სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ
კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია დას­რულ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი მზი­ურ­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აუ­დი­ტო­რი­ებ­ში აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბა.

მათ, მთავ­რო­ბის წევ­რებს სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე შე­ზღუდ­ვის მო­სახ­სნე­ლად 48 სა­ა­თი მის­ცეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ერთ-ერთ შე­საძ­ლებ­ლო­ბად სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის პი­კე­ტი­რე­ბა და­ა­სა­ხე­ლეს.

"ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბის გახ­სნა, იმ უტო­პი­უ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა, რო­მე­ლიც ყვე­ლას აზა­რა­ლებს. ახლა ვმუ­შა­ობთ იმ სა­კი­თხზე, თუ რა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ შე­ის­მი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი. პი­კე­ტი­რე­ბა ერთ-ერთ ვერ­სი­ად გა­ნი­ხი­ლე­ბა და 48 სა­ათ­ში და­ა­ნონსდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი”, - აღ­ნიშ­ნა აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გეგა სა­ლუქ­ვა­ძემ.

დღეს გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი და სნო­უ­ბორ­დის­ტე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ, კომ­პა­ნია "ტრა­ფი­კტრა­ვე­ლის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ცოტ­ნე ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ხალ­ხი” სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებს არ სტუმ­რობს.

"მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ის ხალ­ხი რო­მე­ლიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს გუ­და­ურ­ში ნამ­ყო­ფი არ არის და ად­გი­ლობ­რივ სპე­ცი­ფი­კას არ იც­ნობს. გუ­და­ურ­ში სა­ბა­გი­რო­ებ­ზე შე­საძ­ლოა ხალ­ხის გან­თავ­სე­ბა ისე, რომ ხალ­ხს შო­რის ახლო დის­ტან­ცი­რე­ბა არ მოხ­დეს. თითო ექ­ვსად­გი­ლი­ან სკამ­ზე დაჯ­დეს ორი კაცი და ასე იმუ­შა­ოს სა­ბა­გი­რო­ებ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა რეს­ტორ­ნებს, ყვე­ლა რეს­ტო­რანს აქვს გარე სივ­რცე, სა­დაც შე­საძ­ლოა მა­გი­დე­ბი და­იდ­გას დის­ტან­ცი­ის დაც­ვით და ადა­მი­ა­ნე­ბი გან­თავ­სდნენ ისე, რომ არ წარ­მო­ად­გენ­დნენ საფრ­თხეს სხვა ხალ­ხის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნე ჯა­ფა­რი­ძემ.

აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ასე­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

"ასე­თი ღრმა კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში სტან­დარ­ტუ­ლი, ხის­ტი შე­ზღუდ­ვე­ბის პო­ლი­ტი­კა არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი და სა­ჭი­როა, გო­ნივ­რუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, გო­ნივ­რუ­ლი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ კან­ცე­ლა­რი­ას­თან “ლე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შე­ზღუდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ჭი­როა სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

“აქ მო­ვე­დი სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც უგუ­ნურ შე­ზღუდ­ვებს, ჩვე­ნი მთავ­რო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელს, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. სა­ზო­გა­დოდ ასე­თი კრი­ზი­სის­თვის სა­ჭი­როა არას­ტან­დარ­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბი და არა ისე­თი ზოგ­ჯერ, ხის­ტი და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­მელ­საც ჩვე­ნი მთავ­რო­ბა იყე­ნებს. მთა­ვა­რი ისაა, რომ ჩვენ გვჭირ­დე­ბა არას­ტან­დარ­ტუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, თით­ქმის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტოლ­ფა­სია ის, რომ ადა­მი­ა­ნებს ბევ­რს უკვე გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­ვი­დი, შე­სა­ბა­მი­სად, მათ აქვთ მდგრა­დო­ბა ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად შე­საძ­ლე­ბე­ლია პას­პორ­ტი­ზა­ცი­ის მსგავ­სი რა­მის გა­კე­თე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ვინც უკვე კო­ვი­დი გა­და­ი­ტა­ნა. ასეთ ადა­მი­ა­ნებს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეთ უფრო მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ მათი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი და­ბა­ლია, ან თით­ქმის 0 ტოლ­ფა­სია. ანუ, ასე­თი ღრმა კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში სტან­დარ­ტუ­ლი ხის­ტი შე­ზღუდ­ვე­ბის პო­ლი­ტი­კა არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი და სა­ჭი­როა, გო­ნივ­რუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, გო­ნივ­რუ­ლი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა. არას­ტან­დარ­ტუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი უნდა მო­ი­ძებ­ნოს იმის­თვის, რომ ეკო­ნო­მი­კა არ იყოს ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი, რომ აღორ­ძი­ნე­ბას უამ­რა­ვი დრო დას­ჭირ­დეს”, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცოტა ხნის წინ, აშშ-ში იყო, სახ­ლში ჯდო­მას არ აპი­რებს, რად­გან „პი­სი­არ“ ტეს­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად უაზ­რო შე­ზღუდ­ვის კა­ნონს არ­ღვევს. ამის შე­სა­ხებ მან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უაზ­როა, რად­გან ხალ­ხს შიმ­ში­ლით კვდე­ბა, ეკო­ნო­მი­კა კი „ამო­ხუ­თუ­ლია“.

ვა­შა­ძემ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტი უნდა გაგ­რძელ­დეს.

"უაზ­რო შე­ზღუდ­ვის გამო, მე უნდა ვიჯ­დე სახ­ლში. უცხო­ეთ­ში ვი­ყა­ვი, ამე­რი­კა­ში, სა­დაც გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­ბა, რო­დე­საც "პი­სი­არ" ტეს­ტი წარ­ვად­გი­ნე არ მქონ­და. ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და 12- დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი გა­მო­მი­წე­რეს. ამ­ბო­ბენ, რომ ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად უნდა იყო სახ­ლში ჩა­კე­ტი­ლი. მე დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლო­ად ვარ­ღვევ ასეთ უაზ­რო შე­ზღუდ­ვას და ასე­თი უაზ­რო შე­ზღუდ­ვე­ბი უამ­რა­ვია! ხალ­ხს შიმ­ში­ლით კლა­ვენ, ეკო­ნო­მი­კა ამო­ხუ­თეს. არა­ვინ არ გვი­სა­ბუ­თებს, რა­ტო­მაა ესა თუ ის შე­ზღუდ­ვა სა­ჭი­რო. არ შე­იძ­ლე­ბა, ბიზ­ნე­სი, ეკო­ნო­მი­კა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უმუ­შე­ვა­რი, მში­ე­რი და­ტო­ვო და შენ უბ­რა­ლოდ, თვითკმა­ყო­ფი­ლი იჯდე სკამ­ში და ამ­ბობ­დე: ესაა ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ქმე­დე­ბა. დე­მონ­სტარ­ცი­უ­ლად ვარ­ღვევ იმ ერთ უწე­სო წესს, რო­მე­ლიც და­ა­წე­სეს, რომ­ლის პრე­ცენ­დენ­ტი ძა­ლი­ან ცო­ტაა მსოფ­ლი­ო­ში. ჩვენ უნდა და­ვი­წყოთ, ხალ­ხო, პრო­ტეს­ტი და მათ არ უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
korviniusi
144
ამ ოპოზიციას დედა უნდა მოეხნას...ეს არაკაცები....ეს კოვიდი რომ ხალხს ხოცავს საერთოდ კიდიათ. მთავარია რევოლუცია მოაწყონ !
ავთო
93

ე. ი. ვისაც რა მოესურვება, ის უნდა აკეთოს

ავტორი:

კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ

კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების ნაწილი მზიურში, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე აქციას შეუერთდება.

მათ, მთავრობის წევრებს სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვის მოსახსნელად 48 საათი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთ შესაძლებლობად სამთავრობო უწყებების პიკეტირება დაასახელეს.

,,ჩვენი მოთხოვნაა სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა, იმ უტოპიური შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ყველას აზარალებს. ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა ეს ყველაფერი. პიკეტირება ერთ-ერთ ვერსიად განიხილება და 48 საათში დაანონსდება ყველაფერი”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ.

დღეს გამართულ აქციაზე სამთო-სათხილამურო ბიზნესის წარმომადგენლები, მოთხილამურეები და სნოუბორდისტებიც იმყოფებოდნენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანია ,,ტრაფიკტრაველის” დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ,,გადაწყვეტილების მიმღები ხალხი” სამთო-სათხილამურო კურორტებს არ სტუმრობს.

