სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 წლის მოზარდი დაეჯახა, მშობლებისთვის მოუპარავს მანქანა..." - თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
"15 წლის მოზარდი დაეჯახა, მშობლებისთვის მოუპარავს მანქანა..." - თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

18 იან­ვარს, თბი­ლის­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 34 წლის მზი­კა ხუს­კი­ვა­ძე ემსხვერ­პლა. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა ავ­ჭა­ლა­ში, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მოხ­და.

ახალ­გაზ­რდა ქალი სამ­სა­ხუ­რი­დან ბრუნ­დე­ბო­და, რა დრო­საც მას, სა­კუ­თარ სახ­ლთან ახ­ლოს, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლილს ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მზი­კა ხუს­კი­ვა­ძის ნა­თე­სა­ვი ესა­უბ­რა.

"ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მზი­კას მი­სი­ვე უბ­ნე­ლი 15 წლის მო­ზარ­დი და­ე­ჯა­ხა. მშობ­ლე­ბის­თვის მან­ქა­ნა მო­უ­პა­რავს. იცი­ან ვინც არის ეს ბავ­შვი, არ­სად მი­მა­ლუ­ლა. ვნა­ხოთ, რას და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა. სა­ში­ნე­ლი შემ­თხვე­ვა იყო... სას­წრა­ფო რომ მო­ვი­და, გული ჯერ კი­დევ უცემ­და თურ­მე, ძა­ლი­ან სუს­ტად და მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო შე­ჯა­ხე­ბა, გულ-მკერ­დი მთლი­ა­ნად შე­უ­ლე­წა, მარ­ცხე­ნა მხა­რი სხე­უ­ლი­დან მოგ­ლი­ჯა და მი­ა­კე­რეს...

ორი შვი­ლი დარ­ჩა ობ­ლად - 17 წლის ბიჭი და 14 წლის გო­გო­ნა. თა­ვა­დაც ობ­ლო­ბა­ში იყო გაზ­რდი­ლი, შო­რე­ნას მამა რე­ვაზ ხუს­კი­ვა­ძე, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ და ისიც ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. მზი­კას ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე ჰყავს, ბავ­შვებს არა­ფერს მო­აკ­ლებს, მაგ­რამ ჯერ შოკ­შია. სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბას ვერ აუ­დი­ან, იმ­დე­ნად მძი­მედ არის ემო­ცი­უ­რად" - ყვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი AMBEBI.GE-სთან.

მზი­კა ხუს­კი­ვა­ძე შვილ­თან ერ­თად

რეს­პონ­დენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ხუს­კი­ვა­ძის ოჯა­ხი დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას ითხოვს და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს მო­უ­წო­დებს დრო­უ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ონ მომ­ხდა­რი.

"მერე რა რომ არას­რულ­წლო­ვა­ნია?! შე­სა­ბა­მი­სად უნდა და­ი­სა­ჯოს ისიც და მისი მშობ­ლე­ბიც. ბავ­შვმა მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი რო­გორ უნდა მოგ­პა­როს?" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სსკ-ის 276- მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სო­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
5

cudi damdebi kurdze uaresiao ,,,scored mag arasrulclovan mshoblebzea natkvami 15 clis bavshvs scored ukris tavshi metichrobs tavs aconebs blataobs sruli am sitkvis mnishvnelobit bavshvebi ar pikroben daupikreblad mokmedeben mshobeli rom xar unda miakcio kuradgeba mitumetes exlandel droshi gasagebi ratom unda gagibedos da mogparos saxlidan an jibidan gmertma natelshi amkopos dzalian samcuxaroa usmdzimreb ojaxs ra unda utxran darchenil shvilebs an mis meugles gaanadgures ojaxi da tvitonac ganadgurdnen

Mad
0

საშინელი ტრაგედია მოხდა. ვუსამძიმრებ ოჯახს. ყველამ ვიცით როგორ თავნებად დაქრიან ჩვენ დასახლებაში არასრულწლოვანი ბიჭები. სათანადო სიმკაცრე რომ იყოს ამდენს ვინ გაბედავდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"15 წლის მოზარდი დაეჯახა, მშობლებისთვის მოუპარავს მანქანა..." - თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

"15 წლის მოზარდი დაეჯახა, მშობლებისთვის მოუპარავს მანქანა..." - თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

18 იანვარს, თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის მზიკა ხუსკივაძე ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა ავჭალაში, კომენდანტის საათის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

ახალგაზრდა ქალი სამსახურიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მას, საკუთარ სახლთან ახლოს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. ტრაგიკული შემთხვევის შესახებ AMBEBI.GE-ს მზიკა ხუსკივაძის ნათესავი ესაუბრა.

"ჩვენი ინფორმაციით, მზიკას მისივე უბნელი 15 წლის მოზარდი დაეჯახა. მშობლებისთვის მანქანა მოუპარავს. იციან ვინც არის ეს ბავშვი, არსად მიმალულა. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება. საშინელი შემთხვევა იყო... სასწრაფო რომ მოვიდა, გული ჯერ კიდევ უცემდა თურმე, ძალიან სუსტად და მალევე გარდაიცვალა. იმდენად ძლიერი იყო შეჯახება, გულ-მკერდი მთლიანად შეულეწა, მარცხენა მხარი სხეულიდან მოგლიჯა და მიაკერეს...

ორი შვილი დარჩა ობლად - 17 წლის ბიჭი და 14 წლის გოგონა. თავადაც ობლობაში იყო გაზრდილი, შორენას მამა რევაზ ხუსკივაძე, მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი გახლდათ და ისიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. მზიკას ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, ბავშვებს არაფერს მოაკლებს, მაგრამ ჯერ შოკშია. სასწრაფოს გამოძახებას ვერ აუდიან, იმდენად მძიმედ არის ემოციურად" - ყვება გარდაცვლილის ახლობელი AMBEBI.GE-სთან.

მზიკა ხუსკივაძე შვილთან ერთად

რესპონდენტი გვეუბნება, რომ ხუსკივაძის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს დროულად და ობიექტურად გამოიძიონ მომხდარი.

"მერე რა რომ არასრულწლოვანია?! შესაბამისად უნდა დაისაჯოს ისიც და მისი მშობლებიც. ბავშვმა მანქანის გასაღები როგორ უნდა მოგპაროს?" - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276- მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სოცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისის რომელ უბნებს და რა ხნით შეეზღუდება ელექტროენრეგიის მიწოდება?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

ლაშა ნაცვლიშვილი  POST TV-ს ხელმძღვანელად ბრუნდება