პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბარამიძეს რომ ვუთხრა: თქვენ ბრძანდებით "ბურიდანის ვირი" ან "ტროას ცხენი", პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს" - გოცირიძის პასუხი თანაპარტიელს
"ბარამიძეს რომ ვუთხრა: თქვენ ბრძანდებით "ბურიდანის ვირი" ან "ტროას ცხენი", პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს" - გოცირიძის პასუხი თანაპარტიელს

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე გია ბა­რა­მი­ძეს ასე რომ ვუ­თხრა: „ბა­ტო­ნო გია, თქვენ ბრძან­დე­ბით ბუ­რი­და­ნის ვირი!“ ან "ტრო­ას ცხე­ნი" ხარ - მეთ­ქი, რომ ვუ­წო­დო - პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით კი არ უნდა გა­ი­გოს, რომ ცხე­ნი ვუ­წო­დე!“- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე თა­ვი­სი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლის გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის კრი­ტი­კას, რო­მე­ლიც გო­ცი­რი­ძის მხრი­დან ბა­თუმ­ში, დე­პუ­ტა­ტის­თვის ნაგ­ვის დაყ­რის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვა "ბრბოს" გა­მო­ყე­ნე­ბას მოჰ­ყვა.

რო­გორც რო­მან გო­ცი­რი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ბო­დი­შის მოხ­დის­კენ მო­წო­დე­ბა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა. ამას­თან, გო­ცი­რი­ძის თქმით, ის არას­დროს პარ­ტი­უ­ლი თუ სა­არ­ჩევ­ნო კო­ნი­უნ­ქტუ­რით არ იმოქ­მე­დებს, სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა სი­მარ­თლეს იტყვის და ერ­თკვი­რი­ან კრი­ტი­კას აი­ტანს.

"ბო­დი­შის მოხ­დის­კენ მო­მი­წო­და გია ბა­რა­მი­ძემ ამ ად­გი­ლი­დან, ბო­დი­შის მოხ­დის­კენ მო­მი­წო­და აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნის ცი­ტა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მეც და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­საც, თურ­მე ჩვენ აქ­ტი­ვის­ტებს ვუ­წო­დეთ „ბრბო“. აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნის ცი­ტა­ტა­ში ნათ­ქვა­მია, რომ „არ არ­სე­ბობს და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ბრბოს გან­სჯის სა­გა­ნი იყოს, სა­დაც ბრბო არის მასა“, ორ­ტე­გა - ი - გა­სე­ტის "მა­სე­ბის აჯან­ყე­ბა­ში" მასა და ბრბო სი­ნო­ნი­მე­ბია, 200 წლის წინ კაც­მა სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით გა­მო­ი­ყე­ნა ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც კო­ლექ­ტივს ნიშ­ნავს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

გია ბა­რა­მი­ძემ ეს გა­ი­გო პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით თით­ქოს და ბრბო­ში იგუ­ლის­ხმე­ბო­და არა ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ბრბო, არა­მედ ხუ­ლიგ­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე გია ბა­რა­მი­ძეს რომ ვუ­წო­დო, ცხე­ნი ან ვირი. ასე რომ ვუ­თხრა: „ბა­ტო­ნო გია, თქვენ ბრძან­დე­ბით ბუ­რი­და­ნის ვირი!“- ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვია, რომ ბუ­რი­და­ნის ვირი ნიშ­ნავს ადა­მი­ანს, რო­მელ­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ შე­უძ­ლია, ახლა პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით უნდა გა­ი­გოს გია ბა­რა­მი­ძემ? ტრო­ას ცხე­ნი ხარ- მეთ­ქი პარ­ტი­ა­ში, რომ ვუ­წო­დო?! ანუ შუღლს აგ­დებ მეთ­ქი- პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით კი არ უნდა გა­ი­გოს, რომ ცხე­ნი ვუ­წო­დე!

ბო­დი­შის მოხ­დის­კენ მო­წო­დე­ბა არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბა.

მე მგო­ნია,ყო­ველ­თვის ჯო­ბია თქმა, უფრო მე­ტიც მგო­ნია, რომ პარ­ტია უნდა იყოს უფრო მე­ტად ღია, თუ გვინ­და, რომ მო­ვი­ზი­დოთ ახა­ლი სის­ხლი და პარ­ტია იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის და არა ჩა­კე­ტი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა, თურ­მე, არ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც პრაგ­მა­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბის გამო“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ა­ში რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ და­პი­რის­პი­რე­ბას ად­გი­ლი არ აქვს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პარ­ტია ერთ ორი­ენ­ტირ­ზე არ არის აგე­ბუ­ლი და ეს ორი­ენ­ტი­რი პარ­ტი­ის გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს.

„გა­ა­ზი­ა­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს ფაქ­ტი, მან გა­ა­ზი­ა­რა და გარ­კვე­ულ­წი­ლად ირი­ბად მო­წო­ნე­ბა გა­მო­ხა­ტა, მე მო­წო­ნე­ბა არ გა­მოვ­ხა­ტე, ისე­ვე, რო­გორც სხვებ­მა, ისე­ვე, რო­გორც ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ, ისე­ვე, რო­გორც მირ­დატ ქა­მა­და­ძემ, აჭა­რა­ში ჩვენ­მა ლი­დერ­მა, არა­ვინ არ მო­ი­წო­ნა. გა­მო­დის, რომ პარ­ტია რა­ღაც ერთ ორი­ენ­ტირ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ის ორი­ენ­ტი­რი შე­იძ­ლე­ბა პარ­ტი­ის გან­წყო­ბი­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­იც­ვა­ლოს, ამი­ტომ, პი­რა­დად ჩემ­ზე თუ არის სა­უ­ბა­რი, არას­დროს პარ­ტი­უ­ლი თუ სა­არ­ჩევ­ნო კო­ნუნ­ქტუ­რით არ ვი­მოქ­მე­დებ, სა­დაც სა­ჭი­როა ვი­ტყვი სი­მარ­თლეს, ერ­თკვი­რი­ან კრი­ტი­კას ავი­ტან,“- გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
166

სწორედ ბურიდანის ვირის პოზიციაში ახლა ოპოზიცია.

