სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ბაჩალიშვილის საქმის ახალი ფიგურნატი? -  ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, პროკურატურა გოგონაზე ზეწოლას ახდენს
ვინ არის ბაჩალიშვილის საქმის ახალი ფიგურნატი? -  ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, პროკურატურა გოგონაზე ზეწოლას ახდენს

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში ახა­ლი ფი­გუ­რან­ტის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან მუ­ქა­რა და ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში ახალ ფი­გუ­რან­ტის მი­მართ, რო­მელ­მაც ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს თა­მარ­თან მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა მი­ა­წო­და, პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან მუ­ქა­რა და ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ბრი­ფინგზე გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ასე­ვე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი­სა და ად­ვო­კა­ტის სა­ჩი­ვა­რი იმ დად­გე­ნი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის სტა­ტუ­სი გა­უ­უქ­მდა.

"ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას და­უ­კავ­შირ­და გო­გო­ნა - მარი შა­რა­ში­ძე, რო­მელ­მაც "სქ­რი­ნი“ გად­მო­აგ­ზავ­ნა. მას­თან გარ­კვე­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია არ­სე­ბობ­და, მან ბევ­რი ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვცა, რომ­ლი­თაც და­დას­ტურ­და, რომ მას­სა და თა­მარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კონ­ტაქ­ტი ნამ­დვი­ლად ჰქონ­დათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი "სქ­რი­ნი“ პრო­კუ­რა­ტუ­რას წარ­ვუდ­გი­ნეთ და შევ­თა­ვა­ზეთ, რომ ტე­ლე­ფონ­საც მი­ვი­ტან­დით და ასე­ვე მოწ­მე­საც მი­ვიყ­ვან­დით. გა­მო­ძი­ე­ბამ გო­გო­ნას ოჯა­ხის უფ­რო­სე­ბი და­ი­ბა­რა და პირ­და­პირ ზე­წო­ლა, შან­ტა­ჟი, მუ­ქა­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ოჯა­ხი წევ­რებს, რომ მოხ­დე­ბო­და ძა­ლა­დო­ბა, გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­დათ. რა­ღაც­ნა­ი­რად უნ­დათ, ამ გო­გოს მი­სა­მარ­თთ გა­მო­ი­ყე­ნონ ყვე­ლა ის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლი­თაც გა­ამ­ყა­რე­ბენ იმ უკა­ნო­ნო დად­გე­ნი­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას, რი­თაც საქ­მე შე­წყვი­ტეს“, - აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი, საქ­მის ახალ ფი­გუ­რანტს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს ჩა­მო­არ­თმე­ვენ, ისი­ნი ტე­ლე­ფო­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას მო­ი­თხო­ვენ.

"უნ­დათ, რომ ეს მოწ­მე და ეს "სქ­რი­ნი“, რაც საქ­მე­ში არ­სე­ბობს, გა­ა­ცამ­ტვე­რონ და გა­ამ­ყა­რონ აზრი, თით­ქოს, ეს ჩვე­ნი მო­გო­ნი­ლი რა­ღაც სი­ახ­ლეა. იმის ნაც­ვლად, რომ გა­მო­ძი­ე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რას ჩვენ­თვის მო­ე­მარ­თა და ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით მომ­ხდა­რი­ყო მოწ­მის გა­მო­კი­თხვა, და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ვიდ­ნენ და და­ი­წყეს ზე­წო­ლა. გო­გო­ნა დაგ­ვი­კავ­შირ­და და პირ­და­პირ გვი­თხრა, რომ ზე­წო­ლა და მუ­ქა­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­მო­ძი­ე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ას კი არ ახორ­ცი­ე­ლებს, პირ­და­პირ მოქ­მე­დებს. არა­ნა­ირ კავ­შირ­ზე არ გა­მო­სუ­ლან ჩვენ­თან, არა­ნა­ი­რი ობი­ექ­ტუ­რო­ბა არ გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ, პირ­და­პირ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ზე­წო­ლას. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ეს გო­გო­ნა არის ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, გვინ­დო­და გა­რე­მო შეგ­ვეც­ვა­ლა და ჩო­ხა­ტა­უ­რის პო­ლი­ცი­ას მივ­მარ­თეთ, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ეც­ნოთ, შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და გან­ცხა­დე­ბას გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ვე­ლო­დე­ბო­დით, უარი გვი­თხრეს. გო­გო­ნას უთხრეს, რომ ტე­ლე­ფონს ჩა­მო­არ­თმევ­დნენ, მას ავუხ­სე­ნი, რომ ტე­ლე­ფო­ნის მი­ცე­მა, და­კი­თხვა, გა­მო­კი­თხვა, მხო­ლოდ ად­ვო­კა­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მოხ­დე­ბა. თუ ტე­ლე­ფონს წა­ი­ღე­ბენ, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ექ­სპერ­ტი­ზა­საც ჩა­ვა­ტა­რებთ, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მოწ­ვე­ულ­მა უცხო­ელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა უნდა მი­ი­ღონ, არ შე­იძ­ლე­ბა მათ ექ­სპერ­ტი­ზას ვენ­დოთ“, - აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ჩი­ვარ­თან ერ­თად მა­სა­ლაც მი­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­თან მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი "სქ­რი­ნია“. კერ­ძოდ, ად­ვო­კა­ტის თქმით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მე­გო­ბარს წერს: "გარ­კვე­უ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა მე­ლის, თუ რამე და­მე­მარ­თე­ბა, დე­და­ჩემს და­უ­დე­ქი გვერ­დით, შენ­თან მი­მო­წე­რა რომ მაქვს, უნდა წავ­შა­ლო, რამე სა­შიშ­რო­ე­ბა რომ არ შე­გემ­თხვას“.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყვავი
73

