პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!" - როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო", სტუდენტის სტატუსითა და შეცვლილი იმიჯით
"თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!" - როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო", სტუდენტის სტატუსითა და შეცვლილი იმიჯით

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩცდ" კო­რო­ნა­პან­დე­მი­ის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა რო­გორც პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, გა­ზა­ფხულ­ზე ის თა­ვის ჩვე­ულ რიტმს და ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს და­უბ­რუნ­დე­ბა. ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის კადრს მიღ­მა ცხოვ­რე­ბა მკი­თხველს ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებს.

ამი­ტომ, AMBEBI.GE "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ბავ­შვს, ჯე­კოს, იგი­ვე გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძეს შე­ეხ­მი­ა­ნა, რო­მე­ლიც სუ­ლაც აღარ არის პა­ტა­რა, უკვე 19 წლის არის და სტუ­დენ­ტიც გახ­და. თუმ­ცა თა­ვის სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ზე ჯერ ბევ­რს ვე­რა­ფერს ამ­ბობს, რად­გა­ნაც პან­დე­მი­ის გამო თით­ქმის სულ სახ­ლში უწევს ყოფ­ნა და ლექ­ცი­ებს ონ­ლა­ინ ეს­წრე­ბა.

"ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნეს­მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსწავ­ლობ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ ერთხელ ვი­ყა­ვი, ჩემი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი და ლექ­ტო­რე­ბი პი­რის­პირ ჯერ არც მი­ნა­ხავს" - ამ­ბობს გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე.

- შენი არ­ჩე­ვა­ნი იყო, რომ "ბიზ­ნეს­მე­ნე­ჯმენტზე" გეს­წავ­ლა?

ასევე დაგაინტერესებთ
18:54 / 07-10-2020

"ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიზარდა

19:22 / 09-02-2021

"ბლოკადაში მოვყევი" და საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი, ამის შემდეგ მიწათმოქმედებას მივყავი ხელი" - როგორ შეცვალა პანდემიამ ჩცდ-ს მსახიობის ცხოვრება

09:04 / 20-03-2021

"ჩემი მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც ახლა..." - როგორია "პუსკუნას" ცხოვრება ეკრანს მიღმა და რას ამბობს სასცენო პარტნიორზე?

18:15 / 10-04-2021

"ვფიქრობ, რომ ნათიას და დათოს რომანი შეცდომა იყო..." - რას ამბობს ნინო მუმლაძე საკუთარ პერსონაჟზე, "ნინასა" და კრიტიკოს მაყურებელზე?

16:52 / 17-04-2021

"მეუბნებოდნენ, შენი შვილების ცრემლებად არც ერთი ქალი არ ღირსო, მართლა სჯეროდათ ეს ყველაფერი" - როგორია ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"

18:39 / 08-05-2021

"ვიბრძვი და ვწვალობ, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნო... დიდი ქაოსია!" - რა ბიზნესს ფლობს "თენგო მაზიაშვილი" რეალურ ცხოვრებაში და რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ?

19:47 / 18-05-2021

როგორია ჩცდ-ს "ლევანიკოს" რეალური ცხოვრება და რით ჰგავს საკუთარ გმირს - ბუბა ჭოღოშვილი სერიალზე, სასცენო პარტნიორსა და მაყურებლის მწვავე რეაქციებზე

19:55 / 10-06-2021

"წლების წინ, ადამიანთან პლუსების დასაწერად რაღაცის თქმა შემეძლო და ამან ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდო" - როგორია რეალურ ცხოვრებაში "ქუჩის ბიჭი მათე" ჩცდ-დან

20:50 / 19-06-2021

"რომ არ შემხვედროდა ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემი მეუღლეა, შეიძლება მარტო ვყოფილიყავი" - როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება და რით ჰგავს "კომენდანტს"?

19:33 / 29-06-2021

"სკოლაში მაბულინგებდნენ... ამ როლზე მუშაობისას, ჩემს თავს ვეუბნებოდი, გაიხსენე, მაშინ თავს როგორ გრძნობდი-მეთქი" - როგორია "ელენკას" რეალური ცხოვრება?

20:03 / 27-10-2021

"...მთელი ეს ისტორია ჩემთვის იღბლიანი გადაწყვეტილებით დასრულდა" - ვინ არის "ბაქარის ახალი გატაცება", როგორია მისი რეალური ცხოვრება და ვინ მიიყვანა ჩცდ-ში?

- კი, ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო, მაგ­რამ მისი არ­ჩე­ვაც ისე მოხ­და, რომ არ ვი­ცო­დი, რა ჩა­მე­წე­რა იქ, სა­დაც ჩავ­წე­რე. ისე, ახ­ლაც არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, მინ­და, თუ არა ეს დარ­გი. ჯერ გა­მოვ­ცდი, ვნა­ხავ და ყვე­ლა­ფერს მივ­ხვდე­ბი...

- მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი რთუ­ლი იყო?

- არ გამ­ჭირ­ვე­ბია...

- მოკ­ლედ, ახლა შენი სტუ­დენ­ტო­ბა, პირ­ვე­ლი კურ­სი ჯერ­ჯე­რო­ბით ონ­ლა­ინ­ლექ­ცი­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, ხომ?..

- კი. რო­გორც გი­თხა­რით, თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი­დან პი­რა­დად ჯერ არ­ცერ­თი მი­ნა­ხავს. ეს ჩემ­თვი­საც და ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, არც ლექ­ტო­რებს შევ­ხვედ­რი­ვარ...

- ასე წარ­მო­გედ­გი­ნა შენი სტუ­დენ­ტო­ბა?

- ნამ­დვი­ლად არა, მაგ­რამ კო­რო­ნა წავა და მერე შეც­ვლი­ან ყვე­ლა­ფერს...

- ამ­დენ­წლი­ა­ნი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, თით­ქოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ სწავ­ლას თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლებ­დი. ამა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- "თე­ატ­რა­ლურ­ზე" მი­ფიქ­რია, მაგ­რამ იქ ჩა­ბა­რე­ბა არ მინ­დო­და. არ მქონ­და ამის სურ­ვი­ლი. მინ­დო­და სხვა რამ მე­ცა­და, რად­გა­ნაც სულ მსა­ხი­ო­ბი ხომ არ ვიქ­ნე­ბო­დი?! ისე, "თე­ატ­რა­ლურ­ზე" ჩა­ბა­რე­ბა, ჯო­ბი­აო - ამას ბე­ბია სულ მე­უბ­ნე­ბა.

- სე­რი­ა­ლი, სა­დაც გა­ი­ზარ­დე, პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი - რა არის შენ­თვის?

- პირ­ველ რიგ­ში, ჩემი კა­რი­ე­რა და პრო­ფე­სი­აა. ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­თან, ვინც იქ გა­ვი­ცა­ნი, ვმე­გობ­რობ. ეს სე­რი­ა­ლი ჩემ­თვის მე­ო­რე ოჯა­ხი­ვი­თაა.

- გახ­სოვს კადრთან მუ­შა­ო­ბის პი­რე­ლი დღე?

- რო­გორ არ მახ­სოვს... თუმ­ცა მა­ნამ­დე, სა­ნამ სტუ­დი­ა­ში შე­ვი­დო­დით, რომ მი­ვე­დით, თა­ვი­დან დაც­ვას­თან გავ­ჩერ­დით, სა­დაც ასე­ვე მო­ვი­და ჩემი ეკ­რა­ნუ­ლი და - ტასო და დედა - ნინო. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნე­თი "ოჯა­ხის წევ­რებ­მა" პირ­ვე­ლად იქ ვნა­ხეთ, ასე გა­ვი­ცა­ნით. მათ­თან ყვე­ლას­თან ვმე­გობ­რობ - უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ტასო მა­შინ 4 წლის იყო, მე - 9 წლის. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს... ტექ­სტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბის პრობ­ლე­მაც არას­დროს გვქო­ნია... შე­ნიშ­ვნაც არ დაგ­ვიმ­სა­ხუ­რე­ბია, უბ­რა­ლოდ, რო­დე­საც რე­ჟი­სო­რე­ბი რა­ღა­ცე­ებს გვირ­ჩევ­დნენ, ზუს­ტად იმას ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით, რა­საც გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ყო­ველ­თვის ჭკვი­ა­ნე­ბი ვი­ყა­ვით.

- ახლა ძველ სე­რი­ებ­ში პა­ტა­რა ჯე­კოს რომ უყუ­რებ, მოგ­წონს?

- ძა­ლი­ან კარ­გია, კი, მომ­წონს...

- რო­დე­საც ტა­სოს ვე­სა­უბ­რე, მი­თხრა, ადრე, სულ თა­ვი­დან ეკ­რან­ზე ჩემს თავს ვერ ვუ­ყუ­რებ­დი და სე­რი­ა­ლი რომ იწყე­ბო­და, სხვა ოთახ­ში გავ­დი­ო­დიო. შენ?

- მე სა­ერ­თოდ არ ვუ­ყუ­რებ­დი, არ მქონ­და სურ­ვი­ლი, რომ მე­ნა­ხა, რა­ტომ? ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს...

- შენს გმირს ბა­ბუ­ის სა­ხე­ლი ჰქვია. სე­რი­ალ­ში ამ როლს მსა­ხი­ო­ბი ლეო ან­თა­ძე ას­რუ­ლებს. რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს მას­თან...

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლეო ან­თა­ძე, კარ­გი კა­ცია. ისე­თია, რომ და­ი­ნა­ხავ და გა­გი­ხარ­დე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი და პი­როვ­ნე­ბაა. ეკ­რა­ნულ ბე­ბო­ზეც, მე­დი­კო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე იგი­ვე შე­მიძ­ლია გი­თხრათ...

- რო­გორ ფიქ­რობ, შენ­ში რე­ჟი­სო­რებს და პრო­დი­უ­სე­რებს რა მო­ე­წო­ნათ?

- ალ­ბათ, ჩემი ბუ­ნებ­რი­ო­ბა...

- შენი პერ­სო­ნა­ჟი თუ მოგ­წონს?

- კარ­გი ტი­პია, მაგ­რამ ჩემ­გან გან­სხვავ­დე­ბა... რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ბო­ლოს კარ­გად მო­იქ­ცა, რომ მშობ­ლებს და მე­გობ­რებს და­ე­ლა­პა­რა­კა...

- სე­რი­ა­ლის ბოლო სე­ზო­ნი ცოტა გა­უ­გებ­რად დამ­თავ­რდა. ნი­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ყუ­რე­ბელს ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი დარ­ჩა. ის სახ­ლი­დან წა­ვი­და... რო­გორ ფიქ­რობ, დაბ­რუნ­დე­ბა?

- ჯერ ერთი, არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა და რომც ვი­ცო­დე, მა­ინც ვერ გე­ტყო­დით, არ მაქვს ამის უფ­ლე­ბა.

- გინ­და, რომ დაბ­რუნ­დეს?

- რა თქმა უნდა, და ჩემი ვა­რა­უ­დით, უნდა დაბ­რუნ­დეს, თუმ­ცა არ ვიცი, ხომ ვამ­ბობ, რა მოხ­დე­ბა.

- სე­რი­ა­ლის და სწავ­ლის გარ­და, დროს რას უთ­მობ, რა გა­ტა­ცე­ბე­ბი გაქვს?

- კი­ბერ­სპორ­ტი მი­ტა­ცებს. ეს არის ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბი, რო­მელ­საც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ, მათ­თან ერ­თად ვერ­თო­ბი, დროს ვა­ტა­რებ და მინ­და, ამას გავ­ყვე კი­დეც. ჯერ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და გან­თქმუ­ლი ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბია. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ისე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი წი­ნაა. ამ საქ­მე­ში ბევ­რი ჩემი თა­ნა­ტო­ლია ჩარ­თუ­ლი, უმე­ტე­სო­ბას ვიც­ნობ და არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც არ ვიც­ნობ...

- პო­პუ­ლა­რუ­ლი რომ გახ­დი, შენს თა­ნა­ტო­ლებ­ში რამე შე­იც­ვა­ლა?

- არა­ფე­რი. ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, რო­გო­რიც მა­ნამ­დე მქონ­და.

- ხუ­ჭუ­ჭა ჯეკო აღარ ხარ. თმა შე­გიჭ­რია.

- კი, თმა შე­ვი­ჭე­რი, მაგ­რამ ამო­ვა...

- ეკ­რა­ნულ დაზე რომ ვი­სა­უბ­რეთ, რე­ა­ლუ­რად შენი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გაგ­ვა­ცა­ნი...

- ჩემი ძმა არის ბიკო, რო­მე­ლიც 22 წლი­საა, ვიქ­ტო­რი ჰქვია და ბი­კოს ვე­ძა­ხით, ჩემი და მა­რი­ა­მი 24 წლის არის. მე უმ­ცრო­სი ვარ.

- ბავ­შვო­ბა­ში ცელ­ქი იყოო - შენ­ზე მი­თხრეს...

- ახ­ლაც ცელ­ქი ვარ, უფრო მო­უს­ვე­ნა­რი, ერთ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბა არ შე­მიძ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისანა
0

ძალიან საყვარელი ბავშვები

მიგელ
4

უფრო პატარა მეგონა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!" - როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო", სტუდენტის სტატუსითა და შეცვლილი იმიჯით

"თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!" - როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო", სტუდენტის სტატუსითა და შეცვლილი იმიჯით

პოპულარული სერიალი "ჩცდ" კორონაპანდემიის გამო შეჩერებულია, თუმცა როგორც პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, გაზაფხულზე ის თავის ჩვეულ რიტმს და ერთგულ მაყურებელს დაუბრუნდება. ცნობილი სერიალის ცნობილი პერსონაჟების კადრს მიღმა ცხოვრება მკითხველს ყოველთვის აინტერესებს.

ამიტომ, AMBEBI.GE "ჩემი ცოლის დაქალების" ყველაზე ცნობილ ბავშვს, ჯეკოს, იგივე გიორგი ბარბაქაძეს შეეხმიანა, რომელიც სულაც აღარ არის პატარა, უკვე 19 წლის არის და სტუდენტიც გახდა. თუმცა თავის სტუდენტურ ცხოვრებაზე ჯერ ბევრს ვერაფერს ამბობს, რადგანაც პანდემიის გამო თითქმის სულ სახლში უწევს ყოფნა და ლექციებს ონლაინ ესწრება.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესმენეჯმენტის მიმართულებით ვსწავლობ. უნივერსიტეტში მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ჩემი თანაკურსელები და ლექტორები პირისპირ ჯერ არც მინახავს" - ამბობს გიორგი ბარბაქაძე.

- შენი არჩევანი იყო, რომ "ბიზნესმენეჯმენტზე" გესწავლა?

- კი, ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ მისი არჩევაც ისე მოხდა, რომ არ ვიცოდი, რა ჩამეწერა იქ, სადაც ჩავწერე. ისე, ახლაც არ ვარ დარწმუნებული, მინდა, თუ არა ეს დარგი. ჯერ გამოვცდი, ვნახავ და ყველაფერს მივხვდები...

- მისაღები გამოცდები რთული იყო?

- არ გამჭირვებია...

- მოკლედ, ახლა შენი სტუდენტობა, პირველი კურსი ჯერჯერობით ონლაინლექციებით შემოიფარგლება, ხომ?..

- კი. როგორც გითხარით, თანაკურსელებიდან პირადად ჯერ არცერთი მინახავს. ეს ჩემთვისაც და ყველასთვის ძალიან უცნაურია, არც ლექტორებს შევხვედრივარ...

- ასე წარმოგედგინა შენი სტუდენტობა?

- ნამდვილად არა, მაგრამ კორონა წავა და მერე შეცვლიან ყველაფერს...

- ამდენწლიანი სამსახიობო გამოცდილების შემდეგ, თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ სწავლას თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელებდი. ამაზე არ გიფიქრია?

- "თეატრალურზე" მიფიქრია, მაგრამ იქ ჩაბარება არ მინდოდა. არ მქონდა ამის სურვილი. მინდოდა სხვა რამ მეცადა, რადგანაც სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?! ისე, "თეატრალურზე" ჩაბარება, ჯობიაო - ამას ბებია სულ მეუბნება.

- სერიალი, სადაც გაიზარდე, პოპულარული გახდი - რა არის შენთვის?

- პირველ რიგში, ჩემი კარიერა და პროფესიაა. ყველა იმ ადამიანთან, ვინც იქ გავიცანი, ვმეგობრობ. ეს სერიალი ჩემთვის მეორე ოჯახივითაა.

- გახსოვს კადრთან მუშაობის პირელი დღე?

- როგორ არ მახსოვს... თუმცა მანამდე, სანამ სტუდიაში შევიდოდით, რომ მივედით, თავიდან დაცვასთან გავჩერდით, სადაც ასევე მოვიდა ჩემი ეკრანული და - ტასო და დედა - ნინო. მოკლედ, ერთმანეთი "ოჯახის წევრებმა" პირველად იქ ვნახეთ, ასე გავიცანით. მათთან ყველასთან ვმეგობრობ - უახლოესი ადამიანები არიან.

ტასო მაშინ 4 წლის იყო, მე - 9 წლის. ძალიან მარტივად გავუგეთ ერთმანეთს... ტექსტების დამახსოვრების პრობლემაც არასდროს გვქონია... შენიშვნაც არ დაგვიმსახურებია, უბრალოდ, როდესაც რეჟისორები რაღაცეებს გვირჩევდნენ, ზუსტად იმას ვითვალისწინებდით, რასაც გვეუბნებოდნენ. ყოველთვის ჭკვიანები ვიყავით.

- ახლა ძველ სერიებში პატარა ჯეკოს რომ უყურებ, მოგწონს?

- ძალიან კარგია, კი, მომწონს...

- როდესაც ტასოს ვესაუბრე, მითხრა, ადრე, სულ თავიდან ეკრანზე ჩემს თავს ვერ ვუყურებდი და სერიალი რომ იწყებოდა, სხვა ოთახში გავდიოდიო. შენ?

- მე საერთოდ არ ვუყურებდი, არ მქონდა სურვილი, რომ მენახა, რატომ? ამაზე პასუხი არ მაქვს...

- შენს გმირს ბაბუის სახელი ჰქვია. სერიალში ამ როლს მსახიობი ლეო ანთაძე ასრულებს. როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან...

- ძალიან მიყვარს ლეო ანთაძე, კარგი კაცია. ისეთია, რომ დაინახავ და გაგიხარდება. ძალიან კარგი ადამიანი და პიროვნებაა. ეკრანულ ბებოზეც, მედიკო ლორთქიფანიძეზე იგივე შემიძლია გითხრათ...

- როგორ ფიქრობ, შენში რეჟისორებს და პროდიუსერებს რა მოეწონათ?

- ალბათ, ჩემი ბუნებრიობა...

- შენი პერსონაჟი თუ მოგწონს?

- კარგი ტიპია, მაგრამ ჩემგან განსხვავდება... რთული პერიოდები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს კარგად მოიქცა, რომ მშობლებს და მეგობრებს დაელაპარაკა...

- სერიალის ბოლო სეზონი ცოტა გაუგებრად დამთავრდა. ნინოსთან დაკავშირებით მაყურებელს ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. ის სახლიდან წავიდა... როგორ ფიქრობ, დაბრუნდება?

- ჯერ ერთი, არ ვიცი, რა მოხდება და რომც ვიცოდე, მაინც ვერ გეტყოდით, არ მაქვს ამის უფლება.

- გინდა, რომ დაბრუნდეს?

- რა თქმა უნდა, და ჩემი ვარაუდით, უნდა დაბრუნდეს, თუმცა არ ვიცი, ხომ ვამბობ, რა მოხდება.

- სერიალის და სწავლის გარდა, დროს რას უთმობ, რა გატაცებები გაქვს?

- კიბერსპორტი მიტაცებს. ეს არის ვიდეოთამაშები, რომელსაც მეგობრებთან ერთად ვთამაშობ, მათთან ერთად ვერთობი, დროს ვატარებ და მინდა, ამას გავყვე კიდეც. ჯერ გამოცდილებას ვიღებ. 21-ე საუკუნეში ის ყველაზე პოპულარული და განთქმული ვიდეოთამაშებია. საქართველოში არ არის ისე განვითარებული, მაგრამ ყველაფერი წინაა. ამ საქმეში ბევრი ჩემი თანატოლია ჩართული, უმეტესობას ვიცნობ და არიან ისეთებიც, ვისაც არ ვიცნობ...

- პოპულარული რომ გახდი, შენს თანატოლებში რამე შეიცვალა?

- არაფერი. ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორიც მანამდე მქონდა.

- ხუჭუჭა ჯეკო აღარ ხარ. თმა შეგიჭრია.

- კი, თმა შევიჭერი, მაგრამ ამოვა...

- ეკრანულ დაზე რომ ვისაუბრეთ, რეალურად შენი დედმამიშვილები გაგვაცანი...

- ჩემი ძმა არის ბიკო, რომელიც 22 წლისაა, ვიქტორი ჰქვია და ბიკოს ვეძახით, ჩემი და მარიამი 24 წლის არის. მე უმცროსი ვარ.

- ბავშვობაში ცელქი იყოო - შენზე მითხრეს...

- ახლაც ცელქი ვარ, უფრო მოუსვენარი, ერთ ადგილზე გაჩერება არ შემიძლია.