მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო
"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ სხვა ბევრ სფე­როს­თან ერ­თად, მო­დის ბიზ­ნე­სიც და­ა­ზა­რა­ლა. და­ი­კე­ტა ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ე­ბი და ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვამ ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ამის გამო, ბევ­რმა სა­მუ­შაო პრო­ფი­ლიც კი შე­იც­ვა­ლა.

მა­გა­ლი­თად, დი­ზა­ი­ნე­რი თი­ნა­თინ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ ემ­სა­ხუ­რე­ბა თა­ვის საყ­ვა­რელ საქ­მეს, რა­საც წლე­ბი მი­უ­ძღვნა, ამი­ტომ ბოლო დროს მას­ში მხატ­ვარ­მა გა­იღ­ვი­ძა - პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში და­ამ­თავ­რა 2-3 წლის წინ და­წყე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი, გა­იხ­სე­ნა თო­ჯი­ნე­ბის, აბა­ჟუ­რე­ბის კე­თე­ბა, რა­საც ადრე ქმნი­და, მო­დის სფე­რო­ში ჩარ­თულს კი, ამის დრო თით­ქმის არ რჩე­ბო­და.

- ჩემ­თვის მოდა ხე­ლოვ­ნე­ბა უფ­როა, ვიდ­რე ბიზ­ნე­სი... ამი­ტომ რო­გორც ყვე­ლა ხე­ლო­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა, პან­დე­მი­ამ ჩე­მიც შეც­ვა­ლა. ჩვე­ნი სფე­როს ადა­მი­ა­ნებს თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­ჭირ­დათ, რად­გა­ნაც ყვე­ლა სივ­რცე და­ხუ­რუ­ლია... მო­დის ონ­ლა­ინჩვე­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუმ­ცა პრაქ­ტი­კა­ში ამის მა­გა­ლი­თე­ბიც არის, რაც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, იმი­ტომ, რომ პო­დი­უმ­ზე სა­მო­სის წარ­მოდ­გე­ნი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცო­ცხა­ლი ემო­ცი­ე­ბია.

რო­დე­საც პან­დე­მი­ის გამო მო­დის სახ­ლი დავ­კე­ტე, მუ­შა­ო­ბა სახ­ლში გა­ვაგ­რძე­ლე. მა­ნამ­დეც, როცა მო­დის სახ­ლში საქ­მე არ იყო, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. მოკ­ლედ, ჩემი სფე­რო­დან და სხვა­დას­ხვა უნა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ას ად­ვი­ლად ვერ­გე­ბი...

- სხვა საქ­მე­ე­ბით კი და­კავ­დით, მაგ­რამ ალ­ბათ ის აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან გე­ნატ­რე­ბათ...

- ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უცხო­ეთ­ში მი­წევ­და ყოფ­ნა. მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით, რომ ჩემი კო­ლექ­ცი­ე­ბი წარ­მედ­გი­ნა - დავ­დი­ო­დი ქვეყ­ნი­დან ქვე­ყა­ნა­ში - პო­ლო­ნე­თი, ჩე­ხე­თი, ის­რა­ე­ლი, ჩი­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი და ა.შ. ახლა იმ ვი­ზი­ტებს რომ ვიხ­სე­ნებ, თურ­მე რა ცხო­ვე­ბა გვქო­ნია, რა­საც ყო­ველ­თვის ვა­ფა­სებ­დი, რად­გა­ნაც წარ­მა­ტე­ბას დიდი შრო­მით მი­ვაღ­წიე. იმ წარ­მა­ტე­ბით, რაც ცხოვ­რე­ბა­ში მი­მი­ღია, ვტკბე­ბო­დი. ახლა კი, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ის ყვე­ლა­ფე­რი...

ჩემ­თვის სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რის აუ­დი­ტო­რი­ის­თვის წარ­დგე­ნა ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტია. 18 წე­ლია, ამ სფე­რო­ში ვარ. 2008 წელს ბრენ­დი "თი­ნა­თინ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი" ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ... ყო­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის დროს გული სა­ოც­რად მი­ცემს. გა­მორ­ჩე­უ­ლი ემო­ცი­აა, როცა მო­დე­ლე­ბი კუ­ლი­სებ­ში შენს შექ­მნილ სა­მოსს ირ­გე­ბენ, პო­დი­უ­მის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან... ამ გრძნო­ბას არას­დროს არა­ფე­რი შეც­ვლის.

- თი­ნა­თი­ნი დი­ზა­ი­ნე­რი და თი­ნა­თი­ნი მხატ­ვა­რი გა­მიჯ­ნუ­ლია ერ­თმა­ნე­თის­გან?

- კი. როცა ვარ დი­ზა­ი­ნე­რი, ცოტა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ, როცა ვარ მხატ­ვა­რი - სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხატ­ვი­სას ყვი­თე­ლი ფერი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ტან­საც­მელ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ვე­რი­დე­ბი. ერ­თა­დერ­თი, შარ­შან­წინ შევ­ქმე­ნი ყვი­თე­ლი ფე­რის კაბა. ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. სა­დაც ვი­ყა­ვი, ყველ­გან იმ კა­ბას აჩ­ვე­ნებ­დნენ. არა­და, სიზ­მარ­ში ვნა­ხე. სა­ერ­თოდ, აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლი­სას ხში­რად ვნა­ხუ­ლობ­დი სიზ­მარ­ში იმას, რაც უნდა და­მე­ხა­ტა. ეს სა­ო­ცა­რი ფე­ნო­მე­ნია, გა­მოც­დე­ბის წინ ვხე­დავ­დი, რაზე უნდა მე­მუ­შა­ვა.

კაბა რომ და­მე­სიზ­მრა, წა­ვე­დი და ზუს­ტად იმ ტო­ნა­ლო­ბის ყვი­თე­ლი ში­ფო­ნი შე­ვი­ძი­ნე და იმ ხა­რის­ხის კაბა, რაც მინ­დო­და, სამ დღე­ში შევ­ქმე­ნი. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს ფე­რე­ბის თა­მა­ში. მიყ­ვარს ფი­რუ­ზის­ფე­რი, ია­სამ­ნის­ფე­რი. რო­დე­საც კო­ლექ­ცი­ას ვქმნი, არას­დროს ვიცი, რა არის მო­და­ში. მერე რომ მო­დის ესა თუ ის სე­ზო­ნი, ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი ემ­თხვე­ვა ხოლ­მე.

- წი­ნათ­გრძნო­ბა თუ მძაფ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია გქო­ნი­ათ...

- ასე­თი წი­ნათ­გრძნო­ბა ბევრ ხე­ლო­ვანს აქვს... გა­სულ წელს, სექ­ტემ­ბერ­ში გა­ვა­კე­თე პალ­ტო­ე­ბი ბა­ბუ­აწ­ვე­რის სიმ­ბო­ლო­თი და და­ვა­რეკ­ლა­მეთ კი­დეც, რომ ჩვე­ნი წლე­ვან­დე­ლი წლის სიმ­ბო­ლო ბა­ბუ­აწ­ვე­რა იქ­ნე­ბო­და, თან ეს სიმ­ბო­ლო სა­გან­გე­ბოდ ავარ­ჩიე. ზუს­ტად თვე-ნა­ხევ­რის წინ გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ 2020 წლის კო­ვი­დით და­ღუ­პუ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო სწო­რედ ბა­ბუ­აწ­ვე­რას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა. ეს რომ გა­ვი­გე, შოკი მი­ვი­ღე.

- კო­ლექ­ცი­ა­ში ნი­ღა­ბი არას­დროს გა­მო­გი­ყე­ნე­ბი­ათ?

- კი, ოღონდ, ახლა რომ ვა­ტა­რებთ, ასე­თი არა, ვე­ნე­ცი­უ­რი სტი­ლის ნიღ­ბე­ბი მაქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­ღა­ლი მო­დის კო­ლექ­ცი­ა­ში წლე­ბის წინ. წი­ნათ­გრძნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, 3 წლის წინ, ფა­ტუ­ნა ბუ­ში­ჰედ­მა გა­მო­ი­ყე­ნა მა­ღა­ლი მო­დის კო­ლექ­ცი­ა­ში ნი­ღა­ბი. პან­დე­მია რომ და­ი­წყო, ვე­უბ­ნე­ბო­დი, - რა გინ­დო­და, რას გვერ­ჩო­დი-თქო. მერე გა­ვარ­კვიე, რომ გი­ორ­გი შა­ღაშ­ვილს და დემ­ნა გვა­სა­ლი­ა­საც 2 წლის წინ ჰქო­ნი­ათ ასე­თი ნიღ­ბე­ბი შექ­მნი­ლი. მოკ­ლედ, ინ­ტუ­ი­ცია კარ­გად მაქვს გან­ვი­რე­ბუ­ლი და ეტყო­ბა, ეს ამის ბრა­ლია.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში შექ­მნილ ძა­ლი­ან ლა­მაზ პა­ტა­რა ბა­ლე­რი­ნებ­ზეც მინ­და, რომ გვი­ამ­ბოთ.

- ბევ­რმა იცის, რომ სა­ა­ხალ­წლოდ ვა­კე­თებთ პრო­ექტს - "წე­რი­ლე­ბი თოვ­ლის პა­პას" და რო­დე­საც ბავ­შვე­ბის წე­რი­ლე­ბი მო­დის, სა­დაც ესა თუ ის პა­ტა­რა ნატ­რობს - ნაძ­ვის ხეს, სა­თა­მა­შოს, ვერ ვით­მენ და მა­შინ­ვე მინ­და, გა­ვუგ­ზავ­ნო. ორ­ჯერ ამის გამო სამ­სა­ხუ­რის ნაძ­ვის ხე "გა­ვა­შიშ­ვლე" და ნაძ­ვის ხე და სა­თა­მა­შო­ე­ბი პა­ტა­რებ­თან გა­ვა­ტა­ნე. მერე და­ვი­წყე ფიქ­რი ახა­ლი ნაძ­ვის ხის შევ­სე­ბა­ზე. ორი­გი­ნა­ლუ­რი და თან დატ­ვირ­თუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, პირ­ვე­ლად ამის­თვის პა­ტა­რა კა­ბე­ბი შევ­კე­რეთ და ნაძ­ვის ხე იმით მოვ­რთეთ. ბრენ­დი­რე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი გა­მოგ­ვი­ვი­და. მო­რიგ ჯერ­ზე უკვე პა­ტა­რა ბა­ლე­რი­ნე­ბი გა­ვა­კე­თე.

მოკ­ლედ, ასე დავ­ხუნძლე ნაძ­ვის ხე ფე­რი­ე­ბით. ის ჩემ­მა მე­ნე­ჯერ­მა (სლა­ვურ ქვეყ­ნებ­ში) ნა­დეჟ­და მო­წო­ნე­ლი­ძემ ჩა­მოხ­სნა, წა­ი­ღო და მი­თხრა, მოს­კოვ­ში ხე­ლი­დან გამ­ტა­ცეს შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ეს ხაზი უნდა გა­აგ­რძე­ლოო.

მარ­თლაც გა­ვა­კე­თე ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის კო­ლექ­ცია, ოღონდ, ბა­ლე­რი­ნე­ბი უკვე სა­ნა­თებ­ში, აბა­ჟუ­რებ­ში ჩავ­სვი. ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, ეს ცალ­კე ხაზი ასე თუ იმუ­შა­ვებ­და. ასე თა­მაშ-თა­მა­შით და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ცალ­კე ბიზ­ნე­სი აღ­მოჩ­ნდა.

- მგო­ნი, თო­ჯი­ნებს ად­რეც აკე­თებ­დით?

- დიახ, ვი­საც ახ­სოვს, 2002-2004 წლებ­ში თო­ჯი­ნე­ბის გა­მო­ფე­ნებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. პა­პი­ე­მა­შეს თო­ჯი­ნებს ვქმნი­დი. ეს ფრან­გუ­ლი ტექ­ნი­კაა, ქა­ღალ­დის­გან კეთ­დე­ბა, ქა­ღალ­დი წე­ბო­ში სველ­დე­ბა და პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­წი­ლებს აწე­ბებ... იმ ტექ­ნო­ლო­გი­ის ბოლო ბა­ლე­რი­ნას 4 წელი დას­ჭირ­და, სი­მაღ­ლით ერთი მეტ­რია. მქონ­და რე­ა­ლუ­რი შან­სი, გა­მე­ყი­და, მაგ­რამ ვე­რაფ­რით გა­ვი­მე­ტე. რაც წლე­ბი გავა, სულ უფრო უნი­კა­ლუ­რი გახ­დე­ბა. ისი­ნი მხო­ლოდ ჩემი შვი­ლე­ბის­თვის მე­მე­ტე­ბა...

სა­ერ­თოდ, სულ მიყ­ვარ­და ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის შექ­მნა და პან­დე­მი­ამ თით­ქოს წარ­სულ­ში და­მაბ­რუ­ნა, ახლა ისეთ რა­ღა­ცებ­ზე ვმუ­შა­ობ, რა­საც ადრე ვქმნი­დი. წინა პლან­ზე წა­მო­ვი­და თი­ნა­თი­ნი მხატ­ვა­რი და თი­ნა­თი­ნი დი­ზა­ი­ნე­რი ცოტა ხანს ის­ვე­ნებს...

- სა­მო­მავ­ლოდ რო­გორ წა­რო­გიდ­გე­ნი­ათ, რა სი­ახ­ლე შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, რაც აქამ­დე არ გა­გი­კე­თე­ბი­ათ?

- ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბას პრო­ფე­სი­ად ვერ აღ­ვიქ­ვამ, თუ სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი დი­ლას სამ­სა­ხურ­ში მი­დის, გან­სა­ზღვრუ­ლი დრო­ის შემ­დეგ სახ­ლში მშვი­დად ბრუნ­დე­ბა, რომ და­ის­ვე­ნოს, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მეს, რა­საც სამ­სა­ხურ­ში ვერ ვას­წრებ, შინ ვაგ­რძე­ლებ, გვი­ა­ნო­ბამ­დე ვმუ­შა­ობ. ცხოვ­რე­ბის ეს სტი­ლი ძვალ­სა და რბილ­ში მაქვს გამ­ჯდა­რი... ამი­ტო­მა­ცაა, ასე რომ მი­ჭირს და ვერ ვე­გუ­ე­ბი გა­ჩე­რე­ბულ და და­პა­უ­ზე­ბულ სამ­ყა­როს.

ახლა ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ ჩვენს გი­ჟურ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე, ნა­ხე­ვარ წელ­ზე მეტს რომ ჰა­ერ­ში ვა­ტა­რებ­დი. ეს დრო რო­გორც კი დაბ­რუნ­დე­ბა, თი­ნა­თი­ნი დი­ზა­ი­ნე­რი კი­დევ რე­ა­ლიზ­დე­ბა და მხატ­ვა­რი ცო­ტა­თი და­იჩ­რდი­ლე­ბა. ხატ­ვას კი ალ­ბათ სი­ბე­რე­ში გა­ვიხ­სე­ნებ. ახლა სა­გუ­რა­მო­ში მე და ჩემი მე­უღ­ლე სას­ტუმ­როს ვა­კე­თებთ, სა­დაც სივ­რცე თო­ჯი­ნე­ბის მუ­ზე­უმს, გე­მე­ბის მუ­ზე­უმს და­ეთ­მო­ბა, იქ მხატ­ვრე­ბი ვი­მუ­შა­ვებთ და სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცებს შევ­ქმნით, სხვებ­საც ვას­წავ­ლით. მოკ­ლედ, ოპ­ტი­მის­ტი ვარ, იმე­დი მაქვს, რომ ძველ ცხოვ­რე­ბას ყვე­ლა­ნი მალე და­ვუბ­რუნ­დე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

მალე აგესრულებინოთ ყველა ჩანაფიქრი, მადლობა ამ სილამაზისთვის

zuzu
0

ashkarad unichieresi dizaineria, saintereso xedva aqvs bravo

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო

"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო

კორონავირუსის პანდემიამ სხვა ბევრ სფეროსთან ერთად, მოდის ბიზნესიც დააზარალა. დაიკეტა ტანსაცმლის მაღაზიები და ყიდვა-გაყიდვამ ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. ამის გამო, ბევრმა სამუშაო პროფილიც კი შეიცვალა.

მაგალითად, დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ძველებურად ვეღარ ემსახურება თავის საყვარელ საქმეს, რასაც წლები მიუძღვნა, ამიტომ ბოლო დროს მასში მხატვარმა გაიღვიძა - პანდემიის პერიოდში დაამთავრა 2-3 წლის წინ დაწყებული ნახატები, გაიხსენა თოჯინების, აბაჟურების კეთება, რასაც ადრე ქმნიდა, მოდის სფეროში ჩართულს კი, ამის დრო თითქმის არ რჩებოდა.

- ჩემთვის მოდა ხელოვნება უფროა, ვიდრე ბიზნესი... ამიტომ როგორც ყველა ხელოვანის ცხოვრება, პანდემიამ ჩემიც შეცვალა. ჩვენი სფეროს ადამიანებს თვითრეალიზება განსაკუთრებით გაუჭირდათ, რადგანაც ყველა სივრცე დახურულია... მოდის ონლაინჩვენება ძალიან რთულია, თუმცა პრაქტიკაში ამის მაგალითებიც არის, რაც ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ პოდიუმზე სამოსის წარმოდგენისას მნიშვნელოვანი ცოცხალი ემოციებია.

როდესაც პანდემიის გამო მოდის სახლი დავკეტე, მუშაობა სახლში გავაგრძელე. მანამდეც, როცა მოდის სახლში საქმე არ იყო, ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობდი. მოკლედ, ჩემი სფეროდან და სხვადასხვა უნარიდან გამომდინარე, სხვადასხვა სიტუაციას ადვილად ვერგები...

- სხვა საქმეებით კი დაკავდით, მაგრამ ალბათ ის აქტიური პერიოდი ძალიან გენატრებათ...

- ბოლო 4 წლის განმავლობაში სულ უცხოეთში მიწევდა ყოფნა. მოდის კვირეულებზე საპატიო სტუმრის სტატუსით, რომ ჩემი კოლექციები წარმედგინა - დავდიოდი ქვეყნიდან ქვეყანაში - პოლონეთი, ჩეხეთი, ისრაელი, ჩინეთი, ესპანეთი და ა.შ. ახლა იმ ვიზიტებს რომ ვიხსენებ, თურმე რა ცხოვება გვქონია, რასაც ყოველთვის ვაფასებდი, რადგანაც წარმატებას დიდი შრომით მივაღწიე. იმ წარმატებით, რაც ცხოვრებაში მიმიღია, ვტკბებოდი. ახლა კი, ძალიან მენატრება ის ყველაფერი...

ჩემთვის საკუთარი ნამუშევრის აუდიტორიისთვის წარდგენა ემოციური მომენტია. 18 წელია, ამ სფეროში ვარ. 2008 წელს ბრენდი "თინათინ მაღალაშვილი" ჩამოვაყალიბეთ... ყოველი ჩვენების დროს გული საოცრად მიცემს. გამორჩეული ემოციაა, როცა მოდელები კულისებში შენს შექმნილ სამოსს ირგებენ, პოდიუმისთვის ემზადებიან... ამ გრძნობას არასდროს არაფერი შეცვლის.

- თინათინი დიზაინერი და თინათინი მხატვარი გამიჯნულია ერთმანეთისგან?

- კი. როცა ვარ დიზაინერი, ცოტა სხვა მიმართულებით ვმუშაობ, როცა ვარ მხატვარი - სხვა მიმართულებით. ხატვისას ყვითელი ფერი ძალიან მიყვარს, მაგრამ ტანსაცმელზე მუშაობისას ვერიდები. ერთადერთი, შარშანწინ შევქმენი ყვითელი ფერის კაბა. ფურორი მოახდინა, სოციალურ ქსელშიც დიდი მოწონება დაიმსახურა. სადაც ვიყავი, ყველგან იმ კაბას აჩვენებდნენ. არადა, სიზმარში ვნახე. საერთოდ, აკადემიაში სწავლისას ხშირად ვნახულობდი სიზმარში იმას, რაც უნდა დამეხატა. ეს საოცარი ფენომენია, გამოცდების წინ ვხედავდი, რაზე უნდა მემუშავა.

კაბა რომ დამესიზმრა, წავედი და ზუსტად იმ ტონალობის ყვითელი შიფონი შევიძინე და იმ ხარისხის კაბა, რაც მინდოდა, სამ დღეში შევქმენი. საერთოდ, ძალიან მსიამოვნებს ფერების თამაში. მიყვარს ფირუზისფერი, იასამნისფერი. როდესაც კოლექციას ვქმნი, არასდროს ვიცი, რა არის მოდაში. მერე რომ მოდის ესა თუ ის სეზონი, ჩემი გაკეთებული ემთხვევა ხოლმე.

- წინათგრძნობა თუ მძაფრად განვითარებული ინტუიცია გქონიათ...

- ასეთი წინათგრძნობა ბევრ ხელოვანს აქვს... გასულ წელს, სექტემბერში გავაკეთე პალტოები ბაბუაწვერის სიმბოლოთი და დავარეკლამეთ კიდეც, რომ ჩვენი წლევანდელი წლის სიმბოლო ბაბუაწვერა იქნებოდა, თან ეს სიმბოლო საგანგებოდ ავარჩიე. ზუსტად თვე-ნახევრის წინ გამოაცხადეს, რომ 2020 წლის კოვიდით დაღუპულების სიმბოლო სწორედ ბაბუაწვერას გამოსახულებაა. ეს რომ გავიგე, შოკი მივიღე.

- კოლექციაში ნიღაბი არასდროს გამოგიყენებიათ?

- კი, ოღონდ, ახლა რომ ვატარებთ, ასეთი არა, ვენეციური სტილის ნიღბები მაქვს გამოყენებული მაღალი მოდის კოლექციაში წლების წინ. წინათგრძნობას რაც შეეხება, 3 წლის წინ, ფატუნა ბუშიჰედმა გამოიყენა მაღალი მოდის კოლექციაში ნიღაბი. პანდემია რომ დაიწყო, ვეუბნებოდი, - რა გინდოდა, რას გვერჩოდი-თქო. მერე გავარკვიე, რომ გიორგი შაღაშვილს და დემნა გვასალიასაც 2 წლის წინ ჰქონიათ ასეთი ნიღბები შექმნილი. მოკლედ, ინტუიცია კარგად მაქვს განვირებული და ეტყობა, ეს ამის ბრალია.

- პანდემიის პერიოდში შექმნილ ძალიან ლამაზ პატარა ბალერინებზეც მინდა, რომ გვიამბოთ.

- ბევრმა იცის, რომ საახალწლოდ ვაკეთებთ პროექტს - "წერილები თოვლის პაპას" და როდესაც ბავშვების წერილები მოდის, სადაც ესა თუ ის პატარა ნატრობს - ნაძვის ხეს, სათამაშოს, ვერ ვითმენ და მაშინვე მინდა, გავუგზავნო. ორჯერ ამის გამო სამსახურის ნაძვის ხე "გავაშიშვლე" და ნაძვის ხე და სათამაშოები პატარებთან გავატანე. მერე დავიწყე ფიქრი ახალი ნაძვის ხის შევსებაზე. ორიგინალური და თან დატვირთული რომ ყოფილიყო, პირველად ამისთვის პატარა კაბები შევკერეთ და ნაძვის ხე იმით მოვრთეთ. ბრენდირებული სათამაშოები გამოგვივიდა. მორიგ ჯერზე უკვე პატარა ბალერინები გავაკეთე.

მოკლედ, ასე დავხუნძლე ნაძვის ხე ფერიებით. ის ჩემმა მენეჯერმა (სლავურ ქვეყნებში) ნადეჟდა მოწონელიძემ ჩამოხსნა, წაიღო და მითხრა, მოსკოვში ხელიდან გამტაცეს შენი ნამუშევრები, ეს ხაზი უნდა გააგრძელოო.

მართლაც გავაკეთე ნაძვის ხის სათამაშოების კოლექცია, ოღონდ, ბალერინები უკვე სანათებში, აბაჟურებში ჩავსვი. ისეთი პოპულარული გახდა, ნამდვილად არ მეგონა, ეს ცალკე ხაზი ასე თუ იმუშავებდა. ასე თამაშ-თამაშით დაწყებული საქმე ცალკე ბიზნესი აღმოჩნდა.

- მგონი, თოჯინებს ადრეც აკეთებდით?

- დიახ, ვისაც ახსოვს, 2002-2004 წლებში თოჯინების გამოფენებში ვმონაწილეობდი. პაპიემაშეს თოჯინებს ვქმნიდი. ეს ფრანგული ტექნიკაა, ქაღალდისგან კეთდება, ქაღალდი წებოში სველდება და პატარ-პატარა ნაწილებს აწებებ... იმ ტექნოლოგიის ბოლო ბალერინას 4 წელი დასჭირდა, სიმაღლით ერთი მეტრია. მქონდა რეალური შანსი, გამეყიდა, მაგრამ ვერაფრით გავიმეტე. რაც წლები გავა, სულ უფრო უნიკალური გახდება. ისინი მხოლოდ ჩემი შვილებისთვის მემეტება...

საერთოდ, სულ მიყვარდა ხელნაკეთი ნივთების შექმნა და პანდემიამ თითქოს წარსულში დამაბრუნა, ახლა ისეთ რაღაცებზე ვმუშაობ, რასაც ადრე ვქმნიდი. წინა პლანზე წამოვიდა თინათინი მხატვარი და თინათინი დიზაინერი ცოტა ხანს ისვენებს...

- სამომავლოდ როგორ წაროგიდგენიათ, რა სიახლე შეიძლება გაჩნდეს თქვენს შემოქმედებაში, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ?

- ზოგადად, ხელოვნებას პროფესიად ვერ აღვიქვამ, თუ სხვა პროფესიის ადამიანი დილას სამსახურში მიდის, განსაზღვრული დროის შემდეგ სახლში მშვიდად ბრუნდება, რომ დაისვენოს, ჩემს შემთხვევაში, საქმეს, რასაც სამსახურში ვერ ვასწრებ, შინ ვაგრძელებ, გვიანობამდე ვმუშაობ. ცხოვრების ეს სტილი ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი... ამიტომაცაა, ასე რომ მიჭირს და ვერ ვეგუები გაჩერებულ და დაპაუზებულ სამყაროს.

ახლა ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ ჩვენს გიჟურ ცხოვრებას დავუბრუნდე, ნახევარ წელზე მეტს რომ ჰაერში ვატარებდი. ეს დრო როგორც კი დაბრუნდება, თინათინი დიზაინერი კიდევ რეალიზდება და მხატვარი ცოტათი დაიჩრდილება. ხატვას კი ალბათ სიბერეში გავიხსენებ. ახლა საგურამოში მე და ჩემი მეუღლე სასტუმროს ვაკეთებთ, სადაც სივრცე თოჯინების მუზეუმს, გემების მუზეუმს დაეთმობა, იქ მხატვრები ვიმუშავებთ და საინტერესო რაღაცებს შევქმნით, სხვებსაც ვასწავლით. მოკლედ, ოპტიმისტი ვარ, იმედი მაქვს, რომ ძველ ცხოვრებას ყველანი მალე დავუბრუნდებით.

"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება

ბოტიჩელის შედევრი სოთბის აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა - რენესანსის ეპოქის ტილოსთვის ორი ადამიანი იბრძოდა

"ბედნიერებაა, როცა ანნა სახეზე მეფერება, თან თვალებში შემცქერის" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ემოციური წერილი შვილს, რომელიც 1 წლის გახდა