პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი სირთულე გადავიტანეთ... ჩემი ვაჟისთვის საქართველოში ჩამოსვლა სანუკვარი ოცნება იყო" - როგორ ცხოვრობს ტეხასში ლევან მამალაძე, რას ამბობს ოჯახსა და ექსმაღალჩინოსნებზე?
"ბევრი სირთულე გადავიტანეთ... ჩემი ვაჟისთვის საქართველოში ჩამოსვლა სანუკვარი ოცნება იყო" - როგორ ცხოვრობს ტეხასში ლევან მამალაძე, რას ამბობს ოჯახსა და ექსმაღალჩინოსნებზე?

ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ლე­ვან მა­მა­ლა­ძე 2003 წლი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს. სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ქრთა­მის აღე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. სა­სა­მარ­თლომ მა­შინ და­უს­წრებ­ლად გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი და 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. თა­ვად ამ­ბობს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა შავი პი­ა­რით მისი გა­ნად­გუ­რე­ბა და­გეგ­მა: "ოქ­როს ზო­დე­ბი­სა და რა­შე­ბის შე­სა­ხებ ყუ­რის­მომჭრე­ლი ჭო­რე­ბი გა­მივ­რცე­ლეს მოს­ყი­დუ­ლი მე­დი­ით, რომ გაბ­რუ­ე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩემს გა­ნად­გუ­რე­ბას ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვედ­რო­და".

ლე­ვან მა­მა­ლა­ძე ოჯახ­თან ერ­თად სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით არა­ერ­თხელ მი­მარ­თა პრე­ზი­დენტს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. მისი "ფე­ის­ბუ­კის" სტა­ტუ­სი­დან ჩანს, რომ მო­უთ­მენ­ლად ელო­და ამ­ნის­ტი­ა­საც, მაგ­რამ იმე­დი ისევ გა­უც­რუვ­და."ახა­ლი წე­ლიც ისე მო­ვი­და, რა­ი­მე ხა­ლი­სის გან­წყო­ბა არ მქო­ნია, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ქმნიდ­ნენ სა­ა­ხალ­წლო გა­რე­მოს! სა­ღა­მო­ო­ბით დე­და­ჩე­მის გა­მოგ­ზავ­ნილ გუ­რულ სან­თლის არაყს შე­ვექ­ცე­ო­დი და თუ ფიქ­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბო­და, ნაზი დე­ი­დას მეგ­რუ­ლი ჭა­ჭით ვა­ხერ­ხებ­დი ამას!..

შარ­შან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ცა­დე, რო­გორ­მე მი­მეღ­წია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის. მრა­ვალ­გზის მივ­მარ­თე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს. იმე­დი მქონ­და, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ჩემი ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბას და პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მა­ინც მო­მე­ცე­მო­და სა­შუ­ა­ლე­ბა 80 წლის დე­დის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სამ­წუ­ხა­როდ, მისი ყუ­რა­დღე­ბა ვე­რაფ­რით მი­ვიქ­ციე. ყუ­რა­დღე­ბით წა­ვი­კი­თხე ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტიც, მაგ­რამ რა ვქნა! დე­ზერ­ტი­რი არ ვყო­ფილ­ვარ, ტრან­სპორ­ტით არა­ვინ და­მი­ზი­ა­ნე­ბია, უკა­ნო­ნოდ თევ­ზი არ და­მი­ჭე­რია და სა­ბუ­ღალ­ტრო წიგ­ნე­ბი არ შე­მიდ­გე­ნია, არც ძლი­ერ­მოქ­მე­დი პრე­პა­რა­ტე­ბი და­მიმ­ზა­დე­ბია და გა­მი­სა­ღე­ბია. ასე რომ, კო­დექ­სის 194-ე და 338-ე მუხ­ლებს, იმას, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ა­ფორ­მე­ბი­ნა სა­სა­მარ­თლოს 17 წლის წინ, ამ­ნის­ტი­ის ახ­ლან­დე­ლი პრო­ექ­ტი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს!.. მაგ­რამ არ ვარ პე­სი­მის­ტი, მაქვს იმე­დი, რომ სა­მარ­თა­ლი თა­ვის გზას იპო­ვის და 2021 წელს თქვენ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბი!".

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ლე­ვან მა­მა­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- 18 წე­ლია, ვე­ლო­დე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და საშ­ვე­ლი არ და­ად­გა. პან­დე­მი­ამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა. 80 წლის დედა მყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამ ჟა­მი­ა­ნო­ბი­სას მის გვერ­დით რომ არ ვარ, ეს მიკ­ლავს გულს. ამ­ნის­ტი­ას ვე­ლო­დი, მაგ­რამ ამა­ოდ. იქ ისე­თი მუხ­ლე­ბია, ვერც კი და­ვი­ჯე­რებ­დი, რომ ამის­თვის ვინ­მე ცი­ხე­ში ზის. უკა­ნო­ნი თევ­ზჭე­რა, ნა­დი­რო­ბა, სა­ბუ­ღალ­ტრო წიგ­ნის არას­წო­რი წარ­მო­ე­ბა - ეს ჯა­რი­მე­ბით უნდა გვარ­დე­ბო­დეს. ამ­ნის­ტია პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტია და ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ტყვი­სი უნდა იყოს. "ოც­ნე­ბამ" უმ­თავ­რეს ამო­ცა­ნად ტი­რა­ნი­ის და­მარ­ცხე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა გა­მო­ა­ცხა­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის იყე­ნებ­და, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, აწა­მეს და გა­ა­უ­ბე­დუ­რეს!

ლე­ვან მა­მა­ლა­ძე დე­დას­თან ერ­თად

ივა­ნიშ­ვილ­მა შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო და მო­ძა­ლა­დე მმარ­თვე­ლო­ბა ქვე­ყა­ნას ჩა­მო­ა­შო­რა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაც აღად­გი­ნეს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერ მი­იყ­ვა­ნეს საქ­მე. იმე­დი მქონ­და, რომ ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცესს და­ას­რუ­ლებ­და. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­მაც და­მა­ი­მე­და, ახა­ლი ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტი უნდა გა­ფარ­თოვ­დეს და მუხ­ლე­ბი და­ე­მა­ტო­სო. მე იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს და მო­ვამ­ზა­დე და­სა­მა­ტე­ბე­ლი მუხ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი.

ამ­ნის­ტია უნდა შე­ხე­ბო­და ყვე­ლა იმ მსჯავ­რდა­დე­ბულს, ვის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ძა­ლა­ში შე­ვი­და 2012 წლის 11 ოქ­ტომ­ბრამ­დე, ანუ სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლებს, გარ­და იმ პი­რე­ბი­სა, ვინც ჩა­ი­დი­ნეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში სხვა და­ნა­შა­უ­ლი. ასე­ვე ნა­სა­მარ­თლო­ბა უნდა მო­ეხ­სნათ მათ­თვის, ვინც 2012 წლის 28 დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. მი­უ­ხე­და­ვად პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მცდე­ლო­ბი­სა, ეს წი­ნა­და­დე­ბა არ გა­ი­ზი­ა­რეს. უც­ნა­უ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა - იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, პარ­ლა­მენ­ტა­რი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი არ იყო ჩარ­თუ­ლი კა­ნო­ნის შედ­გე­ნა­ში. მან მო­ინ­დო­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტის დახ­ვე­წა, მაგ­რამ მისი გა­ფარ­თო­ე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა!.. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის დას­რუ­ლე­ბა კი ახა­ლარ­ჩე­ულ­მა პარ­ლა­მენ­ტმა არ მო­ინ­დო­მა...

- პან­დე­მი­ამ მთე­ლი მსოფ­ლიო შეც­ვა­ლა, თქვენ და თქვე­ნი ოჯა­ხი რო­გორ ცხოვ­რობთ?

- პან­დე­მი­ამ მარ­თლაც ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა... ჩემი ოჯა­ხიც იმ წე­სით ცხოვ­რობს, რა­საც კა­რან­ტი­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს, მაგ­რამ, ვირუ­სი არც ჩვენ აგ­ვცდა. მე ცოტა მძი­მედ გა­და­ვი­ტა­ნე, შვი­ლებ­მა და მე­უღ­ლემ - მსუ­ბუ­ქად. ღვთის წყა­ლო­ბით, ახლა კარ­გად ვართ!

