მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენდეთ ადგილობრივ პროფესიონალებს" - რას ამბობს ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მედიკოსი ამ ქვეყანაში, ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე?
"ენდეთ ადგილობრივ პროფესიონალებს" - რას ამბობს ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მედიკოსი ამ ქვეყანაში, ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე?

"ნორ­ვე­გი­ის მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლებ­ში ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად 400 -მდე ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა" - რას ამ­ბობს ნორ­ვე­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი მე­დი­კო­სი ამ ქვე­ყა­ნა­ში, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ მომ­ხდარ ფა­ტა­ლურ შემ­თხვე­ვებ­ზე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბოლო წლებ­ში მა­ინც, ნე­ბის­მი­ერ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ან მო­რიგ ახალ, მნიშ­ვნე­ლო­ვან სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ლა­მის, ტრა­დი­ცი­ად გვექ­ცა (მაგ. C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, უამ­რა­ვი სი­ცო­ცხლე რომ გა­დაგ­ვირ­ჩი­ნა, ან თუნ­დაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის აც­რე­ბი და ა.შ.)... ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კო­ვიდ­თან ბრძო­ლის სტრა­ტე­გია და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მე­თო­დით შექ­მნილ-გა­მოც­დი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბია, რი­თაც აცრა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­წყო და, ალ­ბათ, ჩვენ­თა­ნაც მალე შე­მო­ი­ტა­ნენ. ზო­გი­ერ­თი მას მო­უთ­მენ­ლად ელის, ბევ­რი - ძა­ლი­ან სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს ან კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გია, ზო­გიც აც­რას კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის ლო­დინს ამ­ჯო­ბი­ნებს... ამას წი­ნათ ნორ­ვე­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სწო­რედ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ერ­თმა ფე­ის­ბუქ-პოსტმა მი­ი­პყრო ყუ­რა­დღე­ბა. ლა­პა­რა­კი იყო ნორ­ვე­გი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა­ზე, რაც ნორ­ვე­გი­ა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ადა­მი­ან­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბას იტყო­ბი­ნე­ბო­და.

მოვ­ძებ­ნეთ პოს­ტის ავ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­ნა ტოკ­ვი აია­ნე, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბით დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სი აღ­მოჩ­ნდა და ამ­ჯე­რად ნორ­ვე­გი­ა­ში, კომ­პა­ნია "აია­ნე კონ­სალ­თინ­გში“ ჯან­დაც­ვი­სა და ფარ­მა­ცევ­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­თა მრჩე­ვე­ლი გახ­ლავთ. ქალ­ბა­ტონ მა­რი­ა­ნას ნორ­ვე­გი­ის ამ­ჟა­მინ­დელ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბა­ზე, კო­ვი­დით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­სა და სიკ­ვდი­ლის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზებ­ზე, და­წყე­ბულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე და მის­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე გა­მოვ­კი­თხეთ:

- მად­ლო­ბას გიხ­დით ინ­ტე­რე­სის­თვის. ბოლო დღე­ე­ბია, ნორ­ვე­გია მსოფ­ლი­ოს ინ­ტე­რე­სის ქვეშ მო­ექ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის გამო. ინ­ფორ­მა­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლო­ბა და მას­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ნორ­ვე­გი­ის დე­მოკ­რა­ტი­ის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი შე­მად­გე­ნე­ლი ელე­მენ­ტია. აქ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით - The Public Access to Information Act, Act no. 16, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, რათა მათ შეძ­ლონ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­კი­თხებ­ზე დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. შე­ვეც­დე­ბი გა­გი­ზი­ა­როთ ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და ჩემ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ნორ­ვე­გი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა 5,444,324 ადა­მი­ანს შე­ად­გენს. მათ­გან ტეს­ტი­რე­ბა 3,059,359 ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და. 2020 წლის თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე ვირუ­სი სულ 58,651 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და და გარ­და­იც­ვა­ლა 521 ადა­მი­ა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გახ­ლავთ 0,88 %. არ­სე­ბულ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ყო­ვე­ლი კვი­რის შემ­დეგ აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მიმ­დი­ნა­რე­ობს და ქვეყ­ნდე­ბა მრა­ვა­ლი კვლე­ვა და მას­ში ნორ­ვე­გი­აც ჩა­ერ­თო. კვლე­ვე­ბის ანა­ლი­ზი მკვლე­ვა­რი ან პრაქ­ტი­კო­სი ექი­მე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, Pfizer/Biontech-ის ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი 10 000 დოზა ნორ­ვე­გი­ა­ში გა­სუ­ლი წლის 26 დე­კემ­ბერს ჩა­მო­ვი­და და იგი ისეთ 5000 ადა­მი­ან­ზე გა­ნა­წილ­და, ვინც მა­ლე­ვე მი­ი­ღებ­და პირ­ველ დო­ზას და 3 კვი­რის შემ­დეგ - მე­ო­რეს. რად­გან ვაქ­ცი­ნა ქა­ლაქ ოს­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ლო­ჯის­ტი­კის­თვის პირ­ვე­ლი 5000 ადა­მი­ა­ნის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და. ამი­ტომ შე­ირ­ჩა აღ­მო­სავ­ლეთ ნორ­ვე­გია, რო­გორც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წყი­სი წერ­ტი­ლი. "ჰელ­სე­დი­რექ­ტო­რა­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფე­ბის პრი­ო­რი­ტი­ზი­რე­ბა შემ­დე­გი სა­ხით მოხ­და: მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლე­ბის რე­ზი­დენ­ტე­ბი და გარ­კვე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი; 85 წელ­ზე მეტი ასა­კი და გარ­კვე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ჯგუ­ფე­ბი; 75-84 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი; 65-74 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი და ადა­მი­ა­ნე­ბი 18-64 ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, რო­მელ­თაც აქვთ თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბის მა­ღა­ლი რის­კი; 55-64 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც აქვს სხვა და­ა­ვა­დე­ბა ან მდგო­მა­რე­ო­ბა; 18-54 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც აქვს სხვა და­ა­ვა­დე­ბა ან მდგო­მა­რე­ო­ბა; 55-64 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი; 45-54 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი.

პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნორ­ვე­გი­ა­ში. აც­რის პირ­ველ ეტაპს დის­ტან­ცი­უ­რად ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რიც და­ეს­წრო - წყა­რო: regieringen.no, ფოტო: SMK

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი ინექ­ცია 2020 წლის 27 დე­კემ­ბერს ჩა­ტარ­და და პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი 67 წლის სვა­ინ ან­დერ­სე­ნი გახ­ლდათ. პრო­ცესს პირ­და­პირ ეთერ­ში უყუ­რებ­დნენ ნორ­ვე­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯან­მრთე­ლო­ბის მი­ნის­ტრი და ამ­ხნე­ვებ­დნენ მას. ეს ადა­მი­ა­ნი დღეს პირ­ვე­ლი, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ნორ­ვე­გი­ე­ლია და 17 იან­ვარს გა­ი­ა­რა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პი. ნორ­ვე­გი­ა­ში უკვე მი­ვი­ღეთ ამე­რი­კუ­ლი "მო­დერ­ნას“ ვაქ­ცი­ნაც. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის - ბენტ ჰო­ი­ეს გან­ცხა­დე­ბით, ნორ­ვე­გია მი­ი­ღებს 3,4 მი­ლი­ონ ვაქ­ცი­ნის დო­ზას "ფა­ი­ზე­რის­გან“, 1.89 მი­ლი­ონ დო­ზას "მო­დერ­ნას­გან“ და 3.3 მი­ლი­ონ დო­ზას "ას­ტრა­ზე­ნე­კას­გან“. ასე­ვე, და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღებს სხვა ვაქ­ცი­ნა­თა დო­ზებს. თუკი მი­ღე­ბუ­ლი დო­ზე­ბი ზედ­მე­ტი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ნორ­ვე­გია მათ სხვა ქვეყ­ნებს გა­და­უ­ნა­წი­ლებს. მი­ნის­ტრი იმე­დოვ­ნებს, რომ 2021 წლის ივ­ნი­სამ­დე აც­რი­ლი იქ­ნე­ბა ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 70%.

პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნორ­ვე­გი­ა­ში აც­რის მე­ო­რე ეტა­პი­სას - წყა­რო: Nettavisen, ფრედ­რიკ ჰა­გე­ნის ფოტო (NTB)

- რას ამ­ბო­ბენ ვაქ­ცი­ნით გა­მოწ­ვე­ულ გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი?

- FHI-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მით, პირ­ვე­ლი დო­ზით დღე­ის­თვის აც­რი­ლია 48680 ადა­მი­ა­ნი. აქე­დან ნორ­ვე­გი­უ­ლი წამ­ლის სა­ა­გენ­ტო­ში შე­ვი­და 29 მი­მარ­თვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგო­მი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ. ამ 29 მი­მარ­თვი­დან 23 გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტია. დღეს "ბლუმ­ბერ­გმა“ და­წე­რა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 33 შემ­თხვე­ვა­ზე. გა­და­ვა­მოწ­მე ეს ინ­ფორ­მა­ცია და ნორ­ვე­გი­ულ ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­ში კვლა­ვინ­დე­ბუ­რად 23-ია მო­ცე­მუ­ლი. გაწ­ვდით ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცემს, თუ გა­ნახ­ლდე­ბა, შე­გა­ტყო­ბი­ნებთ. მათ­გან 13 შემ­თხვე­ვა უკვე შე­ის­წავ­ლეს და ნორ­ვე­გი­ის წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა ასე­თი გახ­ლავთ: "Pfizer-ის ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის არ წარ­მო­ად­გენ­და სა­შიშ­რო­ე­ბას, შე­საძ­ლე­ბე­ლია გამ­ხდა­რი­ყო ყვე­ლა­ზე სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი. თუმ­ცა არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სიკ­ვდილ­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას შო­რის უშუ­ა­ლო კავ­შირ­ზე“.

ამ ანა­ლი­ზის შემ­დეგ FHI-მ და "ჰელ­სე­დი­რექ­ტო­რატ­მა" გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცია, რომ 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­თა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე მოხ­დეს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა. რე­კო­მენ­და­ცია ეყ­რდნო­ბა შეს­წავ­ლილ შემ­თხვე­ვებს, რაც ცხად­ყოფს, რომ 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან გარ­და­იც­ვალ­ნენ მხო­ლოდ ისი­ნი, ვი­საც იმ დრო­ის­თვის გა­აჩ­ნდა მიმ­დი­ნა­რე, ტერ­მი­ნა­ლუ­რი, მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბა. იქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ, ზო­გა­დად, ნორ­ვე­გი­ის მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლებ­ში ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 400 ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ით გარ­დაც­ვლი­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლის ბი­ნა­და­რი გახ­ლდათ.

მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე 80 წელ­ზე მეტი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ზე არ არ­სე­ბობს კვლე­ვა თვი­თონ მწარ­მო­ებ­ლის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ამ ასა­კის მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ობს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი 80+ ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, რად­გან გაფრ­თხი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, ნორ­ვე­გი­ა­ში ჩა­ით­ვა­ლა, რომ ამ ჯგუ­ფის­თვის ვაქ­ცი­ნა­ცია ჩვე­უ­ლებ­რივ უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ რე­კო­მენ­და­ცია შე­იც­ვა­ლა და, რო­გორც გი­თხა­რით, დღეს უკვე ნორ­ვე­გი­ა­ში 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით ცრი­ან.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და მწარ­მო­ბელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც. იმუ­ნო­ლო­გი არ გახ­ლა­ვართ, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ვაქ­ცი­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვაა. მათი წყა­ლო­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად მრა­ვა­ლი პო­ტენ­ცი­უ­რად სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია ხდე­ბა. ვაქ­ცი­ნას, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ მე­დი­კა­მენტს, აქვს, ასე­ვე, გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის გა­მოწ­ვე­ვის უნა­რი. ვიცი, რომ ვაქ­ცი­ნა იწ­ვევს იმუ­ნურ პა­სუხს, არ იწ­ვევს გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ამის სა­პი­რის­პი­როს მტკი­ცე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­სა და ანა­ლიზს. ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკი­თხველს შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს შემ­დეგ პუბ­ლი­კა­ცი­ას - "CDC - Understanding how vaccines work“ ან ენ­დოს იმუ­ნო­ლო­გის რჩე­ვას.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, უნდა მი­ე­ღოთ თუ არა ვაქ­ცი­ნა წარ­მო­ე­ბა­ში ასე სწრა­ფად, ამა­ზე პა­სუ­ხი ბი­ო­ქი­მი­კოს­მა უნდა გაგ­ცეთ. ეს არ არის ჩემი კომ­პე­ტენ­ცია, თუმ­ცა ვიცი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ვაქ­ცი­ნის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზე­ბამ­დე ხდე­ბა მისი სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნებ­ლის სხვა­დას­ხვა ფო­კუსჯ­გუ­ფებ­ზე კვლე­ვა და პრე­პა­რატს ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის­თვის მხო­ლოდ კვლე­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ამ­ტკი­ცე­ბენ, ად­გე­ნენ და ბეჭ­და­ვენ ანო­ტა­ცი­ას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წე­სებს და ა.შ. ვიდ­რე ვაქ­ცი­ნა მსგავ­სი კვლე­ვის ეტა­პებს მი­აღ­წევს, ხდე­ბა მისი ფი­ზი­კუ­რად შექ­მნა. დღეს­დღე­ო­ბით შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს უამ­რა­ვი ბი­ო­ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სა თუ მათ მიერ ლე­ტა­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად.

პი­რა­დი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი ფორ­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რატ­ზე მუ­შა­ობს. ეს პრო­ცე­სე­ბი, ძი­რი­თა­დად, მათ­ში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­როა და ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვის შემ­დეგ ხდე­ბა. არ­სე­ბობს პრო­ცე­სის დროს ისე­თი ელე­მენ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვე­ბიც, რომ­ლე­ბიც არა­მარ­ტო იმ კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ფე­ხუ­რის მე­ქა­ნიზ­მზე ახ­დენს გავ­ლე­ნას, რო­მელ­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ, არა­მედ სხვა და­ა­ვა­დე­ბის წარ­მოქ­მნის მე­ქა­ნიზ­მებ­ზეც მოქ­მე­დებს შე­მა­კა­ვებ­ლად ან პი­რი­ქით - გამ­შვე­ბად.

მე­ო­რე სა­კი­თხი ისაა, რომ პრე­პა­რა­ტის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზე­ბამ­დე, გარ­და კვლე­ვე­ბი­სა, დიდი დრო სჭირ­დე­ბა ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და კარ­გი და­ფი­ნა­სე­ბის გამო ეს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი დრო­ში დაჩ­ქარ­და, რაც ვფიქ­რობ, მხო­ლოდ სა­სი­ხა­რუ­ლოა და დაგ­ვა­ნა­ხა ის, რომ ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა ამ ვა­დებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Pfizer/Biontech-ის ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა გახ­ლავთ 95%, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ვე­ლი 100 ადა­მი­ა­ნი­დან ვინც ამ ვაქ­ცი­ნის სრუ­ლი კურ­სით აიც­რე­ბა, 95 ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის­გან გარ­კვე­უ­ლი დრო­ით, ხოლო 5 ადა­მი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, დიდ რა­ო­დე­ნო­ბებ­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, მა­გა­ლი­თად, მი­ლი­ონ ან მი­ლი­არდ ადა­მი­ან­ზე, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­ცე­მია, რად­გა­ნაც ეს ვაქ­ცი­ნა აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხო­ლოდ 5%-ში არ გა­მო­იწ­ვევს იმუ­ნი­ტეტს. ამ 5 %-იდან კი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ვირუს­თან ერ­თად გა­რე­მო­ში მოხ­ვდე­ბი­ან, და­ა­ვად­დე­ბი­ან, და­ა­ვა­დე­ბულ­თა­გან კი გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გარ­და­იც­ვლე­ბა, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ბა 95%. ეს არის ფაქ­ტობ­რივ მო­ნა­ცემ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი და მეც­ნი­ე­რე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

- ზო­გა­დად, ნორ­ვე­გი­ა­ში ვაქ­ცი­ნას უფრო ელო­დე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი თუ კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტის ლო­დინს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ?

- ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი ნდო­ბა ნორ­ვე­გი­ა­ში გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე - სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ბევ­რია და სხვა დროს შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე ლა­პა­რა­კიც. პი­რა­დად მე მყავს 82 წლის დე­დამ­თი­ლი, 85 წლის დე­ი­და და 87 წლის ბიძა. ვფიქ­რობ, კარ­გი მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მოყ­ვა­ნაც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა,რომ სა­მი­ვე იმ ასა­კობ­რივ ჯგუფ­შია, რო­მელ­შიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ სიკ­ვდი­ლი და­ფიქ­სირ­და, სა­მი­ვე ელო­დე­ბა ვაქ­ცი­ნას და მი­იჩ­ნევს, რომ რად­გან გარ­თუ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რებ­ში და­ფიქ­სირ­და, სა­გან­გა­შო არა­ფე­რია და ექი­მებ­მა ზუს­ტად იცი­ან, რა სჯო­ბია, როცა საქ­მე მე­დი­ცი­ნას ეხე­ბა. მე, პი­რა­დად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სად­მი სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბილ ნორ­ვე­გი­ელს ან არა­ნორ­ვე­გი­ელს ნორ­ვე­გი­ა­ში არ შევ­ხვედ­რილ­ვარ. ინ­ტე­რე­სი აქაც დი­დია, სკეპ­ტი­ციზ­მი - შე­და­რე­ბით და­ბა­ლი. სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტსაც და ახალ სა­ინ­ტე­რე­სო მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­საც აქაც დიდი ინ­ტე­რე­სით ელი­ან.

