პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გ. ელიავას სახელობის  სადიაგნოსტიკო  ცენტრისა და ავტორიზებული აფთიაქის ფილიალი რუსთავში გაიხსნა
გ. ელიავას სახელობის  სადიაგნოსტიკო  ცენტრისა და ავტორიზებული აფთიაქის ფილიალი რუსთავში გაიხსნა

გ.ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის „ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის“ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრი - "დი­აგ­ნო­ზი 90” 1990 წელს და­არ­სდა და დღემ­დე უწყვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი დე­ვი­ზი იყო და არის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი, დრო­უ­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი, ეფექ­ტუ­რი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბა. ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცენ­ტრის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბამ და მომ­ხმა­რებ­ლის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ კმა­ყო­ფი­ლი და ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდა გა­ნა­პი­რო­ბა.

დღეს ცენ­ტრი მომ­სა­ხუ­რე­ბის არე­ალს აფარ­თო­ებს და ფი­ლი­ალს რუს­თავ­ში ხსნის.

სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრში სა­ჭი­რო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის, ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის და ექი­მის მიერ მი­ცე­მუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტებს ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ელი­ა­ვას სახ. ავ­ტო­რი­ზე­ბულ აფ­თი­აქ­ში შე­უძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნონ ელი­ა­ვას სახ. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პიო, ინ­ტეს­ტი, ფერ­სი­სი, სეს, ენკო და სტა­ფი­ლო­კო­კუ­რი ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი. ავ­ტო­რი­ზე­ბულ აფ­თი­აქ­ში, ექი­მის რე­ცეპტ­ზე დაყ­რდნო­ბით მზად­დე­ბა ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის რბი­ლი სამ­კურ­ნა­ლო ფორ­მე­ბიც: მა­ლა­მო და სან­თლე­ბი (სუ­პო­ზი­ტო­რი­ე­ბი). აფ­თი­აქ­ში, ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, პა­ცი­ენ­ტის­თვის მორ­გე­ბუ­ლი ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბაც. ყვე­ლა ფა­გურ პრო­დუქტზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ დამ­ზა­დე­ბუ­ლია ელი­ა­ვას სახ. ინ­სტი­ტუ­ტის ბა­ზა­ზე, რაც მის ხა­რისხსა და სან­დო­ო­ბას ხაზს უს­ვამს. გარ­და ამი­სა, აფ­თი­აქ­ში სხვა, ნე­ბის­მი­ე­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

მზარ­დი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის გამო, ამი­ე­რი­დან ელი­ა­ვას სახ. ინ­სტი­ტუ­ტში შექ­მნი­ლი ექ­ვსი ფა­გუ­რი თხი­ე­რი პრე­პა­რა­ტის, მა­ლა­მო­ე­ბი­სა და სან­თლე­ბის შე­ძე­ნა უკვე რუს­თავ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრის "დი­აგ­ნო­ზი 90-ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, აკა­დე­მი­კო­სი ინგა გი­ორ­გა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- მოგ­ვი­ყე­ვით დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შექ­მნის ის­ტო­რია. რო­გორ და­ი­წყეთ?

ელი­ა­ვას სახ. ინ­სტი­ტუ­ტში 1966 წლი­დან ვმუ­შა­ობ­დი, მეც­ნი­ერ–თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­დან და­ვი­წყე და ვირუ­სო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლიც ვი­ყა­ვი.

1990–იან წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რე­ბიც მძი­მე სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ. ამ პე­რი­ოდ­ში გა­დავ­წყვი­ტე გა­მო­სა­ვა­ლი მე­პო­ვა და ჩემს შვილ­თან, მი­ში­კო მეგ­რე­ლიშ­ვილ­თან ერ­თად და­მე­არ­სე­ბი­ნა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრი. სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო კვლე­ვე­ბი და ფა­გურ პრე­პა­რა­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ. ეს იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად შე­მო­იჭ­რა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბამ ემ­პი­რი­უ­ლად, კვლე­ვე­ბის გა­რე­შე და­ი­წყო. მა­ლე­ვე აღ­მოჩ­ნდა, რომ ჭარ­ბად და უკონ­ტრო­ლოდ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა უამ­რავ გარ­თუ­ლე­ბას, გვერ­დით მოვ­ლე­ნა­სა და რე­ზის­ტენ­ტო­ბა­საც იწ­ვევ­და. სწო­რედ ამ დროს მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უფრო აქ­ტი­უ­რად გვე­მუ­შა­ვა ისეთ ბი­ო­ლო­გი­ურ პრე­პა­რა­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მძი­მე, გვერ­დით ეფექ­ტებს არ გა­მო­იწ­ვევ­და და მხო­ლოდ მიზ­ნობ­რი­ვად იმოქ­მე­დებ­და.

- რო­მე­ლი იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი პრე­პა­რა­ტი?

- ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, პრე­პა­რატ „ინ­ტერ­ფე­რონ­თან“ კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ფა­გე­ბი გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. ასე­თი კომ­ბი­ნა­ცია ორი­ვე პრე­პა­რა­ტის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდას შე­უ­წყობ­და ხელს. ჩვენ მიერ მი­ღე­ბულ ნა­ერ­თს სან­თლე­ბი­სა და მა­ლა­მო­ე­ბის სახე მი­ვე­ცით. ეს პრე­პა­რა­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბის დროს წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

ჩვენ მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. ჩემს პარტნი­ო­რებ­თან, ნანა თო­ფუ­რი­ა­სა და ლია ტყე­მა­ლა­ძეს­თან ერ­თად, სა­მეც­ნი­ე­რო გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა დამ­წვრო­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის დროს გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ეფექ­ტუ­რი მა­ლა­მო შეგ­ვექ­მნა.

30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუტ­თან ერ­თად ახა­ლი ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი: ფერ­სი­სი, სეს და ენკო - ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი შევ­ქმე­ნით.

- რა მომ­სა­ხუ­რე­ბებს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრი?

- ჩვენ­თან მრა­ვალ­მხრი­ვი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა, კერ­ძოდ: კლი­ნი­კუ­რი, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ვირუ­სო­ლო­გი­უ­რი, იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი, სე­რო­ლო­გი­უ­რი, მო­ლე­კუ­ლუ­რი ანა­ლი­ზე­ბი. პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად სხვა­დას­ხვა კვლე­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტრში ყვე­ლა შე­საძ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გვყავს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცენ­ტრი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტის­თვის კლა­სი­კუ­რი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის მე­თო­დებ­საც ვი­ყე­ნებთ. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიკ­როს­კო­პუ­ლი კვლე­ვე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ის ნი­უ­ან­სე­ბი, რა­საც ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი მან­ქა­ნა ვერ იჭერს. ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ამ პრო­ცესს მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

უკა­ნას­კნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­ვი­წყეთ კო­ვიდ 19-ის PCR (პჯრ) ტეს­ტი­რე­ბა. ჩვენ­თან, კო­ვიდ 19-ის ტეს­ტი­რე­ბის სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი - ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის და პჯრ კვლე­ვა. პა­ცი­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ ანა­ლი­ზე­ბის სრულ სპექტრს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო გა­იდ­ლა­ი­ნით არის მო­წო­დე­ბუ­ლი.

- მოგ­ვი­ყე­ვით ზო­გა­დად ფა­გებ­ზე, რით არი­ან ეს ვირუ­სე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლი და რა­ტომ არის მათი გა­მო­ყე­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- ზო­გა­დად, ფა­გე­ბი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ინიშ­ნე­ბა. ფაგი არ არის პა­ნა­ცეა, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ის ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია. ჩვენ მას გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევთ მა­შინ, რო­დე­საც უკუჩ­ვე­ნე­ბაა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ან მისი მოქ­მე­დე­ბა არ არის ეფექ­ტუ­რი.

ფა­გე­ბი ადა­მი­ა­ნის სხვა­დას­ხვა სა­სი­ცო­ცხლო სის­ტე­მის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, მინ­და, გა­მოვ­ყო ჩვენს სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრში გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნი­სას, გი­ნე­კო­ლო­გე­ბი აქ­ტი­უ­რად ნიშ­ნა­ვენ აღ­ნიშ­ნულ კომ­ბი­ნი­რე­ბულ პრე­პა­რა­ტებს - ფა­გე­ბის შემ­ცველ სან­თლებს (სუ­პო­ზი­ტო­რი­ებს). უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ფა­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უსაფრ­თხოა რო­გორც ორ­სუ­ლო­ბის დროს, ისე ახალ­შო­ბი­ლე­ბის­თვის. ეს ფა­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის 100 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, ასე­ვე კარ­გი ეფექ­ტი გვაქვს პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი­სა და დამ­წვრო­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას.

- ფა­გე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბის დროს ინიშ­ნე­ბა?

- უპირ­ვე­ლე­სად, მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­მელ მიკ­რობ­თან გვაქვს საქ­მე. არის მიკ­რო­ბე­ბი, რო­მელ­თა ამო­თეს­ვი­სას ფა­გო­თე­რა­პია, რო­გორც მო­ნო­თე­რა­პია, სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია. თუმ­ცა, მა­გა­ლი­თად, სტრეპ­ტო­კო­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს ფა­გებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი წე­სით ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის და­ნიშ­ვნის რე­კო­მენ­და­ცი­ას ვიძ­ლე­ვით.

ზო­გა­დად, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის შე­დეგს მკურ­ნა­ლო­ბის დროს მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­ღებთ, რაც მათ მი­ნუ­სად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. თუმ­ცა, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფა­გე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ და ისი­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო­ნი არი­ან.

- რო­დის ხდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა?

- რო­გორც იცით, მზა სა­ხით ჩვენ ექ­ვსი ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტი გვაქვს. თუმ­ცა თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად დად­გინ­და, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რია - და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი რე­ზის­ტენ­ტუ­ლია (მდგრა­დია) არ­სე­ბუ­ლი ექ­ვსი ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტის მი­მართ, დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტის დამ­ზა­დე­ბის სა­კი­თხი, რომ­ლის ეფექ­ტუ­რო­ბა ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია.

ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მათი მი­ღე­ბა ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არაა. ექი­მი ანამ­ნე­ზის შეგ­რო­ვე­ბის და სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კის პი­რო­ბებ­ში პა­ცი­ენტს შე­სა­ბა­მის ფაგს ურ­ჩევს და ადექ­ვა­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას უნიშ­ნავს. პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას ელი­ა­ვას კონ­სორ­ცი­უმ­ში არ­სე­ბუ­ლი - ფა­გო­თე­რა­პი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი წარ­მარ­თავს. აქვე გე­ტყვით, რომ ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბობს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტურ შე­დე­გებს ეფუძ­ნე­ბა.

ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა და დო­ზე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვით, ასე­ვე, მისი ხან­გრძლი­ვო­ბით და სირ­თუ­ლით. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ფა­გურ პრე­პა­რა­ტებს, პა­ცი­ენ­ტის გარ­და მის ოჯა­ხის წევ­რებ­საც ვუ­ნიშ­ნავთ (მაგ. სალ­მო­ნე­ლო­ზი). ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით ენიშ­ნე­ბათ უმე­ტე­სად „ენკო ფაგი“ ან „ინ­ტეს­ტი ფაგი“.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზღვა­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ხში­რია ენ­ტე­რო­ვირუ­სე­ბი. კვლე­ვებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ ხში­რია მე­ო­რა­დი - ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი, ასეთ დრო­საც ფაგს ვნიშ­ნავთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით.

- ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­ში რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობთ?

ჩვენ­თან ცალ­კე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ლა­ბო­რა­ტო­რია ცხო­ვე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის. უკვე წლე­ბია, ზო­ო­პარკსა და სხვა­დას­ხვა ვე­ტე­რი­ნა­რულ ცენ­ტრთან წარ­მა­ტე­ბით ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ვიკ­ვლევთ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის თევზს. ასე­ვე, ვიკ­ვლევთ წყალს და ვად­გენთ მისი და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რისხს.

უახ­ლო­ეს ხან­ში ვგეგ­მავთ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის მი­ზე­ზის და ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრა­საც, რაც დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად გვევ­ლი­ნე­ბა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში Covid -19–ით გა­მოწ­ვე­ულ პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა, თუმ­ცა ჩვე­ნი სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობს, ავი­თა­რებს სხვა­დას­ხვა ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ხსნის ახალ ფი­ლი­ა­ლებს და და­უ­ღა­ლა­ვად ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე უცხო­ელ პა­ცი­ენ­ტებს.

ავტორი:

გ. ელიავას სახელობის  სადიაგნოსტიკო  ცენტრისა და ავტორიზებული აფთიაქის ფილიალი რუსთავში გაიხსნა

გ. ელიავას სახელობის  სადიაგნოსტიკო  ცენტრისა და ავტორიზებული აფთიაქის ფილიალი რუსთავში გაიხსნა

გ.ელიავას სახელობის „ბაქტერიოფაგის“ სადიაგნოსტიკო ცენტრი - ,,დიაგნოზი 90” 1990 წელს დაარსდა და დღემდე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ორგანიზაციის მთავარი დევიზი იყო და არის თანამედროვე სტანდარტებზე დამყარებული, დროული, ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი ფასებით მომსახურება. ათეული წლების განმავლობაში ცენტრის მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მუშაობამ და მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულებამ კმაყოფილი და ერთგული მომხმარებლების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა განაპირობა.

დღეს ცენტრი მომსახურების არეალს აფართოებს და ფილიალს რუსთავში ხსნის.

სადიაგნოსტიკო ცენტრში საჭირო კვლევების ჩატარების, ზუსტი დიაგნოსტირების და ექიმის მიერ მიცემული დანიშნულების შემდეგ, პაციენტებს ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ელიავას სახ. ავტორიზებულ აფთიაქში შეუძლიათ შეიძინონ ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პიო, ინტესტი, ფერსისი, სეს, ენკო და სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგები. ავტორიზებულ აფთიაქში, ექიმის რეცეპტზე დაყრდნობით მზადდება ბაქტერიოფაგების რბილი სამკურნალო ფორმებიც: მალამო და სანთლები (სუპოზიტორიები). აფთიაქში, ასევე, შესაძლებელია ინდივიდუალური, პაციენტისთვის მორგებული ფაგური პრეპარატების დამზადებაც. ყველა ფაგურ პროდუქტზე მითითებულია, რომ დამზადებულია ელიავას სახ. ინსტიტუტის ბაზაზე, რაც მის ხარისხსა და სანდოობას ხაზს უსვამს. გარდა ამისა, აფთიაქში სხვა, ნებისმიერი ფარმაცევტული პროდუქტიც ხელმისაწვდომია.

მზარდი მოთხოვნილების გამო, ამიერიდან ელიავას სახ. ინსტიტუტში შექმნილი ექვსი ფაგური თხიერი პრეპარატის, მალამოებისა და სანთლების შეძენა უკვე რუსთავშიც შესაძლებელი გახდა.

ცენტრის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ ბაქტერიოფაგის სადიაგნოსტიკო ცენტრის ,,დიაგნოზი 90-ის“ დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ინგა გიორგაძე გვესაუბრება.

- მოგვიყევით დიაგნოსტიკური ცენტრის შექმნის ისტორია. როგორ დაიწყეთ?

ელიავას სახ. ინსტიტუტში 1966 წლიდან ვმუშაობდი, მეცნიერ–თანამშრომლობიდან დავიწყე და ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელიც ვიყავი.

1990–იან წლებში, საქართველოში რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო და შესაბამისად, ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერებიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამ პერიოდში გადავწყვიტე გამოსავალი მეპოვა და ჩემს შვილთან, მიშიკო მეგრელიშვილთან ერთად დამეარსებინა სადიაგნოსტიკო ცენტრი. სადიაგნოსტიკო კვლევები და ფაგურ პრეპარატებზე მუშაობა დავიწყეთ. ეს იყო პერიოდი, როდესაც ანტიბიოტიკები ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად შემოიჭრა და მისი გამოყენება მოსახლეობამ ემპირიულად, კვლევების გარეშე დაიწყო. მალევე აღმოჩნდა, რომ ჭარბად და უკონტროლოდ ანტიბიოტიკების მიღება უამრავ გართულებას, გვერდით მოვლენასა და რეზისტენტობასაც იწვევდა. სწორედ ამ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო აქტიურად გვემუშავა ისეთ ბიოლოგიურ პრეპარატებზე, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მძიმე, გვერდით ეფექტებს არ გამოიწვევდა და მხოლოდ მიზნობრივად იმოქმედებდა.

- რომელი იყო თქვენი პირველი პრეპარატი?

- ჩვენ გადავწყვიტეთ, პრეპარატ „ინტერფერონთან“ კომბინაციაში ფაგები გამოგვეყენებინა. ასეთი კომბინაცია ორივე პრეპარატის ეფექტურობის გაზრდას შეუწყობდა ხელს. ჩვენ მიერ მიღებულ ნაერთს სანთლებისა და მალამოების სახე მივეცით. ეს პრეპარატები სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს წარმატებით გამოიყენებოდა.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სამედიცინო მომსახურების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ვიყოთ ორიენტირებულები. ჩემს პარტნიორებთან, ნანა თოფურიასა და ლია ტყემალაძესთან ერთად, სამეცნიერო გრანტების მოპოვებით, საშუალება მოგვეცა დამწვრობის ბაქტერიული გართულებების დროს გამოსაყენებელი ეფექტური მალამო შეგვექმნა.

30 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით და ლაბორატორიული დაკვირვებების საფუძველზე, ელიავას სახელობის ინსტიტუტთან ერთად ახალი ფაგური პრეპარატები: ფერსისი, სეს და ენკო - ბაქტერიოფაგები შევქმენით.

- რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებელს სადიაგნოსტიკო ცენტრი?

- ჩვენთან მრავალმხრივი ლაბორატორიული კვლევები ტარდება, კერძოდ: კლინიკური, მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, მოლეკულური ანალიზები. პაციენტებს ხშირად სხვადასხვა კვლევა ესაჭიროებათ, შესაბამისად, ცენტრში ყველა შესაძლო ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულების სპეციალისტი გვყავს.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, ჩვენ აბსოლუტური სიზუსტისთვის კლასიკური მიკრობიოლოგიის მეთოდებსაც ვიყენებთ. ინდივიდუალური მიკროსკოპული კვლევები საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ის ნიუანსები, რასაც ავტომატიზებული მანქანა ვერ იჭერს. ლაბორატორიაში ამ პროცესს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად ახორციელებენ.

უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, დავიწყეთ კოვიდ 19-ის PCR (პჯრ) ტესტირება. ჩვენთან, კოვიდ 19-ის ტესტირების სრული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი - ანტიგენზე დამყარებული, ანტისხეულების და პჯრ კვლევა. პაციენტებს ვთავაზობთ ანალიზების სრულ სპექტრს, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო გაიდლაინით არის მოწოდებული.

- მოგვიყევით ზოგადად ფაგებზე, რით არიან ეს ვირუსები გამორჩეული და რატომ არის მათი გამოყენება მნიშვნელოვანი?

- ზოგადად, ფაგები ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგოდ ინიშნება. ფაგი არ არის პანაცეა, მაგრამ კონკრეტული მიზნებისთვის ის ძალიან ეფექტურია. ჩვენ მას განსაკუთრებულ რეკომენდაციას ვუწევთ მაშინ, როდესაც უკუჩვენებაა ანტიბიოტიკების გამოყენება ან მისი მოქმედება არ არის ეფექტური.

ფაგები ადამიანის სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემის ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ გამოიყენება. მაგალითად, მინდა, გამოვყო ჩვენს სადიაგნოსტიკო ცენტრში გინეკოლოგიური კვლევების მრავალფეროვნება. პრობლემის აღმოჩენისას, გინეკოლოგები აქტიურად ნიშნავენ აღნიშნულ კომბინირებულ პრეპარატებს - ფაგების შემცველ სანთლებს (სუპოზიტორიებს). უნდა აღინიშნოს, რომ ფაგების გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის დროს, ისე ახალშობილებისთვის. ეს ფაგების გამოყენების 100 წლიანი ისტორიით არის დადასტურებული.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფაგური პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია ქრონიკული დაავადებების დროს, ასევე კარგი ეფექტი გვაქვს პოსტოპერაციული ჭრილობებისა და დამწვრობების მკურნალობისას.

- ფაგები ნებისმიერი ბაქტერიული ინფექციის არსებობის დროს ინიშნება?

- უპირველესად, მნიშვნელობა აქვს რომელ მიკრობთან გვაქვს საქმე. არის მიკრობები, რომელთა ამოთესვისას ფაგოთერაპია, როგორც მონოთერაპია, საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, მაგალითად, სტრეპტოკოკული ინფექციის დროს ფაგებთან კომბინაციაში აუცილებელი წესით ანტიბიოტიკების დანიშვნის რეკომენდაციას ვიძლევით.

ზოგადად, ფაგური პრეპარატების შედეგს მკურნალობის დროს მოგვიანებით ვიღებთ, რაც მათ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ფაგები მიზანმიმართულად მოქმედებენ და ისინი ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხონი არიან.

- როდის ხდება ინდივიდუალური პრეპარატების დამზადება?

- როგორც იცით, მზა სახით ჩვენ ექვსი ფაგური პრეპარატი გვაქვს. თუმცა თუ ლაბორატორიულად დადგინდა, რომ იდენტიფიცირებული ბაქტერია - დაავადების გამომწვევი რეზისტენტულია (მდგრადია) არსებული ექვსი ფაგური პრეპარატის მიმართ, დღის წესრიგში დგება ინდივიდუალური ფაგური პრეპარატის დამზადების საკითხი, რომლის ეფექტურობა ინფექციის გამომწვევი მიკრობის მიმართ განსაკუთრებით მაღალია.

ფაგური პრეპარატების უვნებლობის მიუხედავად, მათი მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არაა. ექიმი ანამნეზის შეგროვების და სწორი დიაგნოსტიკის პირობებში პაციენტს შესაბამის ფაგს ურჩევს და ადექვატურ მკურნალობას უნიშნავს. პაციენტების მკურნალობას ელიავას კონსორციუმში არსებული - ფაგოთერაპიის სამედიცინო ცენტრი წარმართავს. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე არსებობს შემუშავებული გაიდლაინები, რომლებიც წლების განმავლობაში მკურნალობის ეფექტურ შედეგებს ეფუძნება.

ფაგური პრეპარატებით მკურნალობა და დოზები განისაზღვრება დაავადების გამომწვევით, ასევე, მისი ხანგრძლივობით და სირთულით. არის შემთხვევები, როდესაც ფაგურ პრეპარატებს, პაციენტის გარდა მის ოჯახის წევრებსაც ვუნიშნავთ (მაგ. სალმონელოზი). ასეთ შემთხვევაში, პროფილაქტიკის მიზნით ენიშნებათ უმეტესად „ენკო ფაგი“ ან „ინტესტი ფაგი“.

როგორც მოგეხსენებათ, ზღვაზე მოგზაურობისას ხშირია ენტეროვირუსები. კვლევებმა გვიჩვენა, რომ ვირუსული ინფექციის შემდეგ ხშირია მეორადი - ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი, ასეთ დროსაც ფაგს ვნიშნავთ პროფილაქტიკის მიზნით.

- ვეტერინარიაში რა მიმართულებით მუშაობთ?

ჩვენთან ცალკე ფუნქციონირებს ლაბორატორია ცხოველების დაავადებების დიაგნოსტირებისთვის. უკვე წლებია, ზოოპარკსა და სხვადასხვა ვეტერინარულ ცენტრთან წარმატებით ვთანამშრომლობთ. ვიკვლევთ სხვადასხვა სახეობის თევზს. ასევე, ვიკვლევთ წყალს და ვადგენთ მისი დაბინძურების ხარისხს.

უახლოეს ხანში ვგეგმავთ საკვები პროდუქტების დაბინძურების მიზეზის და ხარისხის განსაზღვრასაც, რაც დღევანდელ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად გვევლინება.

ბოლო პერიოდში Covid -19–ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა გაჩნდა, თუმცა ჩვენი სადიაგნოსტიკო ცენტრი შეუფერხებლად მუშაობს, ავითარებს სხვადასხვა ახალ მიმართულებას, ხსნის ახალ ფილიალებს და დაუღალავად ემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელ პაციენტებს.

27 იანვარს "Fuckup Nights საქართველო“ გაიმართება

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა თამბაქოს მოწევას თავს ანებებ

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა