აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკვე შეუდგა მუშაობას და პრეზიდენტობის პირველივე დღეს 15 აღმასრულებელ ბრძანებასა და 2 საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი. მან უკვე გააუქმა თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული არაერთი დადგენილება.
მედიის ინფორმაციით, ბაიდენის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებებს შორის არის ბრძანებები ფედერალურ საკუთრებაში პირბადეების ტარების ვალდებულების, რასობრივი თანასწორობის უზრუნველყოფისა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების შესახებ.
პრეზიდენტმა ასევე გააუქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ დადგენილება.
ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ უარს ამბობს დონალდ ტრამპის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ორგანიზაციის წევრად დარჩენა სურს.
"შეერთებულ შტატებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრად დარჩენა სურს. ჯანმო გადამწყვეტ როლს ასრულებს კოვიდ 19-ის მომაკვდინებელი პანდემიის წინააღმდეგ მსოფლიოს ბრძოლაში, ისევე როგორც გლობალური ჯანდაცვის წინაშე მდგომი სხვა უამრავი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- აღნიშნულია ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომლის ტექსტიც თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, გასული წლის 6 ივნისს აშშ-მ გაეროს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, რომ ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლისს დატოვებდა. დონალდ ტრამპმა ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება 2020 წლის მაისში, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. მან ჯანმო ჩინეთის "მარიონეტობაში“ დაადანაშაულა.
ჯო ბაიდენმა ასევე უკან გაიწვია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვები მუსლიმური ქვეყნებიდან მოქალაქეთა აშშ-ში შეშვებასთან დაკავშირებით, შეაჩერა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა.
ცნობისათვის, აღმასრულებელი ბრძანება არის პრეზიდენტის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც კონგრესის მხრიდან დამტკიცებას არ საჭიროებს.
აშშ-მ შანსი დაკარგა, გადაერჩინა სახელმწიფო. ახლა იწყება აშშ-ს ნგრევა. ემიგრანტების მიღება აუცილებლად უნდა შემცირებულიყო და ეს დაიწყო ტრამპმა. თუ ტემპი ისევ მოიმატებს და ეს უკვე გააჟღერა ბაიდენმა, აშშ როგორც სახელმწიფო, ჩამოიშლება, რადგან ემიგრანტების ის ტალღა, რაც 1990-იან წლებში დაიწყო, განსხვავდება მათგან, ვინც აშშ-ს ქმნიდა და ქვეყნის პატრიოტები იყვნენ. ახალი ემიგრანტები, მით უმეტეს 2000-იანი წლებიდან, საერთოდ არ აღიქვამენ ქვეყანას და მხოლოდ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. მათი უმრავლესობა კრიმინალია. აღარაფერს ვამბობ ბაიდენის გუნდის დამოკიდებულებაზე ტრადიციების მიმართ. ისინი ყველაფერს აიგნორებენ. რელიგიიდან დაწყებული, ქცევის ნორმებით დამთავრებული, მათთვის ყველაფერი მიუღებელია.
მაგარი კაცი: ჯოც და დონალდიც. ორივეს პატივს ვცემ. ორივე ძალიან ძლიერი პიროვნებაა. ჩვენთან უკანასკნელად როდის იყო, რომ ქვეყნის მმართველი ამავე დროს ძლიერი პიროვნება ყოფილიყო?