სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო
აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

აშშ-ში პრე­ზი­დენ­ტის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია უკვე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბაც მთლი­ა­ნად თეთ­რი სახ­ლის ახა­ლი ბი­ნად­რე­ბის­კე­ნაა მი­პყრო­ბი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას კი პირ­ვე­ლი ქალი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კა­მა­ლა ჰა­რი­სი და მისი მე­უღ­ლე დაგ ემჰო­ფი იპყრო­ბენ.

"აი, რო­გო­რი უნდა იყოს ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი“, "ასეთ კაცს ყვე­ლა ვიმ­სა­ხუ­რებთ“, "ნუთუ ის ნამ­დვი­ლია?!“ - ამ და მსგავ­სი ში­ნა­არ­სის არა­ერთ ფრა­ზას წა­ა­წყდე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დაგ ემჰო­ფის შე­ფა­სე­ბი­სას.

ის არის აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი კაცი, რო­მელ­მაც "მე­ო­რე ჯენტლმე­ნის“ სტა­ტუ­სი მი­ი­ღო, ანუ რო­გორც მას უწო­დე­ბენ, დაგი პირ­ვე­ლი "მე­ო­რე ჯენტლმე­ნია".

და მა­ინც, ვინ არის დაგ ემჰო­ფი, რომ­ლის ქა­რიზ­მა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­ნუს­ხა?

აშშ-ის პირ­ვე­ლი ქალი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, კა­მა­ლა ჰა­რი­სის მე­უღ­ლე წარ­მო­შო­ბით ებ­რა­ე­ლია. ის 1964 წელს ბრუკ­ლინ­ში და­ი­ბა­და. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის 30-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

თეთ­რი სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მე­ო­რე ჯენტლმე­ნის სტა­ტუ­სი მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ა­ნი­ჭა და "ტვი­ტერ­ზე“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დიც შექ­მნა სა­ხე­ლად - @SecondGentleman

მე ვხვდე­ბი, რომ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ ამ სტა­ტუ­სით და მსურს, რომ არ ვიყო უკა­ნას­კნე­ლი. მინ­და მა­გა­ლი­თი ვიყო მათ­თვის, ვინც მო­მა­ვალ­ში მსგავს პო­ზი­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა

ამ­ბობს ემჰო­ფი, რო­მელ­საც "ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის" ახ­დე­ნის ერთ-ერთ მა­გა­ლითს უწო­დე­ბენ. ის ებ­რა­ე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, აშშ-ში უმ­ცი­რე­სო­ბაა, ამი­ტო­მაც, აი რას ამ­ბო­ბენ მის შე­სა­ხებ:

"დაგი არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რა არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იდე­ა­ლე­ბი და რაზე დგას ეს ქვე­ყა­ნა. ის არის მა­გა­ლი­თი, რომ უმ­ცი­რე­სო­ბებს შე­უძ­ლი­ათ მი­აღ­წი­ონ მსგავს პო­ზი­ცი­ა­ზე“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ჟოელ გოლ­დშტე­ი­ნი.

ემჰო­ფი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იუ­რის­ტია და აქვს სა­კუ­თა­რი იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მა ლოს ან­ჯე­ლეს­ში, ასე­ვე ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და.

მე­ო­რე ჯენტლმე­ნი ამ­ბობს, რომ გეგ­მავს იუ­რი­დი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას და ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის კი­დევ უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი სის­ტე­მის შექ­მნას. პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ლონს ბე­ი­ლი ამ­ბობს, რომ ემჰოფს ბევ­რი უნა­რი აქვს, რო­მე­ლიც თეთრმა სახ­ლმა სტრა­ტე­გი­უ­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს.

"მას აქვს ად­ვო­კატ­თა ძა­ლი­ან დიდი ქსე­ლი, ასე­ვე აქვს კავ­ში­რე­ბი გა­სარ­თობ და ბიზ­ნეს-წრე­ებ­ში. ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ გაგ­ზავ­ნოთ ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, ყველ­გან ჰყავს კონ­ტაქ­ტე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი აქვს საქ­მე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შე­მობ­რუ­ნე­ბის“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

• კა­მა­ლა და დაგი - ბედ­ნი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი წყვი­ლის მა­გა­ლი­თი

კა­მა­ლა ჰა­რი­სი და დაგ ემჰო­ფი არი­ან მა­გა­ლი­თე­ბი იმი­სა, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი წყვი­ლი. და­გის მხარ­და­ჭე­რა ცო­ლი­სად­მი შე­სამ­ჩნე­ვია. ის ერ­თგვა­რი მა­გა­ლი­თია, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­მა­კაც­მა მხა­რი და­უ­ჭი­როს საყ­ვა­რელ ქალს და ხელი შე­უ­წყოს კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

და­გის­თვის კა­მა­ლას­თან ქორ­წი­ნე­ბა მე­ო­რეა. პირ­ვე­ლად ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ნი მა­კინ­ზე და მათ 16-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აკავ­ში­რებ­დათ. წყვილს ორი შვი­ლი - კო­უ­ლი და ელა ჰყავს. კა­მა­ლა­ზე ემჰო­ფი 2014 წელს და­ქორ­წინ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კო­უ­ლი­სა და ელას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კა­მა­ლა ჰა­რი­სი­სად­მი. მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ და დე­დი­ნაც­ვალს მეტ­სა­ხე­ლად Momala-ს ეძა­ხი­ან.

აშშ-ის მე­ო­რე ჯენტლმე­ნი კა­მა­ლას­თან და თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად
"ჩვენ შევ­ხვდით, სი­გი­ჟემ­დე შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, დავ­ქორ­წინ­დით და მას შემ­დეგ ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობთ", - ამ­ბობს ემჰო­ფი.

ემჰო­ფი და კა­მა­ლა ერ­თმა­ნეთს ე.წ. ბრმა პა­ე­მან­ზე შეხ­ვდნენ. ისი­ნი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა გა­აც­ნო ერ­თმა­ნეთს. კა­მა­ლამ ცხა­დია, იცო­და პა­ე­მან­ზე რომ მი­დი­ო­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რა, რომ და­გის სა­ხე­ლი და გვა­რი მას­თან შეხ­ვედ­რამ­დე "და­გუ­გ­ლა" და მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძია. ერ­თმა­ნეთ­ზე პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­სას მო­ახ­დი­ნეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. შეხ­ვედ­რი­დან მე­ო­რე დღეს კი ემჰოფ­მა კა­მა­ლას შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა: "მე შენ მარ­თლა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნე“, - წერ­და ის.

ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე, 2014 წლის 27 მარტს წყვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. ემჰოფ­მა ხელი საყ­ვა­რელ ქალს რო­მან­ტი­კუ­ლად სთხო­ვა, ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი მუხ­ლზე და­ჩო­ქილ­მა გა­უ­კე­თა.

ეს ფოტო დაგ­მა "ტვი­ტერ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით - მო­მენ­ტი, როცა ოფის­ში ტე­ლე­ვი­ზორ­თან ჩა­ი­ა­რე და აღ­მო­ა­ჩი­ნე, რომ შენი ცოლი ლა­პა­რა­კობს

ნიშ­ნო­ბი­დან მა­ლე­ვე, 4 თვე­ში და­ქორ­წინ­დნენ, და­დეს ტრა­დი­ცი­უ­ლი ფი­ციც და ქორ­წი­ნე­ბას არც უძ­ვე­ლე­სი ებ­რა­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის გა­რე­შე ჩა­უვ­ლია, რაც ჭი­ქის გა­ტეხ­ვას გუ­ლის­ხმობს.

• მე­ო­რე ჯენტლმე­ნი და მისი გა­ტა­ცე­ბე­ბი

დაგ ემჰოფს არა­ერ­თი გა­ტა­ცე­ბა აქვს. Vogue-ის თა­ნახ­მად, უყ­ვარს გოლ­ფი და ასე­ვე ფენ­ტე­ზი ფეხ­ბურ­თი (ერ­თგვა­რი ონ­ლა­ინ თა­მა­ში), სა­დაც ჰყავს თა­ვი­სი გუნ­დი სა­ხე­ლად "ნირ­ვა­ნა". უყ­ვარს ცეკ­ვა. ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის და­უ­ვი­წყა­რია მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცეკ­ვა 2019 წელს სან ფრან­ცის­კოს პრა­იდ­ზე.

გარ­და ამი­სა, და­გის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მზა­რე­უ­ლო­ბაა და ხში­რად ამ­ზა­დებს ცო­ლის საყ­ვა­რელ საჭ­მე­ლებს და ამ­ბობს რომ ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი ხელი აქვს. სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის გამო ამე­რი­კე­ლი ქა­ლე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა დაგ ემჰოფს "ოც­ნე­ბის კაცი" უწო­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით

2

ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის და­უ­ვი­წყა­რია მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცეკ­ვა 2019 წელს სან ფრან­ცის­კოს პრა­იდ­ზე.... მოკლედ, ჩემი ხმა ტრადიციულ ტრამპს!

გელა
22

ჯო ბაიდენს რომ ვუყურებ დიდი შანსია რომ კამალას ამერიკის პრეზიდენტობა მოუწევს.

ავტორი:

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

აშშ-ში პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია უკვე აქტიურად მუშაობს და მსოფლიო მედიის ყურადღებაც მთლიანად თეთრი სახლის ახალი ბინადრებისკენაა მიპყრობილი. განსაკუთრებულ ყურადღებას კი პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე დაგ ემჰოფი იპყრობენ.

"აი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი“, "ასეთ კაცს ყველა ვიმსახურებთ“, "ნუთუ ის ნამდვილია?!“ - ამ და მსგავსი შინაარსის არაერთ ფრაზას წააწყდებით სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან დაგ ემჰოფის შეფასებისას.

ის არის აშშ-ის ისტორიაში პირველი კაცი, რომელმაც "მეორე ჯენტლმენის“ სტატუსი მიიღო, ანუ როგორც მას უწოდებენ, დაგი პირველი "მეორე ჯენტლმენია".

და მაინც, ვინ არის დაგ ემჰოფი, რომლის ქარიზმამაც საზოგადოების დიდი ნაწილი მონუსხა?

აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მეუღლე წარმოშობით ებრაელია. ის 1964 წელს ბრუკლინში დაიბადა. პროფესიით იურისტია და წარმატებული იურიდიული საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მეორე ჯენტლმენის სტატუსი მას ოფიციალურად მიანიჭა და "ტვიტერზე“ ოფიციალური გვერდიც შექმნა სახელად - @SecondGentleman

მე ვხვდები, რომ პირველი ადამიანი ვარ ამ სტატუსით და მსურს, რომ არ ვიყო უკანასკნელი. მინდა მაგალითი ვიყო მათთვის, ვინც მომავალში მსგავს პოზიციაზე იქნება

ამბობს ემჰოფი, რომელსაც "ამერიკული ოცნების" ახდენის ერთ-ერთ მაგალითს უწოდებენ. ის ებრაელია, შესაბამისად, აშშ-ში უმცირესობაა, ამიტომაც, აი რას ამბობენ მის შესახებ:

"დაგი არის მაგალითი იმისა, თუ რა არის ამერიკის შეერთებული შტატების იდეალები და რაზე დგას ეს ქვეყანა. ის არის მაგალითი, რომ უმცირესობებს შეუძლიათ მიაღწიონ მსგავს პოზიციაზე“, - ამბობს პროფესორი ჟოელ გოლდშტეინი.

ემჰოფი წარმატებული იურისტია და აქვს საკუთარი იურიდიული ფირმა ლოს ანჯელესში, ასევე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

მეორე ჯენტლმენი ამბობს, რომ გეგმავს იურიდიული რეფორმების გატარებას და ამერიკელებისთვის კიდევ უფრო სამართლიანი სისტემის შექმნას. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ლონს ბეილი ამბობს, რომ ემჰოფს ბევრი უნარი აქვს, რომელიც თეთრმა სახლმა სტრატეგიულად უნდა გამოიყენოს.

"მას აქვს ადვოკატთა ძალიან დიდი ქსელი, ასევე აქვს კავშირები გასართობ და ბიზნეს-წრეებში. ის არის ადამიანი, რომელიც შეგიძლიათ გაგზავნოთ ნებისმიერ ადგილას, ყველგან ჰყავს კონტაქტები და განსაკუთრებული უნარები აქვს საქმეების სასარგებლოდ შემობრუნების“, - ამბობს პროფესორი.

• კამალა და დაგი - ბედნიერი და წარმატებული წყვილის მაგალითი

კამალა ჰარისი და დაგ ემჰოფი არიან მაგალითები იმისა, თუ როგორ გამოიყურება წარმატებული წყვილი. დაგის მხარდაჭერა ცოლისადმი შესამჩნევია. ის ერთგვარი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მამაკაცმა მხარი დაუჭიროს საყვარელ ქალს და ხელი შეუწყოს კარიერული წარმატების მიღწევაში.

დაგისთვის კამალასთან ქორწინება მეორეა. პირველად ის დაქორწინებული იყო ნი მაკინზე და მათ 16-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდათ. წყვილს ორი შვილი - კოული და ელა ჰყავს. კამალაზე ემჰოფი 2014 წელს დაქორწინდა.

აღსანიშნავია კოულისა და ელას დამოკიდებულება კამალა ჰარისისადმი. მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და დედინაცვალს მეტსახელად Momala-ს ეძახიან.

აშშ-ის მეორე ჯენტლმენი კამალასთან და თავის შვილებთან ერთად
"ჩვენ შევხვდით, სიგიჟემდე შეგვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით და მას შემდეგ ბედნიერად ვცხოვრობთ", - ამბობს ემჰოფი.

ემჰოფი და კამალა ერთმანეთს ე.წ. ბრმა პაემანზე შეხვდნენ. ისინი საერთო მეგობარმა გააცნო ერთმანეთს. კამალამ ცხადია, იცოდა პაემანზე რომ მიდიოდა და მოგვიანებით აღიარა, რომ დაგის სახელი და გვარი მასთან შეხვედრამდე "დაგუგლა" და მის შესახებ ინფორმაცია მოიძია. ერთმანეთზე პირველივე შეხვედრისას მოახდინეს შთაბეჭდილება. შეხვედრიდან მეორე დღეს კი ემჰოფმა კამალას შეტყობინება გაუგზავნა: "მე შენ მართლა ძალიან მომეწონე“, - წერდა ის.

ურთიერთობის დაწყებიდან მალევე, 2014 წლის 27 მარტს წყვილი დაინიშნა. ემჰოფმა ხელი საყვარელ ქალს რომანტიკულად სთხოვა, ბრილიანტის ბეჭედი მუხლზე დაჩოქილმა გაუკეთა.

ეს ფოტო დაგმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა წარწერით - მომენტი, როცა ოფისში ტელევიზორთან ჩაიარე და აღმოაჩინე, რომ შენი ცოლი ლაპარაკობს

ნიშნობიდან მალევე, 4 თვეში დაქორწინდნენ, დადეს ტრადიციული ფიციც და ქორწინებას არც უძველესი ებრაული ტრადიციის გარეშე ჩაუვლია, რაც ჭიქის გატეხვას გულისხმობს.

• მეორე ჯენტლმენი და მისი გატაცებები

დაგ ემჰოფს არაერთი გატაცება აქვს. Vogue-ის თანახმად, უყვარს გოლფი და ასევე ფენტეზი ფეხბურთი (ერთგვარი ონლაინ თამაში), სადაც ჰყავს თავისი გუნდი სახელად "ნირვანა". უყვარს ცეკვა. ამერიკელებისთვის დაუვიწყარია მისი სექსუალური ცეკვა 2019 წელს სან ფრანცისკოს პრაიდზე.

Spreading love and dad dance moves for #SFPride2019 @douglasemhoff @KamalaHarris pic.twitter.com/3GheLCKJnx
— Anne Moriarity (@annemoriarity) June 30, 2019

გარდა ამისა, დაგის საყვარელი საქმიანობა მზარეულობაა და ხშირად ამზადებს ცოლის საყვარელ საჭმელებს და ამბობს რომ ძალიან გემრიელი ხელი აქვს. სწორედ ამ ყველაფრის გამო ამერიკელი ქალების დიდმა ნაწილმა დაგ ემჰოფს "ოცნების კაცი" უწოდა.