პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბადრი ბიწაძე დავით გარეჯის საქმეზე - "რა ტერიტორიაც ჩამბარდა, იქ საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ"
ბადრი ბიწაძე დავით გარეჯის საქმეზე - "რა ტერიტორიაც ჩამბარდა, იქ საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ"

სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ბად­რი ბი­წა­ძის გან­ცხა­დე­ბით და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა „ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რია“. ამის შე­სა­ხებ ბად­რი ბი­წა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ის გა­მო­ძი­ე­ბის კი­თხვებს პა­სუ­ხობ­და.

რო­გორც ბად­რი ბი­წა­ძემ აღ­ნიშ­ნა გა­მო­ძი­ე­ბას­თან, არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ აქვს, დღეს კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში უპა­სუ­ხა გა­მო­ძი­ე­ბას.

ამას­თან, რო­გორც ბად­რი ბი­წა­ძე გან­მარ­ტავს, წლე­ბის წინ ის ეს­წრე­ბო­და კო­მი­სი­ის ერთ-ერთ სხდო­მას სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის რან­გში.

„კი, მე ვეს­წრე­ბო­დი ერთ-ერთი კო­მი­სი­ის სხდო­მას, რო­მელ­ზე­დაც არის ჩემი ხელ­მო­წე­რა და რო­მე­ლიც და­ვა­დას­ტუ­რე. ეს ერთ-ერთი რი­გი­თი შეხ­ვედ­რა იყო,სა­დაც იხი­ლე­ბო­და სა­ზღვრის სა­კი­თხი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი-სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის შეხ­ვედ­რა იყო. მე მიწ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, რო­გორც სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, კო­მი­სი­ის წევ­რი არ ვყო­ფილ­ვარ... მარ­ტში, რო­დე­საც და­ვი­ნიშ­ნე სა­სა­ზღვრო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად, რა ტე­რი­ტო­რი­აც ჩამ­ბარ­და იქ არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა, არ მომ­ხდა­რა. სა­ზღვა­რი არ­ცერ­თი სან­ტი­მეტ­რით არ გა­და­წე­უ­ლა არც იქით და არც ჩვენ­სკენ. მე რა­ი­მე კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია. ეს იყო დე­ლე­გა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შეხ­ვედ­რა, სა­დაც ორი­ვე მხა­რე გა­მოთ­ქვამს იმას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ჩქა­რა უნდა მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა მოძ­მე ორ რეს­პუბ­ლი­კას შო­რის...არა­ვი­თა­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია ივე­რი მე­ლაშ­ვილ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას, ის ჩე­მამ­დე, ჩემს დროს და ჩემს მე­რეც მუ­შა­ობ­და. უბ­რა­ლო, რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ასე რომ, უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ მისი უფ­რო­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვი­ცო­დი, რომ ერთ-ერთი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო... მე მაქვს ჩემი აზრი მაქვს, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს და რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, რომ ეს საქ­მე არის ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ბი­წა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა. საქ­მე ამი­ე­რი­დან თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში წა­რი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
14

აბა რატომ არ გვიშვებენ ჩვენ ტერიტორიებზე

დუდუ
0

რავა ჩასუქებულა ნინოიეს კაცი

ავტორი:

ბადრი ბიწაძე დავით გარეჯის საქმეზე - "რა ტერიტორიაც ჩამბარდა, იქ საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ"

ბადრი ბიწაძე დავით გარეჯის საქმეზე - "რა ტერიტორიაც ჩამბარდა, იქ საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ"

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ამის შესახებ ბადრი ბიწაძემ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც ამ საქმესთან დაკავშირებით ის გამოძიების კითხვებს პასუხობდა.

როგორც ბადრი ბიწაძემ აღნიშნა გამოძიებასთან, არავითარი პრეტენზია არ აქვს, დღეს კი ჩვეულებრივი გამოკითხვა ჩატარდა და ამ საქმესთან დაკავშირებით მისი კომპეტენციის ფარგლებში უპასუხა გამოძიებას.

ამასთან, როგორც ბადრი ბიწაძე განმარტავს, წლების წინ ის ესწრებოდა კომისიის ერთ-ერთ სხდომას სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის რანგში.

„კი, მე ვესწრებოდი ერთ-ერთი კომისიის სხდომას, რომელზედაც არის ჩემი ხელმოწერა და რომელიც დავადასტურე. ეს ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა იყო,სადაც იხილებოდა საზღვრის საკითხი, აზერბაიჯანი-საქართველოს დელეგაციის შეხვედრა იყო. მე მიწვეული ვიყავი, როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი, კომისიის წევრი არ ვყოფილვარ... მარტში, როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა. საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ. მე რაიმე კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს იყო დელეგაციების წარმომადგენლობითი შეხვედრა, სადაც ორივე მხარე გამოთქვამს იმას, რომ რაც შეიძლება ჩქარა უნდა მოხდეს შეთანხმება მოძმე ორ რესპუბლიკას შორის...არავითარი სატელეფონო საუბარი არ მქონია ივერი მელაშვილთან. რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას, ის ჩემამდე, ჩემს დროს და ჩემს მერეც მუშაობდა. უბრალო, რიგითი თანამშრომელი იყო. ასე რომ, უშუალო შეხება არ მქონია, მაგრამ მისი უფროსების მეშვეობით ვიცოდი, რომ ერთ-ერთი კეთილსინდისიერი პროფესიონალი თანამშრომელი იყო... მე მაქვს ჩემი აზრი მაქვს, როგორც პროფესიონალს და როგორც მოქალაქეს, რომ ეს საქმე არის ავანტიურისტული და პოლიტიკური“, - განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"