მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ქვევრს ვხსნი და იქ ღვინო ისეთია, როგორსაც ველოდი, ამაზე დიდი ემოცია არც ვიცი, რა შეიძლება იყოს..." - მილორავების საოჯახო მარანი და მათემატიკოსი მეღვინე თელავიდან
"როცა ქვევრს ვხსნი და იქ ღვინო ისეთია, როგორსაც ველოდი, ამაზე დიდი ემოცია არც ვიცი, რა შეიძლება იყოს..." - მილორავების საოჯახო მარანი და მათემატიკოსი მეღვინე თელავიდან

თე­ლავ­ში მი­ლო­რა­ვე­ბის სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლია. იქ სტუმ­რო­ბა მხო­ლოდ ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს როდი უყ­ვართ. ამას ღვი­ნის ხა­რის­ხი და გუ­ლი­თა­დი მას­პინ­ძლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. მარ­ნის პატ­რო­ნი სან­დრო მი­ლო­რა­ვა გვე­უბ­ნე­ბა, რომ კა­ხეთ­ში რო­გორც ყვე­ლა, მათი ოჯა­ხიც ყო­ველ­თვის აყე­ნებ­და ღვი­ნოს, თუმ­ცა ად­რე­ულ წლებ­ში მხო­ლოდ პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის... ბა­ტო­ნი სან­დროს ბა­ბუა, ალექ­სან­დრე მი­ლო­რა­ვა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან ყო­ფი­ლა, შემ­დეგ კა­ხეთ­ში ჩა­სუ­ლა და თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტებს გერ­მა­ნულ ენას ას­წავ­ლი­და, მერე კი კა­ხელ, რუ­ის­პი­რელ ქალ­ბა­ტონ­ზე და­ქორ­წინ­და...

სან­დრო მი­ლო­რა­ვა:

- ბე­ბია, თა­ვა­დის ქალი ლიზა მა­ყაშ­ვი­ლი, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან იყო. 1924 წელს მისი მამა და ბიძა მე­ტე­ხის ცი­ხე­ში ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­თან კავ­ში­რის გამო დახ­ვრი­ტეს. იმ დრო­ის­თვის მა­ყაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი და მა­რა­ნიც ცნო­ბი­ლი იყო... მოკ­ლედ, ბა­ბუ­ამ და ბე­ბი­ამ შექ­მნეს ოჯა­ხი, აა­შე­ნეს სახ­ლი და ჩვენ დღე­საც ამ სახ­ლში ვცხოვ­რობთ... 90-იან წლებ­ში, როცა ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა და სას­ტუმ­რო­ე­ბი და მსგავ­სი ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ე­ბი თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა თე­ლავ­ში სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გა­მარ­თეს, რო­მე­ლიც ჩვენს ქა­ლაქ­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო და წლებ­თან ერ­თად ვი­თარ­დე­ბო­და...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და და თე­ლავ­შიც ბევ­რი ახა­ლი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გაჩ­ნდა. კონ­კუ­რენ­ცი­აც გა­ი­ზარ­და. ვი­ფიქ­რე, მოდი, ღვი­ნოს და­ვა­მა­ტებ და ამით ახა­ლა­შე­ნე­ბულ სას­ტუმ­რო­ებს კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­ვუ­წევთ-მეთ­ქი.

პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კო­სი ვარ. თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ჯა­რო და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ კა­ბი­ნეტ­ში ჯდო­მა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. მინ­დო­და, სა­კუ­თა­რი საქ­მე მქო­ნო­და. ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტე, ბა­ბუ­ის დრო­ინ­დე­ლი მა­რა­ნი გა­მე­ფარ­თო­ე­ბი­ნა და ჩვე­ნი სას­ტუმ­როს­თვის ღვი­ნის წარ­მო­ე­ბაც და­მე­მა­ტე­ბი­ნა. 2015 წელს ტყემ­ლო­ვა­ნა­ში ქვევ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე, ყუ­რძე­ნი ვი­ყი­დე და ჩემი მეღ­ვი­ნე­ო­ბაც და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­რა­ნიც გა­ვა­ფარ­თო­ვე. ჩვე­ნი ღვი­ნო­ე­ბი მო­ე­წო­ნათ და მო­თხოვ­ნა გაჩ­ნდა.

