა, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და სა­ბო­ლო­ოდ გა­წყვი­ტეს ყვე­ლა კავ­ში­რი საფ­რან­გეთ­თან.

პო­ლი­ნის და ვიქ­ტო­რის ექ­ვსი ქა­ლიშ­ვი­ლი

წე­რი­ლე­ბით ვარ­კვევთ, რომ თა­ვად პო­ლი­ნი 1939 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, რაც იმას მოწ­მობს, რომ მას მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ შე­უ­ტყვია. ჩვენ ასე­ვე ხელთ გვაქვს პო­ლი­ნის სულ ბოლო წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ა­ჩემს გა­მო­უგ­ზავ­ნა და რო­მე­ლიც თა­რიღ­დე­ბა 1938 წლის 5 მა­ი­სით. წე­რილ­ში პო­ლი­ნი ულო­ცავს ბა­ბუ­ა­ჩემს მე­სა­მე ვა­ჟის შე­ძე­ნას და მად­ლო­ბას უხ­დის ბა­რა­თი­სათ­ვის:

"ქუ­თა­ისს წვი­ა­მი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლია, ამინ­დებს საშ­ვე­ლი აღარ უდ­გათ, შენი პა­ტა­რა და ბუ­ღალ­ტრად მუ­შა­ობს, ოჯა­ხის შექ­მნას არ ჩქა­რობს, დრო კი­დევ მაქვს, სა­ნამ ამ ფერ­ხულ­ში ჩა­ვებ­მე­ბიო, გა­ი­ძა­ხის. უც­ნა­უ­რია, ჰენ­რი ისევ არა­ფერს იწე­რე­ბა, მას შემ­დეგ რაც საფ­რან­გეთ­ში ხელ­მე­ო­რედ წა­მო­ვი­და, მხო­ლოდ ორი წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა და იქაც საყ­ვე­დუ­რე­ბია ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით", - ვკი­თხუ­ლობთ პო­ლი­ნის სულ ბოლო წე­რილ­ში. ამის შემ­დეგ, დიდი ხნის პა­უ­ზაა, თუმ­ცა ნა­პოვ­ნია წე­რი­ლი, რო­მე­ლიც 1971 წელს ჰენ­რიმ თა­ვის დებს გა­უგ­ზავ­ნა და აქ წყდე­ბა წე­რი­ლე­ბიც. ბა­ბუ­ა­ჩე­მის კვა­ლი დე­დის ბოლო წე­რი­ლის შე­დეგ იკარ­გე­ბა, რო­გორც ჩანს, მან შე­ა­ჩე­რა მი­მო­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თან. წე­რი­ლებ­თან ერ­თად ბა­ბუ­ა­ჩე­მის ნივ­თებ­ში ვი­პო­ვეთ მისი და მისი მე­უღ­ლის პას­პორ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 1927 წლით თა­რიღ­დე­ბა, რი­თიც გა­ვარ­კვი­ეთ ის ფაქ­ტი, რომ მარ­თლაც ამ წლებ­ში ბა­ბუ­ა­ჩე­მი აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, თუმ­ცა ეს მის­მა ძმამ ჰენ­რიმ გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა. ჰენ­რი თა­ვი­სი მე­უღ­ლი­თა და პა­ტა­რა შვი­ლით, ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­დან და ბა­ბუ­ა­ჩე­მის­თვის უამ­ბნია იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა მძი­მე პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფე­ბენ რუ­სე­ბი ხალ­ხს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფრან­გებს. რო­გორც ჩანს, ემილ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ ამ ნა­ამ­ბო­ბის შე­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა ვე­ღარ გა­რის­კეს.

ემილ ჟა­ნიო შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

1917-1927 წე­ლებ­ში საფ­რან­გეთ­ში პო­ლინ ჟა­ნი­ოს მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბის ნა­წი­ლი, სა­დაც თხრო­ბის სტი­ლი და­ცუ­ლია.

"შვილ ემილს,

ჩვე­ნო საყ­ვა­რე­ლო შვი­ლო ემილ, ჩვენ ყვე­ლა წე­რი­ლი მი­ვი­ღეთ და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ჯან­მრთე­ლი ჩახ­ვე­დი. საკ­ვე­ბი ცუ­დი­აო იწე­რე­ბი, ეს მიკ­ვირს, რად­გან ზო­გა­დად, საფ­რან­გეთ­ში კარ­გი ჭამა უყ­ვართ და გან­სა­კუთ­რე­ბით ჯა­რის­კა­ცებს კვე­ბა­ვენ. არ იდარ­დო, ეს მხო­ლოდ პა­ტა­რა უსი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტია შენს ცხოვ­რე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა კლი­მატს, ეს ქვეყ­ნის სა­ერ­თო კლი­მა­ტია, შე­ე­გუ­ე­ბი. რად­გან კი­თხუ­ლობ ქვეყ­ნის სი­ახ­ლე­ებს, ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გი ამინ­დი გვაქვს, არც სი­ცი­ვე, არც თოვ­ლი, არც ყინ­ვა, არ ვიცი რო­დემ­დე იქ­ნე­ბა ასე. 14 ოქ­ტომ­ბრი­დან ბიძა ხარ. სუ­ზანს ჰყავს პა­ტა­რა ბიჭი, რო­მელ­საც ჟორ­ჟი და­არ­ქვა. შენი და, და მისი ქმა­რი მო­კი­თხავს გიგ­ზავ­ნის. შენი და ჟუ­ლი­ე­ტიც მალე მოგ­წერს. მა­დამ მარი მკვდა­რია, მა­მა­შე­ნი კი მისი შვი­ლის მე­ურ­ვე გახ­და. შენი ძვირ­ფა­სი მე­გო­ბა­რი გორ­გო­ზი ხან­ჯლის მუ­ცელ­ში ერთი დარ­ტყმით გარ­და­იც­ვა­ლა ბრძო­ლის ველ­ზე. ეს გე­ლო­და შენც, თუ აქ დარ­ჩე­ბო­დი. შე­ე­ცა­დე იპო­ვო კარ­გი მე­გო­ბა­რი და თუ შე­გიძ­ლია, თუ დრო გაქვს, შე­ე­ცა­დე ის­წავ­ლო უკეთ წერა და კი­თხვა ფრან­გუ­ლად. ჩვენ გა­მო­გიგ­ზავ­ნით ფულს ბან­კის სა­შუ­ა­ლე­ბით, რად­გან აქ სა­ფოს­ტო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უცხო­ე­ლის­თვის ფულს აღარ აგ­ზავ­ნი­ან. ბი­ძე­ბი და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი კარ­გად არი­ან, მაგ­რამ არას­დროს კი­თხუ­ლო­ბენ შენს სი­ახ­ლე­ებს, შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეს, მაგ­რამ ეს ასეა. ჟორ­ჟი იმა­ლე­ბა, მაგ­რამ თუ მას და­ი­ჭე­რენ, ის კარ­გად და­ის­ჯე­ბა, რად­გან ახლა აქ ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დია. ყვე­ლა­ფე­რის ფასი ზედ­მე­ტია და ვფიქ­რობ, საფ­რან­გეთ­შიც ასეა. აქ, ბრძო­ლე­ბი ამ წუ­თას შე­ჩე­რე­ბუ­ლია უკი­დუ­რე­სი სი­ცი­ვის გამო. ნე­ტავ თუ ჯა­რის­კა­ცი­ვით ჩაც­მუ­ლი ხარ, თუ ასეა, გა­და­ი­ღე ფოტო და გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნე, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა შენი ნახ­ვა, ჩაც­მუ­ლის, რო­გორც ფრან­გი ჯა­რის­კა­ცი. რო­დე­საც ჩემს წე­რილს მი­ი­ღებ, მა­შინ­ვე მომ­წე­რე, რად­გან წე­რი­ლებს ერთი თვე სჭირ­დე­ბა და ზოგ­ჯერ უფრო მე­ტიც. სახ­ლი­დან ყვე­ლა გკოც­ნით და იმე­დი გვაქვს, რომ შენ დაბ­რუნ­დე­ბი, რო­გორც მა­მა­ცი ფრან­გი ბიჭი. პა­ტა­რა ვი­ტუ­შა ისევ ისე­თი ეშ­მა­კია და ხში­რად გკი­თხუ­ლობს.

მოგ­ვწე­რე მალე.

მა­მა­შე­ნი და დედა გკოც­ნი­ან. ქუ­თა­ი­სი, 20 აპ­რი­ლი 1917 წელი ".

