სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი კვირის განმავლობაში მიცვალებულები და ცოცხლები ერთად ვცხოვრობთ" - მისტიკური რიტუალი სვანეთში, რომლის დროსაც "სულებს მასპინძლობენ"
"ერთი კვირის განმავლობაში მიცვალებულები და ცოცხლები ერთად ვცხოვრობთ" - მისტიკური რიტუალი სვანეთში, რომლის დროსაც "სულებს მასპინძლობენ"

სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ბი უამ­რავ უჩ­ვე­უ­ლო და ზო­გის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნელ წეს-ჩვე­უ­ლე­ბას თუ რი­ტუ­ალს ინა­ხავს. ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია "ლი­ფა­ნა­ლი" სვა­ნეთ­ში, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის ციკ­ლის დღე­სას­წა­უ­ლია, 18 იან­ვარს იწყე­ბა და 25 იან­ვრამ­დე გრძელ­დე­ბა.

ლი­ფა­ნა­ლი სულ­თა მას­პინ­ძლო­ბი­სა და პა­ტი­ვის მი­გე­ბის უძ­ვე­ლე­სი რი­ტუ­ა­ლია, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იღებს. ეთ­ნოგ­რა­ფუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მსგავ­სი წე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე წმინ­დად ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი მთამ შე­მო­ი­ნა­ხა.

სვა­ნებს სწამთ, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ცო­ცხალ­თა ცხოვ­რე­ბას თვალ-ყურს ადევ­ნე­ბენ და მას­ზე სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნაც შე­უძ­ლი­ათ. რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბის წეს­მა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და, თუმ­ცა მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი ჯერ კი­დევ სრუ­ლად არის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი სვა­ნი ოჯა­ხი წლი­დან წლამ­დე ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სწო­რედ ამ დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ლი­ფა­ნა­ლის სცე­ნა რე­ჟი­სორ მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნის ფილ­მი­დან "დედე"

ლი­ფა­ნა­ლის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სვა­ნე­თის მკვიდ­რი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი მა­ნა­ნა საღ­ლი­ა­ნი უყ­ვე­ბა:

- ეს არის ათას­წლე­უ­ლე­ბის ტევრში გა­მოვ­ლი­ლი ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც რო­გორც წესი, 18 იან­ვარს იწყე­ბა და ერთი კვი­რა გრძელ­დე­ბა. ერთ წელს, მა­მა­ჩე­მის, პოეტ ვა­ლე­რი­ან საღ­ლი­ა­ნის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე აკა­დე­მი­კოს­მა მი­ხე­ილ ქურ­დი­ან­მა "ლი­ფა­ნალ­ზე" ისა­უბ­რა და ისე ლა­მა­ზად და­ას­რუ­ლა, მეხ­სი­ე­რე­ბი­დან არა­სო­დეს ამო­მი­ვა: "ჩვენ, სვა­ნე­ბი, ერთი კვი­რის გან­მავ­ლობ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი და ცო­ცხლე­ბი ერ­თად ვართ, ერ­თად ვცხოვ­რობ­თო" - აი, ესაა ამ რი­ტუ­ა­ლის არსი.

ვმას­პინ­ძლობთ ჩვენს ძვირ­ფას, მო­ნატ­რე­ბულ ადა­მი­ან­თა სუ­ლებს და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ, ვა­სი­ა­მოვ­ნოთ მათ. ამ რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ზე­ი­მის მი­ზა­ნია სუ­ლე­ბის გარ­თო­ბა, გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა და მათ­თან სი­ამ­ტკბი­ლო­ბა. ვე­სა­უბ­რე­ბით მათ, ვუ­ამ­ბობთ ოჯა­ხის მთე­ლი წლის ამ­ბებს. უფ­რო­სე­ბი ბავ­შვებს ზღაპ­რებს უყ­ვე­ბი­ან, მღე­რი­ან საკ­რა­ვებ­ზე, ცეკ­ვა­ვენ და ილ­ხე­ნენ მთე­ლი გუ­ლით. ამ დღე­ებ­ში ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია. მარ­თლაც რა შე­იძ­ლე­ბა იყოს იმა­ზე დიდი სი­ხა­რუ­ლი, როცა დიდი ხნის მო­ნატ­რე­ბუ­ლი, ძვირ­ფა­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­გიბ­რუნ­დე­ბი­ან?!

იმ გან­წყო­ბის ზედ­მი­წევ­ნით გად­მო­ცე­მა, რაც "ლი­ფა­ნა­ლის" დროს თი­თო­ე­უ­ლი სვა­ნის ოჯახ­ში ტრი­ა­ლებს, ძნე­ლია - სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი და საკ­რა­ლუ­რი რი­ტუ­ა­ლია

მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვით ექ­ცე­ვი­ან, ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარ­საც კი ერი­დე­ბი­ან და მთე­ლი ეს დღე­ე­ბი არის სი­ამ­ტკბი­ლო­ბა, სუ­ლე­ბის მო­ფე­რე­ბა და მო­ნატ­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რის ემო­ცი­ე­ბით ავ­სე­ბა.

ფრან­გი მხატ­ვრის მიერ და­ხა­ტუ­ლი ლი­ფა­ნა­ლი. ფოტო წიგ­ნი­დან "ემილ ლე­ვი­ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა კავ­კა­სი­ა­ში"

- კონ­კრე­ტუ­ლად, რა ხდე­ბა ამ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­ში, რა ეკის­რე­ბათ ოჯა­ხის წევ­რებს?

- "ლი­ფა­ნა­ლის" პირ­ველ დღეს, 18 იან­ვარს, სვა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის გარ­დაც­ვლილ წევრთა სუ­ლებს ეპა­ტი­ჟე­ბი­ან. ოჯა­ხის წევ­რი ქა­ლე­ბი გა­რიჟ­რაჟ­ზე დგე­ბი­ან და სა­გულ­და­გუ­ლოდ ალა­გე­ბენ სახ­ლს. ხე­ხა­ვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ჭურ­ჭელს, რათა ზედ­მი­წევ­ნით სუფ­თა და წმინ­და გა­რე­მო და­ახ­ვედ­რონ სტუმ­რად მო­სულ მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლებს.

პირ­ვე­ლი დღის სუფ­რის­თვის იხარ­შე­ბა ლო­ბიო, კორ­კო­ტი, ადრე კა­ნა­ფის მარ­ცვლე­ბის ბრწყინ­ვა­ლე შე­ჭა­მან­დს ე.წ. ქუ­ნაშს აკე­თებ­დნენ, მას შემ­დეგ რაც კა­ნა­ფის კულ­ტუ­რა აიკ­რძა­ლა, არ კეთ­დე­ბა. აცხო­ბენ ლო­ბი­ა­ნებს, კარ­ტო­ფი­ლი­ან პუ­რებს, ლემ­ზი­რებს - სე­ფის­კვე­რის მსგავს პა­ტა­რა პუ­რებს ჯვრი­სა და სა­მე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით და შლი­ან სუფ­რას.

სა­ღა­მო ხანს ოჯა­ხის უფ­რო­სი სან­თლებს, ლემ­ზი­რებ­სა და ზე­დაშს ემა­ლის სპე­ცი­ა­ლურ ჭურ­ჭელ­ში დებს და სა­საფ­ლა­ო­ზე მი­დის, სა­დაც აღევ­ლი­ნე­ბა ლოც­ვა და ასე მი­მარ­თავს ოჯა­ხის მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლებს: "მობ­რძან­დით, გიწ­ვევთ ალა­ლი გუ­ლით, კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა, წა­მომ­ყე­ვით, გე­პა­ტი­ჟე­ბით". ამის შემ­დეგ ოჯა­ხის უფ­რო­სი ბრუნ­დე­ბა სახ­ლში, სა­დაც ელო­დე­ბა გაშ­ლი­ლი სუფ­რა და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი. შე­მო­დის თუ არა, კარს აუ­ცი­ლებ­ლად ღიად ტო­ვებს, რათა მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ და ამის შემ­დეგ ისევ იწყე­ბა ლოც­ვა.

მა­გი­დის ირ­გვლივ, სან­თლე­ბით ხელ­ში გან­ლაგ­დე­ბა ყვე­ლა, ვინც კი ოჯახ­შია და ყვე­ლა ერ­თხმად მი­მარ­თავს მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლებს: "კე­თი­ლი იყოს თქვენ მობ­რძა­ნე­ბა, მოგ­ვი­ტე­ვეთ ხელ­მოკ­ლე­ო­ბა, თქვენს დრო­საც იქ­ნე­ბო­და ეს ხელ­მოკ­ლე­ო­ბა და არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მთა­ვა­რია კე­თი­ლი გუ­ლით არის და თქვენ­თვის არის გა­კე­თე­ბუ­ლი. კარ­გი ფეხი მო­გე­ტა­ნოთ, ისე­თი, რომ არა­ვინ წა­სუ­ლი­ყოს ამ წელს სა­ი­ქი­ოს". შემ­დეგ წა­უქ­ცე­ვენ შე­სან­დო­ბარს, სას­მისს და იწყე­ბა ზე­ი­მი და მხი­ა­რუ­ლე­ბა. მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სუფ­რა ცალ­კე იდ­გმე­ბა და იქ არა­ვის აქვს დაჯ­დო­მის უფ­ლე­ბა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცალ­კე სუფ­რას­თან სხდე­ბი­ან" - უყ­ვე­ბა მა­ნა­ნა საღ­ლი­ა­ნი AMBEBI.GE-ს.

