პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტრასბურგის გადაწყვეტილება უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მოთხოვნას, შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა" - აშშ-ის საელჩო
"სტრასბურგის გადაწყვეტილება უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მოთხოვნას, შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა" - აშშ-ის საელჩო

"სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­დევ უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნას, რომ რუ­სეთ­მა შე­წყვი­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვე­ბი" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შო და მი­უ­ღე­ბე­ლია რუ­სე­თის მცდე­ლო­ბე­ბი, გა­ა­კონ­ტრო­ლოს და გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნე­ბი ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის გზით.

"სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ" სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის სარ­ჩელ­ში 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მკა­ფი­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღო და რუ­სე­თი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მრა­ვა­ლი მუხ­ლის დარ­ღვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლად ცნო, მათ შო­რის ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის და­კა­ვე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­ში. სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ არ ჩა­ა­ტა­რა სრუ­ლი ან შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ძი­ე­ბა იმ მოვ­ლე­ნე­ბი­სა, რო­მე­ლიც მოხ­და სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბამ­დე და მას შემ­დეგ. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­დევ უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნას, რომ რუ­სეთ­მა შე­წყვი­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვე­ბი.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შო და მი­უ­ღე­ბე­ლია რუ­სე­თის მცდე­ლო­ბე­ბი, გა­ა­კონ­ტრო­ლოს და გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნე­ბი ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის გზით, თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გამ­ყო­ფი ზო­ლის გა­დაკ­ვე­თის შე­ზღუდ­ვი­თა და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და სამ­ხედ­რო "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის" და­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ორ რე­გი­ონ­თან. ეს ქმე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი ხალ­ხის სი­ცო­ცხლეს, კულ­ტუ­რა­სა და პი­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბებს და არ აძ­ლევს მათ იმ უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის უნდა იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2008 წლის ომის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო და­ე­თან­ხმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხოვ­ნას, რომ რუ­სეთ­მა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის არა­ერ­თი მუხ­ლი და­არ­ღვია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

 

ნავალნი კი არაა ნავალნი, ესააა ნავალნი მოსკოვისა, ანუ შენმა გაკეთებულმა საქმემ გამოგაჩინოსო. მას მოსდევს მეორე კითხვა, თანაც თანამედროვე პოლიტიკაში არსებითი კითხვა(ყველა მუშაობს, ყველა ვიღაცას ეხმარება საერთო სახლის კეთებაში) დამისახელე რა გააკეთე, ან რას აკეთებ ისეთს, რომ შენი გაკეთებულით სხვას რომელიმეს ცხოვრება და კმაყოფილება მიეცაო, ესაა მეორე ნავალნი და არა ნავალნი>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>ადამიანს, ან პირს, პირია ეკონომიკური სუბიექტიც, ის ზუსტად „შენაირ“ პირთანაა გათანაბრებული სამართალში ადამიანის უფლებებში და სხვაც. მას ერთნაირად ესმება კითხვები, რაც მის საქმეს ეხება>>>>>>>>>საქმემან შენმამო, ამაზე ისმება კითხვები, ხოლო ნავალნი ნავალნია და მეტი არაფერი. >>>>>>>>>>>მე მინდა პოზიტიური ვნახო რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც პოლიტიკის გააზრებასა და შექმნას ეხება, თუ არა რანაირადაც არც შეიცვალოს დანარჩენი მსოფლიო კულტურულ ასპექტში ამ გეოგრაფიასა და განლაგებას ვერ შეცვლის ის. მხოლოდ ახალი აზროვნება, რომელიც უნარსა და პასუხისმგებლობაშია ცვლის პოსტსაბჭოთა სივრცეს და ჰარმონიულობას ცივილიზაციასთან. შესაბამისად ცალკეულის განვითარებასა და შემოქმედებას. 

გიორგი
12

ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ადანაშაულებდით 2008 წლის კონფლიქტის დაწყებაში, ეხლა სად ხართ? გრცხვენოდეთ და თქვენი ხმა არ გაიგოს ქართულმა საზოგადოებამ. მართლაც სამარცხვინოები ხართ და ეს ყველაფერი გულ საკლავია. რამდენი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა და მათი ოჯახები გაუბედურდა, დაუობლდათ შვილები და დაუქვრივდათ მეუღლეები. დავკარგეთ 20% ტერიტორიის. თქვენ კიდე გაიძახოდით ომი საქართველომ დაიწყოო. გონზე მოგიყვანოთ მამამ ზეციერმა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სტრასბურგის გადაწყვეტილება უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მოთხოვნას, შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა" - აშშ-ის საელჩო

"სტრასბურგის გადაწყვეტილება უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მოთხოვნას, შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა" - აშშ-ის საელჩო

"სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები" - ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით.

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები.

განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო "ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

"თავის დაცვის უფროსს დაურეკა და ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია" -  რას აცხადებს ექსმორაგბე და ამჟამად პარლამენტარი ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე?

კახა კალაძის განცხადებით, 27 ოჯახს ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა - "თქვენი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოთ.. ჩვენ ხელს შეგიწყობთ"

მთავრობის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს - რა თანამდებობებზე მუშაობდა ილია დარჩიაშვილი ახალ პოსტზე დანიშვნამდე