"ჩემო ძვირ­ფა­სო ემილ,

სად ხარ? ჩვენ არ ვი­ცით რა უნდა ვი­ფიქ­როთ შენს სი­ჩუ­მე­ზე. 14 იან­ვრი­დან შენ­გან არა­ფე­რი მი­მი­ღია. მე მოგ­წე­რე 4 წე­რი­ლი და 2 ბა­რა­თი. ასე­ვე გა­მო­გიგ­ზავ­ნე 2 თვის წინ ფული, რო­მე­ლიც ჯერ გა­ვუგ­ზავ­ნე პეტ­როგ­რა­დის რუ­სულ ბანკს, რო­მე­ლიც უკვე მათ უნდა გა­მო­ეგ­ზავ­ნა ვილ­მო­რი­ნის­თვის. არ ვიცი, რა მოხ­და,რად­გან ჩემი ფული უკან და­მიბ­რუ­ნეს. ახლა ისევ გიგ­ზავ­ნი და იმე­დი მაქვს, მი­ი­ღებ მას მალე. შენ უნდა გჯე­რო­დეს, რომ და­ვი­წყე­ბუ­ლი არ ხარ. ეს და­ი­ჯე­რე. მთე­ლი ოჯა­ხი, ყვე­ლა შენ­ზე ლა­პა­რა­კობს მთე­ლი დღე­ე­ბი, მოგ­ვა­წო­დე შენი ამ­ბე­ბი. რაც შეგ­ვე­ხე­ბა ჩვენ, ყვე­ლა კარ­გად ვართ. ამინ­დი კარ­გია, მაგ­რამ გვქონ­და ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბი, რა­მაც და­ა­ზი­ა­ნა ყვე­ლა­ფე­რი, კომ­ბოს­ტო გან­სა­კუთ­რე­ბით. და ბო­ლოს, ცუდი წე­ლია! რო­დე­საც მომ­წერ, შენც ნუ ისა­უბ­რებ ომზე, რად­გან შენი წე­რი­ლი მა­შინ­ვე ჩა­მო­მერ­თმე­ვა და ცუ­დად იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მომ­წე­რე მხო­ლოდ რას საქ­მი­ა­ნობ, რო­გორ მოგ­წონს საფ­რან­გეთ­ში. შენი მი­სა­მარ­თი ჩემს ბი­ძაშ­ვილს გა­ვუგ­ზავ­ნე. იქ­ნებ მან მოგ­წე­რა კი­დეც? ნე­ტავ თუ გყავს კარ­გი მე­გობ­რე­ბი და ცოტა უკე­თე­სად ლა­პა­რა­კობ ფრან­გუ­ლად? ამ­ბო­ბენ საფ­რან­გეთ­ში უამ­რა­ვი რუსი ჯა­რის­კა­ცია, იქ­ნებ იც­ნობ კი­დეც მათ? ბო­ლოს მოგ­ვწე­რე მთე­ლი შენი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ეს იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა. ყვე­ლა შენი ოჯა­ხი­დან და მე, მთე­ლი გუ­ლით გე­ხუ­ტე­ბით.

ქუ­თა­ი­სი.

დედა ".

"ჩემო ძვირ­ფა­სო ემილ.

ჩემი სი­ძის ხვალ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში გამ­გზავ­რე­ბით ვი­სარ­გებ­ლებ, რომ ჩვე­ნი ამ­ბე­ბი გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ. Ჩჩვენ ცო­ცხლე­ბი ვართ, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ შენც და მთე­ლი ოჯა­ხიც. ჩემი სა­ცო­და­ვი, უკვე დიდი ბიჭი ჰენ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად, სა­ჭი­რო იყო მისი კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში გამ­გზავ­რე­ბა, რათა ხელი შეგ­ვე­შა­ლა მისი უბე­დუ­რე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ დრო არ გვე­ყო, ნაჩ­ქა­რე­ვად და­ვემ­შვი­დო­ბეთ. ასე­თი გრძე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ბევ­რის გა­და­ტა­ნა მო­უ­წევს. ბო­ლოს, ვიცი, რომ ის ჩემს ძმას­თან მოხ­ვდე­ბა და მერე აღა­რა­ფე­რი გა­უ­ჭირ­დე­ბა. ჰენ­რი მე­უბ­ნე­ბა რომ გწერს და არ პა­სუ­ხობ, ეს კი მიკ­ვირს, რად­გან სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც უბე­დუ­რე­ბა გვეწ­ვე­ვა, სწო­რედ მა­შინ გვჭირ­დე­ბა ჩვე­ნი­ა­ნი გვერ­დით და ეს შენც იცი. ვი­მე­დოვ­ნოთ, რომ ის ხელს არ შე­გიშ­ლის თუ თქვე­ნი ბი­ლი­კე­ბი გა­და­იკ­ვე­თა. ჩვენ ვეც­დე­ბით აქე­და­ნაც და­ვეხ­მა­როთ მა­საც, თა­ნაც ჩემი ძმის იმე­დად ვუშ­ვებ. მთე­ლი ოჯა­ხი გკი­თხუ­ლობს ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით. იმე­დია, პა­ტა­რა პოლი კარ­გა­დაა, ვინ იცის ეგე­ბა პა­ტა­რა და­ი­კო პო­ლე­ტიც კი აჩუ­ქეთ უკვე. ჟუ­ლი­ეტს ისე­თი ტკბი­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნა ჰყავს, რომ მას­ზედ ვგიჟ­დე­ბი. ამ­რი­გად უკვე 8 შვი­ლიშ­ვილს ვით­ვლით. ლი­ნე­ტის მე­უღ­ლე და მარ­ტას მე­უღ­ლეც 5 თვით გა­ემ­გზავრნენ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში და ისი­ნი მალე დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბი­ან. ჟუ­ლი­ე­ტი და მისი მე­უღ­ლე ყვე­ლა­ნა­ირ პა­ტი­ვის­ცე­მას გი­დას­ტუ­რე­ბენ და მე და მა­მა­შე­ნი კი მთე­ლი გუ­ლით გე­ხუ­ტე­ბით.

მე ამ წე­რილს ვუგ­ზავ­ნი შენს ბი­ძას (ალ­ბერტ სე­ნეს), რო­მე­ლიც გა­მო­გიგ­ზავ­ნის შენ, რად­გან ამ ბოლო არე­უ­ლო­ბა­ში წე­რი­ლე­ბი და­ი­კარ­გა (და­ი­კარ­გა მი­სა­მარ­თიც, ალ­ბათ). მად­ლო­ბა ფო­ტო­ე­ბის­თვის. მე ისევ მოგ­წერ, რო­დე­საც უკე­თე­სი დრო იქ­ნე­ბა.

დედა

პო­ლინ ჟა­ნიო ".

"ძვირ­ფა­სო ემილ,

მე გა­მო­გიგ­ზავ­ნე წე­რი­ლე­ბი 1924 წლის 18 იან­ვარს, რო­მელ­შიც ან­რის­თვის იყო ერთი, მე კი არ ვიცი მა­ინც მი­ი­ღო თუ არა მან მისი კუთ­ვნი­ლი წე­რი­ლი. არა მგო­ნია, რად­გან ის და­ი­კარ­გა, აღარ იწე­რე­ბა. გთხოვთ, გთხოვთ, გა­უგ­ზავ­ნე მას წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მის­თვის იყო, რათა მოგ­ვწე­როს. ჩვე­ნო შვი­ლო, გვავკვირ­ვებს შენი სი­დედ­რის მხრი­დან ჩვენ­ზედ გა­მოთ­ქმუ­ლი საყ­ვე­დუ­რი თით­ქოს აღარ გვიყ­ვარ­ხარ, ასე შო­რი­დან ხე­დავს იგი, თუ რა ხდე­ბა ჩვენს გუ­ლებ­ში? ჩვე­ნო დიდო ბიჭო, იმე­დია, შენ ეს არ გჯე­რა. მე ვხვდე­ბი, რომ შენი სი­დედ­რი ჩად­გა შენ­სა და შენს ძმას შო­რის, რად­გან ის ეჭ­ვი­ა­ნობს, ხვდე­ბა რომ ჰენ­რი გიყ­ვარს. თუ ჰენ­რის ისევ ნა­ხუ­ლობ, აჩ­ვე­ნე ეს ჩემი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც გწერ, რომ ჰენ­რის უყ­ვარ­ხარ, მისი ყვე­ლა წე­რი­ლი გაჟ­ღენ­თი­ლია შენ­და­მი მად­ლო­ბით, იმის გამო, რაც შენ მის­თვის გა­ა­კე­თე. მჯე­რა, ჩემო ბიჭო, რომ შენს გულ­შიც სიყ­ვა­რუ­ლია მის მი­მართ. მჯე­რა რომ იცი, რაც არ უნდა გა­გი­ჭირ­დეს, ჰენ­რი შენს გვერ­დით იქ­ნე­ბა. ისიც იცო­დე, რომ შენს მშობ­ლებ­ზე მე­ტად არა­ვის უყ­ვარ­ხარ, რომ შეგ­ვეძ­ლოს, მუ­დამ შენს გვერ­დით ვიქ­ნე­ბო­დით და და­უ­ფიქ­რებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დით შენ­თვის. ჩვენ ყვე­ლა შვი­ლი თა­ნაბ­რად გვიყ­ვარს, უკვე 40 წე­ლია მა­მა­შე­ნი მე­ბა­ღე­ო­ბას ეწე­ვა, ხში­რად გვი­ფუჭ­დე­ბა მო­სა­ვა­ლი, ხში­რად შე­უძ­ლოდ ვართ, ხში­რად ყინ­ვა და თოვ­ლი ანად­გუ­რებს ჩვენს სარ­ჩოს, რი­ო­ნიც ხში­რად დიდ­დე­ბა, მაგ­რამ ოჯა­ხის­თვის არ ვტყდე­ბით, უი­მე­დო­ბას არ ვეძ­ლე­ვით. მა­მას სჭირ­დე­ბით შენც და ჰენ­რიც, თუმ­ცა შენ მანდ ოჯა­ხი შექ­მე­ნი და აქეთ აღარ იზამ პირს, ვე­ღარც და­გა­ძა­ლებთ, ჰენ­რის ვთხოვთ დაბ­რუ­ნე­ბას. ვი­ტუ­შა პა­ტა­რაა მა­მის მხარ­ში ამო­სად­გო­მად. ლი­ნე­ტი სიკ­ვდილს გა­დაგ­ვირ­ჩა, ტვი­ნის ან­თე­ბის გამო, მისი ქმა­რი საქ­მი­ან მოგ­ზა­უ­რო­ბებ­შია და ლი­ნე­ტი სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნეთ, რომ მე მო­ვუ­ა­რო. ჩემს უძ­ლურ ფე­ხებს აქეთ და იქით ბევ­რი რომ აღარ ევლო, ასე მირ­ჩევ­ნო­და. მთა­ვა­რი ისაა რომ ყო­ველ­თვის უნდა და­ვეხ­მა­როთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს. შენი დები, მათი ოჯა­ხი შო­რი­დან გკოც­ნით, ვკოც­ნით პა­ტა­რა პოლს. და­ი­მახ­სოვ­რე და ნუ გაგ­ვი­წყრე­ბი, გჯე­რო­დეს რომ დე­დას და მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხარ.

მამა და დედა

ვიქ­ტორ და პო­ლინ ჟა­ნი­ო­ე­ბი.

PS: უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, წე­რი­ლი სწრა­ფად გა­უგ­ზავ­ნე კი­კის (იგი­ვე ჰენ­რის, რო­მელ­საც მო­ფე­რე­ბით კი­კის ეძახ­დნენ - ავტ.), ეგე­ბა მოგ­ვწე­როს ".

  • "საქ­მე ინ­ტერ­ნეტ­მა გაგ­ვი­ად­ვი­ლა, ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის ბევ­რი წევ­რი ვი­პო­ვეთ სა­ქარ­თვე­ლო­სა თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ"

პატ­რიკ ჟა­ნიო:

- ეს წე­რი­ლე­ბი რო­დე­საც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, მე და ჩემ­მა დებ­მა და­ნარ­ჩენ ოჯა­ხის წევ­რებ­საც წა­ვა­კი­თხეთ და თა­ვის­თა­ვად შევ­წუხ­დით, რომ ასე­თი ამ­ბა­ვი ასე გვი­ან გა­ვი­გეთ. ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ყა­ვით, წე­რი­ლე­ბი შე­მო­ვი­ნა­ხეთ და ცხოვ­რე­ბაც გაგ­რძელ­და. ერ­თა­დერ­თი რაც მა­შინ გა­ვა­კე­თეთ, ბი­ძა­ჩე­მის, ჰენ­რის შვი­ლე­ბი მო­ვი­ძი­ეთ, ერთი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და, მე­ო­რე დაგ­ვეხ­მა­რა სა­ო­ჯა­ხო საგ­ვა­რე­უ­ლო ფეს­ვე­ბის ძი­ე­ბა­ში და მას­თა­ნაც იქვე და­ვას­რუ­ლეთ კავ­ში­რი, რად­გან ჩვე­ნით დი­დად არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა...

პატ­რიკ ჟა­ნიო (სუფ­რის თავ­ში) ოჯახ­თან ერ­თად

მას შემ­დეგ ბევ­რმა წელ­მა გან­ვლო, ჩვენ ვმუ­შა­ობ­დით, შევ­ქმე­ნით ოჯა­ხე­ბი და ეს წე­რი­ლე­ბიც თით­ქოს მიგ­ვა­ვი­წყდა. სულ რა­ღაც ხუ­თი­ო­დე წე­ლია, რაც ეს წე­რი­ლე­ბი ისევ გა­ვა­ცო­ცხლეთ და და­ვი­წყეთ ძი­ე­ბა ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი­სა. ეს იგი­ვე იყო, რო­გორც შავ ზღვა­ში წე­რი­ლი­ა­ნი ბოთ­ლის გა­დაგ­დე­ბა, არც კი ვი­ცო­დით, სა­ი­დან უნდა დაგ­ვე­წყო, მაგ­რამ ჩვე­ნი საქ­მე ინ­ტერ­ნეტ­მა გა­ა­ად­ვი­ლა, რისი წყა­ლო­ბი­თაც ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის ბევ­რი, ბევ­რი წევ­რი ვი­პო­ვეთ სა­ქარ­თვე­ლო­სა თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ. ისი­ნი ფრან­გუ­ლად არ ლა­პა­რა­კო­ბენ, მაგ­რამ ცოტა ინ­გლი­სუ­რი გვეხ­მა­რე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბარ­ში. ზო­გი­ერ­თი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლი თა­ო­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი თბი­ლი­სი­დან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რო­ბენ, გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, ფო­ტო­ე­ბი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს, მათ შო­რის დიდი ბე­ბი­ის პო­ლი­ნის ფო­ტოც და იქი­თა ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­ო­ჯა­ხო ფაზ­ლის აწყო­ბის­თვის გვჭირ­დე­ბო­და ნა­წი­ლობ­რივ შეგ­ვივ­სეს კი­დეც.

ერთხელ სა­ქარ­თვე­ლო­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის პრე­მი­ე­რას და­ვეს­წა­რი, რე­ჟი­სო­რი ფრან­გი მა­მა­კა­ცი გახ­ლდათ და გა­მოვ­კი­თხე თუ რო­გო­რი იყო სა­ქარ­თვე­ლო, მას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ კი მტკი­ცედ გა­დავ­წყვი­ტე სა­ქარ­თვე­ლო­ში გამ­გზავ­რე­ბა. მე და ჩემს დებს უკვე და­გეგ­მი­ლი გაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, იმ ად­გი­ლე­ბის მოვ­ლა, სა­დაც ოდეს­ღაც ჩვე­ნი დიდი ბე­ბია და ბა­ბუა ცხოვ­რობ­და.

ქუ­თა­ის­ში ერთი სახ­ლია ჩი­ნე­ლე­ბის აშე­ნე­ბუ­ლი, ამ სახ­ლში ჩემი დიდი ბა­ბუ­ის ერთ დას უცხოვ­რია, ამ სახ­ლის ნახ­ვა მა­ინ­ტე­რე­სებს, ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს ზეს­ტა­ფონ­ში ირი­ნეს ბაღი, რო­მე­ლიც ჩემი დიდი ბა­ბუ­ის ვიქ­ტო­რის ძმის, ალ­ბერტ ჟა­ნი­ოს გა­შე­ნე­ბუ­ლია. ის და მისი შვი­ლი ორ­ლან­დო არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ყო­ფი­ლან და პარ­კიც თურ­მე სა­ოც­რად ლა­მა­ზად გა­ა­ნა­შე­ნეს, სა­უ­ცხოო ყვა­ვი­ლე­ბით, სა­ხე­ლად კი ალ­ბერ­ტის ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლის ირი­ნეს სა­ხე­ლი და­არ­ქვეს, თურ­მე...

მო­ვი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია და ახლა ეს პარ­კი ისე­თი მოვ­ლი­ლი აღა­რაა, მაგ­რამ მინ­და ფე­ხით მო­ვი­ა­რო. ბა­ბუ­ა­ჩე­მის დე­ბის და ძმე­ბის ყვე­ლა შვილს მი­ვაკ­ვლიე და ვი­მე­დოვ­ნებ, ბევრ მათ­განს შევ­ხვდე­ბი კი­დეც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიქ­ტო­რი­სა და პო­ლი­ნის შვიდ­მა შვილ­მა იცხოვ­რა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­ხე­ლა შა­თა­მო­მავ­ლო­ბა და­ტო­ვეს მათ. ბა­ბუ­ის ერთი დის, ლი­ნე­ტის შვი­ლი დღეს­დღე­ო­ბით ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და მან ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის კი­დევ ერთი სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი მი­ამ­ბო, აი რას ჰყვე­ბა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ელე­ნა:

"დიდი ბა­ბუა ვიქ­ტო­რი ორ ქა­ლიშ­ვილ­თან ლუ­სეტ­თან და ან­რი­ეტ­თან ერ­თად გუ­ლაგ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. იქი­დან ორი­ვე ქა­ლიშ­ვი­ლი დაბ­რუნ­და, ან­რი­ეტ­მა ოჯახს უამ­ბო, რომ გუ­ლაგ­ში გა­იც­ნო ახალ­გაზ­რდა ფრან­გი ძიძა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ერთ ქარ­თულ ოჯახ­ში პა­ტა­რა გრი­შას ზრდი­და და ისე ჰყვა­რე­ბია, რომ სულ მას­ზედ ლა­პა­რა­კობ­და თურ­მე, მის კი­დევ ერთხელ ნახ­ვას ნატ­რუ­ლობ­და. ან­რი­ე­ტის მო­ნა­თხრო­ბით, ეს გო­გო­ნა ძა­ლი­ან იყო და­სუს­ტე­ბუ­ლი და მას ან­რი­ე­ტი უვ­ლი­და რო­გორც შე­ეძ­ლო, სამ­წუ­ხა­როდ, გო­გო­ნამ ვერ მო­ი­კე­თა და სიკ­ვდი­ლის წინ მისი ბოლო სი­ტყვა "გრი­შა " ყო­ფი­ლა. ან­რი­ე­ტი რო­დე­საც ქუ­თა­ის­ში დაბ­რუნ­და, თბი­ლი­სე­ლი ოჯა­ხის­თვის მათი ძი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წე­რი­ლი მი­უ­წე­რია. ის წე­რი­ლი კი მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, ვი­ნა­ი­დან ისე მოხ­და, რომ იმ "პა­ტა­რა " გრი­შამ ცო­ლად შე­ირ­თო დე­და­ჩე­მის მხრი­დან ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი“. ეს ამ­ბა­ვი მომ­წე­რა ელე­ნამ, ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა სან ფრან­ცის­კო­დან. ხე­დავთ რო­გო­რია ჩვე­ნი ის­ტო­რია, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა გა­და­ი­ჯაჭ­ვა მრა­ვა­ლი წლის წინ, ბევ­რი­საც გა­ი­ყა­რა, ჩემი ცხოვ­რე­ბაც თით­ქმის გა­ვი­და, მაგ­რამ ასა­კის და პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც მივ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი საგ­ვა­რე­უ­ლო ხის აღ­სად­გე­ნად.

P.S. ასე და­ამ­თავ­რა ამ­ბის მო­ყო­ლა პატ­რიკ ჟა­ნი­ომ, რო­მელ­საც მხურ­ვა­ლე მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე. ბა­ტონ ჟა­ნი­ოს ალ­ბათ ეგო­ნა მად­ლო­ბას ინ­ტერ­ვი­უს­თვის ვუხ­დი­დი, მე მას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გამ­გზავ­რე­ბი­სა და საგ­ვა­რე­უ­ლო ხის ძი­ე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან არც კი ვიცი, იგი­ვეს ჩემი შთა­მო­მავ­ლე­ბი თუ გა­ა­კე­თე­ბენ მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ...

ავ­ტო­რი: დი­ა­ნა ჭან­კო­ტა­ძე

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის საფ­რან­გე­თი­დან

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
0

ნამდვილად ამაღელვებელი ისტორიაა. ჩინელების აშენებული სახლი კი ქუთაისში მდებარეობს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის გვერდით. შუაში მცირე ჩიხი შედის. შენობაში სხვადასხვა დროს მდებარეობდა დაწესებულებები მათ შორის კაფეც. ეს მე რაც მახსოვს დაახლოებით 90-ნი წლებიდან. შენობის არქიტექტურა მეტ-ნაკლებად შემონახულია, განსხვავებული საერთო ფონისგან, განსაკუთრებით გადახურვის სტილი მოგხვდებათ თვალში.

ნანა
0

აუუუუფ,სულმოუთქმელად წავიკითხე.ძალიან მაინტერესებს ამ ამბის დასასრული.დარწმუნებული ვარ,მოძებნიან ნათესავებს და თქვენც გვიამბობთ მათ შესახებ,ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ.

ავტორი:

პატრიკ ჟანიო: "ასაკის და პანდემიის მიუხედავად, მივდივარ საქართველოში ჩემი საგვარეულო ხის აღსადგენად" - როგორ მოხვდა ქუთაისში ფრანგი ემიგრანტი ოჯახი მე-19 საუკუნეში

პატრიკ ჟანიო: "ასაკის და პანდემიის მიუხედავად, მივდივარ საქართველოში ჩემი საგვარეულო ხის აღსადგენად" - როგორ მოხვდა ქუთაისში ფრანგი ემიგრანტი ოჯახი მე-19 საუკუნეში

(ფოტოკოლაჟი: ვიქტორ ჟანიო და მისი მეუღლე პოლინი)

საფრანგეთი, ემიგრაციული ურთიერთობებით, საქართველოსთან ისტორიულად დაკავშირებული ქვეყანაა და ჩვენც არაერთხელ გვსმენია ამბები ლევილში დასახლებული პირველი თაობის დიდი ქართველი ემიგრანტების შესახებ - ამბები იმაზე, თუ როგორ მიდიოდნენ რუსეთის რეჟიმისგან დევნილი ჩვენი წინაპრები საფრანგეთში. როგორც თავადაც ემიგრანტს, ბუნებრივად მეტად მიმაქვს გულთან ეს ამბები და მინდა, ერთი ლეგენდა გიამბოთ ემიგრაციაში საფრანგეთიდან საქართველოში ჩასული ფრანგული ოჯახისა, ამბავი, რომელშიც მეზობელი რუსეთი, სამწუხაროდ, კვლავ მტარვალად გვევლინება... ყოველგვარი შელამაზების გარეშე გთავაზობთ საფრანგეთიდან, ბატონი პატრიკ ჟანიოს დიდი ოჯახის ისტორიას.

  • ლორან ოგუსტის გზა ქუთაისამდე

პატრიკ ჟანიო:

- რასაც ახლა მოგიყვებით, ამ ამბავში ზოგიერთი რამ ვარაუდის დონეზე რჩება, ზოგიც დადასტურებული ინფორმაციაა. დავიწყებ სულ თავიდან, ჩემი ორგზის დიდი ბაბუის ლორან ოგუსტის ცხოვრებიდან. ლორან-ოგუსტი საფრანგეთში,1832 წელს შამპან არდენის რეგიონში, პატარა ქალაქ ვიტრი ფრანსუაში დაიბადა. (შამპან არდენის რეგიონში, ვიტრი ფრანსუას მახლობლად 12 წელი ვიცხოვრე - ავტ.) ახალგაზრდა ლორანი 1857 წელს ერთ ადგილობრივ გოგონაზე, ლუის ესტერზე დაქორწინდა. როგორც ვიცით, იმ პერიოდში იგი ჯარისკაცი გახლდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ოჯახის რჩენის მიზნით მევენახეობას მოჰკიდა ხელი და შვილების გაჩენის შემდეგ უკვე ამით ირჩენდა თავს.

ყველას მოგვეხსენება, რომ ამ საუკუნის ისტორიული ფაქტი გახლავთ ცნობილი ყირიმის ომი, როდესაც 1853-1856 წლებში რუსეთის იმპერია დაუპირისპირდა კოალიციას, რომელიც შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სარდინიის სამეფოს მიერ. რუსული ექსპანსიონიზმისა და ოსმალეთის იმპერიის დაშლის შიშით გამოწვეული კონფლიქტი ყირიმში სევასტოპოლის საზღვაო ბაზის გარშემო მოხდა. ომი კი საბოლოოდ დასრულდა 1856 წლის პარიზის ხელშეკრულებით და რუსეთის დამარცხებით.

ლორან ოგუსტი

ომის შემდგომ რუსებმა დაკარგეს პატარა ქვეყნის ბესარაბიის ტერიტორიის კონტოლი. ბესარაბიას ცენტრალური ნაწილი დღესდღეობით მოქცეულია მოლდოვაში, ხოლო სამხრეთ და ჩრდილო ნაწილი - უკრაინაში, მაგრამ მაშინ რუსეთი ფლობდა მას და როდესაც ომის შედეგად რუსებმა გასვლა იწყეს, ბესარაბია გათავისუფლდა. ეს თავისუფალი ტერიტორია კი ხელსაყრელი აღმოჩნდა ცენტრალური ევროპის ჯარისკაცების ჩასასახლებლად და ჩვენ როდესაც დღეს მივყვებით ჩემი დიდი ბაბუის კვალს, ვფიქრობ, სწორედ როგორც ყოფილი ჯარისკაცი, ამ მიზეზით წავიდა ის ბესარაბიაში საცხორვებლად. სავარაუდოდ, მევენახეობა დიდ სარგებელს არ აძლევდა დიდ ბაბუას ლორან ოგუსტს, რომელსაც უკვე ექვსი შვილი ჰყავდა გამოსაკვები.

ამ პერიოდის საფრაგეთში იმპერატორი ნაპოლენ მესამე მართავს ქვეყანას, სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ საფრანგეთის პოზიციები ფრანგი ჯარისკაცების იქ ჩასახლებით გაემყარებინა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე გერმანელი ჯარისკაცები უკვე კოლონიებად მოსახლეობდნენ და ეტყობა ნაპოლეონ მესამეს გერმანელებისთვის მთელი იქაური მიწების დათმობა არ სურდა...

