სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 თებერვლიდან „მაკულიტერატურის“ ფილიალები უცვლელ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას
1 თებერვლიდან „მაკულიტერატურის“ ფილიალები უცვლელ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას

1 თე­ბერ­ვლი­დან „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ ფი­ლი­ა­ლე­ლე­ბი თბი­ლის­ში,ქუ­თა­ის­სა და რუს­თავ­ში უც­ვლელ რე­ჟიმ­ში და­ი­წყე­ბენ მუ­შა­ო­ბას. მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ­დღე, შა­ბათ-კვი­რის გარ­და, 10:00 სა­ა­თი­დან 18:00 სა­ა­თამ­დე. აღ­ნიშ­ნულ პუნ­ქტებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­კუ­ლა­ტუ­რა გა­და­იც­ვა­ლოს ნერ­გებ­ში (1კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა = 1 ნერგს), რომ­ლი­თაც შემ­დეგ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ახალ წიგ­ნებს შე­არ­ჩევს. მა­კუ­ლა­ტუ­რის წიგ­ნებ­ში გა­დაც­ვლა მომ­ხმა­რე­ბელს შე­ეძ­ლე­ბა შემ­დეგ მი­სა­მარ­თებ­ზე:

თბი­ლი­სი: წე­რეთ­ლის 116 (ტელ:599 88 82 26)

ქუ­თა­ი­სი: ავე­ჯის კომ­ბი­ნა­ტი სულ­ხან-სა­ბას 2/ გუ­გუ­ნა­ვას 5 (ტელ:599 04 77 32)

რუს­თა­ვი: მე-16 მიკ­რო 7 კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, ენერ­გოპ­როს გვერ­დით (ტელ: 577 32 23 91)

პრო­ექ­ტი „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“, სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, შე­ი­ტა­ნოთ თქვე­ნი წვლი­ლი გა­რე­მოს დაც­ვა­ში და გაც­ვა­ლოთ უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რა სრუ­ლი­ად ახალ წიგ­ნებ­ში.

„1 თე­ბერ­ვლი­დან „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ ფი­ლი­ა­ლე­ბი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის დაც­ვით გა­იხ­სნე­ბა.ჩვენ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ორი თვე გა­ვი­და, რაც ჩვე­ნი ოფი­სე­ბი და­ი­ხუ­რა და ალ­ბათ სახ­ლში ყვე­ლას ბევ­რი მა­კუ­ლა­ტუ­რა დაგ­ვიგ­როვ­და. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი წე­რი­ლიც შე­მოგ­ვდი­ო­და, სა­დაც გვწერ­დნენ, რომ უამ­რა­ვი ძვე­ლი რვე­უ­ლი, გა­ზე­თი თუ სხვა უსარ­გებ­ლო ქა­ღალ­დი მო­აგ­რო­ვეს, რისი გა­დაც­ვლაც სურ­დათ ახალ წიგ­ნებ­ში.

"მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა" "პა­ლიტ­რა L"-ის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 2012 წლი­დან მრა­ვალ ოჯახს და­ეხ­მა­რა პი­რა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის შექ­მნა­ში. გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტი გა­რე­მოს მი­მართ ეკო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. მი­ხა­რია, რომ ისევ შევ­ძლებთ ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას, 2012 წლი­დან 2021 წლამ­დე 17მი­ლი­ონ­ზე მეტი ხე სწო­რედ მომ­ხმა­რებ­ლის მიერ მო­ტა­ნილ­მა მა­კუ­ლა­ტუ­რამ გა­და­არ­ჩი­ნა, დროა, თა­ვი­დან და­ვი­წყოთ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხე­ე­ბის ათ­ვლა და გა­და­ვა­ხა­ლი­სოთ ძვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა. თქვენ მიერ მო­ტა­ნი­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რა და­ან­გა­რიშ­დე­ბა, გად­მო­გე­ცე­მათ ბა­რა­თი, სა­დაც ჩა­ი­რი­ცხე­ბა ნერ­გე­ბის სა­ხით კი­ლოგ­რა­მე­ბი, ეს ნერ­გე­ბი შე­გიძ­ლი­ათ და­აგ­რო­ვოთ ბა­რათ­ზე ან ად­გილ­ზე შე­არ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი და გა­დაც­ვა­ლოთ შე­სა­ბა­მის ნერ­გებ­ში. წიგ­ნებს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი კი­ლოგ­რა­მი ანუ ნერ­გი, რის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, არ­ჩევთ თქვენ­თვის სა­სურ­ველ ლი­ტე­რა­ტუ­რას.

ჩვენს მა­ღა­ზი­ა­ში “პა­ლიტ­რა L”-ის თით­ქმის ყვე­ლა გა­მო­ცე­მის წიგ­ნი დაგ­ხვდე­ბათ: სა­ბავ­შვო-საყ­მაწ­ვი­ლო გა­მო­ცე­მე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნი, თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რე­ბი თუ მსოფ­ლიო კლა­სი­კა, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი, სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბი, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის სა­კი­თხა­ვი თუ ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა. მომ­ხმა­რებ­ლებს ყო­ველ­თვის აქვთ დიდი არ­ჩე­ვა­ნი. მა­გა­ლი­თად „დიდი მხატ­ვრე­ბის“ სე­რი­ის ნე­ბის­მი­ერ წიგნს სულ რა­ღაც 40 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა­ში გა­დაც­ვლით, გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბის ილუსტრი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ 60 ნერგს გა­ხარ­ჯავთ, ბესტსე­ლე­რებს 50 ნერ­გი სჭირ­დე­ბა,პაზ­ლე­ბი ზღაპ­რე­ბით 32 ნერ­გი,დის­ნე­ის სე­რია ბავ­შვე­ბის­თვის 48 ნერ­გი, სე­რია „ბიზ­ნეს გე­ნია“ 20 ნერ­გი და ა.შ. „ - ანა ჯო­ჯუა , „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი.

ოფი­სე­ბის გახ­სნას­თან ერ­თად, გა­ნახ­ლდა იმ წიგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლის გა­დაც­ვლა­საც შეძ­ლებთ მა­კუ­ლა­ტუ­რა­ში

გახ­სოვ­დეს! ერთი ტონა მა­კუ­ლა­ტუ­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბა 17 ხეს გა­და­არ­ჩენს!

ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია მათ­თვის, ვი­საც წიგ­ნიც უყ­ვარს და ბუ­ნე­ბაც!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tamuna
0

Mixaria,rom gaixsneba makulaturis chasabarebeli punqtebi.magram kargi iqneboda zestafonshic rom iyos.cota rtulia zestafonidan chamotana.asi kiloze meti meqneba.

იზოლდა კორინთელი
1

სად შეიძლება გორში მაკულატურის ჩაბარება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

1 თებერვლიდან „მაკულიტერატურის“ ფილიალები უცვლელ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას

1 თებერვლიდან „მაკულიტერატურის“ ფილიალები უცვლელ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას

1 თებერვლიდან „მაკულიტერატურის“ ფილიალელები თბილისში,ქუთაისსა და რუსთავში უცვლელ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას. მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. აღნიშნულ პუნქტებში შესაძლებელია მაკულატურა გადაიცვალოს ნერგებში (1კგ მაკულატურა = 1 ნერგს), რომლითაც შემდეგ მომხმარებელი ახალ წიგნებს შეარჩევს. მაკულატურის წიგნებში გადაცვლა მომხმარებელს შეეძლება შემდეგ მისამართებზე:

თბილისი: წერეთლის 116 (ტელ:599 88 82 26)

ქუთაისი: ავეჯის კომბინატი სულხან-საბას 2/ გუგუნავას 5 (ტელ:599 04 77 32)

რუსთავი: მე-16 მიკრო 7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, ენერგოპროს გვერდით (ტელ: 577 32 23 91)

პროექტი „მაკულიტერატურა“, საშუალებას გაძლევთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი გარემოს დაცვაში და გაცვალოთ უსარგებლო მაკულატურა სრულიად ახალ წიგნებში.

„1 თებერვლიდან „მაკულიტერატურის“ ფილიალები ყველა რეკომენდაციის დაცვით გაიხსნება.ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ორი თვე გავიდა, რაც ჩვენი ოფისები დაიხურა და ალბათ სახლში ყველას ბევრი მაკულატურა დაგვიგროვდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბევრი წერილიც შემოგვდიოდა, სადაც გვწერდნენ, რომ უამრავი ძველი რვეული, გაზეთი თუ სხვა უსარგებლო ქაღალდი მოაგროვეს, რისი გადაცვლაც სურდათ ახალ წიგნებში.

"მაკულიტერატურა" "პალიტრა L"-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკების შექმნაში. გარდა ამისა, პროექტი გარემოს მიმართ ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა. მიხარია, რომ ისევ შევძლებთ ჩვენს მომხმარებლებთან შეხვედრას, 2012 წლიდან 2021 წლამდე 17მილიონზე მეტი ხე სწორედ მომხმარებლის მიერ მოტანილმა მაკულატურამ გადაარჩინა, დროა, თავიდან დავიწყოთ გადარჩენილი ხეების ათვლა და გადავახალისოთ ძველი ბიბლიოთეკა. თქვენ მიერ მოტანილი მაკულატურა დაანგარიშდება, გადმოგეცემათ ბარათი, სადაც ჩაირიცხება ნერგების სახით კილოგრამები, ეს ნერგები შეგიძლიათ დააგროვოთ ბარათზე ან ადგილზე შეარჩიოთ სასურველი წიგნი და გადაცვალოთ შესაბამის ნერგებში. წიგნებს მინიჭებული აქვს შესაბამისი კილოგრამი ანუ ნერგი, რის საშუალებითაც, არჩევთ თქვენთვის სასურველ ლიტერატურას.

ჩვენს მაღაზიაში “პალიტრა L”-ის თითქმის ყველა გამოცემის წიგნი დაგხვდებათ: საბავშვო-საყმაწვილო გამოცემების დიდი არჩევანი, თანამედროვე ბესტსელერები თუ მსოფლიო კლასიკა, ქართველი ავტორები, სამაგიდო წიგნები, თინეიჯერების საკითხავი თუ ბიზნესლიტერატურა. მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ დიდი არჩევანი. მაგალითად „დიდი მხატვრების“ სერიის ნებისმიერ წიგნს სულ რაღაც 40 კგ მაკულატურაში გადაცვლით, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების ილუსტრირებული გამოცემის სანაცვლოდ 60 ნერგს გახარჯავთ, ბესტსელერებს 50 ნერგი სჭირდება,პაზლები ზღაპრებით 32 ნერგი,დისნეის სერია ბავშვებისთვის 48 ნერგი, სერია „ბიზნეს გენია“ 20 ნერგი და ა.შ. „ - ანა ჯოჯუა , „მაკულიტერატურის“ პროექტის მენეჯერი.

ოფისების გახსნასთან ერთად, განახლდა იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლის გადაცვლასაც შეძლებთ მაკულატურაში

გახსოვდეს! ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს!

ეს მნიშვნელოვანი პროექტია მათთვის, ვისაც წიგნიც უყვარს და ბუნებაც!

„ლაბირინთი მანუელისთვის“ - გზა პიროვნულ ცვლილებებამდე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში

8 თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი გამოვა

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად