სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე 41% მყარ "არას" არ ამბობს, საჭიროა მეტი განათლება, ექიმების მიმართ ნდობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეკლესიის როლი" - კულუმბეგოვი
"კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე 41% მყარ "არას" არ ამბობს, საჭიროა მეტი განათლება, ექიმების მიმართ ნდობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეკლესიის როლი" - კულუმბეგოვი

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გის ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, იმის­თვის რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა სეგ­მენ­ტმა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე უარი არ თქვას სა­ჭი­როა, მეტი გა­ნათ­ლე­ბა, ასე­ვე ექი­მე­ბის, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე სარ­კი­სე­ბუ­რად აი­რეკ­ლე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა აღ­ნიშ­ნა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კონ­სო­ლი­და­ცია, რათა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი არ­ჩე­ვა­ნი, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღოს.

"ის­რა­ე­ლი, რო­მე­ლიც თით­ქმის 40%-ს უახ­ლოვ­დე­ბა აც­რის თვალ­საზ­რი­სით მა­გა­ლი­თია, ამი­ტომ ჩვენ ამ მხრივ ბევრ პო­ზი­ტი­ურ სა­კი­თხზე გვექ­ნე­ბა სა­სა­უბ­რო. თუმ­ცა ერთი ნი­შან­დობ­ლი­ვი ამ­ბა­ვია, რომ ადა­მი­ანს რაც უფრო და­ბა­ლი გა­ნათ­ლე­ბა აქვს, სას­კო­ლოა ეს თუ სხვა, რი­თაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, პირ­და­პირ უნდა ვთქვათ, ვერ და­იკ­ვეხ­ნის, ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო სკეპ­ტი­კუ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი და ად­ვი­ლად ხდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ. ამი­ტომ მეტი გა­ნათ­ლე­ბა! მეს­მის ამის ბა­ზისს, ასე სწრა­ფად ვერ გა­მო­ვას­წო­რებთ, მაგ­რამ ეს კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი ნდო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბის პირ­და­პი­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ამი­ტომ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი უნდა ვი­მუ­შა­ოთ... 41% გარ­კვე­ულ­წი­ლად მყარ არას არ ამ­ბობს და თუ 20-30% და­ე­მა­ტე­ბა ამას და­ახ­ლო­ე­ბით სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პულ მაჩ­ვე­ნებ­ლამ­დე მი­ვაღ­წი­ოთ. ამი­ტომ მეტი გა­ნათ­ლე­ბა, მეტი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, მო­რა­ლუ­რი მა­გა­ლი­თე­ბის ჩვე­ნე­ბა, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ასე და­ი­წო. მა­გა­ლი­თად, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი იკე­თებ­დნენ, პირ­ველ რიგ­ში, ამ ვაქ­ცი­ნას. იგი­ვე ჩვენ ექი­მებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა მივ­ცეთ მა­გა­ლი­თე­ბი, რად­გა­ნაც აც­რის პირ­ვე­ლად ჯგუ­ფებ­ში ჩვენც შევ­დი­ვართ. ამი­ტომ რაც უფრო იქ­ნე­ბა ექი­მე­ბის დამ­ყო­ლო­ბა, ექი­მე­ბის მი­მართ ნდო­ბა, მერე ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც სარ­კი­სე­ბუ­რად აი­რეკ­ლე­ბა. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა - ეკ­ლე­სი­ის როლი, შეხ­ვედ­რე­ბი ბევ­რჯერ უნდა ჩა­ა­ტა­როს, გან­მარ­ტე­ბე­ბი მი­ი­ღოს. ვაქ­ცი­ნა­ცია, რა თქმა უნდა, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი არ­ჩე­ვა­ნი ბევ­რმა ადა­მი­ან­მა უნდა გა­ა­კე­თოს. ჩვენ ახლა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია გვჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

NDI-ის უახ­ლე­სი კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი (41 პრო­ცენ­ტი) ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რის­გან თავს შე­ი­კა­ვებს. კი­თხვა­ზე, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა რომ არ­სე­ბობ­დეს, აიც­რე­ბო­დით თუ არა თქვენ და თქვე­ნი შვი­ლე­ბი? - 41 %-ის პა­სუ­ხია დიახ, გა­მო­კი­თხულ­თა 41% აცხა­დებს, რომ არა, ხოლო 17% აცხა­დებს, რომ არ იცის. ამას­თან, კვლე­ვის თა­ნახ­მად, კა­ცე­ბი უფრო დიდი ალ­ბა­თო­ბით აიც­რე­ბი­ან, ვიდ­რე ქა­ლე­ბი და მა­ღა­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო დიდი ალ­ბა­თო­ბით აიც­რე­ბი­ან, ვიდ­რე სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი.

ცნო­ბის­თვის, NDI-ის კვლე­ვა 2020 წლის 17-24 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 2,053 სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, ქვეყ­ნის სრულ­წლო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ჩა­ტარ­და (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით).

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
6

ვისაც არ უნდა ნუ გაიკეთებს.

იკი
2

საკმაოდ ავტორიტეტული ექიმების აზრი მოვისმინეთ და ამ თემაზე ბევრი რამ წავიკითხეთ. რატომ აკავშირებთ ვაქცინის გაკეთების შიშს განათლებასთან? პირიქით, რაც მეტი ინფორმაცია მივიღე ვაქცინების თაობაზე, მით მეტი შიში გამიჩნდა - აცრამდე საფუძვლიანად უნდა იყოს შესწავლილი პაციენტის მდგომარეობა, ალერგიულობა, ანამნეზი და ა.შ. საქართველოში იქნება ამის საშუალება? თან მსოფლიოშია აღიარებული, რომ დნმ და რნმ ვაქცინები, გარკვეულწილად, საფრთხეს შეიცავს და თქვენ რატომ თვლით, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება. "მაღალი" და "დაბალი" განათლება აქ არაფერ შუაშია. ყველა საჯარო პირი განვითრებულ ქვეყნებში არჩევს ნეიტრალურ და ისეთ სიტყვებს, რაც ადამიანებს ნაკლებად გააღიზიანებს. თქვენ ამის გაკეტებაც არ შეგიძლიათ. ვიცი, რომ კარგი ალერგოლოგი ხართ, მაგრამ ბევრს ნუ აიღებთ თქვენს თავზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე 41% მყარ "არას" არ ამბობს, საჭიროა მეტი განათლება, ექიმების მიმართ ნდობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეკლესიის როლი" - კულუმბეგოვი

"კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე 41% მყარ "არას" არ ამბობს, საჭიროა მეტი განათლება, ექიმების მიმართ ნდობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეკლესიის როლი" - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმისთვის რომ საზოგადოების გარკვეულმა სეგმენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარი არ თქვას საჭიროა, მეტი განათლება, ასევე ექიმების, ქვეყნის პირველი პირებისა და ეკლესიის მაღალი ჩართულობა, რაც საზოგადოებაზე სარკისებურად აირეკლება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" კულუმბეგოვმა აღნიშნა, აუცილებელია კონსოლიდაცია, რათა ვაქცინაციის ნებაყოფლობითი არჩევანი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.

"ისრაელი, რომელიც თითქმის 40%-ს უახლოვდება აცრის თვალსაზრისით მაგალითია, ამიტომ ჩვენ ამ მხრივ ბევრ პოზიტიურ საკითხზე გვექნება სასაუბრო. თუმცა ერთი ნიშანდობლივი ამბავია, რომ ადამიანს რაც უფრო დაბალი განათლება აქვს, სასკოლოა ეს თუ სხვა, რითაც ჩვენი ქვეყანა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვერ დაიკვეხნის, ადამიანები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი და ადვილად ხდებიან სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ზეგავლენის ქვეშ. ამიტომ მეტი განათლება! მესმის ამის ბაზისს, ასე სწრაფად ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოების მეცნიერებისადმი ნდობა, საზოგადოების განათლების პირდაპირი მაჩვენებელია. ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ... 41% გარკვეულწილად მყარ არას არ ამბობს და თუ 20-30% დაემატება ამას დაახლოებით საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე მივაღწიოთ. ამიტომ მეტი განათლება, მეტი ინფორმირებულობა, მორალური მაგალითების ჩვენება, მთელმა მსოფლიომ ასე დაიწო. მაგალითად, ქვეყნის პირველი პირები იკეთებდნენ, პირველ რიგში, ამ ვაქცინას. იგივე ჩვენ ექიმებმა საზოგადოებას უნდა მივცეთ მაგალითები, რადგანაც აცრის პირველად ჯგუფებში ჩვენც შევდივართ. ამიტომ რაც უფრო იქნება ექიმების დამყოლობა, ექიმების მიმართ ნდობა, მერე ის საზოგადოებაშიც სარკისებურად აირეკლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - ეკლესიის როლი, შეხვედრები ბევრჯერ უნდა ჩაატაროს, განმარტებები მიიღოს. ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ ეს ნებაყოფლობითი არჩევანი ბევრმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. ჩვენ ახლა მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია გვჭირდება", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს. კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? - 41 %-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის. ამასთან, კვლევის თანახმად, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები და მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

"მამამისს წამლებით ვასულიერებთ, ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს" - ზაზა გახელაძის დედა

"შეზღუდვების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ, "მესამე ტალღაც" იქნება, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს" - კულუმბეგოვი

2021 წლის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსზე - "M ვექტორი" რეგისტრაცია დაიწყო