ბესარაბიაში დასახლებაზე თანხმობის შემდეგ, ბაბუა ლორანი, ოჯახით, საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში გემზე მოათავსეს და ოდესამდე ასე ჩავიდა, იქიდან ბესარაბიამდე კი, სავარაუდოდ, ეტლით.. ზუსტად არ ვიცით, რომელ წლებში უნდა დასახლებულიყო უცხო მიწაზე ბაბუა. არაფერი ვიცით იმის შესახებაც, თუ როგორ ცხოვრობდა იქ, მაგრამ, ვფიქრობთ, იქაც მევენახეობას ან სხვა აგროკულტურას მიჰყო ხელი, ვიცით, რომ მიწა გადასცეს და თავისთავად მას დაამუშავებდა.

1870 წელს გაჩაღდა ომი საფრანგეთსა და პრუსიას შორის, სადაც ნაპოლეონ მესამე დამარცხდა, დამარცხებამ მოიტანა ის, რომ რუსეთმა კვლავ გააძლიერა პოზიციები ბესარაბიაში და ფრანგები ძალიან შევიწროვდნენ. მათთვის უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა იმ ტერიტორიაზე ცხოვრება და იქიდან უმრავლესობა უკან საფრანგეთში დაბრუნდა. ჩემი დიდი ბაბუა კი ოჯახით საქართველოში გამოეშურა.

ამ დროს თავისთავად საქართველოც რუსეთის ნაწილია, მაგრამ, ვფიქრობ, ბაბუაჩემმა საქართველოში წასვლა, სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ გაგებული ჰქონდა იქაური მიწის ამბავი, იცოდა, მიწა იქ განსაკუთრებული ნოყიერებით გამოირჩეოდა... სავარაუდოდ, შავი ზღვის საფლოტო გზებით ჩავიდა იგი ქუთაისში, მაგრამ რატომ აირჩია რუსეთის იმჟამინდელი პროვინციის ეს ქალაქი, ჩემთვის უცნობია.

  • ვიქტორ ჟანიო და მისი შთამომავლობა

ჩვენ ვფლობთ 1917 და 1929 წლებში საქართველოდან საფრანგეთში გამოგზავნილ საოჯახო წერილებს და სწორედ ამ წერილებიდან აღვადგინეთ ისტორიის ერთი ნაწილიც. ამის საფუძველზე, რაც ამ პეიროდიდან დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ ქუთაისში დასახლებისთანავე ლორან-ოგუსტმა, მიწების დამუშავება დაიწყო, თესავდა და ჰყიდდა ბოსტნეულს. მას და მის მეუღლეს ლუის ესტერს კიდევ გაუჩნდათ შვილები ბესარაბიაშიც და ქუთაისშიც, საერთო ჯამში მათ სულ 11 შვილი ჰყავდათ, რომელთა შორის იყო უშუალოდ ჩემი დიდი ბაბუა ვიქტორ ჟანიო.

წერილებში ვერაფერს მივაკვლიეთ იმის შესახებ, თუ როგორ იზრდებოდა ვიქტორი ქუთაისში, მაგრამ მათში კიდევ ერთი ახალი ისტორია აღმოვაჩინეთ, რომელიც ვიქტორსა და მის მეუღლეს პოლინ სენეს უკავშირდება. ჩვენს ხელთ ასრებული წერილებით ირკვევა რომ ჩემი დიდი ბებიის პოლინის ოჯახი საზღვაო საქმინობით იყო დაკავებული ბათუმის პორტთან და სავარაუდოდ, საფრანგეთში დაბადებული პოლინი ბათუმში ყმაწვილქალობისას ჩავიდა საცხოვრებლად, ასევე, სავარაუდოდ პოლინის ოჯახი სწორედ საზღვაო გზით მოხვდა საქართველოში, სადაც დამკვიდრდა კიდეც და ვინაიდან პოლინიც ფრანგი გახლდათ, ვიქტორთანაც ადვილად გააბამდა ურთიერთობას. ერთმანეთი თუ სად გაიცნეს, არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ისინი დაქროწინდნენ და ქუთაისში დასახლდნენ. მათ თავის მხრივ შეეძინათ 9 შვილი. მათგან ექვსი ქალიშვილი და სამი ვაჟი: ჩემი ბაბუა ემილი, ძმა ვიტუშა და კიდევ ერთი პატარა ძმა ჰენრი. მათი შვილებიდან მხოლოდ ბაბუაჩემი ემილი და ჰენრი დაბრუნდნენ საფრანგეთში, დანარჩენი ყველა საქართველოში დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.

პოლინის და ვიქტორის შვილი ემილ ჟანიო

ბაბუაჩემი ემილი საქართველოდან 1917 წელს გამოემგზავრა საფრანგეთში, ის მაშინ 20 წლის ახალგაზრდა იყო და საქართველოს დატოვების მოტივად სამშობლოში დაბრუნება და ფრანგულ ჯარში მსახური ჰქონდა. ის ძალიან ცუდად ლაპარაკობდა ფრანგულად, რადგანაც ოჯახში სასაუბრო ენა ქართული იყო, მაგრამ საქართველოში დამყარებული რუსული რეჟიმის ატანა რომ ვეღარ შეძლო, გადაწყვეტილებაც ადვილად მიიღო, ენის ბარიერის მიუხედავად. ბაბუაჩემი მას შემდეგ საქართველოში აღარასდროს დაბრუნებულა, მოგვიანებით 1921 წელს, კი მისი პატარა ძმა ჰენრიც საფრანგეთისკენ გამოეშურა. მიზეზი მას უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე ბაბუაჩემს.

როგორც წერილებიდან ირკვევა, ჰენრი უფრო თამამი ბიჭი იყო და ბოლშევიკებსაც თვალში ეჩხირებოდა მისი ფრანგული გვარი თუ საქციელი, წერილებით ცნობილი ისაა, რომ ჰენრი მართლაც თავის გადასარჩენად ჩამოვიდა საფრანგეთში. ასევე წერილებით ირკვევა, რომ ჰენრი ჯერ კონსტანტინეპოლში ჩასულა დებთან და მის მეუღლეებთან ერთად, სადაც აფარებდა თავს... დები მეუღლეებით ქუთაისში გაბრუნდნენ, ხოლო ჰენრიმ მოახერხა საფრანგეთში ჩასვლა.

პოლინის და ვიქტორის შვილი ჰენრი, რომელზეც გაზეთები წერდნენ

ამ დროისთვის ბაბაუჩემი ემილი უკვე საფრანგეთში პატარა ქალაქ ლენში ცხოვრობდა, პიკარდიის რეგიონში, ჯარიც მოვლილი ჰქონდა, დაქორწინებაც მოესწრო და მებაღეობას ეწეოდა. ბაბუა ემილს 4 შვილი შეეძინა, აქედან სამი ვაჟი გაზარდა, ერთი კი პატარა ასაკში გარდაეცვალა. მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ისე გავიარე, რომ არაფერი მსმენია ჩემი ოჯახის შესახებ. ბაბუაჩემმა ისე იცხოვრა, რომ არასოდეს ჩვენთვის არაფერი უთქვამს მისი წარსულის, მისი ოჯახის შესახებ. ეს ისტორია 20 წლის ასაკში აღმოვაჩინე, როდესაც ბაბუა გარდაიცვალა და ოჯახი მის ნივთებს ვალაგებდით. მაშინ ვიპოვეთ წერილების უზარმაზარი დასტა, რომლებიც საქართველოდან, ქუთაისიდან იყო გამოგზავნილი ბაბუის სახელზე.

ჩემი ბავშობის მეხსიერებაში ჩარჩენილი მხოლოდ ისაა რომ, ბაბუაჩემს ორი ძმა ჰყავდა, ერთი ჰენრი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა, მაგრამ კავშირი ძმებს გაწყვეტილი ჰქონდათ, ამიტომ მე ის არც კი მინახავს და ერთიც - სადღაც შორს, ვინმე ვიტუშა, აი ეს სახელი შემომრჩა, რომელიც შემდეგ წერილებმა დამიდასტურა (ავტ: გთავაზობთ წერილს სადაც ვიტუშა ქართულად წერს).

ძალიან სამწუხაროა, რომ ემილმა და ჰენრიმ ერთამნეთი დაკარგეს, არადა, ორივე საფრანგეთში ერთსა და იგივე რეგიონში ცხოვრობდა. წერილებით ვარკვევთ, რომ როდესაც ჰენრი საფრანგეთში ჩამოვიდა, თავისთავად ძმა ემილს მიაშურა, მაგრამ ჰენრის ძმის ცოლის და შეჰყვარებია, რასაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია თურმე გოგოს ოჯახმა. წერილებში ამოვიკითხეთ, რომ ემილის მეუღლის, ანუ ბებიაჩემის ოჯახს, ჯერ ძალიან მძიმედ ის გადაუტანია, მათი შვილი რომ საქართველოდან ჩამოსულ ბიჭს გაჰყვა ცოლად და ახლა როდესაც მეორე გოგოსაც იგივე მოუნდომებია, ძალიან უხეშდ ჩარეულან ამ საქმეში და ისე მოხდა, რომ ძმებს შორისაც განხეთქილება ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მათ ვეღარ აღადგინეს ძმური ურთიერთობები. არადა ჰენრი პიკარდიაში ცნობილი კაცი გამხდარა, მასზე გაზეთებშიც წერდნენ, ოჯახიც ჰყავდა... ჰენრის შვილს მას შემდეგ დავუკავშირდი, რაც წერილები აღმოვაჩინე და სასიამოვნოდ ვისაუბრეთ, სულ ეს იყო და ეს.

  • წერილები

ბაბუა ემილი რომ გარდაიცვალა, მის ოთახის ლაგებას მივყავით ხელი. მე და ჩემმა ორმა დამ კომოდის უჯრებში უეცრად ბევრი ძველი, გაცრეცილი, ძნელად საკითხავი წერილი აღმოვაჩინეთ. ძნელი წარმოსადგენი არაა რა ემოციებიც დაგვეუფლებოდა, როდესაც უეცრად აღმოაჩენ, რომ შენი ფესვები სხვა ქვეყანაშიცაა გადგმული და ბევრი არაფერი გცოდნია საკუთარ წარმომავლობაზე. წერილების უმრავლესობას ბაბუაჩემის დედა, ასევე ფრანგი წარმოშობის პოლინი იწერება. ასევე იწერებიან მისი დები და ძმა ვიტუშა, მაგრამ დიდი ნაწილი პოლინ ჟანიოს მონაწერია. მისმა წერილებმა პოლინის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გამიჩინა, მხოლოდ მისი წერილებით გაცნობილი ჩემი დიდი ბებია, ძნელი სათქმელია რა გრძნობას ბადებს ჩემში. პოლინი ყველა წერილს შვილს, ემილს უძღვნის და თითქმის ყველა წერილში ემუდარება საქართველოში დაბრუნებას.

პოლინ სენე ჟანიო

"შვილო ემილ, ბაბაშენი უძლურდება, განა დრო აღარაა შინ დაბრუნდე, იგივე ჰენრისაც გადაეცი, დაბრუნდით სახლში გემუდარებით",- ვკითხულობთ ასეთ ფრაზებს მის წერილებში, რომლებიც მე სიძველის გამო საკმაოდ ძნელად აღვადგინე და ცალკე გადავწერე. წერილებით ირკვევა ისიც, რომ პოლინი ამაყობს ემილის გადაწყვეტილებით ფრანგულ ჯარში მსახურობის თაობაზე და იმედოვნებს, რომ ფრანგული ენა გააუმჯობესა. იქვე ავალებს, ქუთაისში საფრანგეთიდან ბოსტნეულის თესლები ჩაუტანოს, ვინაიდან რუსების შემოტანილი თესლი არაფრად ვარგა და ცუდ მოსავალს აძლევს. შემდეგ უკვე გვხვდება წერილები იმის თაობაზე, რომ ჰენრი 1928 წელს დაბრუნებულა ქუთაისში მეუღლესთან და ერთ შვილთან ერთად. პოლინი უყვება ბაბუაჩემ ემილს, რომ ჰენრის დაბრუნებით ძალიან გაიხარა, მით უფრო, რომ ოჯახით დაბრუნდა, თუმცა ჰენრი კვლავ ვერ ეგუება რუსულ მმართველობას და ისევ საფრანგეთში წასვლაზე ლაპარაკობს, რასაც პოლინი ძალიან განიცდის. მომდევნო წერილები უკვე იმას მოწმობს, რომ ჰენრი ოჯახით კვლავ ჩამოვიდა საფრანგეთში, ვინაიდან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა ქუთაისში და მას შემდეგ ის საქართველოში აღარც დაბრუნებულა. პოლინი წერს იმაზეც, რომ ამ დროს საქართველოში თავის რჩენა ძალიან რთულია, ფული არაა, სტალინის პერიოდი დამკვიდრდა, ვინმე ბერია ძალაუფლებას იკრებს და საქართველოში მცხოვრებ ფრანგულ გვარებს კარგი დღე არ ადგათ.

წერილებით ვარკვევთ, რომ ქუთაისიდან 60 ფრანგია გულაგში წაყვანილი. იგივე საკითხზე ვხვდებით ერთ წერილს, რომელიც გვიამბობს, რომ პოლინის მეუღლე ვიქტორი და მისი ორი ქალიშვილი უზბეკეთში გულაგში წაიყვანეს. გულაგიდან ქალიშვილები უვნებლები დაუბრუნდნენ ოჯახს, ხოლო ვიქტორი აღარ დაბრუნებულა, შეიტყვეს, რომ ის 1941 წელს გარდაიცვალა. ამ ფაქტის გამო, პოლინის ყველა შვილმა, ვინც საქართველოში ცხოვრობდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და საბოლოოდ გაწყვიტეს ყველა კავშირი საფრანგეთთან.

პოლინის და ვიქტორის ექვსი ქალიშვილი

წერილებით ვარკვევთ, რომ თავად პოლინი 1939 წელს გარდაიცვალა, რაც იმას მოწმობს, რომ მას მეუღლის გარდაცვალება არ შეუტყვია. ჩვენ ასევე ხელთ გვაქვს პოლინის სულ ბოლო წერილი, რომელიც ბაბუაჩემს გამოუგზავნა და რომელიც თარიღდება 1938 წლის 5 მაისით. წერილში პოლინი ულოცავს ბაბუაჩემს მესამე ვაჟის შეძენას და მადლობას უხდის ბარათისათვის:

"ქუთაისს წვიამიანი გაზაფხულია, ამინდებს საშველი აღარ უდგათ, შენი პატარა და ბუღალტრად მუშაობს, ოჯახის შექმნას არ ჩქარობს, დრო კიდევ მაქვს, სანამ ამ ფერხულში ჩავებმებიო, გაიძახის. უცნაურია, ჰენრი ისევ არაფერს იწერება, მას შემდეგ რაც საფრანგეთში ხელმეორედ წამოვიდა, მხოლოდ ორი წერილი გამოგზავნა და იქაც საყვედურებია ჩვენი მისამართით", - ვკითხულობთ პოლინის სულ ბოლო წერილში. ამის შემდეგ, დიდი ხნის პაუზაა, თუმცა ნაპოვნია წერილი, რომელიც 1971 წელს ჰენრიმ თავის დებს გაუგზავნა და აქ წყდება წერილებიც. ბაბუაჩემის კვალი დედის ბოლო წერილის შედეგ იკარგება, როგორც ჩანს, მან შეაჩერა მიმოწერა საქართველოსთან. წერილებთან ერთად ბაბუაჩემის ნივთებში ვიპოვეთ მისი და მისი მეუღლის პასპორტები, რომლებიც 1927 წლით თარიღდება, რითიც გავარკვიეთ ის ფაქტი, რომ მართლაც ამ წლებში ბაბუაჩემი აპირებდა საქართველოში დაბრუნებას, თუმცა ეს მისმა ძმამ ჰენრიმ გადააფიქრებინა. ჰენრი თავისი მეუღლითა და პატარა შვილით, ახალი ჩამოსული ყოფილა საქართველოდან და ბაბუაჩემისთვის უამბნია იმის თაობაზე, თუ რა მძიმე პირობებში ამყოფებენ რუსები ხალხს, განსაკუთრებით კი ფრანგებს. როგორც ჩანს, ემილმა და მისმა მეუღლემ ამ ნაამბობის შედეგ საქართველოში წასვლა ვეღარ გარისკეს.

ემილ ჟანიო შვილიშვილთან ერთად

1917-1927 წელებში საფრანგეთში პოლინ ჟანიოს მიერ გაგზავნილი წერილების ნაწილი, სადაც თხრობის სტილი დაცულია.

