მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა... ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი?
"გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა... ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი?

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე, ისიც მო­ექ­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ, იქცა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რად, მე­ტიც, მის "მო­ლა­პა­რა­კე თა­ვად“. გია ვოლ­სკი “ქარ­თულ ოც­ნე­ბამ­დელ” პე­რი­ოდ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, მის გარ­შე­მო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სკან­და­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა იყო მის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენ­ტი, მა­გა­ლი­თად, 2019 წელს, სო­ფელ ახა­ტან­ში მისი აგა­რა­კი გა­ქურ­დეს. იმ­ჟა­მად ამ­ბობ­და, რომ სახ­ლში სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბი ჰქონ­და და აღარ დახ­ვდა.

ამ­ბობს, - არც კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ვარ და პო­ლი­ტი­კით ფული არ მი­შო­ვი­აო, მისი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ვოლ­სკის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გრა­ფა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 1 ბინა თბი­ლის­ში - ხე­თა­გუ­რო­ვის 6 ნო­მერ­ში (75კვმ ფარ­თის), მი­წის ნაკ­ვე­თი დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახა­ტან­ში და ერთი - 120კვმ ფარ­თის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ამა­ვე სო­ფელ­ში. მისი შვი­ლის - გი­ორ­გი ვოლ­სკის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 2017 წელს 7000 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა “ტო­ი­ო­ტა პრი­უ­სი”. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას რაც ეხე­ბა, მას 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (2017.01. 01_2017.31. 12) შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 76065 ლარი. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია გია ვოლ­სკის ვა­ჟის - გი­ორ­გის­თვის გა­დახ­დი­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი - 5900 ლარი. ამას­თან, ოჯახს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში აქვთ ან­გა­რი­შე­ბი, რო­მელ­ზეც მი­თი­თე­ბუ­ლია თან­ხე­ბი ლა­რებ­ში, დო­ლა­რებ­სა და ევ­რო­ებ­ში. მათ­გან ყვე­ლა­ზე დიდი - 15000 ლა­რის და­ნა­ზო­გი მისი მე­უღ­ლის, ნინო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბა.

2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "ტვ პირ­ველ­მა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, ვოლ­სკის გო­ნი­ო­ში მშე­ნე­ბა­რე სახ­ლის თა­ო­ბა­ზე, რა­საც ის "ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დზე სტა­ტუ­სით გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ტვ პირ­ველს" თუ და­ვუ­ჯე­რებთ ეს სახ­ლი მე მე­კუთ­ვნის და გო­ნი­ო­ში მდე­ბა­რე­ობს, ამას ამ­ტკი­ცებს ორი, ვი­ღაც მო­ქა­ლა­ქე. არა­და ყვე­ლამ იცის ამ შე­ნო­ბის და არა "ბა­ი­თის" მე­პატ­რო­ნეც და კომ­პა­ნი­აც. ნო­და­რი­კო­მაც იცის. მე გუ­შინ მი­თხრეს. აქე­დან დას­კვნა - არ და­უ­ჯე­როთ "ტვ პირ­ველს", ცრუ­ობს".

"გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი და ვარ "კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვო­რონ­ცო­ვე­ლი", - გა­ნუ­ცხა­და მან ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჟურ­ნალ "გზას“. სწო­რედ ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ნა­რი­დე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ ჩვენს სტა­ტი­ა­ში.

  • ვოლ­სკე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

"პირ­ვე­ლად ბა­ბუ­ა­ჩე­მის ბა­ბუა ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრა­კო­ვი­დან, თუმ­ცა, გა­რე­მო­ე­ბე­ბი არა­ვინ იცის, იმ დროს პო­ლო­ნეთ­ში არე­უ­ლო­ბა, აჯან­ყე­ბე­ბი იყო. ჩა­მო­ვი­და დიდი ბა­ბუა და და­სახ­ლდა გუ­რი­ა­ში. მისი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ბო­დო­კი­ას ქალი იყო. მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ მოხ­ვდნენ ვოლ­სკე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც გუ­რი­ა­ში...

მა­მა­ჩე­მის მამა 1959 წელს დაბ­რუნ­და ვორ­კუ­ტი­დან, სა­დაც 23 წელი გა­ა­ტა­რა (1937 წელს გა­და­ა­სახ­ლეს). დედ-მამა გე­ო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ და ბავ­შვო­ბი­დან და­მა­ტა­რებ­დნენ სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მოვ­ლი­ლი მაქვს. მა­მა­ჩე­მის დე­დამ ბოლო 10 წელი ბა­ბუ­ა­ჩემ­თან გა­ა­ტა­რა ციმ­ბირ­ში. ბა­ბუ­ას ძმა, გრი­გოლ ვოლ­სკი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ მი­ავ­ლი­ნა აჭა­რა­ში და ბა­თუმ­ში ყოფ­ნი­სას, ილია მას­თან ჩერ­დე­ბო­და ხოლ­მე. მშვე­ნი­ერ ლექ­სებს წერ­და. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა პირ­ვე­ლი სკო­ლა, ქარ­თუ­ლი გიმ­ნა­ზია... ბა­ბუა - და­თი­კო ვოლ­სკიც კარ­გი მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი იყო...

დე­და­ჩე­მის მამა - შალ­ვა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი "სა­ირ­მის" დი­რექ­ტო­რი იყო, ძა­ლი­ან მა­გა­რი კაცი. მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და ომში და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა...“ - ამ­ბობს გია ვოლ­სკი...

ის ასე­ვე იხ­სე­ნებს ბავ­შვო­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის წლებს:

“ჩემი და მა­მა­ჩე­მის თა­ო­ბაც ისეთ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბო­და, როცა ქუჩა, ოჯა­ხი, მე­გობ­რო­ბა სხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით იზო­მე­ბო­და. ახლა სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა. ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნეთს წი­ნას­წარ უთან­ხმდე­ბი­ან, რომ ერ­თმა­ნეთ­თან მი­ვიდ­ნენ, ან გა­სარ­თო­ბად წა­ვიდ­ნენ. ჩვენ ერ­თმა­ნეთს ქუ­ჩა­ში ვხვდე­ბო­დით, ან გაკ­ვე­თი­ლე­ბის მერე სკო­ლას­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით, არც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დიდი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო. ჩვე­ნი სა­მე­გობ­როს უმე­ტე­სო­ბა კარ­გად ვსწავ­ლობ­დით. ქუ­ჩა­საც თა­ვი­სი ხიბ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ მო­ჩხუ­ბა­რი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ძი­რი­თა­დად, გამ­შვე­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ალ­ბათ ღმერ­თმა და­მი­ფა­რა და სა­წამ­ლა­ვი არ მო­ვი­და ჩემ­თან. თან სპორ­ტს მივ­დევ­დი, ჩოგ­ბურთში ვვარ­ჯი­შობ­დი და ვე­რი­დე­ბო­დი მო­სა­წევს. მახ­სოვს, ერთხელ მო­მა­წე­ვი­ნეს მა­რი­ხუ­ა­ნა სკო­ლა­ში, კლა­სელ­მა გო­გო­ნებ­მა. რა­ღაც, ვერ მი­ი­ღო ორ­გა­ნიზ­მმა.

17 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედ-მამა ალ­ჟირ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ და ფაქ­ტობ­რი­ვად, ბე­ბია მზრდი­და. ჩა­ვა­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­ურ­ზე, ვაჭ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, პრო­ფე­სია ჩე­მით არ ამირ­ჩე­ვია, მშობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს ასე. მა­მი­და­ჩე­მი, თინა ვოლ­სკი, კორ­ნე­ლი სა­ნა­ძის მე­უღ­ლე იყო და ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი ჩვენს ოჯახ­ში, რო­მელ­საც სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში ჰქონ­და გავ­ლე­ნა. როცა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მა­მი­და ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრთან მი­ვი­და, გა­ეც­ნო და მერე მი­მი­ღეს გა­მოთ­ვლით ცენ­ტრში, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ფეხ­საც­მლის მა­ღა­ზი­ის გამ­გედ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. არ მახ­სოვს, ჩემ გვერ­დით ვინ­მე მარ­ქსისტ-ლე­ნი­ნის­ტი ყო­ფი­ლი­ყოს, მაგ­რამ რად­გან სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში წინსვლის პერ­სპექ­ტი­ვა იყო, პარ­ტი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მოვ­ხვდი”.

პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი ხში­რად აძა­ხე­ბენ საბ­ჭოთ აპე­რი­ოდ­ში ცკ-ს ინ­სტრუქ­ტო­რო­ბას, რა­ზეც აცხა­დებს:

"უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვიცი უპარ­ტიო, რო­მელ­მაც კა­ცად, ან ქა­ლად არ ივარ­გა და ქვეყ­ნის­თვის ბო­რო­ტე­ბის მეტი არა გა­უ­კე­თე­ბია რა. როცა ამას მაყ­ვედ­რი­ან, მე­ცი­ნე­ბა. ვიცი, თვი­თო­ნაც არ ფიქ­რო­ბენ ჩემ­ზე ასე, უბ­რა­ლოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში აწყობთ ამა­ზე აპე­ლი­რე­ბა“.

ვოლ­სკი შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბი­სას იყო სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში. შემ­დეგ ვა­შინგტონ­ში გა­იხ­სნა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და იქ და­საქმდა. შემ­დეგ მუ­შა­ობ­და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში, ხოლო რო­დე­საც ზუ­რაბ ჟვა­ნია გახ­და პრე­მი­ე­რი, და­ი­ნიშ­ნა მი­ნის­ტრ გოგა ხა­ინ­დრა­ვას მო­ად­გი­ლედ კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში.

  • მე­უღ­ლე

“ნინო 23-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, ჩემი უბ­ნე­ლი იყო, ერ­თმა­ნეთს ერთი ქუჩა გვა­ცი­ლებ­და. ყო­ველ­დღე ვხე­დავ­დი პა­ტა­რა გო­გო­ნას, ვი­ო­ლი­ნო­თი ხელ­ში. და­მა­ინ­ტე­რე­სა და გა­ვი­გე, სად სწავ­ლობ­და, მერე სკო­ლა­ში ვა­კი­თხავ­დი. მე უკვე უნი­ვერ­სი­ტეტს ვამ­თავ­რებ­დი, ის ჯერ კი­დევ მოს­წავ­ლე იყო. აღ­მოჩ­ნდა, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და. და­ამ­თავ­რა სკო­ლა თუ არა, ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე. ნინო ჩემ­თან, სახ­ლში ხში­რად და­დი­ო­და, ბე­ბი­ა­ჩემ­თან მე­გობ­რობ­და და ერ­თად აცხობ­დნენ ნამ­ცხვრებს. ერთხე­ლაც, გა­დავ­წყვი­ტე, ჩემ­თან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და არ იყო იმის დრო, პა­ემ­ნებ­ზე ევლო. ვამ­ჯო­ბი­ნე, ჩემ­თან ყო­ფი­ლი­ყო და იქ ემე­ცა­დი­ნა. ნინო ბე­ჯი­თი მო­წა­ფე იყო, კარ­გად სწავ­ლობ­და და ჩემ­ზე უფრო წარ­მა­ტე­ბი­თაც ჩა­ა­ბა­რა და და­ამ­თავ­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ახლა შვი­ლიშ­ვილ­ზე უფრო აქვს ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი. არც ისე ხან­ში შე­სუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას რო­მან­ტი­კა და­აკ­ლდეს. დღემ­დე ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს, რო­გო­რიც წლე­ბის წინ გვქონ­და. სამი ვა­ჟის მამა ვარ. უფ­რო­სი - ზუკა 21 წლის გარ­და­იც­ვა­ლა... ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და. შუ­ა­თა­ნამ - სან­დრომ ნიუ-იორკში საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟუ­ლი უმაღ­ლე­სი და­ამ­თავ­რა, ჩემი მე­გობ­რე­ბი და­მეხ­მარ­ნენ და მათი მად­ლო­ბე­ლი ვარ. სან­დრო სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, და­ო­ჯახ­და და შვი­ლიშ­ვი­ლიც გვა­ჩუ­ქა“, - ამ­ბობს ვოლ­სკი ჟურ­ნალ "გზას­თან".

  • "ჩემი ცხოვ­რე­ბის სამი ტრა­გე­დია"

გია ვოლ­სკი ე.წ. თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბი­დან ერთ-ერ­თის, მსა­ხი­ობ გეგა კო­ბა­ხი­ძის დე­ი­დაშ­ვი­ლია. ეს პირ­ვე­ლი დიდი ტრა­გე­დია იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში, ამას მოჰ­ყვა დუდუ და­დი­ა­ნის და ვა­ჟის ზუ­კას და­კარ­გვა...

გეგა კო­ბა­ხი­ძე

“შე­ვარ­დნა­ძემ დიდი ბო­რო­ტე­ბა ჩა­ი­დი­ნა ჩემი ოჯა­ხის მი­მართ. გეგა კო­ბა­ხი­ძე ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი იყო და რომ არა შე­ვარ­დნა­ძის თავ­გა­მო­დე­ბა, ის დღეს ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. არა­ვის უთ­ქვამს, რომ ამ ბი­ჭებს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ - ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ჩა­ა­ყე­ნეს საფრ­თხე­ში. შე­იძ­ლე­ბო­და მსხვერ­პლი არც ყო­ფი­ლი­ყო, დე­ი­და­ჩე­მი - ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და სხვე­ბის მშობ­ლე­ბიც იქ რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ.. გეგა ჩემ­ზე 3 წლით უმ­ცრო­სი იყო, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვეც­ვა­ლა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სა­მე­გობ­რო წრე... გეგა ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­თან მე­გობ­რობ­და, მერე გა­მოჩ­ნდნენ ძმე­ბი ივე­რი­ე­ლე­ბი, ისი­ნი იდე­უ­რად ერ­თნი იყ­ვნენ და თვითმფრი­ნავ­შიც ერ­თად აღ­მოჩ­ნდნენ. რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი გე­გას გან­წყო­ბა... გეგა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი იყო, პო­პუ­ლა­რუ­ლი, იღებ­დნენ ფილ­მებ­ში, სხვა წრე­ში, სხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტრი­ა­ლებ­და....

როცა გე­გას დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს, ყვე­ლა­ფე­რი თვალ­წინ და­მიდ­გა, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა - მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე პა­ტა­რე­ბი რო­გორ ვუშ­ვებ­დით დი­ა­ფილ­მებს. მე უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და მუდ­მი­ვად ვმფარ­ვე­ლობ­დი გე­გას, ცელ­ქი იყო ძა­ლი­ან. ეს იყო დიდი ტრა­გე­დია და ყვე­ლა­ფერს, რაც გა­მო­ვი­ა­რეთ, ერთი სი­ტყვით ვერ გად­მოგ­ცემთ. მერე ნა­თე­ლა დე­ი­და რო­ბი­კო და­დი­ან­ზე გა­თხოვ­და და დუ­დუს ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს. ნიუ-იორკში ვმუ­შა­ობ­დი იმ დროს, როცა დუდუ მოკ­ლეს... რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ვურ­თი­ერ­თობ­დით, რო­გორც ნამ­დვი­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი. გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა... ჩემი ცხოვ­რე­ბის სამი დიდი ტრა­გე­დია... ასე­თია ცხოვ­რე­ბა”.

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა შენგელია
6

ვოლსკის ტელევიზიით გავიცანი,არ მახსოვს არცეთი მისი ქმედება ან პასუხი გადამეტებულუ ან ქედმაღლური.სულ გაწონასწორებულია და კონკრეტულ ქმედებას მოკლედ და ამომწურავად პასუხობს.არც არავის აყენებს შეურაწყოფას და ასეთები მისაბაძებია მამაკაცებო. მიუხედავად დიდი ტრაგედიისა ის სულ გაწონასწორებულია. პატივს ვცემ ამ პიროვნებას.

ტარას ბულბა
3

21 წლის შვილი გარდაეცვალა, მაგრამ არსად არ უთქვამს რით გარდაიცვალა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა... ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი?

"გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა... ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი?

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლიდან მალევე, ისიც მოექცა ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ, იქცა მმართველი პარტიის ლიდერად, მეტიც, მის "მოლაპარაკე თავად“. გია ვოლსკი “ქართულ ოცნებამდელ” პერიოდში დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობდა, მის გარშემო მნიშვნელოვანი სკანდალები, ფაქტობრივად, არ ყოფილა, თუმცა იყო მის სახელთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი, მაგალითად, 2019 წელს, სოფელ ახატანში მისი აგარაკი გაქურდეს. იმჟამად ამბობდა, რომ სახლში სამუშაო იარაღები ჰქონდა და აღარ დახვდა.

ამბობს, - არც კორუმპირებული ვარ და პოლიტიკით ფული არ მიშოვიაო, მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვოლსკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გრაფაში მითითებულია მის სახელზე რეგისტრირებული 1 ბინა თბილისში - ხეთაგუროვის 6 ნომერში (75კვმ ფართის), მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში და ერთი - 120კვმ ფართის საცხოვრებელი სახლი ამავე სოფელში. მისი შვილის - გიორგი ვოლსკის სახელზეა რეგისტრირებული 2017 წელს 7000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა “ტოიოტა პრიუსი”. დეკლარაციაში მისი და მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაზე არაფერია ნათქვამი. საპარლამენტო საქმიანობას რაც ეხება, მას 1 წლის განმავლობაში (2017.01. 01_2017.31. 12) შემოსავლის სახით მიღებული აქვს 76065 ლარი. დეკლარაციაში ასევე მითითებულია გია ვოლსკის ვაჟის - გიორგისთვის გადახდილი სწავლის საფასური - 5900 ლარი. ამასთან, ოჯახს საქართველოს ბანკებში აქვთ ანგარიშები, რომელზეც მითითებულია თანხები ლარებში, დოლარებსა და ევროებში. მათგან ყველაზე დიდი - 15000 ლარის დანაზოგი მისი მეუღლის, ნინო სოლოღაშვილის სახელზე ირიცხება.

2020 წლის ოქტომბერში "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, ვოლსკის გონიოში მშენებარე სახლის თაობაზე, რასაც ის "ფეისბუკის" პირად გვერდზე სტატუსით გამოეხმაურა: "ტვ პირველს" თუ დავუჯერებთ ეს სახლი მე მეკუთვნის და გონიოში მდებარეობს, ამას ამტკიცებს ორი, ვიღაც მოქალაქე. არადა ყველამ იცის ამ შენობის და არა "ბაითის" მეპატრონეც და კომპანიაც. ნოდარიკომაც იცის. მე გუშინ მითხრეს. აქედან დასკვნა - არ დაუჯეროთ "ტვ პირველს", ცრუობს".

"გოგოლის ქუჩაზე ვცხოვრობდი და ვარ "კატეგორიულად ვორონცოველი", - განუცხადა მან ამ რამდენიმე წლის წინ ჟურნალ "გზას“. სწორედ ამ ინტერვიუდან ამონარიდები გამოვიყენეთ ჩვენს სტატიაში.

  • ვოლსკები საქართველოში

"პირველად ბაბუაჩემის ბაბუა ჩამოვიდა საქართველოში კრაკოვიდან, თუმცა, გარემოებები არავინ იცის, იმ დროს პოლონეთში არეულობა, აჯანყებები იყო. ჩამოვიდა დიდი ბაბუა და დასახლდა გურიაში. მისი მეორე ნახევარი ბოდოკიას ქალი იყო. მეც მაინტერესებს, რატომ მოხვდნენ ვოლსკები მაინცდამაინც გურიაში...

მამაჩემის მამა 1959 წელს დაბრუნდა ვორკუტიდან, სადაც 23 წელი გაატარა (1937 წელს გადაასახლეს). დედ-მამა გეოლოგები იყვნენ და ბავშვობიდან დამატარებდნენ სხვადასხვა კუთხეში, მთელი საქართველო მოვლილი მაქვს. მამაჩემის დედამ ბოლო 10 წელი ბაბუაჩემთან გაატარა ციმბირში. ბაბუას ძმა, გრიგოლ ვოლსკი, ილია ჭავჭავაძემ მიავლინა აჭარაში და ბათუმში ყოფნისას, ილია მასთან ჩერდებოდა ხოლმე. მშვენიერ ლექსებს წერდა. მის სახელს უკავშირდება პირველი სკოლა, ქართული გიმნაზია... ბაბუა - დათიკო ვოლსკიც კარგი მწერალი და ჟურნალისტი იყო...

დედაჩემის მამა - შალვა მაჭავარიანი "საირმის" დირექტორი იყო, ძალიან მაგარი კაცი. მოხალისედ წავიდა ომში და აღარ დაბრუნებულა...“ - ამბობს გია ვოლსკი...

ის ასევე იხსენებს ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებს:

“ჩემი და მამაჩემის თაობაც ისეთ გარემოში იზრდებოდა, როცა ქუჩა, ოჯახი, მეგობრობა სხვა კრიტერიუმებით იზომებოდა. ახლა სხვა სიტუაციაა. ახალგაზრდები ერთმანეთს წინასწარ უთანხმდებიან, რომ ერთმანეთთან მივიდნენ, ან გასართობად წავიდნენ. ჩვენ ერთმანეთს ქუჩაში ვხვდებოდით, ან გაკვეთილების მერე სკოლასთან ვიკრიბებოდით, არც კომუნიკაციის დიდი საშუალება იყო. ჩვენი სამეგობროს უმეტესობა კარგად ვსწავლობდით. ქუჩასაც თავისი ხიბლი ჰქონდა, მაგრამ მოჩხუბარი არასოდეს ვყოფილვარ, ძირითადად, გამშველებელი ვიყავი. ალბათ ღმერთმა დამიფარა და საწამლავი არ მოვიდა ჩემთან. თან სპორტს მივდევდი, ჩოგბურთში ვვარჯიშობდი და ვერიდებოდი მოსაწევს. მახსოვს, ერთხელ მომაწევინეს მარიხუანა სკოლაში, კლასელმა გოგონებმა. რაღაც, ვერ მიიღო ორგანიზმმა.

17 წლის ვიყავი, როცა დედ-მამა ალჟირში წავიდა სამუშაოდ და ფაქტობრივად, ბებია მზრდიდა. ჩავაბარე უნივერსიტეტში, ეკონომიურზე, ვაჭრობის ორგანიზაციის ფაკულტეტი დავამთავრე, პროფესია ჩემით არ ამირჩევია, მშობლებმა გადაწყვიტეს ასე. მამიდაჩემი, თინა ვოლსკი, კორნელი სანაძის მეუღლე იყო და ალბათ ერთადერთი ჩვენს ოჯახში, რომელსაც სამთავრობო სტრუქტურებში ჰქონდა გავლენა. როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, მამიდა ვაჭრობის მინისტრთან მივიდა, გაეცნო და მერე მიმიღეს გამოთვლით ცენტრში, თორემ შეიძლება ფეხსაცმლის მაღაზიის გამგედ წავსულიყავი. არ მახსოვს, ჩემ გვერდით ვინმე მარქსისტ-ლენინისტი ყოფილიყოს, მაგრამ რადგან სახელმწიფო სტრუქტურაში წინსვლის პერსპექტივა იყო, პარტიულ ორგანიზაციაში მოვხვდი”.

პოლიტიკური ოპონენტები ხშირად აძახებენ საბჭოთ აპერიოდში ცკ-ს ინსტრუქტორობას, რაზეც აცხადებს:

"უამრავი ადამიანი ვიცი უპარტიო, რომელმაც კაცად, ან ქალად არ ივარგა და ქვეყნისთვის ბოროტების მეტი არა გაუკეთებია რა. როცა ამას მაყვედრიან, მეცინება. ვიცი, თვითონაც არ ფიქრობენ ჩემზე ასე, უბრალოდ, საზოგადოების თვალში აწყობთ ამაზე აპელირება“.

ვოლსკი შევარდნაძის მმართველობისას იყო საქართველოს წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში. შემდეგ ვაშინგტონში გაიხსნა საქართველოს პირველი წარმომადგენლობა და იქ დასაქმდა. შემდეგ მუშაობდა უშიშროების საბჭოში, ხოლო როდესაც ზურაბ ჟვანია გახდა პრემიერი, დაინიშნა მინისტრ გოგა ხაინდრავას მოადგილედ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.

