პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბა სადღა გვაქვს ასეთ გულებში უფლის ადგილი? შევიყვაროთ, შევიყვაროთ, შევიყვაროთ ერთმანეთი!
აბა სადღა გვაქვს ასეთ გულებში უფლის ადგილი? შევიყვაროთ, შევიყვაროთ, შევიყვაროთ ერთმანეთი!

18 იან­ვრი­დან „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-18 ტომს შე­ი­ძენს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. გთა­ვა­ზობთ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:

***

დავ­დი­ვართ ეკ­ლე­სი­ა­ში, ვლო­ცუ­ლობთ სა­ა­თო­ბით, ვე­ზი­ა­რე­ბით, თით­ქოს ვცდი­ლობთ, ქრის­ტი­ა­ნუ­ლად ვი­ცხოვ­როთ და მა­ინც არა­ფე­რი იც­ვლე­ბა ჩვენ­ში, ისევ გა­ყი­ნუ­ლია გული, ვე­რა­ფერს ვგრძნობთ და გა­დის დღე­ე­ბი, თვე­ე­ბი, წლე­ბი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა... რა­ტომ? იმი­ტომ, რომ უფ­ლის და­ტე­ვა გან­წმენ­დილ, წრფელ, სუფ­თა გულს შე­უძ­ლია... რო­გორც მხო­ლოდ ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წუ­ლი­სა­გან იშვა მა­ცხო­ვა­რი, ასე­ვე მხო­ლოდ წმინ­და, წრფელ გულ­ში და­ი­ვა­ნებს მად­ლი უფ­ლი­სა და ადა­მი­ა­ნი ამ მად­ლით გა­ნიღმრთო­ბა... ჩვენ კი - დარ­დი­ა­ნე­ბი, ბოღ­მი­ა­ნე­ბი, შუ­რი­ა­ნე­ბი, ამ­ქვეყ­ნი­ურ სა­ფიქ­რალს მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი, და­ცე­მუ­ლე­ბი, ვნე­ბი­ა­ნე­ბი, უსიყ­ვა­რუ­ლო­ნი... აბა სა­დღა გვაქვს ასეთ გუ­ლებ­ში უფ­ლის ად­გი­ლი? კი ვუ­სურ­ვებთ ერ­თმა­ნეთს: ჩვენს გუ­ლებ­შიც შო­ბი­ლი­ყო­სო მა­ცხო­ვა­რი, მაგ­რამ აბა, გა­ვა­კე­თეთ ამის­თვის რამე?

რითი და­ვი­წყოთ?

შე­ვიყ­ვა­როთ, შე­ვიყ­ვა­როთ, შე­ვიყ­ვა­როთ ერ­თმა­ნე­თი!!! გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით და არა ფა­რი­სევ­ლუ­რად...

შე­ვიყ­ვა­როთ ისე, რო­გორც ღმერ­თმა შეგ­ვიყ­ვა­რა ჩვენ!

ქრის­ტეს ნა­თელ­მა მოგ­ვა­ნი­ჭოს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა!

***

ამას წი­ნათ ორი ადა­მი­ა­ნის სა­უ­ბარს შე­ვეს­წა­რი: ორ გან­სხვა­ვე­ბულ სა­გან­ზე მსჯე­ლობ­დნენ და ერ­თმა­ნეთს უმ­ტკი­ცებ­დნენ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის უპი­რა­ტე­სო­ბას, იმ სა­გან­თა თვი­სე­ბე­ბი მოჰ­ყავ­დათ, რის გა­მოც სწო­რედ ის მი­აჩ­ნდათ უკე­თე­სად მე­ო­რეს­თან შე­და­რე­ბით. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ისევ შე­ვეს­წა­რი ამ ორი ადა­მი­ა­ნის სა­უ­ბარს. ერთი ეუბ­ნე­ბა: იცი, მე ვი­ფიქ­რე და ვა­ღი­ა­რებ, რომ შენი არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­სას არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა და მა­საც აქვს ის თვი­სე­ბე­ბი, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა შენ უკე­თე­სად მი­გაჩ­ნდე­სო. მე­ო­რე პა­სუ­ხობს: იცი, მეც ვი­ფიქ­რე და მეც ვა­ღი­ა­რებ, რომ ამა და ამ თვი­სე­ბის გამო შენი არ­ჩე­უ­ლი სა­გა­ნი მარ­თლაც კარ­გია და ჩემ­სა­ზე არა­ნაკ­ლე­ბიო.

ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო ამის მოს­მე­ნა ჩემ­თვი­საც და მო­სა­უბ­რე­თათ­ვი­საც, ისე­თი ნა­თე­ლი ჰქონ­და ორი­ვეს სა­ხე­ზე, სი­ხა­რუ­ლის ნა­თე­ლი - ორი­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყო!რო­გორ ვცდე­ბით, როცა გვგო­ნია, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­შინ ვართ, როცა ვინ­მეს სა­კუ­თარ უპი­რა­ტე­სო­ბას და­ვუმ­ტკი­ცებთ, დავ­ჩაგ­რავთ სა­უ­ბარ­სა თუ ქმე­დე­ბა­ში... აი, ნამ­დვი­ლი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა - დათ­მო­ბა, მი­ტე­ვე­ბა, თავ­მდაბ­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­კე­თე...

გა­მარ­ჯვე­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას! სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას!

***

ისე­თი არა­ფე­რი ვი­თომ, მაგ­რამ რაღა არა­ფე­რი - ადა­მი­ა­ნის ადა­მი­ა­ნო­ბა ხომ ასე­თი და­სა­ფა­სე­ბე­ლი გახ­და დღეს და რო­გორ არ მო­გიყ­ვეთ ერთი გუ­შინ­დე­ლი ამ­ბა­ვი, აქამ­დე რომ გულს მით­ბობს:

წირ­ვი­დან გა­მოვ­დი­ო­დი დი­ლას. ჩვე­ნი ტა­ძა­რი უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზეა, ტაძ­რის გვერ­დით არის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის ცენ­ტრი და წირ­ვა­ზე ხში­რად შე­მო­დი­ან ხოლ­მე სას­წრა­ფოს ექი­მე­ბი და მედ­დე­ბი, შე­მო­ირ­ბე­ნენ გა­მო­ძა­ხე­ბებს შო­რის, მო­ი­ლო­ცა­ვენ წმინ­დან­თა ხა­ტებს - ვინ, თუ არა მე­დი­კო­სებ­მა, კარ­გად იცი­ან, რომ უფ­ლის გან­გე­ბუ­ლე­ბა­შია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბაც და სი­ცო­ცხლეც... ჰოდა ასე შე­მო­ვი­და გუ­ში­ნაც სას­წრა­ფოს უნი­ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი ერთი ექი­მი, უფალს შე­წევ­ნა სთხო­ვა. ტაძ­რი­დან გა­სულს ეზო­ში მგა­ლობ­ლე­ბი შეხ­ვდნენ და აი, აქ მოხ­და ის, რა­ზეც გი­ამ­ბობთ: მგა­ლო­ბე­ლი გო­გო­ნე­ბი მად­ლო­ბას უხ­დიდ­ნენ ექიმს იმის­თვის, რა­საც ამ უმ­ძი­მეს დროს აკე­თებ­და ჩვენ­თვის, მან კი - ექიმ­მა იცით რა უთხრა? მად­ლო­ბე­ლი მე ვარ თქვე­ნიო, რომ ამ ურ­თუ­ლეს ჟამს თქვენს საქ­მეს ასე ემ­სა­ხუ­რე­ბი­თო, ამ­ხე­ლა იმე­დი ხართ ყვე­ლას­თვი­სო... და მარ­თლაც, ორი­ვე­ნი რამ­ხე­ლა სა­კა­ცობ­რიო ტვირთს შე­ჭი­დე­ბი­ან - რო­გორც იტყვი­ან, ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე დამ­დგა­რან ადა­მი­ან­თა ნუ­გე­შად... ალ­ბათ სი­ტყვე­ბით ვერ ვამ­ბობ, რა მად­ლი­ე­რე­ბის ნი­აღ­ვა­რი იყო იმ წუ­თებ­ში მათ შო­რის და რო­გორ ათ­ბობ­და სამ­ყა­როს ეს ყვე­ლა­ფე­რი...

რა მშვე­ნი­ე­რია ცხოვ­რე­ბა, როცა ად­მი­ა­ნებს მად­ლო­ბის თქმის უნა­რი აქვთ, სხვა­ზე ფიქ­რი, ზრუნ­ვა, სხვის­თვის სი­ცო­ცხლე შე­უძ­ლი­ათ... აღარც პან­დე­მი­აა მა­შინ პრობ­ლე­მა და აღარც სხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი...მრა­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რი ახა­ლი წელი ყვე­ლას ოჯახ­ში... სი­კე­თე... სიყ­ვა­რუ­ლი... სი­ხა­რუ­ლი... უსას­რუ­ლო, უკი­დე­გა­ნო

***

თა­რი­ღე­ბი და დრო­ის ერ­თე­უ­ლე­ბი ხომ იმის­თვის არის, რომ ეტა­პობ­რი­ვად მა­ინც შე­ვა­ფა­სოთ გა­მოვ­ლი­ლი, გა­და­ტა­ნი­ლი - რა იყო, რის­თვის იყო, რა მოგ­ვცა და რა გვას­წავ­ლა...

ჰოდა მი­ი­ლია ეს 2020-იც, ბევ­რი ტკი­ვი­ლი­თა და ფიქ­რით სავ­სე; და მა­ინც მგო­ნია, რომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გაკ­ვე­თი­ლი იყო ეს წელი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის: თურ­მე რო­გო­რი ყო­ფი­ლა უერ­თმა­ნე­თო­ბა;

თურ­მე რამ­დე­ნი რამ გვქონ­და, რა­საც არ ვა­ფა­სებ­დით;

რო­გორ და­კარ­გა აზრი ბევ­რმა რა­მემ, რის­თვი­საც ადრე მიგ­ვი­ძღვნია ფიქ­რი... თი­თო­ულს მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა, რო­გო­რი ყო­ფი­ლა ჩვე­ნი რწმე­ნა - დავ­დე­ქით მყა­რად და შე­ურ­ყევ­ლად თუ ჩა­მოგ­ვე­შა­ლა ხუ­ხუ­ლა­სა­ვით ცოდ­ნა, რო­მელ­საც გულ­სა და გო­ნე­ბა­ში არ ჰქონ­და ფეს­ვე­ბი?

მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის ჩა­მა­ფიქ­რე­ბე­ლი წელი მი­ი­ლე­ვა სა­და­ცაა და გვი­ტო­ვებს ამო­სახ­სნე­ლად ძა­ლი­ან მარ­ტივ ამო­ცა­ნას - რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დეთ? ისევ მა­ტე­რი­ა­ში ვე­ძებთ საშ­ველს და გა­მო­სა­ვალს... მთა­ვა­რი "წა­მა­ლი", ერ­თა­დერ­თი გზა კი ცო­ტას თუ ახ­სენ­დე­ბა: სა­ყო­ველ­თაო სი­ნა­ნუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი და სი­კე­თე...

სი­ტყვე­ბად რჩე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი... ვის­მენთ და გა­ვა­ტა­რებთ ხოლ­მე: ვიდ­რე გუ­ლე­ბი არ და­გევ­გლი­ჯე­ბა სა­კუ­თა­რი და­ცე­მუ­ლო­ბის, ურ­წმუ­ნო­ე­ბის და უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდით, ვიდ­რე მთე­ლი გუ­ლი­თა და გო­ნე­ბით არ შე­ვიგ­რძნობთ ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბას და მას­ზე მინ­დო­ბი­ლე­ბი არ გავ­ხდე­ბით, ვერც მი­ზეზს გა­ვი­გებთ რა­მი­სას და ვერც შე­დეგს მი­ვი­ღებთ...

დრო და ჟამი იმის­თვის გვეძ­ლე­ვა, რომ ამ დრო­ში მოს­ვლის ნა­ყო­ფი სი­ნა­ნუ­ლით მო­ვი­პო­ვოთ... სა­ყო­ველ­თაო სი­ნა­ნუ­ლით...

მად­ლო­ბა უფალს ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლის­თვის, ყო­ვე­ლი სწავ­ლე­ბის­თვის, ყო­ვე­ლი ტკი­ვი­ლის­თვის და უკი­დე­გა­ნო, უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლის­თვის...

მრა­ვალ ახალ წელს დავ­სწრე­ბო­დეთ, ჩემო ტკი­ვი­ლე­ბით დაღ­ლი­ლო, დამ­ძი­მე­ბუ­ლო მე­გობ­რე­ბო... დიდი სი­ხა­რუ­ლის, გა­მარ­ჯვე­ბის, სუ­ლი­ე­რი ამაღ­ლე­ბის, რწმე­ნა­ში გაძ­ლი­ე­რე­ბის, სიმ­შვი­დის და სი­კე­თის წლე­ბი დაგ­ვდგო­მო­დეს...

***

აი, ის წამი, როცა სულ მარ­ტო რჩე­ბი სა­კუ­თარ სინ­დის­თან, ღმერ­თთან, როცა არა­ფერ­ში გჭირ­დე­ბა და არც გად­გე­ბა რა­მე­ში თვალ­თმაქ­ცო­ბა, სი­ყალ­ბე, როცა ის ხარ, რაც ხარ და მო­დის, მო­დის ცრემ­ლი და­უს­რუ­ლებ­ლად... იმის გამო, რაც ხარ... და იმის გამო, რომ დიად სიწ­მინ­დეს, სი­ნათ­ლეს, სიყ­ვა­რულს ელტვი ასე­თი უღირ­სი... ეს ერთი წამი ან­გრევს ამ­პარ­ტავ­ნე­ბის, თავ­და­ჯე­რე­ბის, სიც­რუ­ის ცა­თამბჯე­ნებს... და მერე მო­დის სიმ­შვი­დე, ნუ­გე­ში, იმე­დი...

მრა­ვა­ლი ასე­თი წამი, მე­გობ­რე­ბო... მა­რა­დი­უ­ლი ასე­თი წამი!

18 იან­ვრი­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, მე-18 ტომი! არ გა­მოგრჩეთ!

გა­მომ­ცემ­ლო­ბა„პა­ლიტ­რა L“-ის წიგ­ნე­ბი იყი­დე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­ში, ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში: "მაგ­ნი­ტი", "ნი­კო­რა", "დე­ი­ლი", "ეკო­ნო­მიქ­სი", "სპა­რი", "ფრეს­კო" და სხვა. კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თე­ბი იხი­ლეთ ბმულ­ზე: https://bit.ly/3o5IOso გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თეთ elva.ge -ს ქოლ-ცენ­ტრს: 595033616

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
0

საინტერესოა, ეს სტატია როგორ დაუძვრა თქვენს ცენზურას, ალბათ, ბოლომდე წაკითხვა დაგეზარათ?!...

გიორგი
0

ამ სტატიაში ნათლად ჩანს კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა, რომელიც ეთანხმება უფლის სწავლებას. "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" გვასწავლის მაცხოვარი და მანამდე იოანე ნათლისმცემელი. სინანული ცოდვათა გამო არის განსაწმენდელი სინდისისა და გასაღები მარადიული სიცოცხლისა. ნამდვილი სინანული არ მდგომარეობს მონანულის იმიჯის შექმნაში, რათა სხვამ დაინახოს, რომ რასმე ვნანობთ. არამედ იგი უფრო ღრმაა და მოდის სულის სიღრმიდან. ამის მიღწევას საკუთარი თავის დამდაბლება სჭირდება. საკუთარი თავის ნამდვილი დამდაბლებაა, როდესაც იცი, რომ მართალი ხარ მოყვასთან და ამას ყველა დაადასტურებს, მაგრამ შენ უგულებელყოფ ამ სიმართლეს მოყვასისა გამო, რამეთუ გსურს, რომ გააღვიძო მოყვასში სინდისი და ისიც გადაარჩინო და არა პირიქით, მუქარით და ჩხუბით დაუმტკიცო სიმართლე. ამ დროს ადამიანი ასრულებს უფლის უდიდეს მცნებას, რომელიც ქრისტემ გვასწავლა. "შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი". ამაზე დიდი მცნება არ არსებობსო, ამბობს მაცხოვარი ჩვენი. ნამდვილი სიყვარული აღმატებული გრძნობაა, რომელიც არის ყოველივე სიკეთის სათავე და როგორც ანბანი, ასევე უნდა ვისწავლოთ ნამდვილი სიყვარული. უნდა ვამეცადინოთ საკუთარი მე სიყვარულის სწავლაში. ღმერთი შეგვეწიოსა და დაგვეხმაროს ყოველივე ჩამოთვლილის აღსრულებაში და შესრულებაში. გვიყვარდეს ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ისე, როგორც საკუთარ თავს. <3

ავტორი:

აბა სადღა გვაქვს ასეთ გულებში უფლის ადგილი? შევიყვაროთ, შევიყვაროთ, შევიყვაროთ ერთმანეთი!

აბა სადღა გვაქვს ასეთ გულებში უფლის ადგილი? შევიყვაროთ, შევიყვაროთ, შევიყვაროთ ერთმანეთი!

18 იანვრიდან „ბიბლიის განმარტებების“ მე-18 ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

***

დავდივართ ეკლესიაში, ვლოცულობთ საათობით, ვეზიარებით, თითქოს ვცდილობთ, ქრისტიანულად ვიცხოვროთ და მაინც არაფერი იცვლება ჩვენში, ისევ გაყინულია გული, ვერაფერს ვგრძნობთ და გადის დღეები, თვეები, წლები, მთელი ცხოვრება... რატომ? იმიტომ, რომ უფლის დატევა განწმენდილ, წრფელ, სუფთა გულს შეუძლია... როგორც მხოლოდ ყოვლადწმინდა ქალწულისაგან იშვა მაცხოვარი, ასევე მხოლოდ წმინდა, წრფელ გულში დაივანებს მადლი უფლისა და ადამიანი ამ მადლით განიღმრთობა... ჩვენ კი - დარდიანები, ბოღმიანები, შურიანები, ამქვეყნიურ საფიქრალს მიჯაჭვულები, დაცემულები, ვნებიანები, უსიყვარულონი... აბა სადღა გვაქვს ასეთ გულებში უფლის ადგილი? კი ვუსურვებთ ერთმანეთს: ჩვენს გულებშიც შობილიყოსო მაცხოვარი, მაგრამ აბა, გავაკეთეთ ამისთვის რამე?

რითი დავიწყოთ?

შევიყვაროთ, შევიყვაროთ, შევიყვაროთ ერთმანეთი!!! გულწრფელი სიყვარულით და არა ფარისევლურად...

შევიყვაროთ ისე, როგორც ღმერთმა შეგვიყვარა ჩვენ!

ქრისტეს ნათელმა მოგვანიჭოს დიდი ბედნიერება!

***

ამას წინათ ორი ადამიანის საუბარს შევესწარი: ორ განსხვავებულ საგანზე მსჯელობდნენ და ერთმანეთს უმტკიცებდნენ საკუთარი არჩევანის უპირატესობას, იმ საგანთა თვისებები მოჰყავდათ, რის გამოც სწორედ ის მიაჩნდათ უკეთესად მეორესთან შედარებით. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შევესწარი ამ ორი ადამიანის საუბარს. ერთი ეუბნება: იცი, მე ვიფიქრე და ვაღიარებ, რომ შენი არჩევანი ჩემსას არაფრით ჩამოუვარდება და მასაც აქვს ის თვისებები, რის გამოც შეიძლება შენ უკეთესად მიგაჩნდესო. მეორე პასუხობს: იცი, მეც ვიფიქრე და მეც ვაღიარებ, რომ ამა და ამ თვისების გამო შენი არჩეული საგანი მართლაც კარგია და ჩემსაზე არანაკლებიო.

ბედნიერება იყო ამის მოსმენა ჩემთვისაც და მოსაუბრეთათვისაც, ისეთი ნათელი ჰქონდა ორივეს სახეზე, სიხარულის ნათელი - ორივე გამარჯვებული იყო!როგორ ვცდებით, როცა გვგონია, რომ გამარჯვებული მაშინ ვართ, როცა ვინმეს საკუთარ უპირატესობას დავუმტკიცებთ, დავჩაგრავთ საუბარსა თუ ქმედებაში... აი, ნამდვილი სიხარული და ბედნიერება - დათმობა, მიტევება, თავმდაბლობა, სიყვარული, სიკეთე...

გამარჯვებას გისურვებთ ყველას! საკუთარ თავზე გამარჯვებას!

***

ისეთი არაფერი ვითომ, მაგრამ რაღა არაფერი - ადამიანის ადამიანობა ხომ ასეთი დასაფასებელი გახდა დღეს და როგორ არ მოგიყვეთ ერთი გუშინდელი ამბავი, აქამდე რომ გულს მითბობს:

წირვიდან გამოვდიოდი დილას. ჩვენი ტაძარი უზნაძის ქუჩაზეა, ტაძრის გვერდით არის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცენტრი და წირვაზე ხშირად შემოდიან ხოლმე სასწრაფოს ექიმები და მედდები, შემოირბენენ გამოძახებებს შორის, მოილოცავენ წმინდანთა ხატებს - ვინ, თუ არა მედიკოსებმა, კარგად იციან, რომ უფლის განგებულებაშია ადამიანის ჯანმრთელობაც და სიცოცხლეც... ჰოდა ასე შემოვიდა გუშინაც სასწრაფოს უნიფორმაში ჩაცმული ერთი ექიმი, უფალს შეწევნა სთხოვა. ტაძრიდან გასულს ეზოში მგალობლები შეხვდნენ და აი, აქ მოხდა ის, რაზეც გიამბობთ: მგალობელი გოგონები მადლობას უხდიდნენ ექიმს იმისთვის, რასაც ამ უმძიმეს დროს აკეთებდა ჩვენთვის, მან კი - ექიმმა იცით რა უთხრა? მადლობელი მე ვარ თქვენიო, რომ ამ ურთულეს ჟამს თქვენს საქმეს ასე ემსახურებითო, ამხელა იმედი ხართ ყველასთვისო... და მართლაც, ორივენი რამხელა საკაცობრიო ტვირთს შეჭიდებიან - როგორც იტყვიან, ფრონტის წინა ხაზზე დამდგარან ადამიანთა ნუგეშად... ალბათ სიტყვებით ვერ ვამბობ, რა მადლიერების ნიაღვარი იყო იმ წუთებში მათ შორის და როგორ ათბობდა სამყაროს ეს ყველაფერი...

რა მშვენიერია ცხოვრება, როცა ადმიანებს მადლობის თქმის უნარი აქვთ, სხვაზე ფიქრი, ზრუნვა, სხვისთვის სიცოცხლე შეუძლიათ... აღარც პანდემიაა მაშინ პრობლემა და აღარც სხვა მატერიალური წინააღმდეგობები...მრავალი ბედნიერი ახალი წელი ყველას ოჯახში... სიკეთე... სიყვარული... სიხარული... უსასრულო, უკიდეგანო

***

თარიღები და დროის ერთეულები ხომ იმისთვის არის, რომ ეტაპობრივად მაინც შევაფასოთ გამოვლილი, გადატანილი - რა იყო, რისთვის იყო, რა მოგვცა და რა გვასწავლა...

ჰოდა მიილია ეს 2020-იც, ბევრი ტკივილითა და ფიქრით სავსე; და მაინც მგონია, რომ უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი იყო ეს წელი თითოეული ჩვენგანისათვის: თურმე როგორი ყოფილა უერთმანეთობა;

თურმე რამდენი რამ გვქონდა, რასაც არ ვაფასებდით;

როგორ დაკარგა აზრი ბევრმა რამემ, რისთვისაც ადრე მიგვიძღვნია ფიქრი... თითოულს მოგვეცა საშუალება, შეგვეფასებინა, როგორი ყოფილა ჩვენი რწმენა - დავდექით მყარად და შეურყევლად თუ ჩამოგვეშალა ხუხულასავით ცოდნა, რომელსაც გულსა და გონებაში არ ჰქონდა ფესვები?

მთელი კაცობრიობის ჩამაფიქრებელი წელი მიილევა სადაცაა და გვიტოვებს ამოსახსნელად ძალიან მარტივ ამოცანას - რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ? ისევ მატერიაში ვეძებთ საშველს და გამოსავალს... მთავარი "წამალი", ერთადერთი გზა კი ცოტას თუ ახსენდება: საყოველთაო სინანული, სიყვარული და სიკეთე...

სიტყვებად რჩება ეს ყველაფერი... ვისმენთ და გავატარებთ ხოლმე: ვიდრე გულები არ დაგევგლიჯება საკუთარი დაცემულობის, ურწმუნოების და უსუსურობის განცდით, ვიდრე მთელი გულითა და გონებით არ შევიგრძნობთ ღვთის განგებულებას და მასზე მინდობილები არ გავხდებით, ვერც მიზეზს გავიგებთ რამისას და ვერც შედეგს მივიღებთ...

დრო და ჟამი იმისთვის გვეძლევა, რომ ამ დროში მოსვლის ნაყოფი სინანულით მოვიპოვოთ... საყოველთაო სინანულით...

მადლობა უფალს ყოველი გაკვეთილისთვის, ყოველი სწავლებისთვის, ყოველი ტკივილისთვის და უკიდეგანო, უსასრულო სიყვარულისთვის...

მრავალ ახალ წელს დავსწრებოდეთ, ჩემო ტკივილებით დაღლილო, დამძიმებულო მეგობრებო... დიდი სიხარულის, გამარჯვების, სულიერი ამაღლების, რწმენაში გაძლიერების, სიმშვიდის და სიკეთის წლები დაგვდგომოდეს...

***

აი, ის წამი, როცა სულ მარტო რჩები საკუთარ სინდისთან, ღმერთთან, როცა არაფერში გჭირდება და არც გადგება რამეში თვალთმაქცობა, სიყალბე, როცა ის ხარ, რაც ხარ და მოდის, მოდის ცრემლი დაუსრულებლად... იმის გამო, რაც ხარ... და იმის გამო, რომ დიად სიწმინდეს, სინათლეს, სიყვარულს ელტვი ასეთი უღირსი... ეს ერთი წამი ანგრევს ამპარტავნების, თავდაჯერების, სიცრუის ცათამბჯენებს... და მერე მოდის სიმშვიდე, ნუგეში, იმედი...

მრავალი ასეთი წამი, მეგობრებო... მარადიული ასეთი წამი!

18 იანვრიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-18 ტომი! არ გამოგრჩეთ!

გამომცემლობა„პალიტრა L“-ის წიგნები იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, „ბიბლუსის“ მაღაზიებში, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში: "მაგნიტი", "ნიკორა", "დეილი", "ეკონომიქსი", "სპარი", "ფრესკო" და სხვა. კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3o5IOso გამოწერის შემთხვევაში მიმართეთ elva.ge -ს ქოლ-ცენტრს: 595033616

"მთვარის მოტაცება" - 1 თებერვლიდან გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად

25 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეხუთე ტომი გამოვა

21 იანვრიდან „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი, კრისტინ ჰანას „ბულბული“ ჟურნალ გზასთან ერთად