- ღვი­ნოს სა­კუ­თა­რი ყუ­რძნის­გან წუ­რავთ, თუ ყი­დუ­ლობთ?

- სა­კუ­თა­რი ვე­ნა­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს. ვცდი­ლობთ, ყუ­რძე­ნი, თუ სე­ტყვამ არ გა­ა­ფუ­ჭა, ჩვე­ნი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის­გან ვი­ყი­დოთ. ვა­ყე­ნებთ რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე უცხო­უ­რი ჯი­შე­ბის­გან. მა­გა­ლი­თად, ქი­სის და ხიხ­ვის სე­პა­ჟი, ტრიო (ქისი, ხიხ­ვი, მწვა­ნე), რქა­წი­თე­ლი მწვა­ნე, კა­ბერ­ნე და მონ­ტე პულ­ჩი­ა­ნო, სა­ფე­რა­ვის და სი­რას, სა­ფე­რა­ვი­სა და კა­ბერ­ნეს სე­პა­ჟი. ჩვენს ეზო­ში სხვა­დას­ხვა ჯი­შის ვა­ზია ჩაყ­რი­ლი და მათ­გან ერთ-ერთი წი­თე­ლი ბუ­დე­შუ­რია, რო­მე­ლიც ლო­გოდ გა­მო­ვი­ყე­ნე. ვაზი 100 წლი­საა...

- ქვევრში და­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდს იყე­ნებთ?

- დიახ, ტრა­დი­ცი­უ­ლი კა­ხუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით, ქვევრში ვა­ყე­ნებთ... 2015 წელს ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა 1500 ბოთ­ლით და­ვი­წყეთ, დღეს კი წე­ლი­წად­ში 7000 ბოთლს ვას­ხამთ. პან­დე­მი­ამ­დე ჩვე­ნი ღვი­ნო პირ­და­პირ მარ­ნი­დან იყი­დე­ბო­და, გაგ­ვქონ­და ექ­სპორტზეც ჩე­ხეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში, ბერ­ლინ­ში, მაგ­რამ ახ­ლან­დე­ლი ვი­თა­რე­ბის გამო ექ­სპორ­ტი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ახა­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წა­მო­ვი­წყეთ აშშ-სა და ბელ­გი­ა­ში.

კო­ვიდ­პან­დე­მი­ამ იმოქ­მე­და რო­გორც ღვი­ნის გა­ყიდ­ვა­ზე, ასე­ვე ტუ­რიზ­მზე. მა­ნამ­დე ჩვენს სას­ტუმ­როს ხში­რად ჰყავ­და სტუმ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. ტუ­რიზ­მი და ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ერ­თმა­ნეთ­თან პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამას­თან, მეღ­ვი­ნე­ო­ბის დიდი ის­ტო­რია გვაქვს და უცხო­ე­ლე­ბი ამი­თაც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, თუმ­ცა თქვენც იცით, რომ ახლა, სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ცე­სი მთელ მსოფ­ლი­ო­ში შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

- თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით რას ეტყო­დით დამ­წყებ მეღ­ვი­ნე-მე­ვე­ნა­ხე­ებს?

- ეს საქ­მე არ არის ად­ვი­ლი. თუ ქვევ­რის ღვი­ნო­ზე ვლა­პა­რა­კობთ, მეღ­ვი­ნე­ო­ბა მე­ვე­ნა­ხე­ო­ბით იწყე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნდა, მარ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა მოს­დევს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მარ­ნის სწო­რად მო­წყო­ბა, ქვევ­რე­ბის­თვის ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფა. ამას მოს­დევს მათი ზო­მის შერ­ჩე­ვა და მი­წა­ში სწო­რად ჩაყ­რა. დამ­წყებ­მა მეღ­ვი­ნემ უნდა იცო­დეს, რამ­დე­ნი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა სურს და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მიჰ­ყვეს მარ­ნის მო­წყო­ბა­საც. ასე­ვე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ღვი­ნის სარ­დაფს, სა­დაც ქვევ­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ღვი­ნო შე­ი­ნა­ხე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვას დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფერს ფი­ზი­კუ­რი შრო­მა, საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბა - ვე­ნა­ხით და­წყე­ბუ­ლი, ღვი­ნის და­ბი­ნა­ვე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მე­ვე­ნა­ხე-მეღ­ვი­ნე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ერ­კვე­ო­დეს მარ­ნის წვრილ­მა­ნებ­ში, რომ მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით წა­რი­მარ­თოს ყვე­ლა პრო­ცე­სი.

- ქვევ­რის გა­რე­ცხვა წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ არის სა­ჭი­რო?

- სულ ცოტა, 4-5-ჯერ. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ შრო­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც მცი­რე მარ­ნე­ბი დიდი მო­ცუ­ლო­ბის ღვი­ნოს არ აწარ­მო­ე­ბენ. მეღ­ვი­ნე­ო­ბა არ არის მო­დის აყო­ლა. თუკი ადა­მი­ა­ნი მო­დას აჰ­ყვე­ბა და მხო­ლოდ ის ეცო­დი­ნე­ბა, რომ ღვი­ნის კე­თე­ბა კარ­გი საქ­მეა, შე­დეგს ვერ მი­ი­ღებს. ყვე­ლა პრო­ცეს­ში თვი­თონ უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი.

როცა ვი­წყებ­დი, არ ვი­ცო­დი, რა ზო­მი­სა და ტე­ვა­დო­ბის ქვევ­რე­ბი იყო უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, ამი­ტომ 500 და 1200-ლიტ­რი­ა­ნი შე­ვი­ძი­ნე. საქ­მემ აჩ­ვე­ნა, რომ 500-ლიტ­რი­ა­ნი ქვევ­რე­ბის რე­ცხვა ძნე­ლია. გარ­და ამი­სა, უნდა იცო­დეს ყუ­რძნის შერ­ჩე­ვა, რამ­დე­ნი უნდა იყოს ყუ­რძენ­ში შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბა, ვე­ნა­ხი რით არის შე­წამ­ლუ­ლი, ყუ­რძე­ნი რო­მელ ზო­ნა­შია მოყ­ვა­ნი­ლი... ისიც უნდა იცო­დეს, რამ­დენ­ჯერ მო­უ­რი­ოს ქვევ­რს დუ­ღი­ლის პრო­ცეს­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰქონ­დეს ღვი­ნის შე­სა­ნა­ხი შე­სა­ბა­მი­სი ჭურ­ჭე­ლი. ური­გო არ იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა ღვი­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­თან, რათა პე­რი­ო­დუ­ლად ღვი­ნო შე­ა­მოწ­მოს...

- გარ­და იმი­სა, რომ ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­ას გა­ნაგ­რძობთ და ეს საქ­მი­ა­ნო­ბა შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ცაა, ემო­ცი­უ­რად რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ ამ საქ­მი­სად­მი?

- ეს ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. როცა ქვევ­რს ვხსნი, იქი­დან ღვი­ნო ამო­დის და ის ისე­თია, რო­გორ­საც ვე­ლო­დი, ამა­ზე დიდი ემო­ცია არც ვიცი, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს... ვერ გად­მოგ­ცემთ, ამ დროს რო­გორ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვგრძნობ...

- პან­დე­მი­ის გამო ბევ­რი მე­წარ­მე დაფრ­თხა, ზო­გი­ერ­თმა დამ­წყებ­მაც უკან და­ი­ხია...