თა­ვად მე, და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ოჯახ­ში, სა­დაც ექი­მე­ბის მრა­ვა­ლი თა­ო­ბა ცხოვ­რობ­და. მათ შო­რის იყ­ვნენ და არი­ან ძა­ლი­ან მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი, ჩემი დიდი ბა­ბუა კონ­სტან­ტი­ნე კა­ხი­ძე გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის და­ნერგვის პი­ო­ნე­რი გახ­ლდათ. ჩემს ოჯახ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კა მა­ღალ დო­ნე­ზე იდგა, ისე­ვე, რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, არა­ე­თი­კუ­რი იქ­ნე­ბა ჩემი მხრი­დან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა­ზე რჩე­ვის გა­ცე­მა მა­შინ, როცა ამ ქვე­ყა­ნა­ში ექი­მად არ ვმოღ­ვა­წე­ობ და როცა ქვე­ყა­ნას ჰყავს მა­ღა­ლი დო­ნის ექი­მე­ბი.

მე კონ­სულ­ტან­ტი ვარ სა­მე­ნე­ჯე­რო დარ­გში, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნას, შემ­დგომ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ჯან­დაც­ვა­სა და ფარ­მა­ცი­ა­ში დღეს ამ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ცე­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვი­სა და სტრა­ტე­გი­ის შერ­ჩე­ვის­თვის ვი­ყე­ნებ და ამ სტრა­ტე­გი­ას ვთა­ვა­ზობ დამ­კვეთს მო­თხოვ­ნი­სა­მებრ. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში კი სა­ჭი­როა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ლა­პა­რა­კი და მოქ­მე­დე­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა კი, სხვა და­ნარ­ჩენ­თან ერ­თად, მო­ი­ცავს ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სად­მი პა­ტი­ვი­სა და ნდო­ბის გა­მო­ხატ­ვას, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, მათ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბას და არა - იმ­პე­რი­ულ რჩე­ვას. შემ­თხვე­ვი­თი რჩე­ვე­ბი, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ეგო­ცენ­ტრიზ­მი და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დრო­ე­ბი­თი აუ­დი­ენ­ცი­ის მო­ზიდ­ვის მცდე­ლო­ბა ამ სფე­რო­ში ფა­ტა­ლუ­რიც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს.

ნორ­ვე­გი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის (FHI) და ჯან­მრთე­ლო­ბის დი­რექ­ტო­რა­ტის რჩე­ვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი ასე­თია - გა­აგ­რძე­ლეთ ვაქ­ცი­ნა­ცია ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში შე­ის­წავ­ლეთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ინი­ექ­ცი­ამ­დე და ვაქ­ცი­ნა­ცია გა­და­წყვი­ტეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ამ რჩე­ვას და ასე­ვე პან­დე­მი­ის მარ­თვის ცენ­ტრა­ლუ­რად გა­ცე­მულ რჩე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბი და ისი­ნი ახ­დე­ნენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შიგ­ნით კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. თუმ­ცა ნორ­ვე­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და სხვე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად გას­ცე­მენ ოფი­ცი­ა­ლურ რჩე­ვებ­სა თუ გან­კარ­გუ­ლე­ბებს პირ­და­პირ ეთერ­ში. ეს რჩე­ვე­ბი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დი­რექ­ტო­რა­ტის დაკ­ვირ­ვე­ბებ­სა და ანა­ლიზ­ზე.

ჩემი ერ­თა­დერ­თი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რე­ლე­ვან­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, ხოლო თუკი ინ­ფორ­მა­ცი­ას ან რჩე­ვას გას­ცემთ (აქ მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლისტს ან ექიმს არ ვგუ­ლის­ხმობ), ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ლინ­კიც და­ურ­თეთ. ამ სა­კი­თხებს ნორ­ვე­გი­ა­ში და­წყე­ბი­თი სკო­ლი­დან­ვე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, რათა მოხ­დეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა თუ პლა­გი­ა­ტიზ­მის აღ­მო­ფხვრა.

გთხოვთ, ენ­დოთ და და­იც­ვათ ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამ ეტაპ­ზეც და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბის დრო­საც. ადა­მი­ა­ნებს აქვთ უნა­რი, უფრო მეტი მო­ინ­დო­მონ თქვენ­თვის, როცა ნდო­ბას ხე­და­ვენ. უნ­დობ­ლო­ბა და­მან­გრე­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს (სა­უ­ბა­რი ჩა­წე­რი­ლია 18 იან­ვარს - ი.ხ.) კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის დიდი კლე­ბა და­ფიქ­სირ­და. ეს სა­სი­ხა­რუ­ლოა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვის კარგ შე­დე­გებ­ზე მი­უ­თი­თებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან კი­დევ ბევრ შე­დეგ­სა და დე­ტალს შე­ი­ტყობთ.

ბო­ლოს კი მო­გახ­სე­ნებთ, რომ ნორ­ვე­გი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტი და წამ­ლის სა­ა­გენ­ტო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად დამ­დგა­რი ლე­ტა­ლო­ბის 13 შეს­წავ­ლილ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გა­შოს ვე­რა­ფერს ხე­დავს, მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი კი ვან­დოთ ქარ­თველ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ად­გილ­ზე.