  • "ლი­ფა­ნა­ლის" ოთხი დღე - ზე­ი­მი მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლებ­თან ერ­თად

რი­ტუ­ა­ლის ეს ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად ზე­იმ­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბას ეთ­მო­ბა. ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის ცო­ცხა­ლი და მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წევ­რე­ბი ერ­თად ზე­ი­მო­ბენ, უფრო სწო­რად ცო­ცხლე­ბი აწყო­ბენ წარ­მოდ­გე­ნებს სტუმ­რად­მყო­ფი მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლე­ბის გა­სარ­თო­ბად: დი­დე­ბი ზღაპ­რებს უყ­ვე­ბი­ან პა­ტა­რებს, უკ­რა­ვენ საკ­რა­ვებ­ზე, ცეკ­ვა­ვენ და ლექ­სებს ყვე­ბი­ან.

"ნათ­ლის­ღე­ბას, ანუ "ლი­ფა­ნა­ლის" მე­ო­რე დღეს, სუფ­რა ხსნილ­დე­ბა და სრუ­ლი­ად ახ­ლდე­ბა. როცა ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მახ­სენ­დე­ბა რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა გვქონ­და მთელ ოჯახს, ვცდი­ლობ­დი არ მე­ცელ­ქა, არ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი ცუ­დად, რად­გან სულ მქონ­და გან­ცდა, რომ ისი­ნი ჩვენ გვერ­დით იყ­ვნენ და ამას ყვე­ლა­ფერს ხე­დავ­დნენ" - იხ­სე­ნებს მა­ნა­ნა საღ­ლი­ა­ნი.

  • დღე მე­ექ­ვსე - მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლე­ბი ლალ­ხორ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან

ლალ­ხო­რი სვა­ნე­თის ერთ-ერთი სო­ფე­ლია, ლალ­ხო­რო­ბა კი “ლი­ფა­ნა­ლის“ რი­ტუ­ა­ლის ყვე­ლა­ზე მის­ტი­კუ­რი ეპი­ზო­დი. სვა­ნუ­რი რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლე­ბი "ლი­ფა­ნა­ლი­დან" 1 დღით ლალ­ხორ­ში, უფალ­თან სა­თათ­ბი­როდ მი­დი­ან. შეხ­ვედ­რა­ზე უნდა გა­და­წყდეს, გა­მო­აკ­ლდე­ბა თუ არა ოჯახს რო­მე­ლი­მე წევ­რი იმ წელს. სვა­ნებს სწამთ, რომ მათი ოჯა­ხის მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­თა სუ­ლე­ბი თათ­ბირ­ზე ყო­ველ ღო­ნეს ხმა­რო­ბენ, რათა სა­სი­კე­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნეს გა­მო­ტა­ნი­ლი და ოჯა­ხი­დან ვინ­მეს წაყ­ვა­ნის და­ვა­ლე­ბა არ მი­ი­ღონ.

"ლალ­ხორ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს სა­ღა­მოს აცი­ლე­ბენ, ახალ სუფ­რას შლი­ან, კარს აღე­ბენ და გზას ულო­ცა­ვენ - აბა, კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დაგ­ვიბ­რუნ­დი­თო. იქე­დან მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი დი­ლით, სა­ბო­ლოო პა­სუ­ხით ბრუნ­დე­ბი­ან. რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, ეს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. ოჯა­ხი ამას წი­ნას­წარ ვერ იგებს. შე­სა­გე­ბე­ბე­ლი სუფ­რა ამ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია - მა­გი­და­ზე იდე­ბა მხო­ლოდ ის კერ­ძე­ბი, რა­საც ორ­თქლი ას­დის, ეს სიმ­ბო­ლუ­რად დიდ სა­ი­დუმ­ლო­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ამ სიმ­ბო­ლო­ე­ბის ახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია და­ი­კარ­გა. ამა­ვე დღეს, გვი­ან ღამე, ისევ ახა­ლი სუფ­რა იშ­ლე­ბა, ვე­სა­უბ­რე­ბით სუ­ლებს, ვლო­ცავთ და მათ­თან ერთი წლით გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად ვემ­ზა­დე­ბით" - გვი­ამ­ბობს მა­ნა­ნა საღ­ლი­ა­ნი.

  • დღე მეშ­ვი­დე (ჯოდი ჰამ) - გარ­დაც­ვლილ­თა სუ­ლე­ბი სა­მუ­და­მო სამ­ყო­ფელ­ში ბრუნ­დე­ბი­ან

მეშ­ვი­დე დღეს, გამ­თე­ნი­სას სუ­ლებს სა­ი­ქი­ო­ში აცი­ლე­ბენ და ერთი წლით ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან. ამ რი­ტუ­ალს ჯოდი ჰამ ანუ გრძე­ლი დილა ჰქვია.

მა­ნა­ნა საღ­ლი­ა­ნი გვიყ­ვე­ბა "გრძე­ლი დი­ლის" შე­სა­ხებ და ამ­ბობს, რომ ეს დღე­სას­წა­უ­ლის ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი ეპი­ზო­დია, რად­გან მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­თა სუ­ლებ­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა უც­რემ­ლოდ არა­სო­დეს სრულ­დე­ბა.

"წინა ღა­მეს ოჯა­ხის ქა­ლებს არ სძი­ნავთ, ძა­ლი­ან ადრე, გამ­თე­ნი­სას, ისევ იშ­ლე­ბა სუფ­რა, რათა მათ გზა და­ვუ­ლო­ცოთ. გა­ცი­ლე­ბი­სას ასე მივ­მარ­თავთ: "აბა, კე­თი­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით ია­რეთ, კარ­გი ამ­ბა­ვი დაგ­ვი­ტო­ვეთ. უფალს ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა, სა­ქონ­ლის გამ­რავ­ლე­ბა და მო­სავ­ლის სი­უხ­ვე შეს­თხო­ვეთ" - შემ­დეგ ვან­თებთ სან­თლებს და სახ­ლის კა­რი­დან ჭიშ­კრამ­დე, მთე­ლი გზა რძეს ვუქ­ცევთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უე­მო­ცი­ოდ ნამ­დვი­ლად არ ხდე­ბა. ახ­ლაც ცრემ­ლე­ბი მომ­დის რომ მახ­სენ­დე­ბა ის გან­ცდე­ბი, რა­საც ჩვენ ამ დროს გან­ვიც­დით. ეს არის დიდი სევ­და და გუ­ლის­წყვე­ტა, თით­ქოს თა­ვი­დან დავ­კარ­გეთ ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი... ბრუ­დე­ბი შინ და გხვდე­ბა და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი სახ­ლი... სრუ­ლი მდუ­მა­რე­ბა"

მა­ნა­ნა საღ­ლი­ა­ნი
  • უძ­ვე­ლე­სი სვა­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ეკ­ლე­სი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა

სვა­ნურ "ლი­ფა­ნალს" დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა სვა­ნის ოჯა­ხი აღას­რუ­ლებს, თუმ­ცა, მა­ნა­ნა საღ­ლი­ა­ნის თქმით, შე­საძ­ლოა რო­გორც სხვა ძველ ტრა­დი­ცი­ებს, გაქ­რო­ბის საფრ­თხე "ლი­ფა­ნალ­საც" და­ე­მუქ­როს.

"ერთი პე­რი­ო­დი, სვა­ნე­ბი, ამ რი­ტუ­ა­ლის გამო და­ცინ­ვის ობი­ექ­ტე­ბი ვი­ყა­ვით. ეს უფრო კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ხდე­ბო­და. ჩემი ბე­ბია და ბა­ბუა ფან­ჯრებს ხუ­რავ­დნენ და ჩუ­მად აღას­რუ­ლებ­დნენ, რათა არა­ვის გა­ე­გო. ასე სა­ი­დუმ­ლოდ აკე­თებ­და ამას ყვე­ლა, რად­გან ერ­თმა­ნეთ­თან გამ­ხე­ლის ეში­ნო­დათ. სვა­ნი კო­მუ­ნის­ტე­ბი, თვით რა­ი­კო­მის მდივ­ნე­ბი და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ლემ­ზი­რებს აცხობ­დნენ და ჩუ­მად მას­პინ­ძლობ­დნენ მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლებს.

ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, შენ "ლი­ფა­ნალს" აწყო­ბო, გა­ლან­ძღავ­დნენ, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეო. თუმ­ცა ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ არ­ცერ­თი სვა­ნი ოჯა­ხი ამ ტრა­დი­ცი­ას არა­სო­დეს უღა­ლა­ტებ­და. სწო­რედ ამ ერ­თგუ­ლე­ბამ და ურ­ყევ­მა რწმე­ნამ შე­მო­უ­ნა­ხა თა­ო­ბებს "ლი­ფა­ნა­ლი". ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს, სა­დაც არ უნდა იყოს სვა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, თუ საზ­ვარ­გა­რეთ, "ლი­ფა­ნალს" აუ­ცი­ლებ­ლად აღას­რუ­ლებს.

უნდა ით­ქვას ისიც, რომ ეკ­ლე­სია ბევრ სვა­ნურ რი­ტუ­ალს უპი­რის­პი­რე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით, "სვა­ნურ ზარს" (მა­მა­კა­ცე­ბის და­ტი­რე­ბა), რო­მელ­საც გაქ­რო­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, თუმ­ცა ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ და ეს ვნე­ბა­თაღლვა ჩა­ცხრა. "ზარს" თუ წარ­მარ­თუ­ლად აღიქ­ვამ­დნენ, ამას ვერ ვი­ტყვით ლი­ფა­ნალ­ზე. მას სრუ­ლად აღი­ა­რებს ეკ­ლე­სია. პატ­რი­არ­ქმა ერთხელ თქვა, ასე­თი რი­ტუ­ა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ კარ­გია, რომ სვა­ნებ­მა პირ­წმინ­დად შე­მოგ­ვი­ნა­ხე­სო.

სხვა­თა შო­რის, სვა­ნეთ­ში რომ ეპარ­ქია იხ­სნე­ბო­და და მე­უ­ფე ილა­რი­ონს გზავ­ნიდ­ნენ, პატ­რი­არ­ქმა ასე და­ა­ბა­რა: შენ მი­დი­ხარ ისეთ კუ­თხში, სა­დაც რწმე­ნა არ აკ­ლი­ათ, მო­ჭარ­ბე­ბუ­ლად აქვთ, მაგ­რამ აკ­ლი­ათ ეკ­ლე­სი­უ­რო­ბა და ამ კუ­თხით მი­ხე­დეო".

მთა­ვა­რი ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია 1928 წელს, ფო­ტოგ­რაფ დინა კოჟევ­ნი­კო­ვა­სის მიერ. ფო­ტო­ზე აღ­წე­რი­ლია მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლე­ბის გა­მას­პინ­ძლე­ბა ლა­ტალ­ში, სო­ფელ იე­ნა­ში. ფოტო აღე­ბუ­ლია ალ­ბო­მი­დან - "საკ­რა­ლუ­რი და მი­წი­ე­რი სამ­ყა­რო" მა­ნა­ნა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, მა­დო­ნა ჩამ­გე­ლი­ა­ნი

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
5

დიდება სვანებს,სვანეთს და მთლიანად საქართველო.

რეჟისორებს
8

გადაიღეთ ფილმი და დაიმსახურებს ჯილდოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ერთი კვირის განმავლობაში მიცვალებულები და ცოცხლები ერთად ვცხოვრობთ" - მისტიკური რიტუალი სვანეთში, რომლის დროსაც "სულებს მასპინძლობენ"

"ერთი კვირის განმავლობაში მიცვალებულები და ცოცხლები ერთად ვცხოვრობთ" - მისტიკური რიტუალი სვანეთში, რომლის დროსაც "სულებს მასპინძლობენ"

საქართველოს მთები უამრავ უჩვეულო და ზოგისთვის წარმოუდგენელ წეს-ჩვეულებას თუ რიტუალს ინახავს. ერთ-ერთი გამორჩეულია "ლიფანალი" სვანეთში, რომელიც ახალი წლის ციკლის დღესასწაულია, 18 იანვარს იწყება და 25 იანვრამდე გრძელდება.

ლიფანალი სულთა მასპინძლობისა და პატივის მიგების უძველესი რიტუალია, რომელიც სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს. ეთნოგრაფული მასალების მიხედვით, მსგავსი წესები საქართველოს ყველა კუთხეში არსებობდა, თუმცა ყველაზე წმინდად ეს ტრადიციები მთამ შემოინახა.

სვანებს სწამთ, რომ გარდაცვლილები ცოცხალთა ცხოვრებას თვალ-ყურს ადევნებენ და მასზე სასიკეთო გავლენის მოხდენაც შეუძლიათ. რიტუალის შესრულების წესმა დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა, თუმცა მთავარი პრინციპები ჯერ კიდევ სრულად არის შენარჩუნებული. თითოეული სვანი ოჯახი წლიდან წლამდე ყველაზე განსაკუთრებულად სწორედ ამ დღესასწაულისთვის ემზადება.

ლიფანალის სცენა რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმიდან "დედე"

ლიფანალის შესახებ AMBEBI.GE-ს სვანეთის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი მანანა საღლიანი უყვება:

- ეს არის ათასწლეულების ტევრში გამოვლილი ტრადიცია, რომელიც როგორც წესი, 18 იანვარს იწყება და ერთი კვირა გრძელდება. ერთ წელს, მამაჩემის, პოეტ ვალერიან საღლიანის საიუბილეო საღამოზე აკადემიკოსმა მიხეილ ქურდიანმა "ლიფანალზე" ისაუბრა და ისე ლამაზად დაასრულა, მეხსიერებიდან არასოდეს ამომივა: "ჩვენ, სვანები, ერთი კვირის განმავლობში მიცვალებულები და ცოცხლები ერთად ვართ, ერთად ვცხოვრობთო" - აი, ესაა ამ რიტუალის არსი.

ვმასპინძლობთ ჩვენს ძვირფას, მონატრებულ ადამიანთა სულებს და ყველანაირად ვცდილობთ პატივი მივაგოთ, ვასიამოვნოთ მათ. ამ რამდენიმედღიანი ზეიმის მიზანია სულების გართობა, გამხიარულება და მათთან სიამტკბილობა. ვესაუბრებით მათ, ვუამბობთ ოჯახის მთელი წლის ამბებს. უფროსები ბავშვებს ზღაპრებს უყვებიან, მღერიან საკრავებზე, ცეკვავენ და ილხენენ მთელი გულით. ამ დღეებში ყველა ბედნიერია. მართლაც რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სიხარული, როცა დიდი ხნის მონატრებული, ძვირფასი ოჯახის წევრები დაგიბრუნდებიან?!

იმ განწყობის ზედმიწევნით გადმოცემა, რაც "ლიფანალის" დროს თითოეული სვანის ოჯახში ტრიალებს, ძნელია - საოცრად ემოციური და საკრალური რიტუალია

მთელი კვირის განმავლობაში ოჯახის წევრები ერთმანეთს განსაკუთრებული პატივით ექცევიან, ხმამაღლა საუბარსაც კი ერიდებიან და მთელი ეს დღეები არის სიამტკბილობა, სულების მოფერება და მონატრებული შეხვედრის ემოციებით ავსება.

ფრანგი მხატვრის მიერ დახატული ლიფანალი. ფოტო წიგნიდან "ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში"

- კონკრეტულად, რა ხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში ოჯახში, რა ეკისრებათ ოჯახის წევრებს?

- "ლიფანალის" პირველ დღეს, 18 იანვარს, სვანები საკუთარი ოჯახების გარდაცვლილ წევრთა სულებს ეპატიჟებიან. ოჯახის წევრი ქალები გარიჟრაჟზე დგებიან და საგულდაგულოდ ალაგებენ სახლს. ხეხავენ აბსოლუტურად ყველა ჭურჭელს, რათა ზედმიწევნით სუფთა და წმინდა გარემო დაახვედრონ სტუმრად მოსულ მიცვალებულთა სულებს.

პირველი დღის სუფრისთვის იხარშება ლობიო, კორკოტი, ადრე კანაფის მარცვლების ბრწყინვალე შეჭამანდს ე.წ. ქუნაშს აკეთებდნენ, მას შემდეგ რაც კანაფის კულტურა აიკრძალა, არ კეთდება. აცხობენ ლობიანებს, კარტოფილიან პურებს, ლემზირებს - სეფისკვერის მსგავს პატარა პურებს ჯვრისა და სამების გამოსახულებით და შლიან სუფრას.

საღამო ხანს ოჯახის უფროსი სანთლებს, ლემზირებსა და ზედაშს ემალის სპეციალურ ჭურჭელში დებს და სასაფლაოზე მიდის, სადაც აღევლინება ლოცვა და ასე მიმართავს ოჯახის მიცვალებულთა სულებს: "მობრძანდით, გიწვევთ ალალი გულით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, წამომყევით, გეპატიჟებით". ამის შემდეგ ოჯახის უფროსი ბრუნდება სახლში, სადაც ელოდება გაშლილი სუფრა და ოჯახის სხვა წევრები. შემოდის თუ არა, კარს აუცილებლად ღიად ტოვებს, რათა მიცვალებულთა სულები შემოვიდნენ და ამის შემდეგ ისევ იწყება ლოცვა.

