პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავალა გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს? - შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში
რა დაავალა გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს? - შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლებს და­ა­ვა­ლა, რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ და შე­ზღუდ­ვე­ბის ეტა­პობ­რი­ვი მოხ­სნის და­წყე­ბის პე­რი­ოდ­შიც მკაც­რად გა­ა­კონ­ტრო­ლონ შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რათა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი საფრ­თხის ქვეშ არ დად­გეს.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც დღეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა, რე­გი­ო­ნებ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა პრე­მი­ერს დე­ტა­ლუ­რი ან­გა­რი­ში წა­რუდ­გი­ნეს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში დღეს მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­დე­გად, სა­ხე­ზეა ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცია, რა­მაც ხელი შე­უ­წყო ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის გან­ტვირ­თვას და ამ კუ­თხით გა­მოწ­ვე­ვე­ბი დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ხაზი გა­უს­ვა რე­გი­ო­ნებ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ად­გილ­ზე პრო­ცე­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში და გუ­ბერ­ნა­ტო­რებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფრო ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ მო­უ­წო­და.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სა და გა­მოკ­ვე­თი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­დაჭ­რის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებს რე­გუ­ლა­რუ­ლად მარ­თავს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგასოსო
38

გაიხსნას საზღვრები! არანაირი შეზღუდვები, სომხეთმაც კი გახსნა საზღვრები ყველა ტურისტებისთვის, გეყოფად ფულები ყველას!!! გვაცადეთ ცხოვრება რაც დაგვრჩენია!!!

hhh
7

რა ვიცი, რავიცი გუშინდელი 100-დე ჩამოსული შემთხვევიდან დღეს 1500-ზე ავარდით, ღმერთმა ქნას გაუმკლავდეს მთავრობაც და ხალხიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რა დაავალა გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს? - შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

რა დაავალა გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს? - შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად გააკონტროლონ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა პრემიერს დეტალური ანგარიში წარუდგინეს მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების შედეგად, სახეზეა ვითარების სტაბილიზაცია, რამაც ხელი შეუწყო ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და ამ კუთხით გამოწვევები დღის წესრიგში არ დგას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობას ადგილზე პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაში და გუბერნატორებს ამ მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა და გამოკვეთილი გამოწვევების ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

"ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გამოიყენეს და გადააგდეს, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს" - გია ხუხაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში" - რას წერს ბორის ჯონსონი გახარიას