მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რაც გარდატეხას შეიტანს პანდემიის დამარცხებაში" - სამების ეზოში წყლის კურთხევის რიტუალი შესრულდა
"ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რაც გარდატეხას შეიტანს პანდემიის დამარცხებაში" - სამების ეზოში წყლის კურთხევის რიტუალი შესრულდა

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ წყლის კურ­თხე­ვის რი­ტუ­ა­ლი შე­ას­რუ­ლა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, ღვთის ეს მად­ლი გა­დაგ­ვარ­ჩენს და იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი.

„ქვე­ყა­ნა­ზე ეს მად­ლი ღვთი­სა გა­დაგ­ვარ­ჩენს ჩვენ, მად­ლი ღვთი­სა იქ­ნე­ბა უხ­ვად მფარ­ვე­ლი ჩვე­ნი. ახლა ეზო­ში გა­ვი­დეთ და შე­ვას­რუ­ლოთ წყლის კურ­თხე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბამ­დე.

წყლის კურ­თხე­ვის რი­ტუ­ა­ლი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ეზო­ში ჩა­ტარ­და.

რე­ლი­გი­უ­რი სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ნა­კურთხ წყალს უფ­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლი მდი­ნა­რე იორ­და­ნეს მად­ლი ენი­ჭე­ბა და უხრწნელ თვი­სე­ბებს იძენს. მორ­წმუ­ნე­ებს მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­უძ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ავად­მყო­ფო­ბი­სა და გან­საც­დე­ლე­ბის დროს.

"დღეს კა­ცობ­რი­ო­ბა დგას ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი, მარ­თლაც რომ არ­ნა­ხუ­ლი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ერ­თბა­შად მო­ე­დო - სწო­რედ დღე­ვან­დე­ლი დღე, ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლო იქ­ნე­ბა ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი, რო­მე­ლიც შე­ი­ტა­ნას გარ­და­ტე­ხას პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბა­ში, ჩვე­ნი ერის, ჩვე­ნი ხალ­ხი­სა და მსოფ­ლი­ოს ამ სნე­უ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში, - ამის თა­ო­ბა­ზე ჭი­ა­თუ­რი­სა და სა­ჩხე­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ნი­ელ­მა სა­მე­ბა­ში, ღვი­თის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე ბრძა­ნა. მან მრევლს მი­მარ­თა, რომ იყ­ვნენ მხნედ და გაძ­ლი­ერ­დნენ ღვთი­სად­მი რწმე­ნით.

“ის ყო­ველ­თვის მოგ­ვა­ნი­ჭებს გა­მარ­ჯვე­ბას. მთა­ვა­რია, არ შე­ირ­ყას ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, ჩვე­ნი სა­სო­ე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. სწო­რედ ამის­თვის არის გან­საც­დე­ლი. ბო­რო­ტი ძალა ცდი­ლობს, ადა­მი­ანს ფი­ზი­კუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი ტკი­ვი­ლით რწე­ნა შე­ურ­ყი­ოს. თუ რწმე­ნა შე­ირ­ყა, მა­შინ ადა­მი­ა­ნის და­მარ­ცხე­ბა ად­ვი­ლია. მაგ­რამ თუ რწმე­ნა არ შე­ირ­ყე­ვა, იმე­დი არ დაგ­ვე­კარ­გე­ბა და ღვთი­სა და მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი ძლი­ე­რი გვექ­ნე­ბა, ვე­რა­ვი­თა­რი ბო­რო­ტე­ბა ვერ დაგ­ვა­მარ­ცხებს“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ნი­ელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ყო­ვე­ლი წლის ამ დღეს მდი­ნა­რე იორ­და­ნე აღმა იწყებს სვლას, რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე­ში სამ­ჯერ ჯვარს გა­და­აგ­დებს, რო­გორც ეს მოხ­და უფ­ლის მდი­ნა­რე­ში ჩას­ვლის დროს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
15
საინტერესოა ამ ქვეყანას ვინ მართავს,სინოდი თუ მთავრობა.სეკულარული სახელწიფო ვართ თუ თეოკრატიული.ამ რვა წელიწადში მთლიანად აირია ღირებულებები.
წმინდა გაგა
19

აქამდე ნერწყვი და თიხა არ გვშველოდა შუბლზე შეზელილი? 

ავტორი:

"ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რაც გარდატეხას შეიტანს პანდემიის დამარცხებაში" - სამების ეზოში წყლის კურთხევის რიტუალი შესრულდა

"ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რაც გარდატეხას შეიტანს პანდემიის დამარცხებაში" - სამების ეზოში წყლის კურთხევის რიტუალი შესრულდა

სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ წყლის კურთხევის რიტუალი შეასრულა.

როგორც პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე განაცხადა, ღვთის ეს მადლი გადაგვარჩენს და იქნება ჩვენი მფარველი.

„ქვეყანაზე ეს მადლი ღვთისა გადაგვარჩენს ჩვენ, მადლი ღვთისა იქნება უხვად მფარველი ჩვენი. ახლა ეზოში გავიდეთ და შევასრულოთ წყლის კურთხევა“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე.

წყლის კურთხევის რიტუალი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა.

რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

"დღეს კაცობრიობა დგას ისტორიაში ერთ-ერთი, მართლაც რომ არნახული განსაცდელის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ერთბაშად მოედო - სწორედ დღევანდელი დღე, ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანას გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს ამ სნეულებისგან გათავისუფლებაში, - ამის თაობაზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში, ღვითისმსახურებაზე ბრძანა. მან მრევლს მიმართა, რომ იყვნენ მხნედ და გაძლიერდნენ ღვთისადმი რწმენით.

“ის ყოველთვის მოგვანიჭებს გამარჯვებას. მთავარია, არ შეირყას ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. სწორედ ამისთვის არის განსაცდელი. ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანს ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით რწენა შეურყიოს. თუ რწმენა შეირყა, მაშინ ადამიანის დამარცხება ადვილია. მაგრამ თუ რწმენა არ შეირყევა, იმედი არ დაგვეკარგება და ღვთისა და მოყვასის სიყვარული ძლიერი გვექნება, ვერავითარი ბოროტება ვერ დაგვამარცხებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ჯაჭვით არიან გადაბმულები, არ უშვებენ მანქანებს ავტოსადგომიდან... კალაძე ფეხით წავა სახლში" - აქცია თბილისის მერიასთან