მაგიდის ირგვლივ, სანთლებით ხელში განლაგდება ყველა, ვინც კი ოჯახშია და ყველა ერთხმად მიმართავს მიცვალებულთა სულებს: "კეთილი იყოს თქვენ მობრძანება, მოგვიტევეთ ხელმოკლეობა, თქვენს დროსაც იქნებოდა ეს ხელმოკლეობა და არ გაგიკვირდებათ, მთავარია კეთილი გულით არის და თქვენთვის არის გაკეთებული. კარგი ფეხი მოგეტანოთ, ისეთი, რომ არავინ წასულიყოს ამ წელს საიქიოს". შემდეგ წაუქცევენ შესანდობარს, სასმისს და იწყება ზეიმი და მხიარულება. მიცვალებულებისთვის განკუთვნილი სუფრა ცალკე იდგმება და იქ არავის აქვს დაჯდომის უფლება, ოჯახის წევრები ცალკე სუფრასთან სხდებიან" - უყვება მანანა საღლიანი AMBEBI.GE-ს.

  • "ლიფანალის" ოთხი დღე - ზეიმი მიცვალებულთა სულებთან ერთად

რიტუალის ეს ნაწილი მთლიანად ზეიმსა და მხიარულებას ეთმობა. ამ დღეების განმავლობაში ოჯახის ცოცხალი და მიცვალებული წევრები ერთად ზეიმობენ, უფრო სწორად ცოცხლები აწყობენ წარმოდგენებს სტუმრადმყოფი მიცვალებულთა სულების გასართობად: დიდები ზღაპრებს უყვებიან პატარებს, უკრავენ საკრავებზე, ცეკვავენ და ლექსებს ყვებიან.

"ნათლისღებას, ანუ "ლიფანალის" მეორე დღეს, სუფრა ხსნილდება და სრულიად ახლდება. როცა ბავშვი ვიყავი, მახსენდება როგორი ბედნიერების განცდა გვქონდა მთელ ოჯახს, ვცდილობდი არ მეცელქა, არ მოვქცეულიყავი ცუდად, რადგან სულ მქონდა განცდა, რომ ისინი ჩვენ გვერდით იყვნენ და ამას ყველაფერს ხედავდნენ" - იხსენებს მანანა საღლიანი.

  • დღე მეექვსე - მიცვალებულთა სულები ლალხორში მიემგზავრებიან

ლალხორი სვანეთის ერთ-ერთი სოფელია, ლალხორობა კი “ლიფანალის“ რიტუალის ყველაზე მისტიკური ეპიზოდი. სვანური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, მიცვალებულთა სულები "ლიფანალიდან" 1 დღით ლალხორში, უფალთან სათათბიროდ მიდიან. შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, გამოაკლდება თუ არა ოჯახს რომელიმე წევრი იმ წელს. სვანებს სწამთ, რომ მათი ოჯახის მიცვალებულებთა სულები თათბირზე ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა სასიკეთო გადაწყვეტილება იქნეს გამოტანილი და ოჯახიდან ვინმეს წაყვანის დავალება არ მიიღონ.

"ლალხორში მიცვალებულებს საღამოს აცილებენ, ახალ სუფრას შლიან, კარს აღებენ და გზას ულოცავენ - აბა, კარგი გადაწყვეტილებით დაგვიბრუნდითო. იქედან მიცვალებულები დილით, საბოლოო პასუხით ბრუნდებიან. რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს მთელი წლის განმავლობაში გამოჩნდება. ოჯახი ამას წინასწარ ვერ იგებს. შესაგებებელი სუფრა ამ დღეს განსაკუთრებულია - მაგიდაზე იდება მხოლოდ ის კერძები, რასაც ორთქლი ასდის, ეს სიმბოლურად დიდ საიდუმლობებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ამ სიმბოლოების ახსნასთან დაკავშირებული ბევრი ინფორმაცია დაიკარგა. ამავე დღეს, გვიან ღამე, ისევ ახალი სუფრა იშლება, ვესაუბრებით სულებს, ვლოცავთ და მათთან ერთი წლით გამოსამშვიდობებლად ვემზადებით" - გვიამბობს მანანა საღლიანი.

  • დღე მეშვიდე (ჯოდი ჰამ) - გარდაცვლილთა სულები სამუდამო სამყოფელში ბრუნდებიან

მეშვიდე დღეს, გამთენისას სულებს საიქიოში აცილებენ და ერთი წლით ემშვიდობებიან. ამ რიტუალს ჯოდი ჰამ ანუ გრძელი დილა ჰქვია.