ზურაბ
9

ორი მსოფლიო დონის პოლიტიკოსი. ჩერჩილის დონეა .ტეტჩერიც გყავთ ბურჯანაძის სახით და ლარი კინგიც, ნიკა გვარამიას სახით. ასევე რაჯ კაპური,ნოდარიკო მელაძის სახით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბარამიძეს რომ ვუთხრა: თქვენ ბრძანდებით "ბურიდანის ვირი" ან "ტროას ცხენი", პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს" - გოცირიძის პასუხი თანაპარტიელს

"ბარამიძეს რომ ვუთხრა: თქვენ ბრძანდებით "ბურიდანის ვირი" ან "ტროას ცხენი", პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს" - გოცირიძის პასუხი თანაპარტიელს

წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“ ან "ტროას ცხენი" ხარ - მეთქი, რომ ვუწოდო - პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!“- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე თავისი თანაპარტიელის გიორგი ბარამიძის კრიტიკას, რომელიც გოცირიძის მხრიდან ბათუმში, დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტთან დაკავშირებით სიტყვა "ბრბოს" გამოყენებას მოჰყვა.

როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არასერიოზული განცხადებაა. ამასთან, გოცირიძის თქმით, ის არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონიუნქტურით არ იმოქმედებს, სადაც საჭირო იქნება სიმართლეს იტყვის და ერთკვირიან კრიტიკას აიტანს.

"ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა გია ბარამიძემ ამ ადგილიდან, ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა აბრაამ ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის მეც და სალომე სამადაშვილსაც, თურმე ჩვენ აქტივისტებს ვუწოდეთ „ბრბო“. აბრაამ ლინკოლნის ციტატაში ნათქვამია, რომ „არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს განსჯის საგანი იყოს, სადაც ბრბო არის მასა“, ორტეგა - ი - გასეტის "მასების აჯანყებაში" მასა და ბრბო სინონიმებია, 200 წლის წინ კაცმა სამართლებრივი კუთხით გამოიყენა ტერმინი, რომელიც კოლექტივს ნიშნავს ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ.

გია ბარამიძემ ეს გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით თითქოს და ბრბოში იგულისხმებოდა არა ფილოსოფიური ბრბო, არამედ ხულიგნური დაჯგუფება. წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს რომ ვუწოდო, ცხენი ან ვირი. ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“- ცნობილი ამბავია, რომ ბურიდანის ვირი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოს გია ბარამიძემ? ტროას ცხენი ხარ- მეთქი პარტიაში, რომ ვუწოდო?! ანუ შუღლს აგდებ მეთქი- პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!

ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არის არასერიოზული განცხადება.

მე მგონია,ყოველთვის ჯობია თქმა, უფრო მეტიც მგონია, რომ პარტია უნდა იყოს უფრო მეტად ღია, თუ გვინდა, რომ მოვიზიდოთ ახალი სისხლი და პარტია იყოს თანამედროვე ტიპის და არა ჩაკეტილი ორგანიზაცია, სადაც ინფორმაციის გაჟონვა, თურმე, არ შეიძლება რაღაც პრაგმატული მოსაზრების გამო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე განცხადებით, პარტიაში რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. მისივე განმარტებით, პარტია ერთ ორიენტირზე არ არის აგებული და ეს ორიენტირი პარტიის განწყობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს.

„გააზიარა მიხეილ სააკაშვილმა ეს ფაქტი, მან გააზიარა და გარკვეულწილად ირიბად მოწონება გამოხატა, მე მოწონება არ გამოვხატე, ისევე, როგორც სხვებმა, ისევე, როგორც ეკა ხერხეულიძემ, ისევე, როგორც მირდატ ქამადაძემ, აჭარაში ჩვენმა ლიდერმა, არავინ არ მოიწონა. გამოდის, რომ პარტია რაღაც ერთ ორიენტირზე არ არის დამოკიდებული და ის ორიენტირი შეიძლება პარტიის განწყობილების მიხედვით შეიცვალოს, ამიტომ, პირადად ჩემზე თუ არის საუბარი, არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონუნქტურით არ ვიმოქმედებ, სადაც საჭიროა ვიტყვი სიმართლეს, ერთკვირიან კრიტიკას ავიტან,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომლითაც უკრაინაში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კრემლის აგრესიული რიტორიკა დაგმო

"ტიბეტელი ბერების წესია: თუ რაღაცას გიჩიჩინებენ და თავში არ შეგდის, დიდ ფიცარს გირტყამენ - ქართულად უფრო მარტივია: ცივი წყალი უნდა გადაასხა, რომ გამოცოცხლდეს" - რომან გოცირიძე

"მატყუარები და ნაძირლები ხართ ვინც იძახის, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს და გამოვა" - გიგი უგულავა