პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობას რომ უთხრეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო, ვერაფრით დაეჯერებინა... სამართალმა დაიგვიანა!" - დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
"კობას რომ უთხრეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო, ვერაფრით დაეჯერებინა... სამართალმა დაიგვიანა!" - დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ინ­ფორ­მა­ცია გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, 2007 წლის ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში, ადე­იშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც იმ დროს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი იყო, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს და­ვით ქარ­სე­ლა­ძეს და­ა­ვა­ლა, რომ მის­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმს და ოპე­რა­ტი­ულ და­ნა­ყოფს გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ ისე­თი ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბი რო­გო­რი­ცაა ე.წ. "ელი­ა­ვას“, „ვაგ­ზლის“ და „ლი­ლოს“ ბაზ­რო­ბე­ბი, ასე­ვე ად­გილ­ზე ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, აღეკ­ვე­თათ მათი მხრი­დან ბაზ­რო­ბებ­ზე აგი­ტა­ცია და მი­ტინგზე წამ­სვლე­ლი ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

"ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ერ­თერ­თი ლი­დე­რი, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე პირ­თან ერ­თად ელექტრო­გე­ნე­რა­ტო­რის შე­სა­ძე­ნად მი­ვი­და ე.წ. „ელი­ა­ვას“ ბაზ­რო­ბა­ზე. მას შემ­დეგ, რაც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი, მათი ხელ­მძღვა­ნე­ლი და­უ­კავ­შირ­და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, რომ­ლის­გა­ნაც მი­ი­ღო და­ვა­ლე­ბა კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი­სათ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და მისი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკა­ნო­ნო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ხელ­კე­ტე­ბით სცე­მეს კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი, აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ჩას­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში, თუმ­ცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის ნაც­ვლად წა­იყ­ვა­ნეს გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში, სა­დაც ცე­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს თა­ვის არე­ში" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

AMBEBI.GE კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს ინგა ბი­წა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- 2 წლის წინ უთხრეს ეს კო­ბას, მა­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ სახ­ლში, რად­გან კობა ფეხ­ზე ვერ დგე­ბო­და და თქვეს, გა­მო­ძი­ე­ბით ადე­იშ­ვილ­თან მივ­დი­ვარ­თო. ძა­ლი­ან ეწყი­ნა ეს კო­ბას, რად­გან ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემ­და, ისი­ნი მე­გობ­რობ­დნენ და ვე­რაფ­რით და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ ეს მისი გა­კე­თე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო და რომ ზურა გას­ცემ­და ასეთ ბრძა­ნე­ბას. ამ­ბობ­და, ადე­იშ­ვი­ლი ამას არ გა­ა­კე­თებ­და, ეს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­კე­თე­ბუ­ლი­აო. ზუ­რას­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­და, ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­აო. კობა ზო­გა­დად პა­ტივს სცემ­და ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებს. ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ის ბო­რო­ტი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. ეს მის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, ეს ამ­ბა­ვი არ მი­ი­ღო მის­მა ტვინ­მა. სულ ეგო­ნა მი­შას დაკ­ვე­თა.

- კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­და ამ საქ­მე­ში ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის კავ­შირს?

- მარ­თლა ისე ძა­ლი­ან ეწყი­ნა, არ ესი­ა­მოვ­ნა. ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა ადე­იშ­ვი­ლის­გან მსგავ­სი რა­ღაც. თვი­თონ აღარ მი­აჩ­ნდა ეს საქ­მე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად. მის­თვის ეს იყო გან­ვლი­ლი ეტა­პი, მას უნ­დო­და ამ ბრძო­ლის შე­დე­გი ენა­ხა. თვი­თონ ფაქ­ტი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი არ იყო მის­თვის იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამის გამო ჯან­მრთე­ლო­ბაც შე­ერ­ყა და ყვე­ლა­ფე­რიც, მაგ­რამ იმას უფრო გა­ნიც­დი­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ აღ­დგა, ამის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და და ეს რომ არ მოხ­და, ამას გა­ნიც­დი­და. კარ­გი, მცე­მეს... ჩა­ი­ა­რა ამ ამ­ბავ­მა, მთა­ვა­რია ახლა რას ვა­კე­თებ­თო. მერე რა რომ მკლავ­დნენ, ქვეყ­ნის გუ­ლის­თვის თუ მომ­კლავ­დნენ, ეს პა­ტი­ვი­აო, ასე ამ­ბობ­და.

- ეს გან­ცხა­დე­ბა მას რომ წა­ე­კი­თხა, რას იტყო­და?

- სა­მარ­თალ­მა და­აგ­ვი­ა­ნა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა ემო­ცი­უ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი. მე­გო­ნა არ ვი­ტი­რებ­დი, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტი­რე.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ამ­დე­ნი წელი რა­ტომ არ გა­ა­კე­თა ეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ?

- დრო უნდა ყვე­ლა­ფერს. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, კო­ბას­თვის მთა­ვა­რი სა­მარ­თა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა იყო და უნ­დო­და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის თა­ნაბ­რად ყო­ფი­ლი­ყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­მარ­თა­ლი. მარ­თლა ეს იყო მის­თვის მთა­ვა­რი და ასე­ვე ის, რომ სა­მარ­თა­ლი აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ამ­ბობ­და, თუ სა­მარ­თალ­მა ვერ იზე­ი­მა ქვე­ყა­ნა­ში, არა­ფე­რი გა­მო­ვაო. ბოლო დროს უფრო მეტი რამე გა­ვი­გე კო­ბას შე­სა­ხებ. როცა შე­უძ­ლოდ იყო მა­შინ მოყ­ვა ყვე­ლა­ფე­რი, სამ­წუ­ხა­როდ ეს ვერ ჩა­ვი­წე­რე, არც მი­ფიქ­რია რომ ასე მალე გა­მოგ­ვეც­ლე­ბო­და, თო­რემ მარ­თლა ბევ­რი რამე მი­ამ­ბო სიკ­ვდი­ლამ­დე. მა­ნამ­დე სახ­ლში არ სა­უბ­რობ­და ასეთ თე­მებ­ზე, ოჯა­ხის­გან მო­შო­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ეს ამ­ბე­ბი. ზედ­მე­ტად რომ არ ავე­ფო­რი­ქე­ბი­ნეთ, ამას ცდი­ლობ­და.

- როცა ეს ამ­ბა­ვი გა­ი­გო, ხომ არ ჰქონ­და მცდე­ლო­ბა ადე­იშ­ვილს და­კავ­ში­რე­ბო­და და გა­ერ­კვია?

- არა, არ უც­დია. ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი იყო, კო­ბას­ნა­ი­რი ადა­მი­ნე­ბი იშ­ვი­ა­თად იბა­დე­ბი­ან, არ ჯდე­ბო­და სტან­დარ­ტებ­ში. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და თა­ვი­სი არ­ხე­ბით ეძებ­ნა და და­ედ­გი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, ხომ გა­ი­გებ­და, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ ჩა­ძი­ე­ბუ­ლა. ერთხელ მახ­სოვს ხუმ­რო­ბით ვუ­თხა­რი, ამ­დე­ნი დრო გა­ვი­და და მი­შას შე­უ­რიგ­დი მეთ­ქი და ამა­ზე გა­გიჟ­და, ეს რო­გორ თქვიო. არ მე­გო­ნა ასე რომ გე­წყი­ნე­ბო­და, გე­ხუმ­რე- მეთ­ქი.

სა­უ­კე­თე­სოდ იც­ნობ­და. სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ას­წრო რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ე­წე­რა მას. კო­მა­ხი­ძე მო­დი­ო­და ჩვენ­თან სახ­ლში ""პოს­ტი­ვი­დან" და რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა თომა ჩა­გე­ლიშ­ვილ­მაც, ძა­ლი­ან დიდი ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა, მაგ­რამ არც ერთ არხზე ეს მა­სა­ლე­ბი არ გა­სუ­ლა.

ყვე­ლა წვრილ­მან­ზე სა­უბ­რობ­და და წე­სით ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­სე­ბობს და იმე­დია გა­მოჩ­ნდე­ბა დღის სი­ნათ­ლე­ზე. კი­დევ საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ჩა­ნა­წე­რი აქვს ერთ ამე­რი­კელ პო­ლი­ტო­ლოგ ქალს. მან 4 დღე იარა ჩვენ­თან და ჩა­წე­რა, ის დი­სერ­ტა­ცი­ის თე­მა­ზე მუ­შა­ობ­და. იმე­დია ოდეს­მე გა­მოჩ­ნდე­ბა ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი. თვი­თონ კომ­პი­უ­ტერ­თან ტექ­სტის აკ­რე­ფაც უჭირ­და ბოლო დროს, კი­სე­რიც ძა­ლი­ან ჰქონ­და გა­შე­შე­ბუ­ლი და ვე­ღარ ბეჭ­დავ­და, თო­რემ თვი­თო­ნაც უნ­დო­და ძა­ლი­ან, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აე­კინ­ძა. ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში მათრლაც ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი გა­იხ­სე­ნა... ნეტა ჩა­მე­წე­რა. მთე­ლი ზა­ფხუ­ლი აქ იყო თბი­ლი­სი­დან არ გა­დი­ო­და, არ მომ­ყვე­ბო­და და მა­შინ ჩა­წე­რა ამე­რი­კელ­მა პრო­ფე­სორ­მაც.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
64

რა ალალი კაცი იყო, წესით და რიგით ასეთი ხალხი უნდა იყვნენ პოლიტიკაში, სამართლიანები, პატრიოტები და პროფესიონალები, მაგრამ ახლა ასეთევს დასცინიან და ვინ გააკარებს პოლიტიკას ფულს აკეთებენ

იბერი
21

მკვდარზე ან სიმართკეს ლაპარაკობენ, ან არაფერს!

არ იყო ალალი, განსაკუთრებით 2004 -2005 წლებში, მარტო მოსკოვში ვიზიტი და საარჩევნო სიაში ადგილის გაყიდვისთვის ფულის სახინკლეში აღება რად ღირს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კობას რომ უთხრეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო, ვერაფრით დაეჯერებინა... სამართალმა დაიგვიანა!" - დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"კობას რომ უთხრეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო, ვერაფრით დაეჯერებინა... სამართალმა დაიგვიანა!" - დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში, ადეიშვილმა, რომელიც იმ დროს გენერალური პროკურორი იყო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეს დავით ქარსელაძეს დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმს და ოპერატიულ დანაყოფს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები როგორიცაა ე.წ. "ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები, ასევე ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე, აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობებზე აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება.

"ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი რამდენიმე პირთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე განთავსებულმა სამართალდამცავებმა შეამჩნიეს კობა დავითაშვილი, მათი ხელმძღვანელი დაუკავშირდა ზურაბ ადეიშვილს, რომლისგანაც მიიღო დავალება კობა დავითაშვილისათვის თავისუფლების აღკვეთის და მისი საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის შესახებ.

სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

AMBEBI.GE კობა დავითაშვილის მეუღლეს ინგა ბიწაძეს დაუკავშირდა:

- 2 წლის წინ უთხრეს ეს კობას, მაშინ პროკურატურის წარმომადგენლები მოვიდნენ სახლში, რადგან კობა ფეხზე ვერ დგებოდა და თქვეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო. ძალიან ეწყინა ეს კობას, რადგან ზურაბ ადეიშვილს ძალიან დიდ პატივს სცემდა, ისინი მეგობრობდნენ და ვერაფრით დაეჯერებინა, რომ ეს მისი გაკეთებული შეიძლება ყოფილიყო და რომ ზურა გასცემდა ასეთ ბრძანებას. ამბობდა, ადეიშვილი ამას არ გააკეთებდა, ეს მიშა სააკაშვილის გაკეთებულიაო. ზურასთან ძალიან მეგობრობდა, ჭკვიანი ადამიანიაო. კობა ზოგადად პატივს სცემდა ჭკვიან ადამიანებს. ვერ წარმოედგინა, რომ ის ბოროტი შეიძლება ყოფილიყო. ეს მისთვის წარმოუდგენელი იყო, ეს ამბავი არ მიიღო მისმა ტვინმა. სულ ეგონა მიშას დაკვეთა.

- კატეგორიულად გამორიცხავდა ამ საქმეში ზურაბ ადეიშვილის კავშირს?

- მართლა ისე ძალიან ეწყინა, არ ესიამოვნა. ვერ წარმოედგინა ადეიშვილისგან მსგავსი რაღაც. თვითონ აღარ მიაჩნდა ეს საქმე მნიშვნელოვნად. მისთვის ეს იყო განვლილი ეტაპი, მას უნდოდა ამ ბრძოლის შედეგი ენახა. თვითონ ფაქტი კატასტროფული არ იყო მისთვის იმის მიუხედავად, რომ ამის გამო ჯანმრთელობაც შეერყა და ყველაფერიც, მაგრამ იმას უფრო განიცდიდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგა, ამის მოლოდინი ჰქონდა და ეს რომ არ მოხდა, ამას განიცდიდა. კარგი, მცემეს... ჩაიარა ამ ამბავმა, მთავარია ახლა რას ვაკეთებთო. მერე რა რომ მკლავდნენ, ქვეყნის გულისთვის თუ მომკლავდნენ, ეს პატივიაო, ასე ამბობდა.

- ეს განცხადება მას რომ წაეკითხა, რას იტყოდა?

- სამართალმა დააგვიანა. ჩემთვის ძალიან მძიმეა ემოციურად ეს ყველაფერი. მეგონა არ ვიტირებდი, მაგრამ მაინც ვიტირე.

- როგორ ფიქრობთ, ამდენი წელი რატომ არ გააკეთა ეს პროკურატურამ?

- დრო უნდა ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვამბობ, კობასთვის მთავარი სამართალი და სამართლიანობა იყო და უნდოდა ყველა ადამიანისთვის თანაბრად ყოფილიყო ხელმისაწვდომი სამართალი. მართლა ეს იყო მისთვის მთავარი და ასევე ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო. ამბობდა, თუ სამართალმა ვერ იზეიმა ქვეყანაში, არაფერი გამოვაო. ბოლო დროს უფრო მეტი რამე გავიგე კობას შესახებ. როცა შეუძლოდ იყო მაშინ მოყვა ყველაფერი, სამწუხაროდ ეს ვერ ჩავიწერე, არც მიფიქრია რომ ასე მალე გამოგვეცლებოდა, თორემ მართლა ბევრი რამე მიამბო სიკვდილამდე. მანამდე სახლში არ საუბრობდა ასეთ თემებზე, ოჯახისგან მოშორებული ჰქონდა ეს ამბები. ზედმეტად რომ არ ავეფორიქებინეთ, ამას ცდილობდა.

- როცა ეს ამბავი გაიგო, ხომ არ ჰქონდა მცდელობა ადეიშვილს დაკავშირებოდა და გაერკვია?

- არა, არ უცდია. ძალიან სხვანაირი ადამიანი იყო, კობასნაირი ადამინები იშვიათად იბადებიან, არ ჯდებოდა სტანდარტებში. ხომ შეიძლებოდა თავისი არხებით ეძებნა და დაედგინა ყველაფერი, ხომ გაიგებდა, მაგრამ საერთოდ არ ჩაძიებულა. ერთხელ მახსოვს ხუმრობით ვუთხარი, ამდენი დრო გავიდა და მიშას შეურიგდი მეთქი და ამაზე გაგიჟდა, ეს როგორ თქვიო. არ მეგონა ასე რომ გეწყინებოდა, გეხუმრე- მეთქი.

საუკეთესოდ იცნობდა. სამწუხაროდ ვერ მოასწრო რომ ეს ყველაფერი დაეწერა მას. კომახიძე მოდიოდა ჩვენთან სახლში `"პოსტივიდან" და რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა, ასევე რამდენიმე წლის წინ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა თომა ჩაგელიშვილმაც, ძალიან დიდი ჩანაწერი გააკეთა, მაგრამ არც ერთ არხზე ეს მასალები არ გასულა.

ყველა წვრილმანზე საუბრობდა და წესით ეს ჩანაწერები არსებობს და იმედია გამოჩნდება დღის სინათლეზე. კიდევ საკმაოდ ვრცელი ჩანაწერი აქვს ერთ ამერიკელ პოლიტოლოგ ქალს. მან 4 დღე იარა ჩვენთან და ჩაწერა, ის დისერტაციის თემაზე მუშაობდა. იმედია ოდესმე გამოჩნდება ეს ჩანაწერები. თვითონ კომპიუტერთან ტექსტის აკრეფაც უჭირდა ბოლო დროს, კისერიც ძალიან ჰქონდა გაშეშებული და ვეღარ ბეჭდავდა, თორემ თვითონაც უნდოდა ძალიან, რომ ეს ყველაფერი აეკინძა. ჩემთან საუბარში მათრლაც ისეთი რაღაცეები გაიხსენა... ნეტა ჩამეწერა. მთელი ზაფხული აქ იყო თბილისიდან არ გადიოდა, არ მომყვებოდა და მაშინ ჩაწერა ამერიკელმა პროფესორმაც.