- სად ცხოვ­რობს და რას საქ­მი­ა­ნობს დღეს ლე­ვან მა­მა­ლა­ძე?

- ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­და­ვი­ტა­ნეთ ოჯახ­მა, ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შეც­ვლაც ხში­რად გვი­წევ­და. ამ­ჟა­მად ტე­ხას­ში ვარ, ამე­რი­კა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტი ვარ და, ძი­რი­თა­დად, კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე ვმუ­შა­ობ. ასე­ვე ვარ სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
VAS
4

არადა რა უმანკო სახით იყურება თავის ოჯახთან ერთად

$$$$$
8

ყველაზე გაქნილი, სახედაკარგული, ედიკას მაფიოზი! რატომ აპიარებთ, რას გიხდით, არ გრცხვენიათ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბევრი სირთულე გადავიტანეთ... ჩემი ვაჟისთვის საქართველოში ჩამოსვლა სანუკვარი ოცნება იყო" - როგორ ცხოვრობს ტეხასში ლევან მამალაძე, რას ამბობს ოჯახსა და ექსმაღალჩინოსნებზე?

"ბევრი სირთულე გადავიტანეთ... ჩემი ვაჟისთვის საქართველოში ჩამოსვლა სანუკვარი ოცნება იყო" - როგორ ცხოვრობს ტეხასში ლევან მამალაძე, რას ამბობს ოჯახსა და ექსმაღალჩინოსნებზე?

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე 2003 წლიდან საზღვარგარეთ ცხოვრობს. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის გაასამართლეს. სასამართლომ მაშინ დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავად ამბობს, რომ სააკაშვილმა შავი პიარით მისი განადგურება დაგეგმა: "ოქროს ზოდებისა და რაშების შესახებ ყურისმომჭრელი ჭორები გამივრცელეს მოსყიდული მედიით, რომ გაბრუებული საზოგადოება ჩემს განადგურებას ოვაციებით შეხვედროდა".

ლევან მამალაძე ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. შეწყალების თხოვნით არაერთხელ მიმართა პრეზიდენტს, მაგრამ უშედეგოდ. მისი "ფეისბუკის" სტატუსიდან ჩანს, რომ მოუთმენლად ელოდა ამნისტიასაც, მაგრამ იმედი ისევ გაუცრუვდა."ახალი წელიც ისე მოვიდა, რაიმე ხალისის განწყობა არ მქონია, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები ქმნიდნენ საახალწლო გარემოს! საღამოობით დედაჩემის გამოგზავნილ გურულ სანთლის არაყს შევექცეოდი და თუ ფიქრების გაღრმავების სურვილი მიჩნდებოდა, ნაზი დეიდას მეგრული ჭაჭით ვახერხებდი ამას!..

შარშან მთელი წლის განმავლობაში ვეცადე, როგორმე მიმეღწია სამართლიანობისთვის. მრავალგზის მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. იმედი მქონდა, გაითვალისწინებდა ჩემი ოჯახის მდგომარეობას და პანდემიის პირობებში მაინც მომეცემოდა საშუალება 80 წლის დედის გვერდით ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, მისი ყურადღება ვერაფრით მივიქციე. ყურადღებით წავიკითხე ამნისტიის პროექტიც, მაგრამ რა ვქნა! დეზერტირი არ ვყოფილვარ, ტრანსპორტით არავინ დამიზიანებია, უკანონოდ თევზი არ დამიჭერია და საბუღალტრო წიგნები არ შემიდგენია, არც ძლიერმოქმედი პრეპარატები დამიმზადებია და გამისაღებია. ასე რომ, კოდექსის 194-ე და 338-ე მუხლებს, იმას, რაც სააკაშვილმა გააფორმებინა სასამართლოს 17 წლის წინ, ამნისტიის ახლანდელი პროექტი არ ითვალისწინებს!.. მაგრამ არ ვარ პესიმისტი, მაქვს იმედი, რომ სამართალი თავის გზას იპოვის და 2021 წელს თქვენთან ერთად ვიქნები!".

"კვირის პალიტრა" ლევან მამალაძეს დაუკავშირდა:

- 18 წელია, ველოდები სამშობლოში დაბრუნებას და საშველი არ დაადგა. პანდემიამ უამრავი ადამიანი შეიწირა. 80 წლის დედა მყავს საქართველოში და ამ ჟამიანობისას მის გვერდით რომ არ ვარ, ეს მიკლავს გულს. ამნისტიას ველოდი, მაგრამ ამაოდ. იქ ისეთი მუხლებია, ვერც კი დავიჯერებდი, რომ ამისთვის ვინმე ციხეში ზის. უკანონი თევზჭერა, ნადირობა, საბუღალტრო წიგნის არასწორი წარმოება - ეს ჯარიმებით უნდა გვარდებოდეს. ამნისტია პოლიტიკური აქტია და ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნისა და ხელისუფლების ვალდებულებების შესატყვისი უნდა იყოს. "ოცნებამ" უმთავრეს ამოცანად ტირანიის დამარცხება და სამართლიანობის აღდგენა გამოაცხადა. სააკაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებდა, რამდენი ადამიანი მოკლეს, აწამეს და გააუბედურეს!

ლევან მამალაძე დედასთან ერთად

ივანიშვილმა შეუძლებელი შეძლო და მოძალადე მმართველობა ქვეყანას ჩამოაშორა, სამართლიანობაც აღადგინეს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე. იმედი მქონდა, რომ ახალი პარლამენტი სამართლიანობის აღდგენის პროცესს დაასრულებდა. თეა წულუკიანის განცხადებამაც დამაიმედა, ახალი ამნისტიის პროექტი უნდა გაფართოვდეს და მუხლები დაემატოსო. მე იურიდიული განათლება მაქვს და მოვამზადე დასამატებელი მუხლების რამდენიმე ვარიანტი.

ამნისტია უნდა შეხებოდა ყველა იმ მსჯავრდადებულს, ვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაც ძალაში შევიდა 2012 წლის 11 ოქტომბრამდე, ანუ სააკაშვილის პერიოდში გასამართლებულებს, გარდა იმ პირებისა, ვინც ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა, ტერორისტული აქტი, ან საზოგადოებისთვის საშიში სხვა დანაშაული. ასევე ნასამართლობა უნდა მოეხსნათ მათთვის, ვინც 2012 წლის 28 დეკემბრის პირველი ამნისტიით გათავისუფლდნენ. მიუხედავად პარლამენტარების მცდელობისა, ეს წინადადება არ გაიზიარეს. უცნაური ვითარება შეიქმნა - იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტარი თეა წულუკიანი არ იყო ჩართული კანონის შედგენაში. მან მოინდომა კანონპროექტის დახვეწა, მაგრამ მისი გაფართოება ვერ მოახერხა!.. სამართლიანობის აღდგენის დასრულება კი ახალარჩეულმა პარლამენტმა არ მოინდომა...

- პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა, თქვენ და თქვენი ოჯახი როგორ ცხოვრობთ?

- პანდემიამ მართლაც ყველაფერი შეცვალა... ჩემი ოჯახიც იმ წესით ცხოვრობს, რასაც კარანტინი ითვალისწინებს, მაგრამ, ვირუსი არც ჩვენ აგვცდა. მე ცოტა მძიმედ გადავიტანე, შვილებმა და მეუღლემ - მსუბუქად. ღვთის წყალობით, ახლა კარგად ვართ!

- სად ცხოვრობს და რას საქმიანობს დღეს ლევან მამალაძე?

- ბევრი სირთულე გადავიტანეთ ოჯახმა, ადგილსამყოფლის შეცვლაც ხშირად გვიწევდა. ამჟამად ტეხასში ვარ, ამერიკაში. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ექსპერტი ვარ და, ძირითადად, კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე ვმუშაობ. ასევე ვარ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი....წაიკითხეთ სრულად

"ბანკეტისთვის არ ემზადებითო? თურქეთიდან მომწერა" - 17 წლის ანის, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება

გუდამაყრის გზაზე კლდე ჩამოიშალა - 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

"საშინელი კრიზისია... წარმოიდგინეთ, მთელი წელი სცენაზე რომ არ გამოდიხარ" - პანდემიის გამო გაჩერებული ქართველი მომღერალი, რომელსაც მსოფლიო აქვს მოვლილი