მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და შეტაკება უსაფრთხოების ძალებთან - აშშ-ისკენ ჰონდურასიდან მიმავალ ათასობით მიგრანტს გვატემალაში გზა გადაუკეტეს
ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და შეტაკება უსაფრთხოების ძალებთან - აშშ-ისკენ ჰონდურასიდან მიმავალ ათასობით მიგრანტს გვატემალაში გზა გადაუკეტეს

ჰონ­დუ­რა­სი­დან აშშ-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიგ­რან­ტე­ბის ქა­რა­ვა­ნი მი­ე­მარ­თე­ბო­და. რო­გორც სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერ­და, მხო­ლოდ პა­რას­კევს ჰონ­დუ­რა­სი 8000-მდე ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა. მიგ­რან­ტებს შო­რის არი­ან ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბიც.

მათ გუ­შინ გა­დაკ­ვე­თეს ჰონ­დუ­რა­სი­სა და გვა­ტე­მა­ლის სა­ზღვა­რი და გვა­ტე­მა­ლა­დან მექ­სი­კა­ში გა­დას­ვლას გეგ­მავ­დნენ, სა­ი­და­ნაც აშშ-ში შეს­ვლას შეძ­ლებ­დნენ. თუმ­ცა მათ გვა­ტე­მა­ლი­დან მექ­სი­კა­ში გა­დას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცათ. გვა­ტე­მა­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა გზა გა­და­უ­კე­ტეს და ხელ­კე­ტე­ბი­თა და ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბით სვლა შე­ა­ჩე­რეს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გვა­ტე­მა­ლას მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნო გა­და­ად­გი­ლე­ბებს არ მი­ი­ღებს. შე­ტა­კე­ბა მოხ­და გვა­ტე­მა­ლა-მექ­სი­კის სა­ზღვარ­თან, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ სო­ფელ ვადო ჰონ­დოს­თან.

ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯგუფ­მა გზა გა­და­კე­ტა. ზო­გი­ერ­თმა მიგ­რან­ტმა ძა­ლით სცა­და გზის გაგ­რძე­ლე­ბა, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა ისი­ნი უკან და­აბ­რუ­ნეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ზე ჩანს, რომ სამ­ხედ­რო­ე­ბი იყე­ნე­ბენ ცრემლსა­დენ გაზს, ფა­რებ­სა და ხელ­კე­ტებს მიგ­რან­ტე­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად. ზო­გი­ერ­თმა მიგ­რან­ტმა უკან და­ი­ხია, ზოგი იც­დის ახ­ლო­მახ­ლოს, რომ გზის გაგ­რძე­ლე­ბა კი­დევ ერთხელ სცა­დოს, ზო­გი­ერ­თი კი ახ­ლომ­დე­ბა­რე მთებ­ში გა­იქ­ცა.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს მათი შე­ჩე­რე­ბა. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის და­წყნა­რე­ბა“, - ამ­ბობს გვა­ტე­მა­ლას მიგ­რა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ლერ­მო დი­ა­სი.

გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა გვა­ტე­მა­ლას პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­მაც:

"ჩვე­ნი ქვე­ნის გზავ­ნი­ლი ნა­თე­ლია: ასე­თი ტი­პის არა­ლე­გა­ლუ­რი მა­სობ­რი­ვი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც ჩვენ ვმუ­შა­ობთ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, რომ მოგ­ვარ­დეს ეს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­კი­თხი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ჰონ­დუ­რა­სის და­ტო­ვე­ბა?
  • მიგ­რან­ტე­ბის თქმით, დევ­ნა, ძა­ლა­დო­ბა და სი­ღა­რი­ბე ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ა­ლო­ბაა მათ ქვე­ყა­ნა­ში. ისი­ნი ეძე­ბენ უკე­თეს ცხოვ­რე­ბას და იმე­დი აქვთ, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩავ­ლენ, იპო­ვი­ან სამ­სა­ხურს და უსაფრ­თხოდ იცხოვ­რე­ბენ.

23 წლის და­ნია ჰი­ნესტრო­სა, რო­მე­ლიც თა­ვის პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად მიგ­რან­ტებს შო­რი­საა, "ესო­ში­ე­ი­თიდ პრეს­თან“ ამ­ბობს: "ჩვენ არ გვაქვს სა­მუ­შაო, არც საკ­ვე­ბი, ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე რომ აშშ-ში წა­ვი­დე."

რო­გორც BBC წერს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის და­პი­რე­ბამ იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა შერ­ბი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ხელი შე­უ­წყო ზო­გი­ერთ მიგ­რანტს აშშ-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო. მიგ­რან­ტებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ ჯო ბა­ი­დე­ნი მათ მი­მართ დო­ნალდ ტრამ­პთან შე­და­რე­ბით უფრო ლო­ი­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, გა­სულ წელს დო­ნალდ ტრამპმა მექ­სი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ნუ­ცხა­და, რომ ჰონ­დუ­რა­სე­ლი მიგ­რან­ტე­ბის ნა­კა­დე­ბი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მექ­სი­კას სა­ბა­ჟო ტა­რი­ფებს და­უ­წე­სებ­და.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sergo
13

ჩვენთან გამოუშვით! 

ლია
10

რატომ ?მათ ბაიდენი ელოდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და შეტაკება უსაფრთხოების ძალებთან - აშშ-ისკენ ჰონდურასიდან მიმავალ ათასობით მიგრანტს გვატემალაში გზა გადაუკეტეს

ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და შეტაკება უსაფრთხოების ძალებთან - აშშ-ისკენ ჰონდურასიდან მიმავალ ათასობით მიგრანტს გვატემალაში გზა გადაუკეტეს

ჰონდურასიდან აშშ-ის მიმართულებით მიგრანტების ქარავანი მიემართებოდა. როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერდა, მხოლოდ პარასკევს ჰონდურასი 8000-მდე ადამიანმა დატოვა. მიგრანტებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

მათ გუშინ გადაკვეთეს ჰონდურასისა და გვატემალის საზღვარი და გვატემალადან მექსიკაში გადასვლას გეგმავდნენ, საიდანაც აშშ-ში შესვლას შეძლებდნენ. თუმცა მათ გვატემალიდან მექსიკაში გადასვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. გვატემალის უსაფრთხოების ძალებმა გზა გადაუკეტეს და ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სვლა შეაჩერეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, გვატემალას მთავრობა აცხადებს, რომ ხელისუფლება უკანონო გადაადგილებებს არ მიიღებს. შეტაკება მოხდა გვატემალა-მექსიკის საზღვართან, სამხრეთ-აღმოსავლეთ სოფელ ვადო ჰონდოსთან.

ჯარისკაცებისა და პოლიციელების ჯგუფმა გზა გადაკეტა. ზოგიერთმა მიგრანტმა ძალით სცადა გზის გაგრძელება, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა ისინი უკან დააბრუნეს. ადგილობრივი მედიის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ სამხედროები იყენებენ ცრემლსადენ გაზს, ფარებსა და ხელკეტებს მიგრანტების მოსაგერიებლად. ზოგიერთმა მიგრანტმა უკან დაიხია, ზოგი იცდის ახლომახლოს, რომ გზის გაგრძელება კიდევ ერთხელ სცადოს, ზოგიერთი კი ახლომდებარე მთებში გაიქცა.

"საბედნიეროდ, ჩვენმა უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს მათი შეჩერება. ჩვენ მოვახერხეთ ძალიან რთული სიტუაციის დაწყნარება“, - ამბობს გვატემალას მიგრაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გილერმო დიასი.

განცხადება გაავრცელა გვატემალას პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც:

"ჩვენი ქვენის გზავნილი ნათელია: ასეთი ტიპის არალეგალური მასობრივი გადაადგილებები არ იქნება მიღებული, ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომ მოგვარდეს ეს რეგიონალური საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • რატომ გადაწყვიტა ათასობით ადამიანმა ჰონდურასის დატოვება?
  • მიგრანტების თქმით, დევნა, ძალადობა და სიღარიბე ყოველდღიური რეალობაა მათ ქვეყანაში. ისინი ეძებენ უკეთეს ცხოვრებას და იმედი აქვთ, რომ შეერთებულ შტატებში ჩავლენ, იპოვიან სამსახურს და უსაფრთხოდ იცხოვრებენ.

23 წლის დანია ჰინესტროსა, რომელიც თავის პატარა შვილთან ერთად მიგრანტებს შორისაა, "ესოშიეითიდ პრესთან“ ამბობს: "ჩვენ არ გვაქვს სამუშაო, არც საკვები, ამიტომ, გადავწყვიტე რომ აშშ-ში წავიდე."

როგორც BBC წერს, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დაპირებამ იმის შესახებ, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა შერბილებული იქნება, ხელი შეუწყო ზოგიერთ მიგრანტს აშშ-ის მიმართულებით წასვლის გადაწყვეტილება მიეღო. მიგრანტებს იმედი ჰქონდათ, რომ ჯო ბაიდენი მათ მიმართ დონალდ ტრამპთან შედარებით უფრო ლოიალური იქნებოდა.

ცნობისთვის, გასულ წელს დონალდ ტრამპმა მექსიკის ხელისუფლებას განუცხადა, რომ ჰონდურასელი მიგრანტების ნაკადები შეეკავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მექსიკას საბაჟო ტარიფებს დაუწესებდა.

"განადგურდა მოქალაქეთა ქონება..." - მასშტაბური ხანძარი თურქეთში და 50-ზე მეტი დამწვარი სახლი (ვიდეო)

"მჯერა, რომ პუტინი მკვლელია...ის ყველაფრის საფასურს გადაიხდის და ამას თქვენ მალე დაინახავთ“ - ჯო ბაიდენი

მკვლელობების სერია აშშ-ის სალონებსა და სპა ცენტრებში - მოკლულია 8 ადამიანი, მათ შორის, 6 აზიელი ქალი