სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები
"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ი­დან რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს, გა­მო­აქ­ვეყ­ნა 2-სა­ა­თი­ა­ნი ფილ­მი სა­სახ­ლე­ზე, რო­მე­ლიც, მისი მტკი­ცე­ბით, ვლა­დი­მირ პუ­ტინს ეკუთ­ვნის და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია მისი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბის მიერ. მას მე­დი­ა­ში "პუ­ტი­ნის სა­სახ­ლედ“ ად­რეც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და წერ­დნენ, რომ მან მისი მშე­ნებ­ლო­ბა ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი ვა­დი­სას და­ი­წყო. იტა­ლი­უ­რი სტი­ლით ნა­გე­ბი სა­სახ­ლის კომ­პლექ­სი მდე­ბა­რე­ობს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, გე­ლენ­ჯი­კის სო­ფელ პრას­კო­ვე­ევ­კას­თან.

ფილ­მის შე­სა­ვა­ლი ნა­წი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა YouTube-ზე, რო­მელ­შიც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ხსნის, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ ბერ­ლი­ნის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას ჩა­ი­ფიქ­რა. ოღონდ გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, რომ მას გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას.

"ეს იმი­ტომ, რომ არ გვინ­და ამ გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ფიქ­რობ­დეს, რომ ჩვენ მისი გვე­ში­ნია და რომ მე მის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ სა­ი­დუმ­ლო­ზე უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას თუ გავ­ბე­დავ­დი მო­ყო­ლას“, - ხსნის ნა­ვალ­ნი.

პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდივ­ნის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის თქმით, კრემ­ლი მარ­თა­ლია არ გაც­ნო­ბია პუბ­ლი­კა­ცი­ას სა­სახ­ლე­ზე, მაგ­რამ ეს "ცხა­დია სიც­რუ­ეა“.

"არ­სე­ბობს ად­გი­ლი, სა­დაც მოხ­ვედ­რით შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­გოთ ყვე­ლა­ფე­რი ვლა­დი­მირ პუ­ტინ­ზე, ეს ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა რუ­სეთ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფო­ში და ეს პუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლოა. მას იცავს და უვ­ლის ასო­ბით, შე­საძ­ლოა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი - და­წყე­ბუ­ლი მცვე­ლე­ბი­დან, მე­ბა­ღე­ე­ბი­დან და მშე­ნებ­ლე­ბი­დან, დას­რუ­ლე­ბუ­ლი რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბით.

ერთი სა­ი­დუმ­ლო, ერთი შე­ნო­ბა... და ჩვენ იქ მოვ­ხვდე­ბით, სტუმ­რად პუ­ტინ­თან, ჩვე­ნი თვა­ლით დავ­რწმუნ­დე­ბით იმა­ში, რომ ეს ადა­მი­ა­ნი სიმ­დიდ­რის­კენ სწრაფ­ვა­ში სრუ­ლი­ად შე­ი­შა­ლა. გა­ვი­გებთ ვისი ფუ­ლით და რო­გორ ფი­ნანსდე­ბო­და ეს დი­დე­ბუ­ლე­ბა... გა­ვი­გებთ, რო­გორ შენ­დე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­სახ­ლე“, - ასე იწყებს თა­ვის გა­მო­ძი­ე­ბას ნა­ვალ­ნი.

რო­გორც გა­მოკ­ვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მი, სა­სახ­ლე­ში მიმ­სვლე­ლებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეკ­რძა­ლე­ბათ მო­ბი­ლუ­რე­ბის შე­ტა­ნა და ყვე­ლა მიმ­სვლელ-წამ­სვლე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტში მოწ­მდე­ბა. სა­სახ­ლის გარ­და, და­ხუ­რულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის ე.წ. "ყი­ნუ­ლის სახ­ლი“, ეკ­ლე­სია, ორან­ჟე­რეა, 80-მეტ­რი­ა­ნი ხიდი და ამ­ფი­თე­ატ­რი. რად­გა­ნაც სა­სახ­ლე ცი­ცა­ბო ნა­პირ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლად გა­თხრი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი გვი­რა­ბი, რომ­ლის ბო­ლოს არის სა­დე­გუს­ტა­ციო ზღვის ოთა­ხი ხე­დით, - ნათ­ქვა­მია ტექ­სტში.

თვით სა­სახ­ლის კომ­პლექ­სის ფარ­თო­ბი 68 ჰექ­ტარს შე­ად­გენს და ის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. რო­გორც ნა­ვალ­ნის ფონდში ამ­ტკი­ცე­ბენ, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი თევ­ზა­ო­ბა­საც კი კრძა­ლავს იმ კონ­ცხის ახ­ლოს, სა­დაც სა­სახ­ლე დგას, ხოლო მის ზე­მოთ ცა თვითმფრი­ნა­ვე­ბის ფრე­ნის­თვი­საც და­ხუ­რუ­ლია.

გა­მოკ­ვლე­ვა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია თვი­თონ სა­სახ­ლის გეგ­მა სარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. რო­გორც კად­რებ­ში ჩანს, იქ არის რამ­დე­ნი­მე სა­უ­ნა, აუზი, სა­პა­რიკ­მა­ხე­რო და აქ­ვა­დის­კო­თე­კა. ასე­ვე სა­სახ­ლეს აქვს "ზამ­თრის ბაღი“ და მუ­სი­კა­ლუ­რი მი­სა­ღე­ბი.

ალექ­სი ნა­ვალ­ნი აქ­ვეყ­ნებს აგ­რეთ­ვე სა­სახ­ლის შიგ­ნით მდგა­რი ავე­ჯის ფო­ტო­სუ­რა­თებს, რო­მელ­თა ფასი მი­ლი­ო­ნო­ბით რუბლს შე­ად­გენს. ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩანს რამ­დე­ნი­მე სა­თავ­სო - ბიბ­ლი­ო­თე­კა, რომ­ლის კედ­ლე­ბი ოქ­როს ვენ­ზე­ლე­ბი­თაა დამ­შვე­ნე­ბუ­ლი და ე.წ. "ოჯა­ხუ­რი თე­ატ­რი“ სცე­ნით. სა­სახ­ლე­ში არის კა­ზი­ნო და "მო­სა­წე­ვი ოთა­ხიც“. რაც შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ ერთ სა­ძი­ნე­ბელ ოთახს, მისი ფარ­თო­ბი 260 კვად­რა­ტულ მეტრს აღ­წევს.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ძი­რი­თა­დად სო­ჭის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და­დის ხოლ­მე, მაგ­რამ ხში­რად ცხოვ­რობს გე­ლენ­ჯიკ­შიც და სა­სახ­ლე­ში თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რებს იწ­ვევს ხოლ­მე.

ყი­ნუ­ლის სა­სახ­ლე

სა­სახ­ლის ახ­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის რამ­დე­ნი­მე მე­ურ­ნე­ო­ბა მდე­ბა­რე­ობს, შენ­დე­ბა ღვი­ნის ახა­ლი ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც, რო­გორც გა­მოკ­ვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მი, კომ­პა­ნია "აქ­სის ინ­ვეს­ტი­ცი­ას“ ეკუთ­ვნის - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თა­ნა­კურ­სელს ნი­კო­ლაი ეგო­როვს.

სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­საც ასია ბო­რი­სო­ვა ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

გა­მოკ­ვლე­ვის და­სას­რულს ავ­ტო­რე­ბი ასა­ჯა­რო­ე­ბენ სა­სახ­ლის და­ფი­ნან­სე­ბის რთულ სქე­მას, რო­მელ­შიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ძვე­ლი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი - "ტრან­სნეფ­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლაი ტო­კა­რე­ვი, "როს­ნეფ­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი იგორ სე­ჩი­ნი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი იური კო­ვალ­ჩუ­კი და გე­ნა­დი ტიმ­ცენ­კო. სქე­მა­ში ფი­გუ­რი­რებს აგ­რეთ­ვე სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნო­გი­ხი, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ახლო ნაც­ნო­ბია და ტან­მო­ვარ­ჯი­შე ალი­ნა კა­ბა­ე­ვა, რომ­ლის ძა­ლი­ან ახლო კავ­ში­რებ­ზე ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან რუ­სუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­ს­მე­დია ად­რეც წერ­და.

იხი­ლეთ ზღაპ­რუ­ლი სა­სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რის ფო­ტო­ე­ბი:

სა­იმ­პე­რა­ტო­რო ავე­ჯი და ოქ­როს არ­წი­ვე­ბი კედ­ლებ­ზე

თე­ატ­რი სა­სახ­ლე­ში

პი­რა­დი კა­ზი­ნო

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
1

უგეემოვნების პიკი. კარგი თვითონ დებილია არ აქვვს გემოვნება ვთქვათ, მაგრამ გვერდითაც არავინ ყავს ისეთი რომ რამე ურჩიოს? ასე ტავისნაირი დებილები როგორ ყავს ყველა . ან რათ უნდა ეს ქონება ბუნკერიდან ვერ ყოფს ცხვირს და

111
57

გემოვნებაც რომ არ აქვს ამ საცოდავს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები

ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს, გამოაქვეყნა 2-საათიანი ფილმი სასახლეზე, რომელიც, მისი მტკიცებით, ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის და დაფინანსებულია მისი გარემოცვის წევრების მიერ. მას მედიაში "პუტინის სასახლედ“ ადრეც მოიხსენიებდნენ და წერდნენ, რომ მან მისი მშენებლობა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადისას დაიწყო. იტალიური სტილით ნაგები სასახლის კომპლექსი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, კრასნოდარის მხარეში, გელენჯიკის სოფელ პრასკოვეევკასთან.

ფილმის შესავალი ნაწილი გამოქვეყნდა YouTube-ზე, რომელშიც ოპოზიციონერი ხსნის, რომ ეს გამოძიება ჯერ კიდევ ბერლინის რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნისას ჩაიფიქრა. ოღონდ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მას გამოაქვეყნებდა სამშობლოში დაბრუნებისას.

"ეს იმიტომ, რომ არ გვინდა ამ გამოძიების მთავარი გმირი ფიქრობდეს, რომ ჩვენ მისი გვეშინია და რომ მე მის ყველაზე საშინელ საიდუმლოზე უცხოეთში ყოფნისას თუ გავბედავდი მოყოლას“, - ხსნის ნავალნი.

პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მართალია არ გაცნობია პუბლიკაციას სასახლეზე, მაგრამ ეს "ცხადია სიცრუეა“.

"არსებობს ადგილი, სადაც მოხვედრით შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი ვლადიმირ პუტინზე, ეს ყველაზე დაცული ტერიტორიაა რუსეთში, ფაქტობრივად, სახელმწიფო სახელმწიფოში და ეს პუტინის ყველაზე დიდი საიდუმლოა. მას იცავს და უვლის ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანი - დაწყებული მცველებიდან, მებაღეებიდან და მშენებლებიდან, დასრულებული რუსეთში ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანებით.

ერთი საიდუმლო, ერთი შენობა... და ჩვენ იქ მოვხვდებით, სტუმრად პუტინთან, ჩვენი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ეს ადამიანი სიმდიდრისკენ სწრაფვაში სრულიად შეიშალა. გავიგებთ ვისი ფულით და როგორ ფინანსდებოდა ეს დიდებულება... გავიგებთ, როგორ შენდებოდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასახლე“, - ასე იწყებს თავის გამოძიებას ნავალნი.

როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, სასახლეში მიმსვლელებს კატეგორიულად ეკრძალებათ მობილურების შეტანა და ყველა მიმსვლელ-წამსვლელი ავტომობილი რამდენიმე საკონტროლო პუნქტში მოწმდება. სასახლის გარდა, დახურულ ტერიტორიაზე არის ე.წ. "ყინულის სახლი“, ეკლესია, ორანჟერეა, 80-მეტრიანი ხიდი და ამფითეატრი. რადგანაც სასახლე ციცაბო ნაპირთან ახლოს მდებარეობს, ზღვაზე გასასვლელად გათხრილია სპეციალური გვირაბი, რომლის ბოლოს არის სადეგუსტაციო ზღვის ოთახი ხედით, - ნათქვამია ტექსტში.

თვით სასახლის კომპლექსის ფართობი 68 ჰექტარს შეადგენს და ის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ექვემდებარება. როგორც ნავალნის ფონდში ამტკიცებენ, უშიშროების სამსახური თევზაობასაც კი კრძალავს იმ კონცხის ახლოს, სადაც სასახლე დგას, ხოლო მის ზემოთ ცა თვითმფრინავების ფრენისთვისაც დახურულია.

გამოკვლევაში წარმოდგენილია თვითონ სასახლის გეგმა სართულების მიხედვით. როგორც კადრებში ჩანს, იქ არის რამდენიმე საუნა, აუზი, საპარიკმახერო და აქვადისკოთეკა. ასევე სასახლეს აქვს "ზამთრის ბაღი“ და მუსიკალური მისაღები.

ალექსი ნავალნი აქვეყნებს აგრეთვე სასახლის შიგნით მდგარი ავეჯის ფოტოსურათებს, რომელთა ფასი მილიონობით რუბლს შეადგენს. ვიზუალურად ჩანს რამდენიმე სათავსო - ბიბლიოთეკა, რომლის კედლები ოქროს ვენზელებითაა დამშვენებული და ე.წ. "ოჯახური თეატრი“ სცენით. სასახლეში არის კაზინო და "მოსაწევი ოთახიც“. რაც შეეხება მხოლოდ ერთ საძინებელ ოთახს, მისი ფართობი 260 კვადრატულ მეტრს აღწევს.

ვლადიმერ პუტინი ძირითადად სოჭის რეზიდენციაში დადის ხოლმე, მაგრამ ხშირად ცხოვრობს გელენჯიკშიც და სასახლეში თავისი გარემოცვის წევრებს იწვევს ხოლმე.

ყინულის სასახლე

სასახლის ახლოს მევენახეობის რამდენიმე მეურნეობა მდებარეობს, შენდება ღვინის ახალი ქარხანა, რომელიც, როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, კომპანია "აქსის ინვესტიციას“ ეკუთვნის - ვლადიმერ პუტინის თანაკურსელს ნიკოლაი ეგოროვს.

სამუშაოებს აწარმოებს კრემლთან დაახლოებული კომპანია, რომელსაც ასია ბორისოვა ხელმძღვანელობს.

გამოკვლევის დასასრულს ავტორები ასაჯაროებენ სასახლის დაფინანსების რთულ სქემას, რომელშიც მოხსენიებულია ვლადიმერ პუტინის ძველი თანამზრახველები - "ტრანსნეფტის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი ტოკარევი, "როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, ბიზნესმენები იური კოვალჩუკი და გენადი ტიმცენკო. სქემაში ფიგურირებს აგრეთვე სვეტლანა კრივონოგიხი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო ნაცნობია და ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომლის ძალიან ახლო კავშირებზე ვლადიმერ პუტინთან რუსული და საერთაშორისო მასმედია ადრეც წერდა.

იხილეთ ზღაპრული სასახლის ინტერიერის ფოტოები:

საიმპერატორო ავეჯი და ოქროს არწივები კედლებზე

თეატრი სასახლეში

პირადი კაზინო