მორიგი ზღაპარი და ოჯახის გამასხარავება. ეხლა გაიღვიძა ამ გოგომ???

tngh
79

იქნებ მოასვენოთ ამ უბედური გოგონას სული... ამ ქოსა-ტყუილა ადვოკატს აღარაფერი აღარ აჩერებს... იმდენად დიდია მისი სურვილი, რაც შეიძლება მეტი ფული ამოქაჩოს დაზარალებული ოჯახიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ არის ბაჩალიშვილის საქმის ახალი ფიგურნატი? -  ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, პროკურატურა გოგონაზე ზეწოლას ახდენს

ვინ არის ბაჩალიშვილის საქმის ახალი ფიგურნატი? -  ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, პროკურატურა გოგონაზე ზეწოლას ახდენს

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში ახალი ფიგურანტის მიმართ პროკურატურის მხრიდან მუქარა და ზეწოლა ხორციელდება

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში ახალ ფიგურანტის მიმართ, რომელმაც ბაჩალიშვილის ოჯახის წევრებს თამართან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, პროკურატურის მხრიდან მუქარა და ზეწოლა ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, პროკურატურამ ასევე არ დააკმაყოფილა ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ადვოკატის საჩივარი იმ დადგენილების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.

"ქალბატონ თეონას დაუკავშირდა გოგონა - მარი შარაშიძე, რომელმაც "სქრინი“ გადმოაგზავნა. მასთან გარკვეული კომუნიკაცია არსებობდა, მან ბევრი ისეთი ინფორმაცია მოგვცა, რომლითაც დადასტურდა, რომ მასსა და თამარს სოციალურ ქსელში კონტაქტი ნამდვილად ჰქონდათ. აღნიშნული "სქრინი“ პროკურატურას წარვუდგინეთ და შევთავაზეთ, რომ ტელეფონსაც მივიტანდით და ასევე მოწმესაც მივიყვანდით. გამოძიებამ გოგონას ოჯახის უფროსები დაიბარა და პირდაპირ ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა განახორციელა, ეუბნებოდნენ ოჯახი წევრებს, რომ მოხდებოდა ძალადობა, გარკვეული პრობლემები შეექმნებოდათ. რაღაცნაირად უნდათ, ამ გოგოს მისამართთ გამოიყენონ ყველა ის მექანიზმი, რომლითაც გაამყარებენ იმ უკანონო დადგენილების მოტივაციას, რითაც საქმე შეწყვიტეს“, - აცხადებს რამიშვილი.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, საქმის ახალ ფიგურანტს მობილურ ტელეფონს ჩამოართმევენ, ისინი ტელეფონის ალტერნატიულ ექსპერტიზას მოითხოვენ.

"უნდათ, რომ ეს მოწმე და ეს "სქრინი“, რაც საქმეში არსებობს, გააცამტვერონ და გაამყარონ აზრი, თითქოს, ეს ჩვენი მოგონილი რაღაც სიახლეა. იმის ნაცვლად, რომ გამოძიებას, პროკურატურას ჩვენთვის მოემართა და ჩვენი დახმარებით მომხდარიყო მოწმის გამოკითხვა, დამოუკიდებლად ჩავიდნენ და დაიწყეს ზეწოლა. გოგონა დაგვიკავშირდა და პირდაპირ გვითხრა, რომ ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს, გამოძიება დაზარალებულის პოზიციას კი არ ახორციელებს, პირდაპირ მოქმედებს. არანაირ კავშირზე არ გამოსულან ჩვენთან, არანაირი ობიექტურობა არ გამოუჩენიათ, პირდაპირ ახორციელებენ ზეწოლას. აქვე მინდა აღვნიშნო, ეს გოგონა არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, გვინდოდა გარემო შეგვეცვალა და ჩოხატაურის პოლიციას მივმართეთ, რომ დაზარალებულად ეცნოთ, შუამდგომლობას და განცხადებას გუშინდელი დღიდან ველოდებოდით, უარი გვითხრეს. გოგონას უთხრეს, რომ ტელეფონს ჩამოართმევდნენ, მას ავუხსენი, რომ ტელეფონის მიცემა, დაკითხვა, გამოკითხვა, მხოლოდ ადვოკატების ჩართულობით მოხდება. თუ ტელეფონს წაიღებენ, ალტერნატიულ ექსპერტიზასაც ჩავატარებთ, მაგრამ ექსპერტიზებში მონაწილეობა მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა უნდა მიიღონ, არ შეიძლება მათ ექსპერტიზას ვენდოთ“, - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივართან ერთად მასალაც მიიტანა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი "სქრინია“. კერძოდ, ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს წერს: "გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვას“.

პარლამენტთან გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრებიდან ერთი პირი დააკავეს

რუსთავში გოგონებმა მამაკაცის გამო იჩხუბეს - დაზიანებულია მამაკაცის მანქანა

"საქართველოდან 2003 წელს წავიდა... მისი ბიჭი წარმატებული სპორტსმენი იყო" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მის კრიმინალურ წარსულზე?