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მზად ვარ, გა­გი­ზი­ა­როთ ნორ­ვე­გი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბულ სტრა­ტე­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ძა­ლი­ან მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბით, მე მათ გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ და - სა­კუ­თარ თავ­თან პა­ტი­ოს­ნად მოხ­დი­ლი ვა­ლის­გან მი­ნი­ჭე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას.

  • ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია Helsedirektoratet-ის, FHI-ის, Regjeringen-ისა და Legemiddelverket- ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
18

ასეა თუ ისე ვაქცინამ მოუსწრაფა სიცოცხლე მაგ ხალხს. რომ არ გაეკეთებიათ კიდევ იცოცხლებდნენ მინიმუმ ცოტათი უფრო მეტს. ხო აბა გაიკეთეს და ისე დაემთხვა ყველა გარდაიცვალა.

ალექს
6

სტატია არ წამიკითხავას, მაგრამ აი ასეთი ღიმილი, ამ ადამიანს რომ აქვს, ყოველგვარ რემდესივირებზე და პირამიდონებზე უკეთ კურნავს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ენდეთ ადგილობრივ პროფესიონალებს" - რას ამბობს ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მედიკოსი ამ ქვეყანაში, ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე?

"ენდეთ ადგილობრივ პროფესიონალებს" - რას ამბობს ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მედიკოსი ამ ქვეყანაში, ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე?

"ნორვეგიის მოხუცებულთა სახლებში ყოველკვირეულად 400 -მდე ადამიანი კვდება" - რას ამბობს ნორვეგიაში მცხოვრები მედიკოსი ამ ქვეყანაში, ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე?

საქართველოში, ბოლო წლებში მაინც, ნებისმიერ ვაქცინაციასთან ან მორიგ ახალ, მნიშვნელოვან სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ლამის, ტრადიციად გვექცა (მაგ. C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებისადმი უნდობლობა, სინამდვილეში, უამრავი სიცოცხლე რომ გადაგვირჩინა, ან თუნდაც ჩვეულებრივი გრიპის აცრები და ა.შ.)... ამჯერად ყველაზე აქტუალური კოვიდთან ბრძოლის სტრატეგია და დაჩქარებული მეთოდით შექმნილ-გამოცდილი ვაქცინებია, რითაც აცრა ბევრ ქვეყანაში დაიწყო და, ალბათ, ჩვენთანაც მალე შემოიტანენ. ზოგიერთი მას მოუთმენლად ელის, ბევრი - ძალიან სკეპტიკურად უყურებს ან კატეგორიულად წინააღმდეგია, ზოგიც აცრას კოვიდის სამკურნალო პრეპარატის ლოდინს ამჯობინებს... ამას წინათ ნორვეგიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის სწორედ ვაქცინაციასთან დაკავშირებულმა ერთმა ფეისბუქ-პოსტმა მიიპყრო ყურადღება. ლაპარაკი იყო ნორვეგიის ხელისუფლების ოფიციალურ საჯარო განცხადებაზე, რაც ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ ადამიანთა გარდაცვალებას იტყობინებოდა.

მოვძებნეთ პოსტის ავტორი, ქალბატონი მარიანა ტოკვი აიანე, რომელიც განათლებით დიპლომირებული მედიკოსი აღმოჩნდა და ამჯერად ნორვეგიაში, კომპანია "აიანე კონსალთინგში“ ჯანდაცვისა და ფარმაცევტიკის მიმართულებათა მრჩეველი გახლავთ. ქალბატონ მარიანას ნორვეგიის ამჟამინდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელსა და სიკვდილის უშუალო მიზეზებზე, დაწყებულ ვაქცინაციაზე და მისგან გარდაცვალების შემთხვევებზე გამოვკითხეთ:

- მადლობას გიხდით ინტერესისთვის. ბოლო დღეებია, ნორვეგია მსოფლიოს ინტერესის ქვეშ მოექცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პერიოდში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების გამო. ინფორმაციის გამჭვირვალობა და მასზე ხელმისაწვდომობა ნორვეგიის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური შემადგენელი ელემენტია. აქ არსებობს კანონი სახელწოდებით - The Public Access to Information Act, Act no. 16, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, რათა მათ შეძლონ საზოგადოებრივ საკითხებზე დებატებში მონაწილეობის მიღება. შევეცდები გაგიზიაროთ ის ოფიციალური ინფორმაცია და მონაცემები, რაც თქვენთვის საინტერესო და ჩემთვის ხელმისაწვდომია.

ნორვეგიის მოსახლეობა 5,444,324 ადამიანს შეადგენს. მათგან ტესტირება 3,059,359 ადამიანს ჩაუტარდა. 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ვირუსი სულ 58,651 ადამიანს დაუდასტურდა და გარდაიცვალა 521 ადამიანი. შესაბამისად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაავადებულთა რაოდენობასთან მიმართებაში გახლავთ 0,88 %. არსებულ ეპიდსიტუაციაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი ყოველი კვირის შემდეგ აწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას. მიმდინარეობს და ქვეყნდება მრავალი კვლევა და მასში ნორვეგიაც ჩაერთო. კვლევების ანალიზი მკვლევარი ან პრაქტიკოსი ექიმების პრეროგატივაა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, Pfizer/Biontech-ის ვაქცინის პირველი 10 000 დოზა ნორვეგიაში გასული წლის 26 დეკემბერს ჩამოვიდა და იგი ისეთ 5000 ადამიანზე განაწილდა, ვინც მალევე მიიღებდა პირველ დოზას და 3 კვირის შემდეგ - მეორეს. რადგან ვაქცინა ქალაქ ოსლოში ჩამოვიდა, გამარტივებული ლოჯისტიკისთვის პირველი 5000 ადამიანის გეოგრაფიული მდებარეობაც მნიშვნელოვანი გახდა. ამიტომ შეირჩა აღმოსავლეთ ნორვეგია, როგორც ვაქცინაციის საწყისი წერტილი. "ჰელსედირექტორატის" ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის ადამიანთა ჯგუფების პრიორიტიზირება შემდეგი სახით მოხდა: მოხუცებულთა სახლების რეზიდენტები და გარკვეული სამედიცინო პერსონალი; 85 წელზე მეტი ასაკი და გარკვეული სამედიცინო პერსონალის ჯგუფები; 75-84 ასაკობრივი ჯგუფი; 65-74 ასაკობრივი ჯგუფი და ადამიანები 18-64 ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც აქვთ თანმდევი დაავადებებისა და დაავადების მაღალი რისკი; 55-64 ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც აქვს სხვა დაავადება ან მდგომარეობა; 18-54 ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც აქვს სხვა დაავადება ან მდგომარეობა; 55-64 ასაკობრივი ჯგუფი; 45-54 ასაკობრივი ჯგუფი.

პირველი ვაქცინირებული ადამიანი ნორვეგიაში. აცრის პირველ ეტაპს დისტანციურად ქვეყნის პრემიერიც დაესწრო - წყარო: regieringen.no, ფოტო: SMK

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ინექცია 2020 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა და პირველი პაციენტი 67 წლის სვაინ ანდერსენი გახლდათ. პროცესს პირდაპირ ეთერში უყურებდნენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ჯანმრთელობის მინისტრი და ამხნევებდნენ მას. ეს ადამიანი დღეს პირველი, სრულად ვაქცინირებული ნორვეგიელია და 17 იანვარს გაიარა ვაქცინაციის მეორე ეტაპი. ნორვეგიაში უკვე მივიღეთ ამერიკული "მოდერნას“ ვაქცინაც. ჯანდაცვის მინისტრის - ბენტ ჰოიეს განცხადებით, ნორვეგია მიიღებს 3,4 მილიონ ვაქცინის დოზას "ფაიზერისგან“, 1.89 მილიონ დოზას "მოდერნასგან“ და 3.3 მილიონ დოზას "ასტრაზენეკასგან“. ასევე, დადასტურების შემდეგ მიიღებს სხვა ვაქცინათა დოზებს. თუკი მიღებული დოზები ზედმეტი აღმოჩნდება, ნორვეგია მათ სხვა ქვეყნებს გადაუნაწილებს. მინისტრი იმედოვნებს, რომ 2021 წლის ივნისამდე აცრილი იქნება ზრდასრული მოსახლეობის 70%.

პირველი ვაქცინირებული ადამიანი ნორვეგიაში აცრის მეორე ეტაპისას - წყარო: Nettavisen, ფრედრიკ ჰაგენის ფოტო (NTB)

- რას ამბობენ ვაქცინით გამოწვეულ გარდაცვალებაზე სპეციალისტები?

- FHI-ის ოფიციალური მონაცემით, პირველი დოზით დღეისთვის აცრილია 48680 ადამიანი. აქედან ნორვეგიული წამლის სააგენტოში შევიდა 29 მიმართვა ვაქცინაციის შემდგომი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ამ 29 მიმართვიდან 23 გარდაცვალების ფაქტია. დღეს "ბლუმბერგმა“ დაწერა სიკვდილიანობის 33 შემთხვევაზე. გადავამოწმე ეს ინფორმაცია და ნორვეგიულ ოფიციალურ წყაროებში კვლავინდებურად 23-ია მოცემული. გაწვდით ოფიციალურ მონაცემს, თუ განახლდება, შეგატყობინებთ. მათგან 13 შემთხვევა უკვე შეისწავლეს და ნორვეგიის წამლის სააგენტოს ოფიციალური დასკვნა ასეთი გახლავთ: "Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ გვერდითი ეფექტები, რომელიც ადამიანთა უმეტესობისთვის არ წარმოადგენდა საშიშროებას, შესაძლებელია გამხდარიყო ყველაზე სუსტი ჯანმრთელობის მქონე პაციენტების სიკვდილის მიზეზი. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება სიკვდილსა და ვაქცინაციას შორის უშუალო კავშირზე“.

ამ ანალიზის შემდეგ FHI-მ და "ჰელსედირექტორატმა" გასცეს რეკომენდაცია, რომ 80 წელს გადაცილებულთა ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციამდე მოხდეს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. რეკომენდაცია ეყრდნობა შესწავლილ შემთხვევებს, რაც ცხადყოფს, რომ 80 წელს გადაცილებული ადამიანებიდან გარდაიცვალნენ მხოლოდ ისინი, ვისაც იმ დროისთვის გააჩნდა მიმდინარე, ტერმინალური, მწვავე დაავადება. იქვე აღნიშნულია, რომ, ზოგადად, ნორვეგიის მოხუცებულთა სახლებში ყოველკვირეულად დაახლოებით 400 ადამიანი კვდება. ვაქცინაციით გარდაცვლილი ყველა ადამიანი მოხუცებულთა სახლის ბინადარი გახლდათ.

მწვავე დაავადებების მქონე 80 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე არ არსებობს კვლევა თვითონ მწარმოებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. ჩატარებულ კვლევებში არ მონაწილეობენ ამ ასაკის მწვავე დაავადების მქონე ადამიანები და მონაწილეობს მხოლოდ რამდენიმე ერთეული ადამიანი 80+ ასაკობრივი ჯგუფიდან. შესაბამისად, რადგან გაფრთხილება არ ყოფილა, ნორვეგიაში ჩაითვალა, რომ ამ ჯგუფისთვის ვაქცინაცია ჩვეულებრივ უნდა ჩატარებულიყო, მიღებული გამოცდილების შემდეგ რეკომენდაცია შეიცვალა და, როგორც გითხარით, დღეს უკვე ნორვეგიაში 80 წელს გადაცილებულ პაციენტებს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ცრიან.

