სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასაკარგი დრო არ არის, დღესვე მივდივარ ოფისში..." - ბაიდენის მთავარი მესიჯები ინაუგურაციიდან და პირველი პოსტი "ტვიტერზე", პრეზიდენტის რანგში
"დასაკარგი დრო არ არის, დღესვე მივდივარ ოფისში..." - ბაიდენის მთავარი მესიჯები ინაუგურაციიდან და პირველი პოსტი "ტვიტერზე", პრეზიდენტის რანგში

ვა­შინგტონ­ში, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჯო ბა­ი­დენ­მა აშშ-ის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, ჯონ რო­ბერტსის თან­დას­წრე­ბით ფიცი დადო. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და აშშ-ის 46-ე პრე­ზი­დენ­ტი.

არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კო­ვიდ-19 უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­მაც იმა­ზე მეტი ამე­რი­კე­ლის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, ვიდ­რე მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა.

"ჩვე­ნი ერის ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ აღ­მო­ჩე­ნი­ლა უფრო დიდი სირ­თუ­ლი­სა და გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, ვიდ­რე ახლა ჩვენ ვდგა­ვართ,“- აღ­ნიშ­ნა ჯო ბა­ი­დენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პან­დე­მი­ამ ბევ­რი სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე და­ტო­ვა და ადა­მი­ა­ნებს ტკი­ვი­ლი მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას და ის, რაც ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის და­საძ­ლე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბაა.

"ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად, სუ­ლის აღ­სად­გე­ნად და ამე­რი­კის მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, სი­ტყვა­ზე ბევ­რად მე­ტია სა­ჭი­რო. ეს მო­ი­თხოვს: ერ­თი­ა­ნო­ბას,“- აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

ბა­ი­დე­ნი კა­პი­ტო­ლი­უმ­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავ­სი რამ ქვე­ყა­ნა­ში აღა­რა­სო­დეს მოხ­დე­ბა.

"ასე­თი რამ აღა­რა­სო­დეს მოხ­დე­ბა, არც დღეს, არც ხვალ და არც არა­სო­დეს. მე ვიქ­ნე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ამე­რი­კე­ლის პრე­ზი­დენ­ტი, მა­თიც ვინც მე მხა­რი არ და­მი­ჭი­რა", - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

ჯო ბა­ი­დენ­მა ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ქვე­ყა­ნა ის­ტო­რი­უ­ლი კრი­ზი­სე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.

"ერ­თი­ა­ნო­ბის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს მშვი­დო­ბა. არ­სე­ბობს მხო­ლოდ რის­ხვა და მძვინ­ვა­რე­ბა. არ არ­სე­ბობს პროგ­რე­სი, არის მხო­ლოდ დამ­ღლე­ლი გუ­ლის­წყრო­მა. ეს არის ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი კრი­ზი­სე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბა არის წინ მი­მა­ვა­ლი გზა. მო­უს­მი­ნეთ ერ­თმა­ნეთს. და­ი­ნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი. პა­ტი­ვი ეცით ერ­თმა­ნეთს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

მან ისა­უბ­რა პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში "ტო­ტა­ლუ­რი ომის" კულ­ტუ­რი­სა და ფაქ­ტე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გაც.

"ჩემო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, ჩვენ უნდა მო­ვიქ­ცეთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად. ამე­რი­კა ამა­ზე უკე­თე­სი უნდა იყოს. მე მჯე­რა, რომ ამე­რი­კა ამა­ზე ბევ­რად უკე­თე­სია. ჩვენ დღეს პირ­ვე­ლად ვართ მომსწრე­ნი, რომ ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში არ­ჩე­ულ­მა ქალ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, კა­მა­ლა ჰა­რის­მა ფიცი დადო. ამი­ტომ ნუ მე­ტყვით, რომ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

ბა­ი­დე­ნის თქმით, აშშ-მა მსოფ­ლი­ო­ში სან­დო პარტნი­ო­რის სტა­ტუ­სი უნდა და­იბ­რუ­ნოს.

"ჩვენ უნდა აღ­ვად­გი­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბა მო­კავ­ში­რე­ებ­თან და და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში... ჩვენ ვიქ­ნე­ბით ძლი­ე­რი და სან­დო პარტნი­ო­რი მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბის, პროგ­რე­სი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მი­საღ­წე­ვად" - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ ბა­ი­დენ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში "ტვი­ტერ­ზე" პირ­ვე­ლი პოს­ტი და­წე­რა.

