მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა
"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს პირი, რო­მელ­მაც აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტატს, ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილს თავ­ზე ნა­გა­ვი და­ა­ყა­რა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ფან­გა­ნი დევ­ნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

აღ­ნიშ­ნულს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ზო­გი­ერ­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ეხ­მი­ა­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი ნიკა მე­ლია წერს რომ ის­ტო­რი­ას ყვე­ლა­ფერს თა­ვის სა­ხელს და­არ­ქმევს.

"ვინც დღეს ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლის­თვის ნაგ­ვის დამ­ყრელ ირაკ­ლი ფან­გა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბას ამარ­თლებთ, XVI სა­უ­კუ­ნე­ში რომ გე­ცხოვ­რათ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­თხოვ­დით იმ სა­ჩი­ნო ბა­რა­თაშ­ვი­ლის დას­ჯას, რო­მელ­მაც კლდი­დან გა­და­აგ­დო მო­ღა­ლა­ტე კა­ხა­ბერ ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი,.მაგ­რამ თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე­ებ­მაც და შთა­მო­მავ­ლო­ბა­მაც სა­ჩი­ნო ბა­რა­თაშ­ვი­ლი გმი­რად შე­რა­ცხა, მის მიერ კლდი­დან გა­დაგ­დე­ბუ­ლი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი კი დღემ­დე ღა­ლა­ტის სიმ­ბო­ლოა!

გა­და­მე­ტე­ბუ­ლი რის­ხვა ჩემს თავ­ზეც მაქვს გა­მოც­დი­ლი, რო­გორ ითხოვ­და ბევ­რი 20 ივ­ნი­სის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდე­ბის თვა­ლე­ბის დამ­თხრე­ლე­ბის ნაც­ვლად ჩემს და­ჭე­რას. ხში­რად გვა­ღი­ზი­ა­ნებს ფორ­მა და ვი­ვი­წყებთ არსს! საქ­მის არსი კი ისაა, რომ ბა­ტო­ნი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი ჯერ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის სი­ა­ში ბრძან­დე­ბო­და, შემ­დეგ ბო­ი­კოტს უჭერ­და მხარს, უზე­ნა­ეს საბ­ჭო­ში არ­შეს­ვლის მე­მო­რან­დუმ­საც მო­ა­წე­რა ხელი, შემ­დეგ კი, გა­ვარ­და და ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად საბ­ჭო­ში შე­ვარ­და და მო­კა­ლათ­და.დიახ, ბა­ტო­ნი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი არა­ვის გა­ახ­სენ­დე­ბო­და, თა­ვი­დან­ვე რომ შე­სუ­ლი­ყო.

ახლა კი, რა ქნა? იმ ხალ­ხის მიერ და­ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე მი­ვი­და, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქუ­ჩა­შია გა­მო­სუ­ლი საპ­რო­ტეს­ტოდ. მი­ვი­და და სამ­წუ­ხა­როდ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად აკ­რი­ტი­კებ­და იმ ნა­ცებს, ვისი წყა­ლო­ბი­თაც იმ საბ­ჭო­ში შეძ­ვრა. დიახ, ბა­ტო­ნე­ბო, ჩავ­ლე­იშ­ვილ­მა უღა­ლა­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ოპო­ზი­ცი­ას, შემ­დეგ კი თა­ვი­სი თა­ვის გა­სა­მარ­თლებ­ლად, პრო­ვო­კა­ტო­რო­ბა­საც მიჰ­ყო ხელი და ახალ­გაზ­რდა გა­მო­იწ­ვია.ახალ­გაზ­რდამ ბევ­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მით გას­ცა პა­სუ­ხი და თქვენც არ და­ა­ხა­ნეთ, მთე­ლი რის­ხვა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ჩავ­ლე­იშ­ვილს კი არა, მას და­ა­ტე­ხეთ და ხელ-ფეხი გა­უხ­სე­ნით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მის და­სა­ჭე­რად!

დიახ, თქვენ და­ი­ჭი­რეთ ფან­გა­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­თან ერ­თად. ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰგო­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ვა. მაგ­რამ ერთი გვახ­სოვ­დეს, მალე ქარ­თვე­ლი ერი ურ­ნას არა, სა­ერ­თოდ ის­ტო­რი­ის სა­ნაგ­ვე­ზე მო­გის­ვრით და ვე­ღა­რა­ვის და­ი­ჭერთ!

ის­ტო­რია კი ყვე­ლა­ფერს თა­ვის სა­ხელს და­არ­ქმევს - ჩავ­ლე­იშ­ვილს მედ­რო­ვედ, მან­და­ტის ხა­მად მო­იხ­სე­ნი­ებს, და­ჭე­რილ ფან­განს - გაბ­რა­ზე­ბულ, აღ­შფო­თე­ბულ, გუ­ლან­თე­ბულ ახალ­გაზ­რდად, რო­მელ­საც ზო­მი­ე­რე­ბამ უღა­ლა­ტა პრო­ტეს­ტის ფორ­მის შერ­ჩე­ვი­სას", - წერს ნიკა მე­ლია.

ფან­გა­ნის და­კა­ვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­აც და ყო­ვე­ლი­ვე შერ­ცე­ვით სა­მარ­თალს უწო­დებს:

"ჩვენ რა პრო­ტეს­ტის ფორ­მას შე­ვარ­ჩევთ ერთი სა­კი­თხია, კრი­ტი­კაც მო­სუ­ლა და კა­მა­თიც ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ ამ ბი­ჭის და­ჭე­რა არის შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა" - წერს ხოშ­ტა­რია.

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცა
355

ესეიგი თქვენთვის მისაღები ა ეს საქციელი, როგორც მისაღები იყო ოპოზიციის აქციაზე შავი ჯიპებითნაცებმა ცეროფნებით ფეკალიები მიაყარეს . ეტყობა ეს პარტია ასეთ ვაჟკაცური საქციელითაა დაკავებული. ოპოზიციაში იქნება თუ მთავრობაში ასეთი ხელწერა ექნებათ. სირცხვილია უბრალოდ ამათ რომ მთავრობაში უნდათ მოსვლა. არ უნდა აგოს პასუხი ამის გამკეთებელმა?

გია
255

ნაც. მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის შემართება სახეზეა....ციხეზე კი მათი სტრატეგიისა და ტაქთიკის შემსრულებელი და სულისჩამგმელი ყავარჯნიანი მამაკაცია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ფანგანი დევნის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულს სოციალურ ქსელებში ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეხმიანება. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია წერს რომ ისტორიას ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

"ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, XVI საუკუნეში რომ გეცხოვრათ აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი,.მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თანამედროვეებმაც და შთამომავლობამაც საჩინო ბარათაშვილი გმირად შერაცხა, მის მიერ კლდიდან გადაგდებული ყორღანაშვილი კი დღემდე ღალატის სიმბოლოა!

გადამეტებული რისხვა ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი, როგორ ითხოვდა ბევრი 20 ივნისის შემდეგ ახალგაზრდების თვალების დამთხრელების ნაცვლად ჩემს დაჭერას. ხშირად გვაღიზიანებს ფორმა და ვივიწყებთ არსს! საქმის არსი კი ისაა, რომ ბატონი ჩავლეიშვილი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის სიაში ბრძანდებოდა, შემდეგ ბოიკოტს უჭერდა მხარს, უზენაეს საბჭოში არშესვლის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, შემდეგ კი, გავარდა და ამ ყველაფრის მიუხედავად საბჭოში შევარდა და მოკალათდა.დიახ, ბატონი ჩავლეიშვილი არავის გაახსენდებოდა, თავიდანვე რომ შესულიყო.

ახლა კი, რა ქნა? იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა, რომელიც არჩევნების შემდეგ ქუჩაშია გამოსული საპროტესტოდ. მივიდა და სამწუხაროდ პროვოკაციულად აკრიტიკებდა იმ ნაცებს, ვისი წყალობითაც იმ საბჭოში შეძვრა. დიახ, ბატონებო, ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი თავისი თავის გასამართლებლად, პროვოკატორობასაც მიჰყო ხელი და ახალგაზრდა გამოიწვია.ახალგაზრდამ ბევრისთვის მიუღებელი ფორმით გასცა პასუხი და თქვენც არ დაახანეთ, მთელი რისხვა არაკეთილსინდისიერ ჩავლეიშვილს კი არა, მას დაატეხეთ და ხელ-ფეხი გაუხსენით ხელისუფლებას მის დასაჭერად!

დიახ, თქვენ დაიჭირეთ ფანგანი ივანიშვილის რეჟიმთან ერთად. ოცნების ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს ყველაფერი გაუვა. მაგრამ ერთი გვახსოვდეს, მალე ქართველი ერი ურნას არა, საერთოდ ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ!

ისტორია კი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს - ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს - გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას", - წერს ნიკა მელია.

ფანგანის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება ელენე ხოშტარიაც და ყოველივე შერცევით სამართალს უწოდებს:

"ჩვენ რა პროტესტის ფორმას შევარჩევთ ერთი საკითხია, კრიტიკაც მოსულა და კამათიც ამ თემაზე, მაგრამ ამ ბიჭის დაჭერა არის შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა" - წერს ხოშტარია.

"პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მათ შეეძლოთ" - თეა წულუკიანი გუშინდელ მოვლენებზე

"ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ - დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა" - პრემიერი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი