სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე ფეიკნიკოლოზი საფულის მითვისებას ცდილობდა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "დაკარგული საფულის გმირი", რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო
"რამდენიმე ფეიკნიკოლოზი საფულის მითვისებას ცდილობდა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "დაკარგული საფულის გმირი", რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო

22 წლის "გლო­ვოს" კუ­რი­ე­რი თორ­ნი­კე ნი­ნი­კაშ­ვი­ლი და­კარ­გუ­ლი სა­ფუ­ლის პატ­რო­ნის ძებ­ნი­სა და პოვ­ნის შემ­დეგ მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გა­იც­ნო. ზოგი მას გმირს ეძა­ხის, თვი­თონ კი ამ­ბობს, რომ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ზეს­ტა­ფო­ნე­ლი ბი­ჭია და მო­იქ­ცა ისე, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო.

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე მქონ­და. ერთ-ერთ მომ­ხმა­რე­ბელ­თან შეკ­ვე­თას ვტო­ვებ­დი და რო­გორც კი "სითი მოლ­თან" მი­ვე­დი და მო­ტო­ციკ­ლი გა­ვა­ჩე­რე, და­ვი­ნა­ხე, ძირს სქე­ლი და დიდი სა­ფუ­ლე ეგდო. ავი­ღე, გავ­ხსე­ნი... შიგ ბლო­მად თან­ხა იდო. დათ­ვლის სურ­ვი­ლიც არ გამ­ჩე­ნია. პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ამო­ვი­ღე და და­ვუ­რე­კე ახ­ლო­ბელს, რო­მე­ლიც შსს-ში მუ­შა­ობს. მი­თხრა, პო­ლი­ცი­ა­ში რომ მი­ი­ტა­ნო, პრო­ცე­დუ­რე­ბია გა­სავ­ლე­ლი, ხელ­წე­რილს და­გა­წე­რი­ნე­ბე­ნო...

დრო­ის და­კარ­გვა არ მინ­დო­და - ჩვენს სა­მუ­შა­ო­ში სა­ა­თობ­რი­ვად გვიხ­დი­ან და ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე "ფე­ის­ბუკ­ზე" ამეტვირ­თა პოს­ტი და ფო­ტოც და­ვურ­თე. მერე მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე. ზუს­ტად სამი შეკ­ვე­თის შემ­დეგ შევ­დი­ვარ "ფე­ის­ბუკ­ზე" და ვხე­დავ, რომ ჩემი პოს­ტი უკვე 16 000-ჯერ არის გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რი კო­მენ­ტა­რიც აქვს, თან - ყვე­ლა და­დე­ბი­თი... მფლო­ბელს ნი­კო­ლო­ზი ერ­ქვა. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე ფე­იკ­ნი­კო­ლო­ზიც გა­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც სა­ფუ­ლის მით­ვი­სე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

- რო­გორ მიხ­ვდით, ყალ­ბი რო­მე­ლი იყო?

- მო­გიყ­ვე­ბო­დით, მაგ­რამ ვინც ეს იკად­რა, ყვე­ლა­ფერს იკად­რებს და მირ­ჩევ­ნია, ამ­დე­ნი დრო არ და­ვუთ­მოთ. ნამ­დვილ პატ­რონ ნი­კო­ლოზს რომ შევ­ხვდი, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი იყო. გა­და­მეხ­ვია, ოჯახ­ში დამ­პა­ტი­ჟა - ყვე­ლას ძა­ლი­ან უნდა შენი გაც­ნო­ბაო, მაგ­რამ ვმუ­შა­ობ­დი, ბო­ნუ­სე­ბის კვი­რა იყო და...

- თა­ნა­მედ­რო­ვე გმი­რად გიხ­სე­ნი­ე­ბენ...

- საგ­მი­რო არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. რო­გორც უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ისე მო­ვი­ქე­ცი. თავს გმი­რად არ ვთვლი.

- ახალ წელს სად შეხ­ვდით?

- გა­რეთ, და­ვით მჭედ­ლიშ­ვილ­თან ერ­თად. ფილა შო­კო­ლა­დი ვუ­ყი­დე და ტკბი­ლი წელი ვუ­სურ­ვე. და­ვი­თი მი­უ­სა­ფა­რია, არც სახ­ლი აქვს, არც კარი, არც პას­პორ­ტი. ქუ­ჩაა მისი სახ­ლი. აბა­ში­ძის 22-ში შეხ­ვდე­ბით. გა­უქ­მე­ბუ­ლი შეკ­ვე­თე­ბი მას­თან მი­მაქვს ხოლ­მე და ვა­ხა­რებ. მო­წყა­ლე­ბით ირ­ჩენს თავს. ერთხელ ერ­თმა სწრა­ფი კვე­ბის კომ­პა­ნი­ამ 60 ლა­რის შეკ­ვე­თა გა­მი­უქ­მა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ გა­ვა­ხა­რებ­დი... დავ­სხდე­ბით ხოლ­მე, ვმუ­სა­ი­ფობთ... ნა­კი­თხი ადა­მი­ა­ნია, სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე...

- თქვენ­ზე მი­ამ­ბეთ...

- და­ვი­ბა­დე ზეს­ტა­ფონ­ში. სო­ფელ ალა­ვერ­დი­დან ვარ. თბი­ლის­ში 2016 წელს, სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, მა­შინ ჩა­მო­ვე­დი. მი­მას­პინ­ძლა ვაჟა არე­ში­ძემ.რომ არა ეს ადა­მი­ა­ნი, სწავ­ლას ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი. ბე­ბი­ა­ჩე­მის მა­მი­დაშ­ვი­ლი იყო, თუმ­ცა 20 წელი არ ენა­ხათ ერ­თმა­ნე­თი. მას და­ვუ­რე­კე, ჩემი ამ­ბა­ვი ვუ­ამ­ბე და მი­თხრა, ჩემ­თან იცხოვ­რეო. წა­მიყ­ვა­ნა "თბი­ლი­სი მოლ­ში", პირ­ვე­ლი სას­წავ­ლო დღის­თვის რა­ღა­ცე­ბი მი­ყი­და, კარ­გად ჩა­მაც­ვა. ცოტა ხნის შემ­დეგ მას სიმ­სივ­ნე და­უდ­გი­ნეს და გარ­და­იც­ვა­ლა, მე კი მის დე­დას, 92 წლის მა­რი­ამ ბე­ბოს ვუვ­ლი­დი, ვაჭ­მევ­დი, ვას­მევ­დი, ვუც­ვლი­დი, ვბან­დი, რომ ამ ოჯა­ხის სი­კე­თის­თვის სი­კე­თით მე­პა­სუ­ხა.მერე ბინა ვი­ქი­რა­ვე. კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი შემ­ხვდა - ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­ზე­რულ თან­ხას მახ­დე­ვი­ნებს, ყვე­ლა­ფერს მი­კე­თებს, მივ­ლის ოჯა­ხის წევ­რი­ვით და მისი მად­ლი­ე­რი ვარ. ამ ინ­ტერ­ვი­უ­თიც მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო... თვალ­თმაქ­ცო­ბა არ მიყ­ვარს, ასეთ ადა­მი­ა­ნებს გა­ვურ­ბი­ვარ, ჩე­მის­თა­ნა ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებს ვე­ძებ...

- იუ­რი­დი­ულ­ზე რა­ტომ ჩა­ა­ბა­რეთ?

- სი­მარ­თლეს ვი­ტყვი - 80% ჩემი მშობ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, 20% - ჩემი. მინ­დო­და კა­ნო­ნე­ბი მცოდ­ნო­და, არა­ვის და­ვე­ჩაგ­რე - ეს იყო ჩემი მო­ტი­ვა­ცია. რე­პე­ტი­ტო­რე­ბი არ მყო­ლია, თვი­თონ და ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ვემ­ზა­დე გა­მოც­დე­ბის­თვის. ინ­გლი­სურ­მა ენამ შე­მი­შა­ლა ხელი და დამ­ტო­ვა და­ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ მოვ­ხვდი ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. თა­ვი­დან ერთ-ერთ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე ვმუ­შა­ობ­დი ჩამ­სხმელ ოპე­რა­ტო­რად, მაგ­რამ 300 ლარი იყო ხელ­ფა­სი და სწავ­ლის სა­ფა­სურს ვერ ავუ­დი­ო­დი, ამი­ტომ ვაჟა ბი­ძი­ას შვილ­მა მი­ყი­და მო­ტო­ციკ­ლე­ტი და და­ვი­წყე "გლო­ვო­ში" მუ­შა­ო­ბა. უკვე ერთი წე­ლია, ვმუ­შა­ობ. ხელ­ფა­სის ნა­ხე­ვარს მშობ­ლებს ვუგ­ზავ­ნი, ნა­წილს ქი­რა­ში ვიხ­დი. ცო­ტას ვაგ­რო­ვებ­დი, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­მე­ხა­და, რად­გან ახლა სტა­ტუ­სი მქონ­და შე­ჩე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ სა­ფუ­ლის ამ­ბით იმ­დენ­მა ადა­მი­ან­მა გა­მიც­ნო და დახ­მა­რე­ბის ხელი გა­მო­მი­წო­და, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი. მათი წყა­ლო­ბით და­ვა­ლი­ა­ნე­ბაც დავ­ფა­რე და ზედ­მე­ტი ერთი წლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი - 2.250 ლა­რიც შე­მიგ­როვ­და. ახლა მუ­შა­ო­ბას შევ­წყვეტ და სწავ­ლას მივ­ხე­დავ. ბედ­ნი­ე­რი ვარ. ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლი არი­ან ჩემი მშობ­ლე­ბი და ჩემი ქა­ლა­ქიც, რომ ჩემი კე­თი­ლი საქ­ცი­ე­ლით ვა­სა­ხე­ლე. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მი­ხა­რია, რომ ჩე­მებს მგზავ­რო­ბის ფულს აღარ ახ­დე­ვი­ნე­ბენ და ბა­ზარ­სა თუ მა­ღა­ზი­ა­ში ყველ­გან თბილ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბი­ან. ამ სა­ფუ­ლის ამ­ბის შემ­დეგ ზეს­ტა­ფონ­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, არ იცით, რო­გორ შემ­ხვდნენ! დე­დი­კო ამას რომ უყუ­რებ­და, ცრემ­ლე­ბი წა­მოს­ცვივ­და. ყვე­ლა მა­ჩე­რებს და მე­ფე­რე­ბა... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
53

კაი კაცი ხარ ! წარმატებები !

თსუ
44
შენც კაი მოლაპარაკე ყოფილხარ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რამდენიმე ფეიკნიკოლოზი საფულის მითვისებას ცდილობდა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "დაკარგული საფულის გმირი", რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო

"რამდენიმე ფეიკნიკოლოზი საფულის მითვისებას ცდილობდა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "დაკარგული საფულის გმირი", რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო

22 წლის "გლოვოს" კურიერი თორნიკე ნინიკაშვილი დაკარგული საფულის პატრონის ძებნისა და პოვნის შემდეგ მთელმა ქვეყანამ გაიცნო. ზოგი მას გმირს ეძახის, თვითონ კი ამბობს, რომ ერთი ჩვეულებრივი ზესტაფონელი ბიჭია და მოიქცა ისე, როგორც ყველა ადამიანი უნდა მოქცეულიყო.

- ჩვეულებრივი სამუშაო დღე მქონდა. ერთ-ერთ მომხმარებელთან შეკვეთას ვტოვებდი და როგორც კი "სითი მოლთან" მივედი და მოტოციკლი გავაჩერე, დავინახე, ძირს სქელი და დიდი საფულე ეგდო. ავიღე, გავხსენი... შიგ ბლომად თანხა იდო. დათვლის სურვილიც არ გამჩენია. პირადობის მოწმობა ამოვიღე და დავურეკე ახლობელს, რომელიც შსს-ში მუშაობს. მითხრა, პოლიციაში რომ მიიტანო, პროცედურებია გასავლელი, ხელწერილს დაგაწერინებენო...

დროის დაკარგვა არ მინდოდა - ჩვენს სამუშაოში საათობრივად გვიხდიან და ამიტომ გადავწყვიტე "ფეისბუკზე" ამეტვირთა პოსტი და ფოტოც დავურთე. მერე მუშაობა გავაგრძელე. ზუსტად სამი შეკვეთის შემდეგ შევდივარ "ფეისბუკზე" და ვხედავ, რომ ჩემი პოსტი უკვე 16 000-ჯერ არის გაზიარებული, ძალიან ბევრი კომენტარიც აქვს, თან - ყველა დადებითი... მფლობელს ნიკოლოზი ერქვა. სხვათა შორის, რამდენიმე ფეიკნიკოლოზიც გამოჩნდა, რომლებიც საფულის მითვისებას ცდილობდნენ.

- როგორ მიხვდით, ყალბი რომელი იყო?

- მოგიყვებოდით, მაგრამ ვინც ეს იკადრა, ყველაფერს იკადრებს და მირჩევნია, ამდენი დრო არ დავუთმოთ. ნამდვილ პატრონ ნიკოლოზს რომ შევხვდი, ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო. გადამეხვია, ოჯახში დამპატიჟა - ყველას ძალიან უნდა შენი გაცნობაო, მაგრამ ვმუშაობდი, ბონუსების კვირა იყო და...

- თანამედროვე გმირად გიხსენიებენ...

- საგმირო არაფერი გამიკეთებია. როგორც უნდა მოქცეულიყო ყველა ადამიანი, ისე მოვიქეცი. თავს გმირად არ ვთვლი.

- ახალ წელს სად შეხვდით?

- გარეთ, დავით მჭედლიშვილთან ერთად. ფილა შოკოლადი ვუყიდე და ტკბილი წელი ვუსურვე. დავითი მიუსაფარია, არც სახლი აქვს, არც კარი, არც პასპორტი. ქუჩაა მისი სახლი. აბაშიძის 22-ში შეხვდებით. გაუქმებული შეკვეთები მასთან მიმაქვს ხოლმე და ვახარებ. მოწყალებით ირჩენს თავს. ერთხელ ერთმა სწრაფი კვების კომპანიამ 60 ლარის შეკვეთა გამიუქმა და წარმოიდგინეთ, როგორ გავახარებდი... დავსხდებით ხოლმე, ვმუსაიფობთ... ნაკითხი ადამიანია, საინტერესო მოსაუბრე...

- თქვენზე მიამბეთ...

- დავიბადე ზესტაფონში. სოფელ ალავერდიდან ვარ. თბილისში 2016 წელს, სტუდენტი რომ გავხდი, მაშინ ჩამოვედი. მიმასპინძლა ვაჟა არეშიძემ.რომ არა ეს ადამიანი, სწავლას ვერ გავაგრძელებდი. ბებიაჩემის მამიდაშვილი იყო, თუმცა 20 წელი არ ენახათ ერთმანეთი. მას დავურეკე, ჩემი ამბავი ვუამბე და მითხრა, ჩემთან იცხოვრეო. წამიყვანა "თბილისი მოლში", პირველი სასწავლო დღისთვის რაღაცები მიყიდა, კარგად ჩამაცვა. ცოტა ხნის შემდეგ მას სიმსივნე დაუდგინეს და გარდაიცვალა, მე კი მის დედას, 92 წლის მარიამ ბებოს ვუვლიდი, ვაჭმევდი, ვასმევდი, ვუცვლიდი, ვბანდი, რომ ამ ოჯახის სიკეთისთვის სიკეთით მეპასუხა.მერე ბინა ვიქირავე. კარგი დიასახლისი შემხვდა - ფაქტობრივად, მიზერულ თანხას მახდევინებს, ყველაფერს მიკეთებს, მივლის ოჯახის წევრივით და მისი მადლიერი ვარ. ამ ინტერვიუთიც მინდა მადლობა გადავუხადო... თვალთმაქცობა არ მიყვარს, ასეთ ადამიანებს გავურბივარ, ჩემისთანა ბუნების ადამიანებს ვეძებ...

- იურიდიულზე რატომ ჩააბარეთ?

- სიმართლეს ვიტყვი - 80% ჩემი მშობლების გადაწყვეტილება იყო, 20% - ჩემი. მინდოდა კანონები მცოდნოდა, არავის დავეჩაგრე - ეს იყო ჩემი მოტივაცია. რეპეტიტორები არ მყოლია, თვითონ და ახლობლების დახმარებით მოვემზადე გამოცდებისთვის. ინგლისურმა ენამ შემიშალა ხელი და დამტოვა დაფინანსების გარეშე, მაგრამ მოვხვდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავიდან ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი ჩამსხმელ ოპერატორად, მაგრამ 300 ლარი იყო ხელფასი და სწავლის საფასურს ვერ ავუდიოდი, ამიტომ ვაჟა ბიძიას შვილმა მიყიდა მოტოციკლეტი და დავიწყე "გლოვოში" მუშაობა. უკვე ერთი წელია, ვმუშაობ. ხელფასის ნახევარს მშობლებს ვუგზავნი, ნაწილს ქირაში ვიხდი. ცოტას ვაგროვებდი, რომ სწავლის საფასური გადამეხადა, რადგან ახლა სტატუსი მქონდა შეჩერებული, მაგრამ ამ საფულის ამბით იმდენმა ადამიანმა გამიცნო და დახმარების ხელი გამომიწოდა, ვერც წარმოვიდგენდი. მათი წყალობით დავალიანებაც დავფარე და ზედმეტი ერთი წლის სწავლის საფასური - 2.250 ლარიც შემიგროვდა. ახლა მუშაობას შევწყვეტ და სწავლას მივხედავ. ბედნიერი ვარ. ბედნიერი და გახარებული არიან ჩემი მშობლები და ჩემი ქალაქიც, რომ ჩემი კეთილი საქციელით ვასახელე. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩემებს მგზავრობის ფულს აღარ ახდევინებენ და ბაზარსა თუ მაღაზიაში ყველგან თბილ სიტყვებს ეუბნებიან. ამ საფულის ამბის შემდეგ ზესტაფონში რომ ჩამოვედი, არ იცით, როგორ შემხვდნენ! დედიკო ამას რომ უყურებდა, ცრემლები წამოსცვივდა. ყველა მაჩერებს და მეფერება... წაიკითხეთ სრულად

"ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ ღონისძიებებზე" - ამირან გამყრელიძე

თბილისის რომელ უბნებს შეუწყდება დღეს ელექტროენერგია?

"უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს..." - კორონავირუსს მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი ემსხვერპლა