  • მეუღლე

“ნინო 23-ე სკოლაში სწავლობდა, ჩემი უბნელი იყო, ერთმანეთს ერთი ქუჩა გვაცილებდა. ყოველდღე ვხედავდი პატარა გოგონას, ვიოლინოთი ხელში. დამაინტერესა და გავიგე, სად სწავლობდა, მერე სკოლაში ვაკითხავდი. მე უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ის ჯერ კიდევ მოსწავლე იყო. აღმოჩნდა, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. დაამთავრა სკოლა თუ არა, ცოლად მოვიყვანე. ნინო ჩემთან, სახლში ხშირად დადიოდა, ბებიაჩემთან მეგობრობდა და ერთად აცხობდნენ ნამცხვრებს. ერთხელაც, გადავწყვიტე, ჩემთან დარჩენილიყო. უნივერსიტეტისთვის ემზადებოდა და არ იყო იმის დრო, პაემნებზე ევლო. ვამჯობინე, ჩემთან ყოფილიყო და იქ ემეცადინა. ნინო ბეჯითი მოწაფე იყო, კარგად სწავლობდა და ჩემზე უფრო წარმატებითაც ჩააბარა და დაამთავრა უნივერსიტეტი. ახლა შვილიშვილზე უფრო აქვს ყურადღება გადატანილი. არც ისე ხანში შესულები ვართ, რომ ჩვენს ურთიერთობას რომანტიკა დააკლდეს. დღემდე ისეთივე ურთიერთობა და სიყვარული გვაქვს, როგორიც წლების წინ გვქონდა. სამი ვაჟის მამა ვარ. უფროსი - ზუკა 21 წლის გარდაიცვალა... ფიზიკურად ძალიან კარგი ბიჭი იყო, კარგი მონაცემები ჰქონდა. შუათანამ - სანდრომ ნიუ-იორკში საკმაოდ პრესტიჟული უმაღლესი დაამთავრა, ჩემი მეგობრები დამეხმარნენ და მათი მადლობელი ვარ. სანდრო საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკური ურთიერთობების სპეციალისტია, დაოჯახდა და შვილიშვილიც გვაჩუქა“, - ამბობს ვოლსკი ჟურნალ "გზასთან".

  • "ჩემი ცხოვრების სამი ტრაგედია"

გია ვოლსკი ე.წ. თვითმფრინავის ბიჭებიდან ერთ-ერთის, მსახიობ გეგა კობახიძის დეიდაშვილია. ეს პირველი დიდი ტრაგედია იყო მის ცხოვრებაში, ამას მოჰყვა დუდუ დადიანის და ვაჟის ზუკას დაკარგვა...

გეგა კობახიძე

“შევარდნაძემ დიდი ბოროტება ჩაიდინა ჩემი ოჯახის მიმართ. გეგა კობახიძე ჩემი დეიდაშვილი იყო და რომ არა შევარდნაძის თავგამოდება, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. არავის უთქვამს, რომ ამ ბიჭებს დანაშაული არ ჩაუდენიათ - ადამიანების სიცოცხლე ჩააყენეს საფრთხეში. შეიძლებოდა მსხვერპლი არც ყოფილიყო, დეიდაჩემი - ნათელა მაჭავარიანი და სხვების მშობლებიც იქ რომ ყოფილიყვნენ.. გეგა ჩემზე 3 წლით უმცროსი იყო, სულ ერთად ვიყავით. დროთა განმავლობაში შეგვეცვალა შეხედულებები, სამეგობრო წრე... გეგა ირაკლი ჩარკვიანთან მეგობრობდა, მერე გამოჩნდნენ ძმები ივერიელები, ისინი იდეურად ერთნი იყვნენ და თვითმფრინავშიც ერთად აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, ვიცოდი გეგას განწყობა... გეგა შემოქმედებითი ადამიანი იყო, პოპულარული, იღებდნენ ფილმებში, სხვა წრეში, სხვა საზოგადოებაში ტრიალებდა....

როცა გეგას დახვრეტა მიუსაჯეს, ყველაფერი თვალწინ დამიდგა, ჩვენი ბავშვობა - მის დაბადების დღეზე პატარები როგორ ვუშვებდით დიაფილმებს. მე უფროსი ვიყავი და მუდმივად ვმფარველობდი გეგას, ცელქი იყო ძალიან. ეს იყო დიდი ტრაგედია და ყველაფერს, რაც გამოვიარეთ, ერთი სიტყვით ვერ გადმოგცემთ. მერე ნათელა დეიდა რობიკო დადიანზე გათხოვდა და დუდუს ტრაგედია დაგვატყდა თავს. ნიუ-იორკში ვმუშაობდი იმ დროს, როცა დუდუ მოკლეს... როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, სულ ერთად ვიყავით, ვურთიერთობდით, როგორც ნამდვილი დეიდაშვილები. გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა... ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია... ასეთია ცხოვრება”.