სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე
"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე

200-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბა­ზე უნდა დას­ვა გამ­ყრე­ლი­ძე, ცერ­ცვა­ძე და იმ­ნა­ძე. უნდა უთხრა, იჯე­ქი სახ­ლში, არ გა­მოხ­ვი­დე და მა­ქე­დან მო­მე­ცი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიო. ვნა­ხავთ, რო­გორ რე­კო­მენ­და­ცი­ებს მოგ­ვცე­მენ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ლი­დერ­მა, ზურა ჯა­ფა­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა მო­იხ­სნას, რად­გან "ქვე­ყა­ნა­ში ხალ­ხი შიმ­ში­ლით იხო­ცე­ბა".

"ჩვენ ვედ­რე­ბით ქვეყ­ნებს, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს აქვთ და­ნა­ზო­გი. ან­გა­რიშ­ზე უდევთ ფული და შე­უძ­ლი­ათ, რომ ერთი წელი იცხოვ­რონ. ჩვენ­თან ხალ­ხი შიმ­ში­ლით იხო­ცე­ბა. ვი­საც არ უნდა ნუ გა­მო­ვა სახ­ლი­დან. ვის ვედ­რე­ბით, საფ­რან­გეთს? მდი­დარ ქვეყ­ნებს ვერ შე­ვედ­რე­ბით. ისი­ნიც იდი­ო­ტე­ბი არი­ან, მა­გა­ზე კი არ არის ლა­პა­რა­კი, რომ იქ სწორს აკე­თე­ბენ. იქაც არას­წორს აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ვის ვედ­რე­ბით? მდი­დარ ქვეყ­ნებს, სა­დაც ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე შე­მო­სა­ვა­ლი 40-50 ათა­სი დო­ლა­რია? ჩვენ სი­ღა­რი­ბე­ში ვიხ­რჩო­ბით ისე­დაც“, -გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი არ გა­და­იტ­ვირ­თე­ბა, თუ მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს და­აწ­ვე­ნენ კლი­ნი­კებ­ში, ვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

"ვინც და­საწ­ვე­ნია იმათ­თვის ად­გი­ლე­ბი არ რჩე­ბა იმი­ტომ, რომ წვა­ნან ისე­თე­ბი, ვი­საც არ უნდა აწ­ვენ­დნენ. ადა­მი­ა­ნე­ბის უდი­დეს ნა­წილს ეს და­ა­ვა­დე­ბა გა­და­აქვს უსიმპტო­მოდ. ვი­ღა­ცას რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა აუ­წევს ან პა­ტა­რა სიმპტო­მი ექ­ნე­ბა და ახ­ლობ­ლე­ბით "ჩა­ლი­ჩობს", რომ სა­დღაც ად­გი­ლი იპო­ვოს და დაწ­ვეს, ეს არის პრობ­ლე­მა. უნდა აწ­ვენ­დე იმათ, ვი­საც მარ­თლა სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს რე­სურ­სე­ბი უნდა იხარ­ჯე­ბო­დეს იმა­ზე, რომ უმ­კურ­ნა­ლონ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და სპე­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. სხვებს არ სჭირ­დე­ბათ და ისი­ნი არ უნდა წვე­ბოდ­ნენ ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი აღარ გა­და­იტ­ვირ­თე­ბა. ამის მიღ­მა არა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ უნდა იყოს და ვი­საც უნდა სახ­ლში ჯდო­მა, დაჯ­დეს სახ­ლში. ვი­საც არ შე­უძ­ლია, რომ სახ­ლში იჯ­დეს და უნდა, რომ იმუ­შა­ოს, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ იმას და­უ­შა­ლოს მუ­შა­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გთხოვ გახარია
15

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 24:00 საათამდე კომენდანტი !!!!!!!!!!!!!!!!

საღამოს ძაან ცუდად გაზაობენ. ყველა სადღაც ჩქარობს. მეც.

givi
13

100%

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე

200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე. უნდა უთხრა, იჯექი სახლში, არ გამოხვიდე და მაქედან მომეცი რეკომენდაციებიო. ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ, - ამის შესახებ პარტიის "გირჩი-მეტი თავისუფლება" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებული რეგულაციები უნდა მოიხსნას, რადგან "ქვეყანაში ხალხი შიმშილით იხოცება".

"ჩვენ ვედრებით ქვეყნებს, სადაც ადამიანებს აქვთ დანაზოგი. ანგარიშზე უდევთ ფული და შეუძლიათ, რომ ერთი წელი იცხოვრონ. ჩვენთან ხალხი შიმშილით იხოცება. ვისაც არ უნდა ნუ გამოვა სახლიდან. ვის ვედრებით, საფრანგეთს? მდიდარ ქვეყნებს ვერ შევედრებით. ისინიც იდიოტები არიან, მაგაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ იქ სწორს აკეთებენ. იქაც არასწორს აკეთებენ, მაგრამ ვის ვედრებით? მდიდარ ქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 40-50 ათასი დოლარია? ჩვენ სიღარიბეში ვიხრჩობით ისედაც“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთება, თუ მხოლოდ იმ ადამიანებს დააწვენენ კლინიკებში, ვისაც სპეციალური დახმარება სჭირდება.

"ვინც დასაწვენია იმათთვის ადგილები არ რჩება იმიტომ, რომ წვანან ისეთები, ვისაც არ უნდა აწვენდნენ. ადამიანების უდიდეს ნაწილს ეს დაავადება გადააქვს უსიმპტომოდ. ვიღაცას რომ ტემპერატურა აუწევს ან პატარა სიმპტომი ექნება და ახლობლებით "ჩალიჩობს", რომ სადღაც ადგილი იპოვოს და დაწვეს, ეს არის პრობლემა. უნდა აწვენდე იმათ, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება. სახელმწიფოს რესურსები უნდა იხარჯებოდეს იმაზე, რომ უმკურნალონ იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება სამედიცინო პერსონალის და სპეციალური დახმარება. სხვებს არ სჭირდებათ და ისინი არ უნდა წვებოდნენ ჰოსპიტალურ სექტორში. შესაბამისად, ჰოსპიტალური სექტორი აღარ გადაიტვირთება. ამის მიღმა არანაირი რეგულაციები არ უნდა იყოს და ვისაც უნდა სახლში ჯდომა, დაჯდეს სახლში. ვისაც არ შეუძლია, რომ სახლში იჯდეს და უნდა, რომ იმუშაოს, არავის აქვს უფლება, რომ იმას დაუშალოს მუშაობა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

“გეთანხმებით, რომ დასაჭერია... დაკავებას ვეცადეთ,  აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?!" - რა უპასუხა გომელაურმა ბადრი ესებუაზე დასმულ კითხვას

შარლ მიშელის მხარდაჭერა საქართველოს - საოკუპაციო ხაზთან გადაღებულ რა ფოტოს აქვეყნებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი "ფეისბუქზე"