,,მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ხალხი რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს გუდაურში ნამყოფი არ არის და ადგილობრივ სპეციფიკას არ იცნობს. გუდაურში საბაგიროებზე შესაძლოა ხალხის განთავსება ისე, რომ ხალხს შორის ახლო დისტანცირება არ მოხდეს. თითო ექვსადგილიან სკამზე დაჯდეს ორი კაცი და ასე იმუშაოს საბაგიროებმა. რაც შეეხება რესტორნებს, ყველა რესტორანს აქვს გარე სივრცე, სადაც შესაძლოა მაგიდები დაიდგას დისტანციის დაცვით და ადამიანები განთავსდნენ ისე, რომ არ წარმოადგენდნენ საფრთხეს სხვა ხალხისთვის”, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

აქციაზე იმყოფებოდნენ ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

"ასეთი ღრმა კრიზისის პირობებში სტანდარტული, ხისტი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის გამართლებული და საჭიროა, გონივრული რეგულაციები, გონივრული, არასტანდარტული აზროვნება, - ამის შესახებ კანცელარიასთან “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით, საჭიროა საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

“აქ მოვედი სოლიდარობის გამოსახატავად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უგუნურ შეზღუდვებს, ჩვენი მთავრობისთვის დამახასიათებელს, აპროტესტებენ. საზოგადოდ ასეთი კრიზისისთვის საჭიროა არასტანდარტული მიდგომები და არა ისეთი ზოგჯერ, ხისტი და გაუმართლებელი შეზღუდვები, რომელსაც ჩვენი მთავრობა იყენებს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება არასტანდარტული საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. მაგალითად, თითქმის ვაქცინაციის ტოლფასია ის, რომ ადამიანებს ბევრს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი, შესაბამისად, მათ აქვთ მდგრადობა ვირუსით დაინფიცირებასთან დაკავშირებით, შესაბამისად შესაძლებელია პასპორტიზაციის მსგავსი რამის გაკეთება იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც უკვე კოვიდი გადაიტანა. ასეთ ადამიანებს არის შესაძლებლობა მიეცეთ უფრო მეტი თავისუფლება, იმიტომ, რომ მათი დაინფიცირების რისკი დაბალია, ან თითქმის 0 ტოლფასია. ანუ, ასეთი ღრმა კრიზისის პირობებში სტანდარტული ხისტი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის გამართლებული და საჭიროა, გონივრული რეგულაციები, გონივრული, არასტანდარტული აზროვნება. არასტანდარტული გამოსავალი უნდა მოიძებნოს იმისთვის, რომ ეკონომიკა არ იყოს ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი, რომ აღორძინებას უამრავი დრო დასჭირდეს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, აშშ-ში იყო, სახლში ჯდომას არ აპირებს, რადგან „პისიარ“ ტესტი გაკეთებული აქვს და დემონსტრაციულად უაზრო შეზღუდვის კანონს არღვევს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ დაწესებული რეგულაციები უაზროა, რადგან ხალხს შიმშილით კვდება, ეკონომიკა კი „ამოხუთულია“.

ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე ასევე განაცხადა, რომ სახალხო პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

"უაზრო შეზღუდვის გამო, მე უნდა ვიჯდე სახლში. უცხოეთში ვიყავი, ამერიკაში, სადაც გადაადგილების პრობლება, როდესაც "პისიარ" ტესტი წარვადგინე არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და 12- დღიანი კარანტინი გამომიწერეს. ამბობენ, რომ ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულოად ვარღვევ ასეთ უაზრო შეზღუდვას და ასეთი უაზრო შეზღუდვები უამრავია! ხალხს შიმშილით კლავენ, ეკონომიკა ამოხუთეს. არავინ არ გვისაბუთებს, რატომაა ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები უმუშევარი, მშიერი დატოვო და შენ უბრალოდ, თვითკმაყოფილი იჯდე სკამში და ამბობდე: ესაა ყველაზე საუკეთესო ქმედება. დემონსტარციულად ვარღვევ იმ ერთ უწესო წესს, რომელიც დააწესეს, რომლის პრეცენდენტი ძალიან ცოტაა მსოფლიოში. ჩვენ უნდა დავიწყოთ, ხალხო, პროტესტი და მათ არ უნდა დავემორჩილოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

"მოლაპარაკების წინ  მსგავსი შინაარსის წერილი ტაქტიკური შეცდომაა" - "სტრატეგია აღმაშენებელი" ოპოზიციის განცხადებას ეხმაურება

რას პასუხობენ "ოცნებაში" კუბილიუსის მოსაზრებას, რომ მოლაპარაკებებში ივანიშვილი და სააკაშვილი უნდა ჩაერთონ - "შეურაცხმყოფელია, მათი შედარება წარმოუდგენელია"

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება