პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე რუსული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - "დაწყებული ომი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ეს იცოდა ამხანაგმა სტალინმა"
სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე რუსული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - "დაწყებული ომი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ეს იცოდა ამხანაგმა სტალინმა"

21 იან­ვარს, 2008 წლის ომის საქ­მე­ზე, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და. "ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბაა, რო­მელ­მაც იუ­რი­დი­უ­ლად და­ა­დას­ტუ­რა რუ­სე­თის ბრა­ლე­უ­ლო­ბა მის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ქვეყ­ნის ვიცე-პრე­მი­ერ­მა, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, იუს­ტი­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო და­ე­თან­ხმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხოვ­ნას, რომ რუ­სეთ­მა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის არა­ერ­თი მუხ­ლი და­არ­ღვია.
  • სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის მიერ ამ დარ­ღვე­ვე­ბის აღი­ა­რე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს რუ­სეთ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და.
  • სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია და აღი­ა­რა რუ­სე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი წა­მე­ბის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბის­თვის.
  • სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია და აღი­ა­რა რუ­სე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის.
  • სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია და და­ად­გი­ნა რუ­სე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ომის დროს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა მკვლე­ლო­ბე­ბის გა­მო­უ­ძი­ებ­ლო­ბი­სათ­ვის და სხვა არა­ერ­თი დარ­ღვე­ვი­სათ­ვის.

ეს ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ბერ­კე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კონ­ფლიქ­ტე­ბის მო­წეს­რი­გე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სათ­ვის.

ცნო­ბი­ლია ისიც, რომ კონ­პენ­სა­ცი­ის სა­კითხს სა­სა­მარ­თლო უახ­ლო­ე­სი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავს, ასე­ვე მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჩივ­რებ­ზეც.

რუ­სე­თის მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუმ­ცა ინ­ფო­რა­ცი­ას და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ. დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას კი სა­თა­ვე და­უ­დო რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ­ლის ტი­რა­ჟი­რე­ბა შემ­დეგ სხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ მოხ­და.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის სა­თა­უ­რი ასე­თია: - "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს ბრალ­დე­ბა რუ­სე­თის მი­სა­მარ­თით სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში 2008 წლის 8-12 აგ­ვის­ტოს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უსა­ფუძ­ვლოდ აღი­ა­რა“. მას­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"თით­ქმის 12-წლი­ა­ნი გან­ხილ­ვის შე­დე­გად სა­სა­მარ­თლო მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას და­ე­კის­როს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ის მი­ხედ­ვით იმ ინ­ცი­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მოხ­და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ზე (სამ­შვი­დო­ბო კონ­ტი­გენტზე) და სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ქარ­თუ­ლი არ­მი­ის თავ­დას­ხმი­სა და მისი მო­გე­რი­ე­ბის დროს, 2008 წლის 8-12 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში. ასე­ვე სა­სა­მარ­თლომ მხა­რი არ და­უ­ჭი­რა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე­ბას რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თით­ქოს­და შეჭ­რა­ზე სამ­ხრეთ ოსეთ­ში 2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს, ანუ ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის თავ­დას­ხმამ­დე ქა­ლაქ ცხინ­ვალ­ზე..."

"ქარ­თუ­ლი მხა­რე ამ საქ­მე­ში წა­რუ­მა­ტებ­ლად ცდი­ლობ­და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბათ ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ან დროს, არა­მედ საბ­რძო­ლო პი­რო­ბებ­შიც, რაც ფაქ­ტი­უ­რად ძირს უთხრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­მარ­თლის სა­ფუძ­ვლებს. ჩვენ შევ­ძე­ლით დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა ევ­რო­პე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი იმა­ში, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­სამ­სა­ხუ­რე­თა მოქ­მე­დე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ის ფარ­გლებს მიღ­მა მდგო­მა­რე­ობს. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლომ ვერ და­ად­გი­ნა რუსი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მიერ სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი 2008 წლის აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბის დროს“, - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის რწმუ­ნე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში, რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მი­ხე­ილ გალ­პე­რინ­მა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო და­მარ­ცხე­ბას არ აღი­ა­რებს, იქვე მა­ინც აღ­ნიშ­ნავს, რომ არ ეთან­ხმე­ბა სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ რიგ დას­კვნებს, მათ შო­რის იმა­ზეც, რომ რუ­სე­თის მხა­რეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა და­ე­კის­როს იმ ინ­ცი­დენ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში 20018 წლის 12 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ხდე­ბო­და, თა­ნაც მათ­ში რუსი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

"მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვა­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ის აღ­კვე­თა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის ასე­თი შე­ფა­სე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს ექ­სტე­რი­ტო­რი­უ­ლი იუ­რის­დიქ­ცი­ის კონ­ცეფ­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გა­ე­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პო­ზი­ცი­ას და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ზო­გა­დად აღი­ა­რე­ბულ წე­სებს,” - აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბა საქ­მე­ზე "სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ (II)“ არ შე­ი­ცავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­ცხა­დი სა­სა­მარ­თლომ შემ­დგო­მი გან­ხილ­ვი­სათ­ვის გა­და­დო“, - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში და არ­სად არის ნახ­სნე­ბი, რომ ამ სა­კითხს სა­სა­მარ­თლო უახ­ლო­ე­სი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავს. წყა­რო

რუ­სულ­მა მა­ს­მე­დი­ამ (სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, რა­დიო-ტე­ლე­ვი­ზია, გა­ზე­თე­ბის ვებ-გვერ­დე­ბი და ა.შ.) ამ ძი­რი­თად თავ­და­პირ­ველ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვი­სე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი სა­თა­უ­რე­ბი მო­უ­ძებ­ნა და ტენ­დენ­ცი­უ­რი სა­ხით გა­ავ­რცე­ლა. ასე, მა­გა­ლი­თად: "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს ბრალ­დე­ბა რუ­სე­თის მი­მართ უსა­ფუძ­ვლოდ ჩათ­ვა­ლა“ («ТАСС»), "ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ უარ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ბრალ­დე­ბე­ბი რუ­სე­თის მი­მართ "ხუთ­დღი­ან ომ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით“ («Труд») "ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ჩათ­ვა­ლა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბრალ­დე­ბე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ არ დას­ტურ­დე­ბა («Новая газета»).

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "პო­ლიტ­ნა­ვი­გა­ტო­რი“ («Политнавигатор») უკ­რა­ი­ნის პო­ზი­ცი­ას აკ­რი­ტი­კებს და აქ­ვეყ­ნებს პუბ­ლი­კა­ცი­ას, სა­თა­უ­რით "ყი­რა­მა­ლა: უკ­რა­ი­ნა აცხა­დებს, რომ ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთ­ზე გა­ი­მარ­ჯვა“. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გად­მო­ცე­მუ­ლია ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბა და იქვე "ყი­რიმ­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ექსწარ­მო­მად­გენ­ლის ბო­რის ბა­ბი­ნის თვალ­საზ­რი­სი: "რუ­სე­თი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო-აგ­რე­სო­რი კი­დევ ერთხელ და­მარ­ცხდა მსოფ­ლი­ოს და­სა­ნა­ხად. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია კი­დევ ერთხელ იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი მკვლე­ლად და ჯა­ლა­თად უმაღ­ლეს დო­ნე­ზე... ეს დად­გე­ნი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვი­საც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, დონ­ბა­სის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - აცხა­დებს ბო­რის ბა­ბი­ნი.

"პო­ლიტ­ნა­ვი­გა­ტო­რი“ უკ­რა­ი­ნელ ყო­ფილ ჩი­ნოვ­ნიკს სი­მარ­თლის და­მა­ხინ­ჯე­ბას საყ­ვე­დუ­რობს. წყა­რო

პო­პუ­ლა­რუ­ლი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "ვზგლი­ა­დი“ («Взгляд»), აქ­ვეყ­ნებს რა პუბ­ლი­კა­ცი­ას სა­თა­უ­რით "სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სეთ­თან ომის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით "თა­ვის გა­მარ­ჯვე­ბად“ ჩათ­ვა­ლა“, იქვე მა­სა­ლას მკი­თხველ­თა კო­მენ­ტა­რებ­საც ურ­თავს. აი ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი:

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2008 წელს უნდა დაგ­ვე­ჭი­რა და ჩა­მოგ­ვეხრჩო

დროა ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბებს ყუ­რა­დღე­ბა აღარ მი­ვაქ­ცი­ოთ

ესე იგი, ძი­რი­თად პუნ­ქტებ­ში რუ­სეთ­მა გა­ი­მარ­ჯვა, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებს, უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა კი ყვე­ლა ომში ხდე­ბა

მთე­ლი ეს ის­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თან, უკ­რა­ი­ნას­თან და სხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ადას­ტუ­რებს, რომ და­წყე­ბუ­ლი ომი აუ­ცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე უნდა იქ­ნეს მიყ­ვა­ნი­ლი. ეს იცო­და ამ­ხა­ნაგ­მა სტა­ლინ­მა, ამი­ტო­მაც ევ­რო­პა­ში ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი გაჩ­ნდნენ. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მოხ­დე­ბო­და, მას რომ ყვე­ლა­ფე­რი თვით­დი­ნე­ბით მი­ეშ­ვა...

სა­ქარ­თვე­ლომ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­ჯვა.. ომში კი რუ­სეთ­მა

ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ გა­უ­გე­ბა­რი ვერ­დიქ­ტი გა­მო­ი­ტა­ნა - არც ჩვე­ნებს და არც თქვე­ნებს

სა­ქარ­თვე­ლომ, ომის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლო­კა­ლუ­რად სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
41

რუსების 80% არის იმპერიალისტი და შოვინისტი. ტვინნაღრძობი ერი არის, ურთიერთობაში - კარგი ხალხიც შეიძლება იყვნენ, მაგრამ მაგათი პოლიტიკური შეხედულებების და იმპერიალიზმის ფონზე აღარც ურთიერთობა მინდა მაგათთან. მარად მაგ ქვეყნის მტერი ვიქნები

ლია
87

დროა ევროსასამართლოს დადგენილებებს ყურადეღება აღარ მივაქციოთო და რას ამბობ ადრე ხომ რამე ფასი ჰქონდა იმპოტენტი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს

ავტორი:

სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე რუსული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - "დაწყებული ომი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ეს იცოდა ამხანაგმა სტალინმა"

სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე რუსული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - "დაწყებული ომი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ეს იცოდა ამხანაგმა სტალინმა"

21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. "ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე“, - განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

  • შეგახსენებთ, იუსტიციის სასამართლოს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
  • სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
  • სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
  • სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
  • სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.

ცნობილია ისიც, რომ კონპენსაციის საკითხს სასამართლო უახლოესი ერთი წლის განმავლობაში განიხილავს, ასევე მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალურ საჩივრებზეც.

რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურად ეხმიანებიან ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორაციას დამახინჯებულად ავრცელებენ. დეზინფორმაციას კი სათავე დაუდო რუსეთის იუსტიციის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, რომლის ტირაჟირება შემდეგ სხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ მოხდა.

იუსტიციის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული მასალის სათაური ასეთია: - "ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ბრალდება რუსეთის მისამართით სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის 8-12 აგვისტოს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ აღიარა“. მასში ვკითხულობთ:

"თითქმის 12-წლიანი განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეუძლებელია რუსეთის ფედერაციას დაეკისროს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მიხედვით იმ ინციდენტებისათვის, რომელიც მოხდა რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებზე (სამშვიდობო კონტიგენტზე) და სამოქალაქო მოსახლეობაზე ქართული არმიის თავდასხმისა და მისი მოგერიების დროს, 2008 წლის 8-12 აგვისტოს პერიოდში. ასევე სასამართლომ მხარი არ დაუჭირა საქართველოს ხელისუფლების მტკიცებას რუსეთის შეიარაღებული ძალების თითქოსდა შეჭრაზე სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 7 აგვისტოს, ანუ ქართველი სამხედროების თავდასხმამდე ქალაქ ცხინვალზე..."

"ქართული მხარე ამ საქმეში წარუმატებლად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანის უფლებათ ევროპული კონვენცია გამოიყენება არა მხოლოდ მშვიდობიან დროს, არამედ საბრძოლო პირობებშიც, რაც ფაქტიურად ძირს უთხრის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლებს. ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა ევროპელი მოსამართლეები იმაში, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა მოქმედების სამართლებრივი შეფასება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის აგვისტოში აღნიშნული კონვენციის იურისდიქციის ფარგლებს მიღმა მდგომარეობს. ასევე, სასამართლომ ვერ დაადგინა რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტები 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს“, - აღნიშნა რუსეთის რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალპერინმა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრო დამარცხებას არ აღიარებს, იქვე მაინც აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება სასამართლოს მიერ გამოტანილ რიგ დასკვნებს, მათ შორის იმაზეც, რომ რუსეთის მხარეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ ინციდენტებზე, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 20018 წლის 12 აგვისტოს შემდეგ ხდებოდა, თანაც მათში რუსი სამხედრო მოსამსახურეების უშუალო მონაწილეობა არ დადასტურებულა.

"მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის აღკვეთაში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარემოებების ასეთი შეფასება გამომდინარეობს ევროსასამართლოს ექსტერიტორიული იურისდიქციის კონცეფციიდან, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას და საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებულ წესებს,” - აღნიშნულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

"ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დადგენილება საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ არ შეიცავს გადაწყვეტილებას ფულადი კომპენსაციის შესახებ. შესაბამისი განაცხადი სასამართლომ შემდგომი განხილვისათვის გადადო“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში და არსად არის ნახსნები, რომ ამ საკითხს სასამართლო უახლოესი ერთი წლის განმავლობაში განიხილავს. წყარო

რუსულმა მასმედიამ (სააგენტოები, რადიო-ტელევიზია, გაზეთების ვებ-გვერდები და ა.შ.) ამ ძირითად თავდაპირველ ოფიციალურ ინფორმაციას თავისებური ინტერპრეტაციით მიკერძოებული სათაურები მოუძებნა და ტენდენციური სახით გაავრცელა. ასე, მაგალითად: "ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ბრალდება რუსეთის მიმართ უსაფუძვლოდ ჩათვალა“ («ТАСС»), "ევროსასამართლომ უარყო საქართველოს ბრალდებები რუსეთის მიმართ "ხუთდღიან ომთან“ დაკავშირებით“ («Труд») "ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ არ დასტურდება («Новая газета»).

რუსული გამოცემა "პოლიტნავიგატორი“ («Политнавигатор») უკრაინის პოზიციას აკრიტიკებს და აქვეყნებს პუბლიკაციას, სათაურით "ყირამალა: უკრაინა აცხადებს, რომ ევროსასამართლოში საქართველომ რუსეთზე გაიმარჯვა“. პუბლიკაციაში გადმოცემულია ევროპული სასამართლოს დადგენილება და იქვე "ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის ექსწარმომადგენლის ბორის ბაბინის თვალსაზრისი: "რუსეთი, როგორც სახელმწიფო-აგრესორი კიდევ ერთხელ დამარცხდა მსოფლიოს დასანახად. რუსეთის ფედერაცია კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული მკვლელად და ჯალათად უმაღლეს დონეზე... ეს დადგენილება უკრაინისთვისაც სასარგებლო იქნება, დონბასის საქმესთან დაკავშირებით“, - აცხადებს ბორის ბაბინი.

"პოლიტნავიგატორი“ უკრაინელ ყოფილ ჩინოვნიკს სიმართლის დამახინჯებას საყვედურობს. წყარო

პოპულარული რუსული გამოცემა "ვზგლიადი“ («Взгляд»), აქვეყნებს რა პუბლიკაციას სათაურით "საქართველომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთთან ომის საქმესთან დაკავშირებით "თავის გამარჯვებად“ ჩათვალა“, იქვე მასალას მკითხველთა კომენტარებსაც ურთავს. აი ზოგიერთი მათგანი:

მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს უნდა დაგვეჭირა და ჩამოგვეხრჩო

დროა ევროსასამართლოს დადგენილებებს ყურადღება აღარ მივაქციოთ

ესე იგი, ძირითად პუნქტებში რუსეთმა გაიმარჯვა, ხოლო რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, უფლებების დარღვევა კი ყველა ომში ხდება

მთელი ეს ისტორია საქართველოსთან, უკრაინასთან და სხვებთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ დაწყებული ომი აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი. ეს იცოდა ამხანაგმა სტალინმა, ამიტომაც ევროპაში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები გაჩნდნენ. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მას რომ ყველაფერი თვითდინებით მიეშვა...

საქართველომ სასამართლოში გაიმარჯვა.. ომში კი რუსეთმა

ევროსასამართლომ გაუგებარი ვერდიქტი გამოიტანა - არც ჩვენებს და არც თქვენებს

საქართველომ, ომისგან განსხვავებით, ლოკალურად სასამართლოში წარმატებას მიაღწია.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"უახლოესი მეგობრები ვართ, ჩვენ შორის დაპირისპირება არ არის" - რას ამბობს გომელაური გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შსს-დან გახარიას კადრებს უშვებენ

"გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!" - საქართველოს ელჩი დანიაში