"შვილ ემილს,

ჩვენო საყვარელო შვილო ემილ, ჩვენ ყველა წერილი მივიღეთ და ბედნიერები ვართ, რომ ჯანმრთელი ჩახვედი. საკვები ცუდიაო იწერები, ეს მიკვირს, რადგან ზოგადად, საფრანგეთში კარგი ჭამა უყვართ და განსაკუთრებით ჯარისკაცებს კვებავენ. არ იდარდო, ეს მხოლოდ პატარა უსიამოვნო მომენტია შენს ცხოვრებაში. რაც შეეხება კლიმატს, ეს ქვეყნის საერთო კლიმატია, შეეგუები. რადგან კითხულობ ქვეყნის სიახლეებს, ჯერჯერობით კარგი ამინდი გვაქვს, არც სიცივე, არც თოვლი, არც ყინვა, არ ვიცი როდემდე იქნება ასე. 14 ოქტომბრიდან ბიძა ხარ. სუზანს ჰყავს პატარა ბიჭი, რომელსაც ჟორჟი დაარქვა. შენი და, და მისი ქმარი მოკითხავს გიგზავნის. შენი და ჟულიეტიც მალე მოგწერს. მადამ მარი მკვდარია, მამაშენი კი მისი შვილის მეურვე გახდა. შენი ძვირფასი მეგობარი გორგოზი ხანჯლის მუცელში ერთი დარტყმით გარდაიცვალა ბრძოლის ველზე. ეს გელოდა შენც, თუ აქ დარჩებოდი. შეეცადე იპოვო კარგი მეგობარი და თუ შეგიძლია, თუ დრო გაქვს, შეეცადე ისწავლო უკეთ წერა და კითხვა ფრანგულად. ჩვენ გამოგიგზავნით ფულს ბანკის საშუალებით, რადგან აქ საფოსტო განყოფილებაში უცხოელისთვის ფულს აღარ აგზავნიან. ბიძები და ბიძაშვილები კარგად არიან, მაგრამ არასდროს კითხულობენ შენს სიახლეებს, შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ეს ასეა. ჟორჟი იმალება, მაგრამ თუ მას დაიჭერენ, ის კარგად დაისჯება, რადგან ახლა აქ ძალიან მძიმე პერიოდია. ყველაფერის ფასი ზედმეტია და ვფიქრობ, საფრანგეთშიც ასეა. აქ, ბრძოლები ამ წუთას შეჩერებულია უკიდურესი სიცივის გამო. ნეტავ თუ ჯარისკაცივით ჩაცმული ხარ, თუ ასეა, გადაიღე ფოტო და გამოგვიგზავნე, დიდი სიამოვნება იქნება შენი ნახვა, ჩაცმულის, როგორც ფრანგი ჯარისკაცი. როდესაც ჩემს წერილს მიიღებ, მაშინვე მომწერე, რადგან წერილებს ერთი თვე სჭირდება და ზოგჯერ უფრო მეტიც. სახლიდან ყველა გკოცნით და იმედი გვაქვს, რომ შენ დაბრუნდები, როგორც მამაცი ფრანგი ბიჭი. პატარა ვიტუშა ისევ ისეთი ეშმაკია და ხშირად გკითხულობს.

მოგვწერე მალე.

მამაშენი და დედა გკოცნიან. ქუთაისი, 20 აპრილი 1917 წელი ".

"ჩემო ძვირფასო ემილ,

სად ხარ? ჩვენ არ ვიცით რა უნდა ვიფიქროთ შენს სიჩუმეზე. 14 იანვრიდან შენგან არაფერი მიმიღია. მე მოგწერე 4 წერილი და 2 ბარათი. ასევე გამოგიგზავნე 2 თვის წინ ფული, რომელიც ჯერ გავუგზავნე პეტროგრადის რუსულ ბანკს, რომელიც უკვე მათ უნდა გამოეგზავნა ვილმორინისთვის. არ ვიცი, რა მოხდა,რადგან ჩემი ფული უკან დამიბრუნეს. ახლა ისევ გიგზავნი და იმედი მაქვს, მიიღებ მას მალე. შენ უნდა გჯეროდეს, რომ დავიწყებული არ ხარ. ეს დაიჯერე. მთელი ოჯახი, ყველა შენზე ლაპარაკობს მთელი დღეები, მოგვაწოდე შენი ამბები. რაც შეგვეხება ჩვენ, ყველა კარგად ვართ. ამინდი კარგია, მაგრამ გვქონდა ძლიერი ყინვები, რამაც დააზიანა ყველაფერი, კომბოსტო განსაკუთრებით. და ბოლოს, ცუდი წელია! როდესაც მომწერ, შენც ნუ ისაუბრებ ომზე, რადგან შენი წერილი მაშინვე ჩამომერთმევა და ცუდად იქნება ყველაფერი. მომწერე მხოლოდ რას საქმიანობ, როგორ მოგწონს საფრანგეთში. შენი მისამართი ჩემს ბიძაშვილს გავუგზავნე. იქნებ მან მოგწერა კიდეც? ნეტავ თუ გყავს კარგი მეგობრები და ცოტა უკეთესად ლაპარაკობ ფრანგულად? ამბობენ საფრანგეთში უამრავი რუსი ჯარისკაცია, იქნებ იცნობ კიდეც მათ? ბოლოს მოგვწერე მთელი შენი ახალი ცხოვრების შესახებ. ეს იქნება ჩვენთვის დიდი სიამოვნება. ყველა შენი ოჯახიდან და მე, მთელი გულით გეხუტებით.

ქუთაისი.

დედა ".

"ჩემო ძვირფასო ემილ.

ჩემი სიძის ხვალ კონსტანტინოპოლში გამგზავრებით ვისარგებლებ, რომ ჩვენი ამბები გამოგიგზავნოთ. Ჩჩვენ ცოცხლები ვართ, ვიმედოვნებთ, რომ შენც და მთელი ოჯახიც. ჩემი საცოდავი, უკვე დიდი ბიჭი ჰენრის გადასარჩენად, საჭირო იყო მისი კონსტანტინეპოლში გამგზავრება, რათა ხელი შეგვეშალა მისი უბედურებისათვის, მაგრამ დრო არ გვეყო, ნაჩქარევად დავემშვიდობეთ. ასეთი გრძელი მოგზაურობისას ბევრის გადატანა მოუწევს. ბოლოს, ვიცი, რომ ის ჩემს ძმასთან მოხვდება და მერე აღარაფერი გაუჭირდება. ჰენრი მეუბნება რომ გწერს და არ პასუხობ, ეს კი მიკვირს, რადგან სწორედ მაშინ, როდესაც უბედურება გვეწვევა, სწორედ მაშინ გვჭირდება ჩვენიანი გვერდით და ეს შენც იცი. ვიმედოვნოთ, რომ ის ხელს არ შეგიშლის თუ თქვენი ბილიკები გადაიკვეთა. ჩვენ ვეცდებით აქედანაც დავეხმაროთ მასაც, თანაც ჩემი ძმის იმედად ვუშვებ. მთელი ოჯახი გკითხულობს ჩვენი საუკეთესო სურვილებით. იმედია, პატარა პოლი კარგადაა, ვინ იცის ეგება პატარა დაიკო პოლეტიც კი აჩუქეთ უკვე. ჟულიეტს ისეთი ტკბილი პატარა გოგონა ჰყავს, რომ მასზედ ვგიჟდები. ამრიგად უკვე 8 შვილიშვილს ვითვლით. ლინეტის მეუღლე და მარტას მეუღლეც 5 თვით გაემგზავრნენ კონსტანტინოპოლში და ისინი მალე დაგვიბრუნდებიან. ჟულიეტი და მისი მეუღლე ყველანაირ პატივისცემას გიდასტურებენ და მე და მამაშენი კი მთელი გულით გეხუტებით.

მე ამ წერილს ვუგზავნი შენს ბიძას (ალბერტ სენეს), რომელიც გამოგიგზავნის შენ, რადგან ამ ბოლო არეულობაში წერილები დაიკარგა (დაიკარგა მისამართიც, ალბათ). მადლობა ფოტოებისთვის. მე ისევ მოგწერ, როდესაც უკეთესი დრო იქნება.

დედა

პოლინ ჟანიო ".

"ძვირფასო ემილ,

მე გამოგიგზავნე წერილები 1924 წლის 18 იანვარს, რომელშიც ანრისთვის იყო ერთი, მე კი არ ვიცი მაინც მიიღო თუ არა მან მისი კუთვნილი წერილი. არა მგონია, რადგან ის დაიკარგა, აღარ იწერება. გთხოვთ, გთხოვთ, გაუგზავნე მას წერილი, რომელიც მისთვის იყო, რათა მოგვწეროს. ჩვენო შვილო, გვავკვირვებს შენი სიდედრის მხრიდან ჩვენზედ გამოთქმული საყვედური თითქოს აღარ გვიყვარხარ, ასე შორიდან ხედავს იგი, თუ რა ხდება ჩვენს გულებში? ჩვენო დიდო ბიჭო, იმედია, შენ ეს არ გჯერა. მე ვხვდები, რომ შენი სიდედრი ჩადგა შენსა და შენს ძმას შორის, რადგან ის ეჭვიანობს, ხვდება რომ ჰენრი გიყვარს. თუ ჰენრის ისევ ნახულობ, აჩვენე ეს ჩემი წერილი, რომელშიც გწერ, რომ ჰენრის უყვარხარ, მისი ყველა წერილი გაჟღენთილია შენდამი მადლობით, იმის გამო, რაც შენ მისთვის გააკეთე. მჯერა, ჩემო ბიჭო, რომ შენს გულშიც სიყვარულია მის მიმართ. მჯერა რომ იცი, რაც არ უნდა გაგიჭირდეს, ჰენრი შენს გვერდით იქნება. ისიც იცოდე, რომ შენს მშობლებზე მეტად არავის უყვარხარ, რომ შეგვეძლოს, მუდამ შენს გვერდით ვიქნებოდით და დაუფიქრებლად ყველაფერს გავაკეთებდით შენთვის. ჩვენ ყველა შვილი თანაბრად გვიყვარს, უკვე 40 წელია მამაშენი მებაღეობას ეწევა, ხშირად გვიფუჭდება მოსავალი, ხშირად შეუძლოდ ვართ, ხშირად ყინვა და თოვლი ანადგურებს ჩვენს სარჩოს, რიონიც ხშირად დიდდება, მაგრამ ოჯახისთვის არ ვტყდებით, უიმედობას არ ვეძლევით. მამას სჭირდებით შენც და ჰენრიც, თუმცა შენ მანდ ოჯახი შექმენი და აქეთ აღარ იზამ პირს, ვეღარც დაგაძალებთ, ჰენრის ვთხოვთ დაბრუნებას. ვიტუშა პატარაა მამის მხარში ამოსადგომად. ლინეტი სიკვდილს გადაგვირჩა, ტვინის ანთების გამო, მისი ქმარი საქმიან მოგზაურობებშია და ლინეტი სახლში მოვიყვანეთ, რომ მე მოვუარო. ჩემს უძლურ ფეხებს აქეთ და იქით ბევრი რომ აღარ ევლო, ასე მირჩევნოდა. მთავარი ისაა რომ ყოველთვის უნდა დავეხმაროთ ოჯახის წევრები ერთმანეთს. შენი დები, მათი ოჯახი შორიდან გკოცნით, ვკოცნით პატარა პოლს. დაიმახსოვრე და ნუ გაგვიწყრები, გჯეროდეს რომ დედას და მამას ძალიან უყვარხარ.