მანანა საღლიანი გვიყვება "გრძელი დილის" შესახებ და ამბობს, რომ ეს დღესასწაულის ყველაზე სევდიანი ეპიზოდია, რადგან მიცვალებულებთა სულებთან გამომშვიდობება უცრემლოდ არასოდეს სრულდება.

"წინა ღამეს ოჯახის ქალებს არ სძინავთ, ძალიან ადრე, გამთენისას, ისევ იშლება სუფრა, რათა მათ გზა დავულოცოთ. გაცილებისას ასე მივმართავთ: "აბა, კეთილი და მშვიდობიანი გზით იარეთ, კარგი ამბავი დაგვიტოვეთ. უფალს ჩვენი ჯანმრთელობა, საქონლის გამრავლება და მოსავლის სიუხვე შესთხოვეთ" - შემდეგ ვანთებთ სანთლებს და სახლის კარიდან ჭიშკრამდე, მთელი გზა რძეს ვუქცევთ. ეს ყველაფერი უემოციოდ ნამდვილად არ ხდება. ახლაც ცრემლები მომდის რომ მახსენდება ის განცდები, რასაც ჩვენ ამ დროს განვიცდით. ეს არის დიდი სევდა და გულისწყვეტა, თითქოს თავიდან დავკარგეთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები... ბრუდები შინ და გხვდება დაცარიელებული სახლი... სრული მდუმარება"

მანანა საღლიანი
  • უძველესი სვანური ტრადიციები და ეკლესიის დამოკიდებულება

სვანურ "ლიფანალს" დღესდღეობით ყველა სვანის ოჯახი აღასრულებს, თუმცა, მანანა საღლიანის თქმით, შესაძლოა როგორც სხვა ძველ ტრადიციებს, გაქრობის საფრთხე "ლიფანალსაც" დაემუქროს.

"ერთი პერიოდი, სვანები, ამ რიტუალის გამო დაცინვის ობიექტები ვიყავით. ეს უფრო კომუნისტების დროს ხდებოდა. ჩემი ბებია და ბაბუა ფანჯრებს ხურავდნენ და ჩუმად აღასრულებდნენ, რათა არავის გაეგო. ასე საიდუმლოდ აკეთებდა ამას ყველა, რადგან ერთმანეთთან გამხელის ეშინოდათ. სვანი კომუნისტები, თვით რაიკომის მდივნები და თანამდებობის პირები, ლემზირებს აცხობდნენ და ჩუმად მასპინძლობდნენ მიცვალებულთა სულებს.

ვინმეს რომ ეთქვა, შენ "ლიფანალს" აწყობო, გალანძღავდნენ, საიდან მოიტანეო. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ არცერთი სვანი ოჯახი ამ ტრადიციას არასოდეს უღალატებდა. სწორედ ამ ერთგულებამ და ურყევმა რწმენამ შემოუნახა თაობებს "ლიფანალი". ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, რომ დღეს, სადაც არ უნდა იყოს სვანი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თუ საზვარგარეთ, "ლიფანალს" აუცილებლად აღასრულებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ეკლესია ბევრ სვანურ რიტუალს უპირისპირებოდა. განსაკუთრებით, "სვანურ ზარს" (მამაკაცების დატირება), რომელსაც გაქრობის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა ბევრი ვიბრძოლეთ და ეს ვნებათაღლვა ჩაცხრა. "ზარს" თუ წარმართულად აღიქვამდნენ, ამას ვერ ვიტყვით ლიფანალზე. მას სრულად აღიარებს ეკლესია. პატრიარქმა ერთხელ თქვა, ასეთი რიტუალი საქართველოს ყველა კუთხეში არსებობდა, მაგრამ კარგია, რომ სვანებმა პირწმინდად შემოგვინახესო.

სხვათა შორის, სვანეთში რომ ეპარქია იხსნებოდა და მეუფე ილარიონს გზავნიდნენ, პატრიარქმა ასე დააბარა: შენ მიდიხარ ისეთ კუთხში, სადაც რწმენა არ აკლიათ, მოჭარბებულად აქვთ, მაგრამ აკლიათ ეკლესიურობა და ამ კუთხით მიხედეო".

მთავარი ფოტო გადაღებულია 1928 წელს, ფოტოგრაფ დინა კოჟევნიკოვასის მიერ. ფოტოზე აღწერილია მიცვალებულთა სულების გამასპინძლება ლატალში, სოფელ იენაში. ფოტო აღებულია ალბომიდან - "საკრალური და მიწიერი სამყარო" მანანა ხიზანიშვილი, მადონა ჩამგელიანი