"ახლა და­სა­კარ­გი დრო არ არის, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სის წი­ნა­შე იმ­ყო­ფე­ბა. ამი­ტომ დღეს­ვე მივ­დი­ვარ ოფის­ში, რათა მუ­შა­ო­ბა შევ­ძლო და თი­თო­ე­ულ­მა ამე­რი­კულ­მა ოჯახ­მა შვე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე იგ­რძნოს", - წერს ბა­ი­დე­ნი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
18

ამენ

დიმა
43

ამერიკა სამწუხარო გზას დაადგა. სიცრუის გზას. არადა მისაბაძები იყვნენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დასაკარგი დრო არ არის, დღესვე მივდივარ ოფისში..." - ბაიდენის მთავარი მესიჯები ინაუგურაციიდან და პირველი პოსტი "ტვიტერზე", პრეზიდენტის რანგში

"დასაკარგი დრო არ არის, დღესვე მივდივარ ოფისში..." - ბაიდენის მთავარი მესიჯები ინაუგურაციიდან და პირველი პოსტი "ტვიტერზე", პრეზიდენტის რანგში

ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცი დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.

არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19 უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც იმაზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა.

"ჩვენი ერის ისტორიაში ძალიან ცოტა ადამიანი თუ აღმოჩენილა უფრო დიდი სირთულისა და გამოწვევის წინაშე, ვიდრე ახლა ჩვენ ვდგავართ,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, პანდემიამ ბევრი სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა და ადამიანებს ტკივილი მოუტანა ქვეყანას და ის, რაც ამ სირთულეების დასაძლევად აუცილებელია, ქვეყნის ერთიანობაა.

"ამ გამოწვევების დასაძლევად, სულის აღსადგენად და ამერიკის მომავლის უზრუნველსაყოფად, სიტყვაზე ბევრად მეტია საჭირო. ეს მოითხოვს: ერთიანობას,“- აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენი კაპიტოლიუმში მომხდარ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში აღარასოდეს მოხდება.

"ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება, არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს. მე ვიქნები თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი, მათიც ვინც მე მხარი არ დამიჭირა", - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ისტორიული კრიზისებისა და გამოწვევების წინაშე დგას.

"ერთიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა. არსებობს მხოლოდ რისხვა და მძვინვარება. არ არსებობს პროგრესი, არის მხოლოდ დამღლელი გულისწყრომა. ეს არის ჩვენი ისტორიული მომენტი კრიზისებისა და გამოწვევებისა და ერთიანობა არის წინ მიმავალი გზა. მოუსმინეთ ერთმანეთს. დაინახეთ ერთმანეთი. პატივი ეცით ერთმანეთს“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ისაუბრა პოლიტიკის წარმოების პროცესში "ტოტალური ომის" კულტურისა და ფაქტებით მანიპულაციის წინააღმდეგაც.

"ჩემო თანამოქალაქეებო, ჩვენ უნდა მოვიქცეთ განსხვავებულად. ამერიკა ამაზე უკეთესი უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ამერიკა ამაზე ბევრად უკეთესია. ჩვენ დღეს პირველად ვართ მომსწრენი, რომ ამერიკის ისტორიაში არჩეულმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ფიცი დადო. ამიტომ ნუ მეტყვით, რომ არაფერი იცვლება", - აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, აშშ-მა მსოფლიოში სანდო პარტნიორის სტატუსი უნდა დაიბრუნოს.

"ჩვენ უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა მოკავშირეებთან და დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი მსოფლიოში... ჩვენ ვიქნებით ძლიერი და სანდო პარტნიორი მსოფლიოში მშვიდობის, პროგრესისა და უსაფრთხოების მისაღწევად" - განაცხადა ბაიდენმა.

ინაუგურაციის შემდეგ ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში "ტვიტერზე" პირველი პოსტი დაწერა.

"ახლა დასაკარგი დრო არ არის, როდესაც ქვეყანა კრიზისის წინაშე იმყოფება. ამიტომ დღესვე მივდივარ ოფისში, რათა მუშაობა შევძლო და თითოეულმა ამერიკულმა ოჯახმა შვება რაც შეიძლება მალე იგრძნოს", - წერს ბაიდენი.

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 125-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - რა ვითარებაა რუსეთის ქალაქებში

ტიკ-ტოკში დაორგანიზებული მასშტაბური აქცია და პოლიტიზირებული თინეიჯერობა - როგორ ემზადებიან ნავალნის მომხრეები 23 იანვრისთვის?

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ასობით დოზა განადგურდა - დამლაგებელმა შემთხვევით ის მაცივარი გამორთო, სადაც ვაქცინები ინახებოდა