მამა და დედა

ვიქტორ და პოლინ ჟანიოები.

PS: უპირველეს ყოვლისა, წერილი სწრაფად გაუგზავნე კიკის (იგივე ჰენრის, რომელსაც მოფერებით კიკის ეძახდნენ - ავტ.), ეგება მოგვწეროს ".

  • "საქმე ინტერნეტმა გაგვიადვილა, ჩვენი დიდი ოჯახის ბევრი წევრი ვიპოვეთ საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ"

პატრიკ ჟანიო:

- ეს წერილები როდესაც აღმოვაჩინეთ, მე და ჩემმა დებმა დანარჩენ ოჯახის წევრებსაც წავაკითხეთ და თავისთავად შევწუხდით, რომ ასეთი ამბავი ასე გვიან გავიგეთ. ახალგაზრდები ვიყავით, წერილები შემოვინახეთ და ცხოვრებაც გაგრძელდა. ერთადერთი რაც მაშინ გავაკეთეთ, ბიძაჩემის, ჰენრის შვილები მოვიძიეთ, ერთი უკვე გარდაცვლილი ჰყავდა, მეორე დაგვეხმარა საოჯახო საგვარეულო ფესვების ძიებაში და მასთანაც იქვე დავასრულეთ კავშირი, რადგან ჩვენით დიდად არ დაინტერესებულა...

პატრიკ ჟანიო (სუფრის თავში) ოჯახთან ერთად

მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო, ჩვენ ვმუშაობდით, შევქმენით ოჯახები და ეს წერილებიც თითქოს მიგვავიწყდა. სულ რაღაც ხუთიოდე წელია, რაც ეს წერილები ისევ გავაცოცხლეთ და დავიწყეთ ძიება ყველა ნათესავისა. ეს იგივე იყო, როგორც შავ ზღვაში წერილიანი ბოთლის გადაგდება, არც კი ვიცოდით, საიდან უნდა დაგვეწყო, მაგრამ ჩვენი საქმე ინტერნეტმა გააადვილა, რისი წყალობითაც ჩვენი დიდი ოჯახის ბევრი, ბევრი წევრი ვიპოვეთ საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ. ისინი ფრანგულად არ ლაპარაკობენ, მაგრამ ცოტა ინგლისური გვეხმარება ერთმანეთთან საუბარში. ზოგიერთი, განსაკუთრებით ახალი თაობის ნათესავები თბილისიდან ძალიან აქტიურობენ, გვეპატიჟებიან, ფოტოები გამოგვიგზავნეს, მათ შორის დიდი ბებიის პოლინის ფოტოც და იქითა ნაწილი, რომელიც ჩვენი საოჯახო ფაზლის აწყობისთვის გვჭირდებოდა ნაწილობრივ შეგვივსეს კიდეც.

ერთხელ საქართველოზე დოკუმენტური ფილმის პრემიერას დავესწარი, რეჟისორი ფრანგი მამაკაცი გახლდათ და გამოვკითხე თუ როგორი იყო საქართველო, მასთან საუბრის შემდეგ კი მტკიცედ გადავწყვიტე საქართველოში გამგზავრება. მე და ჩემს დებს უკვე დაგეგმილი გაქვს საქართველოში მოგზაურობა, იმ ადგილების მოვლა, სადაც ოდესღაც ჩვენი დიდი ბებია და ბაბუა ცხოვრობდა.

ქუთაისში ერთი სახლია ჩინელების აშენებული, ამ სახლში ჩემი დიდი ბაბუის ერთ დას უცხოვრია, ამ სახლის ნახვა მაინტერესებს, ასევე მაინტერესებს ზესტაფონში ირინეს ბაღი, რომელიც ჩემი დიდი ბაბუის ვიქტორის ძმის, ალბერტ ჟანიოს გაშენებულია. ის და მისი შვილი ორლანდო არქიტექტორები ყოფილან და პარკიც თურმე საოცრად ლამაზად გაანაშენეს, საუცხოო ყვავილებით, სახელად კი ალბერტის ქართველი მეუღლის ირინეს სახელი დაარქვეს, თურმე...

მოვიძიეთ ინფორმაცია და ახლა ეს პარკი ისეთი მოვლილი აღარაა, მაგრამ მინდა ფეხით მოვიარო. ბაბუაჩემის დების და ძმების ყველა შვილს მივაკვლიე და ვიმედოვნებ, ბევრ მათგანს შევხვდები კიდეც. საქართველოში ვიქტორისა და პოლინის შვიდმა შვილმა იცხოვრა, წარმოიდგინეთ რამხელა შათამომავლობა დატოვეს მათ. ბაბუის ერთი დის, ლინეტის შვილი დღესდღეობით ამერიკაში ცხოვრობს და მან ჩვენი დიდი ოჯახის კიდევ ერთი საოცარი ამბავი მიამბო, აი რას ჰყვება ჩემი ბიძაშვილი ელენა:

"დიდი ბაბუა ვიქტორი ორ ქალიშვილთან ლუსეტთან და ანრიეტთან ერთად გულაგში იმყოფებოდა. იქიდან ორივე ქალიშვილი დაბრუნდა, ანრიეტმა ოჯახს უამბო, რომ გულაგში გაიცნო ახალგაზრდა ფრანგი ძიძა, რომელიც თბილისში ერთ ქართულ ოჯახში პატარა გრიშას ზრდიდა და ისე ჰყვარებია, რომ სულ მასზედ ლაპარაკობდა თურმე, მის კიდევ ერთხელ ნახვას ნატრულობდა. ანრიეტის მონათხრობით, ეს გოგონა ძალიან იყო დასუსტებული და მას ანრიეტი უვლიდა როგორც შეეძლო, სამწუხაროდ, გოგონამ ვერ მოიკეთა და სიკვდილის წინ მისი ბოლო სიტყვა "გრიშა " ყოფილა. ანრიეტი როდესაც ქუთაისში დაბრუნდა, თბილისელი ოჯახისთვის მათი ძიძის გარდაცვალების შესახებ წერილი მიუწერია. ის წერილი კი მრავალი წლის შემდეგ გამოჩნდა, ვინაიდან ისე მოხდა, რომ იმ "პატარა " გრიშამ ცოლად შეირთო დედაჩემის მხრიდან ჩემი ბიძაშვილი“. ეს ამბავი მომწერა ელენამ, ჩემმა ბიძაშვილმა სან ფრანცისკოდან. ხედავთ როგორია ჩვენი ისტორია, ბევრი ადამიანის ცხოვრება გადაიჯაჭვა მრავალი წლის წინ, ბევრისაც გაიყარა, ჩემი ცხოვრებაც თითქმის გავიდა, მაგრამ ასაკის და პანდემიის მიუხედავად მაინც მივდივარ საქართველოში ჩემი საგვარეულო ხის აღსადგენად.

P.S. ასე დაამთავრა ამბის მოყოლა პატრიკ ჟანიომ, რომელსაც მხურვალე მადლობა გადავუხადე. ბატონ ჟანიოს ალბათ ეგონა მადლობას ინტერვიუსთვის ვუხდიდი, მე მას მადლობა გადავუხადე საქართველოში გამგზავრებისა და საგვარეულო ხის ძიებისთვის, ვინაიდან არც კი ვიცი, იგივეს ჩემი შთამომავლები თუ გააკეთებენ მრავალი წლის შემდეგ...

ავტორი: დიანა ჭანკოტაძე

სპეციალურად ambebi.ge-სთვის საფრანგეთიდან