- ჩვენ არ გვე­ში­ნია. პან­დე­მი­ის დრო­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი რთვე­ლი გვქონ­და, დავ­წუ­რეთ ღვი­ნო, რო­მე­ლიც ახლა ქვევ­რებ­შია... მაგ­რამ ვფიქ­რობ, ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბი­სა და ტუ­რიზ­მის­თვის პან­დე­მი­ის გამო 2021 წე­ლიც რთუ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, პან­დე­მია ჩა­ივ­ლის, 2022 წლი­დან ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა და ჩვენც ჩვე­ულ რიტმს და­ვუბ­რუნ­დე­ბით... ამ ეტაპ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­ახ­ლო­ე­ბით შვიდ ჰექ­ტარ­ზე ვე­ნა­ხე­ბის გა­შე­ნე­ბას ვი­წყებთ. რის­კი არის, მაგ­რამ მშვი­დად მივ­ყვე­ბით ყვე­ლა­ფერს. რო­დე­საც 2015 წელს ამ საქ­მეს ვი­წყებ­დი, მეღ­ვი­ნე­ებს ბევრ რა­მეს ვე­კი­თხე­ბო­დი. ყვე­ლა მეხ­მა­რე­ბო­და, ახლა კი ახალ­ბე­დე­ბი უკვე მე მი­რე­კა­ვენ, მეც ვეხ­მა­რე­ბი. ერთი სტუ­მა­რი გვყავ­და კა­ნა­დი­დან. ქვევ­რე­ბის შე­ძე­ნა­ში და­ვეხ­მა­რე, მერე კი ქვევ­რე­ბი კა­ნა­და­ში გაგ­ზავ­ნა. ასე რომ, პან­დე­მი­ის გამო არ უნდა შე­შინ­დნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით - დამ­წყე­ბე­ბი. თუ საქ­მეს შე­უდ­გე­ბი­ან, თავი არ უნდა და­ზო­გონ. კი­თხვის დას­მას არ მო­ე­რი­დონ. ღვი­ნის 8000-წლი­ა­ნი ის­ტო­რია გვაქვს და ერ­თი­მე­ო­რე­ზე უკე­თე­სი მეღ­ვი­ნე­ე­ბი გვყავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქსენია ძალო
11

ბარაქა!

რამაზ ირემაძე
0

 ძალიან კარგი ხალხია

 ბარაქას და წარმატებებს ვუსურვებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"როცა ქვევრს ვხსნი და იქ ღვინო ისეთია, როგორსაც ველოდი, ამაზე დიდი ემოცია არც ვიცი, რა შეიძლება იყოს..." - მილორავების საოჯახო მარანი და მათემატიკოსი მეღვინე თელავიდან

"როცა ქვევრს ვხსნი და იქ ღვინო ისეთია, როგორსაც ველოდი, ამაზე დიდი ემოცია არც ვიცი, რა შეიძლება იყოს..." - მილორავების საოჯახო მარანი და მათემატიკოსი მეღვინე თელავიდან

თელავში მილორავების საოჯახო მარანი ძალიან პოპულარული ადგილია. იქ სტუმრობა მხოლოდ ღვინის მოყვარულებს როდი უყვართ. ამას ღვინის ხარისხი და გულითადი მასპინძლობა განაპირობებს. მარნის პატრონი სანდრო მილორავა გვეუბნება, რომ კახეთში როგორც ყველა, მათი ოჯახიც ყოველთვის აყენებდა ღვინოს, თუმცა ადრეულ წლებში მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის... ბატონი სანდროს ბაბუა, ალექსანდრე მილორავა დასავლეთ საქართველოდან ყოფილა, შემდეგ კახეთში ჩასულა და თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებს გერმანულ ენას ასწავლიდა, მერე კი კახელ, რუისპირელ ქალბატონზე დაქორწინდა...

სანდრო მილორავა:

- ბებია, თავადის ქალი ლიზა მაყაშვილი, რეპრესირებული ოჯახიდან იყო. 1924 წელს მისი მამა და ბიძა მეტეხის ციხეში ქაქუცა ჩოლოყაშვილთან კავშირის გამო დახვრიტეს. იმ დროისთვის მაყაშვილების სახლი და მარანიც ცნობილი იყო... მოკლედ, ბაბუამ და ბებიამ შექმნეს ოჯახი, ააშენეს სახლი და ჩვენ დღესაც ამ სახლში ვცხოვრობთ... 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა და სასტუმროები და მსგავსი ტიპის მომსახურების სფეროები თითქმის არ არსებობდა, ჩემმა მშობლებმა თელავში საოჯახო სასტუმრო გამართეს, რომელიც ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი პირველი იყო და წლებთან ერთად ვითარდებოდა...

საქართველოში ტურიზმი სწრაფად განვითარდა და თელავშიც ბევრი ახალი საოჯახო სასტუმრო გაჩნდა. კონკურენციაც გაიზარდა. ვიფიქრე, მოდი, ღვინოს დავამატებ და ამით ახალაშენებულ სასტუმროებს კონკურენციას გავუწევთ-მეთქი.

პროფესიით ფიზიკა-მათემატიკოსი ვარ. თელავის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საჯარო და არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი, მაგრამ კაბინეტში ჯდომა ჩემთვის მიუღებელი იყო. მინდოდა, საკუთარი საქმე მქონოდა. ბოლოს გადავწყვიტე, ბაბუის დროინდელი მარანი გამეფართოებინა და ჩვენი სასტუმროსთვის ღვინის წარმოებაც დამემატებინა. 2015 წელს ტყემლოვანაში ქვევრები შევიძინე, ყურძენი ვიყიდე და ჩემი მეღვინეობაც დაიწყო. მოგვიანებით მარანიც გავაფართოვე. ჩვენი ღვინოები მოეწონათ და მოთხოვნა გაჩნდა.

- ღვინოს საკუთარი ყურძნისგან წურავთ, თუ ყიდულობთ?

- საკუთარი ვენახი ჯერჯერობით არ გვაქვს. ვცდილობთ, ყურძენი, თუ სეტყვამ არ გააფუჭა, ჩვენი მევენახეებისგან ვიყიდოთ. ვაყენებთ როგორც ქართული, ასევე უცხოური ჯიშებისგან. მაგალითად, ქისის და ხიხვის სეპაჟი, ტრიო (ქისი, ხიხვი, მწვანე), რქაწითელი მწვანე, კაბერნე და მონტე პულჩიანო, საფერავის და სირას, საფერავისა და კაბერნეს სეპაჟი. ჩვენს ეზოში სხვადასხვა ჯიშის ვაზია ჩაყრილი და მათგან ერთ-ერთი წითელი ბუდეშურია, რომელიც ლოგოდ გამოვიყენე. ვაზი 100 წლისაა...

- ქვევრში დაყენების ტრადიციულ მეთოდს იყენებთ?

- დიახ, ტრადიციული კახური ტექნოლოგიით, ქვევრში ვაყენებთ... 2015 წელს ღვინის წარმოება 1500 ბოთლით დავიწყეთ, დღეს კი წელიწადში 7000 ბოთლს ვასხამთ. პანდემიამდე ჩვენი ღვინო პირდაპირ მარნიდან იყიდებოდა, გაგვქონდა ექსპორტზეც ჩეხეთსა და გერმანიაში, ბერლინში, მაგრამ ახლანდელი ვითარების გამო ექსპორტი შეჩერებულია. ახალი მოლაპარაკებები წამოვიწყეთ აშშ-სა და ბელგიაში.

კოვიდპანდემიამ იმოქმედა როგორც ღვინის გაყიდვაზე, ასევე ტურიზმზე. მანამდე ჩვენს სასტუმროს ხშირად ჰყავდა სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურიზმი და ქართული ღვინო ერთმანეთთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ამასთან, მეღვინეობის დიდი ისტორია გვაქვს და უცხოელები ამითაც ინტერესდებიან, თუმცა თქვენც იცით, რომ ახლა, სამწუხაროდ, ეს პროცესი მთელ მსოფლიოში შეჩერებულია.

- თქვენი გამოცდილებით რას ეტყოდით დამწყებ მეღვინე-მევენახეებს?

- ეს საქმე არ არის ადვილი. თუ ქვევრის ღვინოზე ვლაპარაკობთ, მეღვინეობა მევენახეობით იწყება. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მარნის მშენებლობა მოსდევს. მნიშვნელოვანია მარნის სწორად მოწყობა, ქვევრებისთვის ადგილის გამოყოფა. ამას მოსდევს მათი ზომის შერჩევა და მიწაში სწორად ჩაყრა. დამწყებმა მეღვინემ უნდა იცოდეს, რამდენი ღვინის დაყენება სურს და ამის გათვალისწინებით მიჰყვეს მარნის მოწყობასაც. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის სარდაფს, სადაც ქვევრიდან ამოღებული ღვინო შეინახება. ტემპერატურული რეჟიმის დაცვას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. რაც მთავარია, ყველაფერს ფიზიკური შრომა, საქმის სიყვარული სჭირდება - ვენახით დაწყებული, ღვინის დაბინავებით დამთავრებული. მევენახე-მეღვინე აუცილებლად უნდა ერკვეოდეს მარნის წვრილმანებში, რომ მისი მონაწილეობით წარიმართოს ყველა პროცესი.

- ქვევრის გარეცხვა წელიწადში რამდენჯერ არის საჭირო?

- სულ ცოტა, 4-5-ჯერ. ეს ყველაფერი დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც მცირე მარნები დიდი მოცულობის ღვინოს არ აწარმოებენ. მეღვინეობა არ არის მოდის აყოლა. თუკი ადამიანი მოდას აჰყვება და მხოლოდ ის ეცოდინება, რომ ღვინის კეთება კარგი საქმეა, შედეგს ვერ მიიღებს. ყველა პროცესში თვითონ უნდა იყოს ჩართული.

როცა ვიწყებდი, არ ვიცოდი, რა ზომისა და ტევადობის ქვევრები იყო უფრო მოსახერხებელი, ამიტომ 500 და 1200-ლიტრიანი შევიძინე. საქმემ აჩვენა, რომ 500-ლიტრიანი ქვევრების რეცხვა ძნელია. გარდა ამისა, უნდა იცოდეს ყურძნის შერჩევა, რამდენი უნდა იყოს ყურძენში შაქრის შემცველობა, ვენახი რით არის შეწამლული, ყურძენი რომელ ზონაშია მოყვანილი... ისიც უნდა იცოდეს, რამდენჯერ მოურიოს ქვევრს დუღილის პროცესში. აუცილებელია ჰქონდეს ღვინის შესანახი შესაბამისი ჭურჭელი. ურიგო არ იქნება ურთიერთობა ღვინის ლაბორატორიებთან, რათა პერიოდულად ღვინო შეამოწმოს...

- გარდა იმისა, რომ ოჯახის ტრადიციას განაგრძობთ და ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროცაა, ემოციურად როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ საქმისადმი?

- ეს ჩემთვის უმთავრესი სიამოვნებაა. როცა ქვევრს ვხსნი, იქიდან ღვინო ამოდის და ის ისეთია, როგორსაც ველოდი, ამაზე დიდი ემოცია არც ვიცი, რა შეიძლება იყოს... ვერ გადმოგცემთ, ამ დროს როგორ სიამოვნებას ვგრძნობ...

- პანდემიის გამო ბევრი მეწარმე დაფრთხა, ზოგიერთმა დამწყებმაც უკან დაიხია...

- ჩვენ არ გვეშინია. პანდემიის დროსაც წარმატებული რთველი გვქონდა, დავწურეთ ღვინო, რომელიც ახლა ქვევრებშია... მაგრამ ვფიქრობ, ქართული მეღვინეობისა და ტურიზმისთვის პანდემიის გამო 2021 წელიც რთული იქნება, თუმცა, პანდემია ჩაივლის, 2022 წლიდან ეტაპობრივად ყველაფერი გამოსწორდება და ჩვენც ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით... ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და დაახლოებით შვიდ ჰექტარზე ვენახების გაშენებას ვიწყებთ. რისკი არის, მაგრამ მშვიდად მივყვებით ყველაფერს. როდესაც 2015 წელს ამ საქმეს ვიწყებდი, მეღვინეებს ბევრ რამეს ვეკითხებოდი. ყველა მეხმარებოდა, ახლა კი ახალბედები უკვე მე მირეკავენ, მეც ვეხმარები. ერთი სტუმარი გვყავდა კანადიდან. ქვევრების შეძენაში დავეხმარე, მერე კი ქვევრები კანადაში გაგზავნა. ასე რომ, პანდემიის გამო არ უნდა შეშინდნენ, განსაკუთრებით - დამწყებები. თუ საქმეს შეუდგებიან, თავი არ უნდა დაზოგონ. კითხვის დასმას არ მოერიდონ. ღვინის 8000-წლიანი ისტორია გვაქვს და ერთიმეორეზე უკეთესი მეღვინეები გვყავს.

"2000-ლარიანი ჯარიმის შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვემეორებინა იგივე" - აქტივისტებმა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა გააპროტესტეს

"ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება" - თენგიზ ცერცვაძე

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორია მინისტრის მდგომარეობა?