ამასთან დაკავშირებით მოხდა მწარმობელთან კომუნიკაციაც. იმუნოლოგი არ გახლავართ, თუმცა მიმაჩნია, რომ თანამედროვე ვაქცინები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველაზე დიდი მიღწევაა. მათი წყალობით ყოველწლიურად მრავალი პოტენციურად სასიკვდილო დაავადების პრევენცია ხდება. ვაქცინას, ისევე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, აქვს, ასევე, გვერდითი ეფექტების გამოწვევის უნარი. ვიცი, რომ ვაქცინა იწვევს იმუნურ პასუხს, არ იწვევს გარდაცვალებას, ამის საპირისპიროს მტკიცება მოკლებულია რეალურ ფაქტებსა და ანალიზს. ამ საკითხით დაინტერესების შემთხვევაში მკითხველს შეუძლია გაეცნოს შემდეგ პუბლიკაციას - "CDC - Understanding how vaccines work“ ან ენდოს იმუნოლოგის რჩევას.

რაც შეეხება იმას, უნდა მიეღოთ თუ არა ვაქცინა წარმოებაში ასე სწრაფად, ამაზე პასუხი ბიოქიმიკოსმა უნდა გაგცეთ. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, თუმცა ვიცი, რომ ნებისმიერი ვაქცინის კომერციალიზებამდე ხდება მისი სხვადასხვა მაჩვენებლის სხვადასხვა ფოკუსჯგუფებზე კვლევა და პრეპარატს ფართო მოხმარებისთვის მხოლოდ კვლევების წარმატებით დასრულების შემდეგ ამტკიცებენ, ადგენენ და ბეჭდავენ ანოტაციას, ადმინისტრაციის წესებს და ა.შ. ვიდრე ვაქცინა მსგავსი კვლევის ეტაპებს მიაღწევს, ხდება მისი ფიზიკურად შექმნა. დღესდღეობით შესაბამის სფეროში მიმდინარეობს უამრავი ბიოქიმიური პროცესი სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისა თუ მათ მიერ ლეტალობის გამოწვევის წინააღმდეგ მედიკამენტების აღმოსაჩენად.

პირადი სამსახურეობრივი ურთიერთობა მქონდა ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც სიმსივნის ავთვისებიანი ფორმის საწინააღმდეგო პრეპარატზე მუშაობს. ეს პროცესები, ძირითადად, მათში მონაწილე ადამიანების ინტერესის სფეროა და ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი მხოლოდ გარკვეული შედეგის მიღწევის შემდეგ ხდება. არსებობს პროცესის დროს ისეთი ელემენტების აღმოჩენის შემთხვევებიც, რომლებიც არამარტო იმ კონკრეტული დაავადების კონკრეტული საფეხურის მექანიზმზე ახდენს გავლენას, რომელსაც განიხილავენ, არამედ სხვა დაავადების წარმოქმნის მექანიზმებზეც მოქმედებს შემაკავებლად ან პირიქით - გამშვებად.

მეორე საკითხი ისაა, რომ პრეპარატის კომერციალიზებამდე, გარდა კვლევებისა, დიდი დრო სჭირდება ბიუროკრატიულ პროცესებს. პანდემიის პირობებში და კარგი დაფინასების გამო ეს ბიუროკრატიული პროცესები დროში დაჩქარდა, რაც ვფიქრობ, მხოლოდ სასიხარულოა და დაგვანახა ის, რომ ვაქცინის წარმოება ამ ვადებშიც შესაძლებელია. აქვე აღსანიშნავია, რომ Pfizer/Biontech-ის ვაქცინის ეფექტიანობა გახლავთ 95%, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 ადამიანიდან ვინც ამ ვაქცინის სრული კურსით აიცრება, 95 ადამიანი იქნება დაცული დაავადებისგან გარკვეული დროით, ხოლო 5 ადამიანი არ იქნება დაცული. შესაბამისად, დიდ რაოდენობებზე თუ ვისაუბრებთ, მაგალითად, მილიონ ან მილიარდ ადამიანზე, ეს მნიშვნელოვანი მონაცემია, რადგანაც ეს ვაქცინა აცრილი ადამიანების მხოლოდ 5%-ში არ გამოიწვევს იმუნიტეტს. ამ 5 %-იდან კი ადამიანები, ვინც ვირუსთან ერთად გარემოში მოხვდებიან, დაავადდებიან, დაავადებულთაგან კი გარკვეული რაოდენობა გარდაიცვლება, მაგრამ გადარჩება 95%. ეს არის ფაქტობრივ მონაცემზე დამყარებული მოლოდინი და მეცნიერება ამის საშუალებას იძლევა.

- ზოგადად, ნორვეგიაში ვაქცინას უფრო ელოდებოდნენ ადამიანები თუ კოვიდის სამკურნალო მედიკამენტის ლოდინს ამჯობინებენ?

- ჩემი დაკვირვებით, მეცნიერებისადმი ნდობა ნორვეგიაში გაცილებით მაღალია, ვიდრე - საქართველოში. ამის განმაპირობებელი ფაქტორი ბევრია და სხვა დროს შეიძლება ამაზე ლაპარაკიც. პირადად მე მყავს 82 წლის დედამთილი, 85 წლის დეიდა და 87 წლის ბიძა. ვფიქრობ, კარგი მაგალითი იქნება მათი დამოკიდებულების მოყვანაც. მიუხედავად იმისა,რომ სამივე იმ ასაკობრივ ჯგუფშია, რომელშიც ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილი დაფიქსირდა, სამივე ელოდება ვაქცინას და მიიჩნევს, რომ რადგან გართულებები მხოლოდ მწვავე დაავადების მქონე პირებში დაფიქსირდა, საგანგაშო არაფერია და ექიმებმა ზუსტად იციან, რა სჯობია, როცა საქმე მედიცინას ეხება. მე, პირადად, ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილ ნორვეგიელს ან არანორვეგიელს ნორვეგიაში არ შევხვედრილვარ. ინტერესი აქაც დიდია, სკეპტიციზმი - შედარებით დაბალი. სამკურნალო მედიკამენტსაც და ახალ საინტერესო მკურნალობის მეთოდებსაც აქაც დიდი ინტერესით ელიან.

თავად მე, დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც ექიმების მრავალი თაობა ცხოვრობდა. მათ შორის იყვნენ და არიან ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმები, ჩემი დიდი ბაბუა კონსტანტინე კახიძე გასული საუკუნის საქართველოში გარკვეული ქირურგიული ოპერაციების დანერგვის პიონერი გახლდათ. ჩემს ოჯახში სამედიცინო ეთიკა მაღალ დონეზე იდგა, ისევე, როგორც ადამიანური. შესაბამისად, ვფიქრობ, არაეთიკური იქნება ჩემი მხრიდან ვაქცინაციის ავკარგიანობაზე რჩევის გაცემა მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ექიმად არ ვმოღვაწეობ და როცა ქვეყანას ჰყავს მაღალი დონის ექიმები.

მე კონსულტანტი ვარ სამენეჯერო დარგში, სამედიცინო უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას, შემდგომ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას ჯანდაცვასა და ფარმაციაში დღეს ამ ორი მიმართულების პროცესების ეფექტიანი მართვისა და სტრატეგიის შერჩევისთვის ვიყენებ და ამ სტრატეგიას ვთავაზობ დამკვეთს მოთხოვნისამებრ. ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებში კი საჭიროა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ლაპარაკი და მოქმედება. პროფესიული ეთიკა კი, სხვა დანარჩენთან ერთად, მოიცავს ადგილობრივი პროფესიონალებისადმი პატივისა და ნდობის გამოხატვას, საჭიროებისამებრ, მათთვის ინფორმაციის გაზიარებას და არა - იმპერიულ რჩევას. შემთხვევითი რჩევები, არაპროფესიონალიზმი, ეგოცენტრიზმი და საკუთარი თავისთვის დროებითი აუდიენციის მოზიდვის მცდელობა ამ სფეროში ფატალურიც შეიძლება აღმოჩნდეს.

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (FHI) და ჯანმრთელობის დირექტორატის რჩევა ვაქცინაციაზე საკუთარი მოსახლეობისადმი ასეთია - გააგრძელეთ ვაქცინაცია ჩვეულ რეჟიმში, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში შეისწავლეთ ინდივიდუალურად ჯანმრთელობის მდგომარეობა ინიექციამდე და ვაქცინაცია გადაწყვიტეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად. ამ რჩევას და ასევე პანდემიის მართვის ცენტრალურად გაცემულ რჩევას ითვალისწინებენ ადგილობრივი მუნიციპალური სამმართველოები და ისინი ახდენენ მუნიციპალიტეტის შიგნით კომუნიკაციის უზრუნველყოფას. თუმცა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და სხვები პერიოდულად გასცემენ ოფიციალურ რჩევებსა თუ განკარგულებებს პირდაპირ ეთერში. ეს რჩევები დაფუძნებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტისა და ჯანმრთელობის დირექტორატის დაკვირვებებსა და ანალიზზე.

ჩემი ერთადერთი რჩევა იქნება, რელევანტური ინფორმაციის გავრცელება, ინფორმაციის წყაროზე ყურადღების გამახვილება, ხოლო თუკი ინფორმაციას ან რჩევას გასცემთ (აქ მხოლოდ ჟურნალისტს ან ექიმს არ ვგულისხმობ), ამ ინფორმაციის წყაროს ოფიციალური ლინკიც დაურთეთ. ამ საკითხებს ნორვეგიაში დაწყებითი სკოლიდანვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა მოხდეს ცრუ ინფორმაციისა თუ პლაგიატიზმის აღმოფხვრა.

გთხოვთ, ენდოთ და დაიცვათ ადგილობრივი პროფესიონალების რეკომენდაციები ამ ეტაპზეც და ვაქცინაციის პროცესის დაწყების დროსაც. ადამიანებს აქვთ უნარი, უფრო მეტი მოინდომონ თქვენთვის, როცა ნდობას ხედავენ. უნდობლობა დამანგრეველი დამოკიდებულებაა.

საქართველოში დღეს (საუბარი ჩაწერილია 18 იანვარს - ი.ხ.) კორონავირუსის ახალი დღიური შემთხვევების დიდი კლება დაფიქსირდა. ეს სასიხარულოა და რეკომენდაციების დაცვის კარგ შედეგებზე მიუთითებს. საქართველოში ვაქცინაციის დაწყებამდე სხვა ქვეყნებისგან კიდევ ბევრ შედეგსა და დეტალს შეიტყობთ.

ბოლოს კი მოგახსენებთ, რომ ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი და წამლის სააგენტო ვაქცინაციის შედეგად დამდგარი ლეტალობის 13 შესწავლილ ფაქტთან დაკავშირებით საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი კი ვანდოთ ქართველ პროფესიონალებს ადგილზე.

საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, გაგიზიაროთ ნორვეგიაში მიღებული გამოცდილება ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გამოყენებულ სტრატეგიებთან დაკავშირებითაც. საქართველოში ბევრი კარგი პროფესიონალია, ძალიან მძიმე სამუშაო პირობებით, მე მათ გამძლეობას ვუსურვებ და - საკუთარ თავთან პატიოსნად მოხდილი ვალისგან მინიჭებულ სიამოვნებას.

  • ინტერვიუში გამოყენებულია Helsedirektoratet-ის, FHI-ის, Regjeringen-ისა და Legemiddelverket- ის ოფიციალური ინფორმაციები.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ჯაჭვით არიან გადაბმულები, არ უშვებენ მანქანებს ავტოსადგომიდან... კალაძე ფეხით წავა სახლში" - აქცია თბილისის მერიასთან

ფოტოები გიორგი გასვიანის ჯვრისწერიდან - ვინ არიან ტელეწამყვანის მეჯვარეები და როგორი კაბა აცვია პატარძალს