სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არ გავთხოვდები, ალბათ ბავშვს არ გავაჩენ..." - ვინ ეხმარება თიკა ჯამბურიას შვილის გაზრდაში და რას ამბობს ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე?
"თუ არ გავთხოვდები, ალბათ ბავშვს არ გავაჩენ..." - ვინ ეხმარება თიკა ჯამბურიას შვილის გაზრდაში და რას ამბობს ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე?

თიკა ჯამ­ბუ­რია მისი თა­ო­ბის მომ­ღერ­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რულ­ზე ად­რე­ულ ასაკ­ში გა­თხოვ­და. ოცი წლის იყო, რო­დე­საც მომ­ღე­რალს შვი­ლი შე­ე­ძი­ნა და ძა­ლი­ან მალე, მე­უღ­ლეს ბექა ხო­ფე­რი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და.

ამ­ბობს, რომ დეპ­რე­სია შვი­ლის­თვის არა­სო­დეს და­უ­ნა­ხე­ბია, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ბე­ქას დედა კი ნი­ნას გაზ­რდა­ში ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ...

- 20 წლის რომ გავ­ხდი, ერთ თვე­ში ნინა და­ი­ბა­და. სა­ერ­თოდ, ქალი შე­იძ­ლე­ბა 18 წლის ასაკ­ში იყოს მზად დე­დო­ბის­თვის და ზოგი - 40 წლის ასაკ­შიც არა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. მე თით­ქოს მზად ვი­ყა­ვი, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მქონ­და, რომ მუც­ლით ვა­ტა­რებ­დი ჩემს შვილს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, ვუვ­ლი­დი და ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი.

- სქესს თუ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ და­ი­ბა­დე­ბო­და შენი პირ­ვე­ლი შვი­ლი?

- ძა­ლი­ან მინ­დო­და, გო­გო­ნა გა­მე­ჩი­ნა. ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ გოგო შვი­ლი მყავ­და. გა­მი­ხარ­და, რომ და­ემ­თხვა და გაჩ­ნდა ნინა. ხომ გე­უბ­ნე­ბით, თით­ქოს ვი­ცო­დი, რომ გო­გო­ნა უნდა და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო.

- პა­ტა­რას სა­ხე­ლი ვინ შე­ურ­ჩია?

- ნი­ნას რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი ჰქვია. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ოჯახ­შია ძვე­ლი სა­ო­ჯა­ხო წიგ­ნი ნინა ხო­ფე­რი­ას ავ­ტო­რო­ბით. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ბე­ქას დიდი ბე­ბია იყო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქალი. ასე­ვე ბე­ქას დე­დის ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლია ნინო. ჩემს და­საც ნინო ჰქვია.

- რო­დე­საც პა­ტა­რას შე­ხე­დე, ში­შის მო­მენ­ტი თუ გქო­ნია, რო­გორ მო­უვ­ლი­დი, ნი­ნას გაზ­რდა­ში ვინ გეხ­მა­რე­ბო­და?

- არა, არა­სო­დეს შემ­ში­ნე­ბია, რად­გან გვერ­დით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მყავ­და, პირ­ველ რიგ­ში - დედა. კომ­ფორ­ტში ვი­ყა­ვი. იმე­დი მქონ­და, რომ დედა ყვე­ლა­ფერ­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. ნინა ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი იყო, სა­ერ­თოდ არ ტი­რო­და, ჭა­მის დრო­საც კი ვაღ­ვი­ძებ­დით ხოლ­მე. იდე­ა­ლუ­რად გა­საზ­რდე­ლი იყო. 1 თვე მყავ­და მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე, შემ­დეგ ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბით გა­ი­ზარ­და. არა­სო­დეს მყო­ლია დამ­ხმა­რე, რად­გან ნინა დე­და­ჩე­მის გაზ­რდი­ლია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად mshoblebi.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
1

რა ბოროტი ხალხი ხართ,ქმარმა რომ მიატოვა ბედნიერების უფლება არ აქვს?

დ გ
1

მართლაც კარგი ოჯახი, წარმატებები თიკა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"თუ არ გავთხოვდები, ალბათ ბავშვს არ გავაჩენ..." - ვინ ეხმარება თიკა ჯამბურიას შვილის გაზრდაში და რას ამბობს ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე?

"თუ არ გავთხოვდები, ალბათ ბავშვს არ გავაჩენ..." - ვინ ეხმარება თიკა ჯამბურიას შვილის გაზრდაში და რას ამბობს ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე?

თიკა ჯამბურია მისი თაობის მომღერლებიდან ერთ-ერთია, რომელიც ბავშვობის სიყვარულზე ადრეულ ასაკში გათხოვდა. ოცი წლის იყო, როდესაც მომღერალს შვილი შეეძინა და ძალიან მალე, მეუღლეს ბექა ხოფერიას ოფიციალურად დაშორდა.

ამბობს, რომ დეპრესია შვილისთვის არასოდეს დაუნახებია, ოჯახის წევრები და ბექას დედა კი ნინას გაზრდაში ყოველთვის ეხმარებოდნენ...

- 20 წლის რომ გავხდი, ერთ თვეში ნინა დაიბადა. საერთოდ, ქალი შეიძლება 18 წლის ასაკში იყოს მზად დედობისთვის და ზოგი - 40 წლის ასაკშიც არა, ინდივიდუალურია. მე თითქოს მზად ვიყავი, გაცნობიერებული მქონდა, რომ მუცლით ვატარებდი ჩემს შვილს, რომელიც ძალიან მიყვარდა, ვუვლიდი და ვუფრთხილდებოდი.

- სქესს თუ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ დაიბადებოდა შენი პირველი შვილი?

- ძალიან მინდოდა, გოგონა გამეჩინა. ჩემს წარმოდგენაში მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ გოგო შვილი მყავდა. გამიხარდა, რომ დაემთხვა და გაჩნდა ნინა. ხომ გეუბნებით, თითქოს ვიცოდი, რომ გოგონა უნდა დაბადებულიყო.

- პატარას სახელი ვინ შეურჩია?

- ნინას რამდენიმე ადამიანის სახელი ჰქვია. საქართველოს ყველა ოჯახშია ძველი საოჯახო წიგნი ნინა ხოფერიას ავტორობით. ეს ქალბატონი ბექას დიდი ბებია იყო, წარმატებული და ძალიან ლამაზი ქალი. ასევე ბექას დედის ხათუნა ხოფერიას ნამდვილი სახელია ნინო. ჩემს დასაც ნინო ჰქვია.

- როდესაც პატარას შეხედე, შიშის მომენტი თუ გქონია, როგორ მოუვლიდი, ნინას გაზრდაში ვინ გეხმარებოდა?

- არა, არასოდეს შემშინებია, რადგან გვერდით უამრავი ადამიანი მყავდა, პირველ რიგში - დედა. კომფორტში ვიყავი. იმედი მქონდა, რომ დედა ყველაფერში დამეხმარებოდა. ნინა ძალიან კარგი ბავშვი იყო, საერთოდ არ ტიროდა, ჭამის დროსაც კი ვაღვიძებდით ხოლმე. იდეალურად გასაზრდელი იყო. 1 თვე მყავდა მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე, შემდეგ ხელოვნური საკვებით გაიზარდა. არასოდეს მყოლია დამხმარე, რადგან ნინა დედაჩემის გაზრდილია...წაიკითხეთ სრულად mshoblebi.ge-ზე